ინტერნეტის დაპყრობა ახალმა შინაურმა ცხოველმა მოახერხა - სევდიანმა კატა მურმანენტნომ. მისი თვალები საცაა ცრემლებით დაიფარება. კატის პატრონი ეშლი მას სევდიან კატას ეძახის.
ეშლიმ ამ საცოდავი ფუმფულა არსების ფოტოები ფოტოჰოსტინგ საიტ imgur-ზე ატვირთა. ფოტოებმა მალევე მოიპოვეს პოპულარობა. გამოქვეყნებიდან ექვს დღეში ფოტოები უკვე 426 000-ჯერ ნახეს.
პატარა სევდიანი ცხოველის პატრონი 21 წლის ეშლი ჰერინგი, რომელიც ნიუ ორლეანში ცხოვრობს, აცხადებს, რომ სინამდვილეში კატა ძალიან ბედნიერია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სევდიანი გამომეტყველება აქვს.