პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას რუსული მედია
როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას რუსული მედია

რუ­სუ­ლი მე­დია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რია ნო­ვოს­ტი" წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი "მოწ­მი­დან ბრალ­დე­ბუ­ლად იქცა".

"სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ "მიღ­წე­ვებს" შო­რი­საა თავ­დას­ხმე­ბი და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დარ­ბე­ვა. მაგ­რამ არის ერთი "მაგ­რამ" - სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის და­სე­რი­ნობს და რო­დის ჩავა სამ­შობ­ლო­ში, გა­ურ­კვე­ვე­ლია", - წერს "რია ნო­ვოს­ტი".

ამას­თან, რუ­სუ­ლი ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­რი­კა­ტუ­რას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მას კი­სერ­ზე ყულ­ფად აშშ-ს დრო­შის ფე­რებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი ჰალ­სტუ­ხი აქვს მობ­მუ­ლი.

კი­დევ ერთი რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერ­ფაქ­სი" წერს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში დღეს მი­ე­ცა. მის მი­მართ ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას რუსული მედია

როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას რუსული მედია

რუსული მედია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება.

"რია ნოვოსტი" წერს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი "მოწმიდან ბრალდებულად იქცა".

"სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ "მიღწევებს" შორისაა თავდასხმები და მომიტინგეების დარბევა. მაგრამ არის ერთი "მაგრამ" - სააკაშვილი ამ დროისთვის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დასერინობს და როდის ჩავა სამშობლოში, გაურკვეველია", - წერს "რია ნოვოსტი".

ამასთან, რუსული ონლაინგამოცემა მიხეილ სააკაშვილის კარიკატურას აქვეყნებს, სადაც მას კისერზე ყულფად აშშ-ს დროშის ფერებში გადაწყვეტილი ჰალსტუხი აქვს მობმული.

კიდევ ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" წერს, მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და მასთან ერთად ბრალდებულები არიან ყოფილი მაღალჩინოსნები.

მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში დღეს მიეცა. მის მიმართ ბრალდების დადგენილება გამოტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის საფუძველზე, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა