პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს იმუნიტეტი არ იცავს" - რა უფლებების გამოყენება შეუძლია პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ
 "სააკაშვილს იმუნიტეტი არ იცავს" - რა უფლებების გამოყენება შეუძლია პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ

პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, კახა კა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არა­ნა­ი­რი იმუ­ნი­ტე­ტი არ იცავს და ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­საყ­ვა­ნად პრო­კუ­რა­ტუ­რას მას­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა შე­უძ­ლია.

კა­ხიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა ის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

"ჩემი აზ­რით, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით შევა და და­დე­ბით შემ­თხვე­ვა­ში, გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ იქ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც შე­სას­რუ­ლებ­ლად და­ე­ვა­ლე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­და­ა­მოწ­მებს ყვე­ლა იმ შე­საძ­ლო მი­სა­მართს, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ბრალ­დე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­დეს, ხოლო იმის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, რომ პი­როვ­ნე­ბამ გა­დაკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი, ეც­ნო­ბე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას და პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ი­წყებს მა­სა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამის შემ­დეგ "ინ­ტერ­პო­ლი" იღებს სა­ბუ­თებს და იწყებს სა­მარ­თლებ­რივ ფილტრს – ამომ­წმებს დას­ჯა­დია, თუ არა ასე­თი ტი­პის ქმე­დე­ბა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში, ამას­თან ამოწ­მებს, ხომ არ არის ძებ­ნა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, რა­სობ­რი­ვი თუ სხვა მო­ტი­ვე­ბით. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "ინ­ტერ­პო­ლი" და­ად­გენს, რომ ძებ­ნა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია წმინ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბით, მას პირი შეჰ­ყავს ძებ­ნილ­თა სი­ა­ში. სა­ა­კაშ­ვილს არა­ნა­ი­რი იმუ­ნი­ტე­ტი არ იცავს. მის მი­მართ მოქ­მე­დებს ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც დად­გე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით – ვგუ­ლის­ხმობ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუხ­სიმ­გებ­ლო­ბას, აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბას, ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას და ა.შ", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ხიშ­ვილ­მა.

პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, კახა კა­ხიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, "ამ ეტაპ­ზე ესაა სის­ტე­მუ­რი ტი­პის ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც პრო­კუ­რა­ტუ­რამ არა ეპი­ზო­დუ­რად და­ა­ყე­ნა ვი­ღა­ცე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, არა­მედ ცდი­ლობს გა­მოკ­ვე­თოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა".

ამა­ვე თე­მა­ზე | მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის, მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ადე­იშ­ვი­ლი­სა და უგუ­ლა­ვას მი­მართ ბრა­ლის წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით

"სააკაშვილს იმუნიტეტი არ იცავს" - რა უფლებების გამოყენება შეუძლია პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ

 "სააკაშვილს იმუნიტეტი არ იცავს" - რა უფლებების გამოყენება შეუძლია პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ

პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არანაირი იმუნიტეტი არ იცავს და ქვეყანაში ჩამოსაყვანად პროკურატურას მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება შეუძლია.

კახიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განმარტა ის სამართლებრივი პროცედურები, რაც საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემთხვევაშია გათვალისწინებული.

"ჩემი აზრით, პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით შევა და დადებით შემთხვევაში, გამომძიებლის მიერ იქნება გამოტანილი დადგენილება ბრალდებულის მიმართ ძებნის გამოცხადების თაობაზე, რომელიც შესასრულებლად დაევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებს ყველა იმ შესაძლო მისამართს, სადაც შესაძლებელია ბრალდებული იმყოფებოდეს, ხოლო იმის დადასტურების შემდეგ, რომ პიროვნებამ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, ეცნობება პროკურატურას და პროკურატურის საერთაშორისო დეპარტამენტი დაიწყებს მასალების მომზადებას საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე. ამის შემდეგ "ინტერპოლი" იღებს საბუთებს და იწყებს სამართლებრივ ფილტრს – ამომწმებს დასჯადია, თუ არა ასეთი ტიპის ქმედება ევროპულ ქვეყნებში, ამასთან ამოწმებს, ხომ არ არის ძებნა გამოცხადებული პოლიტიკური, რასობრივი თუ სხვა მოტივებით. იმ შემთხვევაში, თუ "ინტერპოლი" დაადგენს, რომ ძებნა გამოცხადებულია წმინდა სამართლებრივი საფუძვლებით, მას პირი შეჰყავს ძებნილთა სიაში. სააკაშვილს არანაირი იმუნიტეტი არ იცავს. მის მიმართ მოქმედებს ის რეგულაციები, რაც დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით – ვგულისხმობ ბრალდებულის სახით პასუხსიმგებლობას, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, ძებნის გამოცხადებას და ა.შ", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის შეფასებით, "ამ ეტაპზე ესაა სისტემური ტიპის ერთადერთი დანაშაული, რომელთან მიმართებაშიც პროკურატურამ არა ეპიზოდურად დააყენა ვიღაცების პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ ცდილობს გამოკვეთოს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა".

ამავე თემაზე | მთავარი პროკურატურის განცხადება სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და უგულავას მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა