პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურატურის განცხადება სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და უგულავას მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით
მთავარი პროკურატურის განცხადება სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და უგულავას მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი­სა და გიგი უგუ­ლა­ვას მი­მართ ბრა­ლის წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, საქ­მე ეხე­ბა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვას, ტე­ლე­კომ­პა­ნია იმედ­ში შეჭ­რას და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. გა­მო­ძი­ე­ბა გრძლე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 5 დან 8 წლამ­დე ვა­დით. Ambebi.ge პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ. საქ­მე ეხე­ბა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვას, ტე­ლე­კომ­პა­ნია იმედ­ში შეჭ­რას და არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად, ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი: ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მი­მართ. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და შემ­დე­გი: ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი, ეთერ­ში გას­ვლის დღი­დან აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. 2006-2007 წლებ­ში "ტე­ლე­ი­მე­დით" გა­შუ­ქე­ბუ­ლი იქნა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი - სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის, ამი­რან რო­ბა­ქი­ძის, ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას - სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი. ასე­ვე, 2007 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ტე­ლე­ი­მე­დის ეთე­რით სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გა­აჟ­ღე­რა პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მის­თვის მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ა.პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ას. "ტე­ლე­ი­მე­დის" ეთე­რით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე მთავ­რო­ბას სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი არ ჰქონ­და, ხსე­ნე­ბუ­ლი კი ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებ­და იმ­დრო­ინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დის რე­ი­ტინგზე, ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ებ­დნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად იყო, ა.პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში "ტე­ლე­ი­მე­დი" გა­ეც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს აქ­ტივს, რა­ზეც მი­ი­ღო უარი. არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მხრი­დან ტე­ლე­ი­მე­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის უფრო მეტი გა­რან­ტი­ის შექ­მნის მიზ­ნით, ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი მარ­თვის უფ­ლე­ბით გა­და­ე­ცა - აშშ-ში რე­გის­ტრი­რე­ბულ მე­დი­ა­მაგ­ნატს "NEWS CORP EUROPE INC"-ს. მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, კრი­ტი­კუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მრი­დან შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლე­ბის ღია ეთე­რით გა­შუ­ქე­ბა გახ­და იმის მი­ზე­ზი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტომ, მისი მე­თა­უ­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­წყო არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი­სა და მისი ოჯა­ხის დევ­ნა და შე­ვიწ­რო­ე­ბა.

2007 წლის ნო­ემ­ბერ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი მა­სობ­რი­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში გა­და­ი­ზარ­და. 2007 წლის 04 ნო­ემ­ბერს, მ.სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, შსს-ს შე­ნო­ბა­ში, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში გა­ი­მარ­თა სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რი, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და თა­ვად მე­რა­ბიშ­ვი­ლი. თათ­ბირს ეს­წრე­ბოდ­ნენ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი დათა ახა­ლა­ია, თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა, და გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი. ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე თათ­ბირ­ზე გა­და­წყდა, რომ უნდა შე­ედ­გი­ნათ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა სია, რო­მელ­თა მი­მართ უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო და­ში­ნე­ბა, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, ხალ­ხის ცემა და სხვა­დას­ხვა გზე­ბით, მათ შო­რის ნარ­კო­ტი­კე­ბის ჩა­დე­ბით მათი და­პა­ტიმ­რე­ბა. ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის უნდა "მი­ე­ხე­და" ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ უფ­როსს და იმ­ჟა­მად თავ­დაც­ვის მი­ნისტრს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს.

ი.მე­რა­ბიშ­ვილ­მა თათ­ბი­რის დროს წა­მოს­თქვა შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის ფრა­ზე­ბი: "გა­ლა­ხუ­ლი კაცი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ჩმო­რი და მა­შინ­ვე კარ­გავს გავ­ლე­ნას, ჯგუ­ფე­ბი შექ­მე­ნით, ცე­მეთ, თირკმე­ლებ­ში ურტყით, და­ი­ჭი­რეთ, გად­მო­ი­ბი­რეთ, ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­უ­დეთ, გა­რეთ ერთი ახა­ლა­ია მი­ხე­დავს, შიგ­ნით მე­ო­რე დახ­ვდე­ბა."

თათ­ბირ­ზე ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა - ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბის, ცე­მი­სა და და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნილ იქნა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, რო­დე­საც გა­ი­ცა ბრძა­ნე­ბა აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის თა­ო­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და რი­ყის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და მო­მო­მი­ტინ­გე­თა დარ­ბე­ვა, უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა არა­ლე­ტა­რუ­ლი ია­რა­ღი (რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი), უმო­წყა­ლოდ სცე­მეს ასე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. სპეც­რაზ­მი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და შე­ში­ნე­ბულ მო­მი­ტინ­გე­ებს, რომ­ლე­ბიც თავს აფა­რებ­დნენ მა­ღა­ზი­ებ­სა და აფ­თი­ა­ქებს. 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­დლის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, თბი­ლის­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის ჩათ­ვლით ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უკა­ნო­ნოდ გა­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო მო­ქა­ლა­ქე­თა ხე­ლა­ხა­ლი გა­მოს­ვლა და რა­ი­მე სა­ხის პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა.

ამა­ვე დღეს, და­სა­ხუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დის შე­ნო­ბა­ში ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ, შე­იჭ­რა შსს-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი, რომ­ლებ­მაც და­ამ­სხვრი­ეს სა­ე­თე­რო ჩარ­თვის აპა­რა­ტუ­რა, გა­მორ­თეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის"" მა­უ­წყებ­ლო­ბა, ხოლო "ტე­ლე­ი­მე­დის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ცე­მით გა­მო­ა­ძე­ვეს შე­ნო­ბი­დან. ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი ტე­ლე­ვი­ზი­ის გარ­შე­მო პრო­ტეს­ტის გა­მო­სახ­ტად შეკ­რე­ბილ ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც სას­ტი­კად გა­უს­წორ­და, გა­მო­ი­ყე­ნეს რა მათ მი­მართ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი და ძა­ლა­დო­ბით აი­ძუ­ლეს და­ე­ტო­ე­ბი­ნათ ტე­რი­ტო­რია. ხსე­ნე­ბუ­ლის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი"-ს ტე­რი­ტო­რია ბლო­კი­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დის დარ­ბე­ვის შე­დე­გად ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის, და­კარ­გვის და მი­უ­ღე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლის სა­ხით "იმე­დი"-ს ზი­ან­მა შე­ად­გი­ნა 3 158 307 ლარი.

ამის შემ­დეგ, ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა და­ი­წყეს პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის­თვის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვის პრო­ცე­სი. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის"" შე­ნო­ბა­ში შეჭ­რის ვი­თომ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად "სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის" თავ­მჯდო­მა­რე­ზე, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის შე­დე­გად",მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვით "ტე­ლე­ი­მედს" შე­უ­ჩე­რეს სა­მა­უ­წყებ­ლო ლი­ცენ­ზია.

ამას­თან "ტე­ლე­ი­მედ­ში" ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დით შეჭ­რი­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში მო­საქ­ცე­ვად, ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის წარ­მო­ე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად იქნა ცნო­ბი­ლი არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი და მის ქო­ნე­ბას, კერ­ძოდ შპს "ტე­ლე­ი­მედს" და­ე­დო ყა­და­ღა, რი­თიც მე­სა­კუთ­რე­სა და მფლო­ბელს აეკ­რძა­ლა შპს "ტე­ლე­ი­მე­დის" ქო­ნე­ბის (მათ შო­რის, მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კერ­ძო სა­ე­თე­რო მა­უ­წყებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზი­ის) გან­კარ­გვა და სარ­გებ­ლო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ წა­რუდ­გი­ნა არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­სა და ერეკ­ლე კო­დუ­ას შო­რის შემ­დგა­რი სა­უბ­რის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, კონ­ტექ­სტი­დან ამოჭ­რი­ლი და ში­ნა­არ­სის შეც­ვლით და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მისი მე­თა­უ­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბის მი­მართ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან უმ­კაც­რე­სი რე­ა­გი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მ.სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით და უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, მათ შო­რის გიგი უგუ­ლა­ვას, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და სხვა­თა უშუ­ა­ლო ჩა­რე­ვით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ზე­წო­ლი­სა და და­ში­ნე­ბის გზით პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახს ჩა­მო­არ­თვეს ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი. ა.პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში, კერ­ძოდ 2008 წლის 19 თე­ბერ­ვალს, ნო­ტა­რი­უს მერი ბუ­ბაშ­ვილ­თან, ა.პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირს გი­ორ­გი ჯა­ოშ­ვილს, მის სა­ხელ­ზე რი­ცხუ­ლი ს/ს "ჯეი-ემ-ჯი კონ­სალ­ტინგ გრუ­პი"-ის წილი, რომ­ლის სა­კუთ­რე­ბა­შიც იყო "ტე­ლე­ი­მე­დი", წეს­დე­ბის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით, გა­და­ა­ფორ­მე­ბი­ნეს ბიზ­ნეს­მენ ჯო­ზეფ კე­ი­ზე. აღ­ნიშ­ნულ მოქ­მე­დე­ბას ად­გილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი. იმა­ვე დღეს გი­ორ­გი ჯა­ოშ­ვი­ლი მი­იყ­ვა­ნეს ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში და აი­ძუ­ლეს გა­დამ­დგა­რი­ყო შპს "ტე­ლე­ი­მე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ფირ­მე­ბის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან, რი­თაც ა.პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ა­შო­რეს ტე­ლე­ვი­ზი­ას. მომ­დევ­ნო დღეს, "ტე­ლე­ი­მე­დი"-ს წილი 5 წლის ვა­დით, სა­მარ­თა­ვად გა­და­ე­ცა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირს პა­ა­ტა სი­რა­ძეს. "NEჭშ ჩOღP EUღOPEIთED INჩ"-ს ცალ­მხრი­ვად შე­უ­წყდა შპს "ტელე იმე­დის" მარ­თვის უფ­ლე­ბა.

ამის შემ­დეგ უკვე და­ი­წყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, მათ შო­რის გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა, რო­მე­ლიც სრუ­ლად წარ­მარ­თავ­და და აკონ­ტრო­ლებ­და არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კას.

2012 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პი­რებ­მა გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძემ, გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვილ­მა და გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძემ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახს და­უბ­რუ­ნეს 90%-იანი წილი ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დის.

მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მისი მე­თა­უ­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ზე ზე­წო­ლა არ შე­მო­ი­ფარ­გლა მხო­ლოდ ტე­ლე­ი­მე­დის უკა­ნო­ნოდ ხელ­ში ჩაგ­დე­ბით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახს ჩა­მო­არ­თვა მთაწ­მინ­დის პარ­კიც. კერ­ძოდ, 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მო­მი­ტინ­გე­თა დაშ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, შს მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით მთაწ­მინ­დის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე შე­იჭრ­ნენ შსს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და ტე­რი­ტო­რი­ი­დან უკა­ნო­ნოდ გა­მო­ა­ძე­ვეს პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. იმა­ვე დღეს, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ჩა­ტარ­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, თით­ქოს­და, რომ შპს "ლინ­ქსი" არ იხ­დი­და მთაწ­მინ­დის პარ­კის იჯა­რის თან­ხას, რის გა­მოც თბი­ლი­სის მთავ­რო­ბამ შპს "ლინ­ქსთან" სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ, ცალ­მხრი­ვად შე­წყვი­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, მა­შინ რო­დე­საც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნია პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­და ყვე­ლა აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და არ არ­სე­ბობ­და არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის­თვის. ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის მიერ "მე­წარ­მე­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში სა­გან­გე­ბოდ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, შპს "ლინ­ქსი"-ს დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნეს გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი კირ­ცხა­ია, რო­მელ­მაც ფირ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ სხვა სა­ზი­ა­ნო ქმე­დე­ბებ­თან ერ­თად სა­სა­მარ­თლო­დან გა­მო­ი­თხო­ვა ქ.თბი­ლი­სის მე­რი­ის მი­მართ შე­ტა­ნი­ლი ყვე­ლა სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლის კი­დევ ერთი ფაქ­ტია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის­თვის რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის ჩა­მორ­თმე­ვა. სხვა­დას­ხვა გზით, ზე­წო­ლი­სა და და­ში­ნე­ბის შემ­დეგ, ფიქ­ტი­უ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის და დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­დე­გად, რომ თით­ქოს რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის მე­სა­კუთ­რე კომ­პა­ნი­ას ვალი ჰქონ­და კე­ზე­რაშ­ვი­ლის გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის მი­მართ, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს და სა­სა­მარ­თლოს ჩა­რე­ვით, ვა­ლის გაქ­ვით­ვის სა­ფუძ­ვლით პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის ქო­ნე­ბა გა­და­ვი­და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებს, შე­დე­გად მოჰ­ყვა ის, რომ 2008 წელს ა.პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ინა გუ­და­ვა­ძემ სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო სა­მარ­თლის კო­მი­სი­ას და მო­ი­თხო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ უკა­ნო­ნოდ წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ან ქო­ნე­ბის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი 400 000 000 აშშ დო­ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა. მას შემ­დეგ, რაც მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათი მე­თა­უ­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დარ­წმუნ­დნენ, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი ყვე­ლა ამ უკა­ნო­ნო­ბის გამო, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ა­გებ­დნენ პრო­ცესს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით მოქ­მედ­მა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თინა ბურ­ჯა­ლი­ან­მა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან გა­ა­ფორ­მა მე­მო­რან­დუ­მი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ოჯახს და­უბ­რუბ­და ყვე­ლა ზე­მოხ­სნე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა, გარ­და ტე­ლე­ი­მე­დი­სა.

სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბის და მისი მე­თა­უ­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად: და­ირ­ღვა არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა, ხელ­ყო­ფილ იქნა მო­ქა­ლა­ქე­თა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის უფ­ლე­ბა, მრა­ვალ­მა მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღო სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა, მოხ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ჩა­რე­ვა და ხე­ლის შეშ­ლა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის, სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მი­მართ გა­მო­ი­ტა­ნი­ლია ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სათ­ვის.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძლე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 5 დან 8 წლამ­დე ვა­დით.

ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვინ­და ვაც­ნო­ბოთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა დას­კვნით ფა­ზა­შია შე­სუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ადრე გა­ცხა­დე­ბულ სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზეც, რომ­ლებ­ზეც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ბა­რე­ბუ­ლი იყო მოწ­მის სა­ხით, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მთავარი პროკურატურის განცხადება სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და უგულავას მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით

მთავარი პროკურატურის განცხადება სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და უგულავას მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით

საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიგი უგულავას მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. გამოძიება გრძლედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით. Ambebi.ge პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები იქნა გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას მიმართ. გამოძიებით დადგინდა შემდეგი: ტელეკომპანია იმედი, ეთერში გასვლის დღიდან აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 2006-2007 წლებში ,,ტელეიმედით" გაშუქებული იქნა საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული და გახმაურებული საკითხები - სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ზურაბ ჟვანიას - საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტები. ასევე, 2007 წლის სექტემბერში ტელეიმედის ეთერით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული დავალება, რომელიც ეხებოდა ა.პატარკაციშვილის ლიკვიდაციას. ,,ტელეიმედის" ეთერით გავრცელებულ ინფორმაციებზე მთავრობას სათანადო პასუხი არ ჰქონდა, ხსენებული კი ნეგატიურად მოქმედებდა იმდროინდელი მმართველი გუნდის რეიტინგზე, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს არკადი პატარკაციშვილთან, ტელეკომპანია ,,იმედის" ხელში ჩაგდების მიზნით. ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, ა.პატარკაციშვილის თანხმობის შემთხვევაში ,,ტელეიმედი" გაეცვალა საქართველოს რკინიგზაში, რომელიც იმ პერიოდში წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივს, რაზეც მიიღო უარი. არკადი პატარკაციშვილის მხრიდან ტელეიმედის შენარჩუნებისათვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით, ტელეკომპანია იმედი მართვის უფლებით გადაეცა - აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს ,,NEWS CORP EUROPE INC"-ს. მიუხედავად აღნიშნულისა, კრიტიკული სიუჟეტები და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მრიდან შესაძლო დანაშაულების ღია ეთერით გაშუქება გახდა იმის მიზეზი, რომ ხელისუფლების ყველა შტომ, მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის დევნა და შევიწროება.

2007 წლის ნოემბერში, საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 04 ნოემბერს, მ.სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავად მერაბიშვილი. თათბირს ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია, თბილისის მერი გიგი უგულავა, და გუბერნატორები. ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით მათი დაპატიმრება. ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა "მიეხედა" ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და იმჟამად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს.

ი.მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოსთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები: ,,გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება."

თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება - ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელდა მომომიტინგეთა დარბევა, უკანონოდ გამოყენებული იქნა არალეტარული იარაღი (რეზინის ტყვიები), უმოწყალოდ სცემეს ასეულობით მოქალაქე, მათ შორის სახალხო დამცველი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები. სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შეშინებულ მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ მაღაზიებსა და აფთიაქებს. 2007 წლის 7 ნოემბერს, ქვეყნის მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით ტერიტორიაზე, უკანონოდ გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც ემსახურებოდა აღნიშნული ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, რომ არ მომხდარიყო მოქალაქეთა ხელახალი გამოსვლა და რაიმე სახის პროტესტის გამოხატვა.

ამავე დღეს, დასახული გეგმის შესაბამისად ტელეკომპანია იმედის შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სრულიად უკანონოდ, შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლებმაც დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანია ,,იმედის"" მაუწყებლობა, ხოლო ,,ტელეიმედის" თანამშრომლები ცემით გამოაძევეს შენობიდან. ასევე, სპეციალური დანიშნულების რაზმი ტელევიზიის გარშემო პროტესტის გამოსახტად შეკრებილ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებსაც სასტიკად გაუსწორდა, გამოიყენეს რა მათ მიმართ რეზინის ტყვიები და ძალადობით აიძულეს დაეტოებინათ ტერიტორია. ხსენებულის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანია ,,იმედი"-ს ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. ტელეკომპანია იმედის დარბევის შედეგად ტექნიკური საშუალებების დაზიანების, დაკარგვის და მიუღებელი შემოსავლის სახით ,,იმედი"-ს ზიანმა შეადგინა 3 158 307 ლარი.

ამის შემდეგ, ქვეყნის მეთაურის მიხეილ სააკაშვილის დავალებით, უმაღლესი თანამდებობის პირებმა დაიწყეს პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანიის უკანონოდ ჩამორთმევის პროცესი. ტელეკომპანია ,,იმედის"" შენობაში შეჭრის ვითომდა სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" თავმჯდომარეზე, ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის უხეში დარღვევით ,,ტელეიმედს" შეუჩერეს სამაუწყებლო ლიცენზია.

ამასთან "ტელეიმედში" ძალისმიერი მეთოდით შეჭრისა და დაწესებულების უკანონოდ დაკავების სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად, ხელოვნურად შეიქმნა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი არკადი პატარკაციშვილი და მის ქონებას, კერძოდ შპს "ტელეიმედს" დაედო ყადაღა, რითიც მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალა შპს ,,ტელეიმედის" ქონების (მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის) განკარგვა და სარგებლობა. საზოგადოებას კი გენერალურმა პროკურატურამ წარუდგინა არკადი პატარკაციშვილსა და ერეკლე კოდუას შორის შემდგარი საუბრის ფალსიფიცირებული, კონტექსტიდან ამოჭრილი და შინაარსის შეცვლით დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერი.

ხელისუფლებისა და მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ქმედების მიმართ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უმკაცრესი რეაგირების მიუხედავად, მ.სააკაშვილის დავალებით და უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის და სხვათა უშუალო ჩარევით, საბოლოო ჯამში, ზეწოლისა და დაშინების გზით პატარკაციშვილების ოჯახს ჩამოართვეს ტელეკომპანია იმედი. ა.პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, კერძოდ 2008 წლის 19 თებერვალს, ნოტარიუს მერი ბუბაშვილთან, ა.პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს გიორგი ჯაოშვილს, მის სახელზე რიცხული ს/ს "ჯეი-ემ-ჯი კონსალტინგ გრუპი"-ის წილი, რომლის საკუთრებაშიც იყო "ტელეიმედი", წესდების მოთხოვნათა დარღვევით, გადააფორმებინეს ბიზნესმენ ჯოზეფ კეიზე. აღნიშნულ მოქმედებას ადგილზე ხელმძღვანელობდნენ დავით კეზერაშვილის დავალებით მოქმედი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები. იმავე დღეს გიორგი ჯაოშვილი მიიყვანეს ფინანსური პოლიციის შენობაში და აიძულეს გადამდგარიყო შპს ,,ტელეიმედის" დამფუძნებელი ფირმების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან, რითაც ა.პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ტელევიზიას. მომდევნო დღეს, "ტელეიმედი"-ს წილი 5 წლის ვადით, სამართავად გადაეცა დავით კეზერაშვილთან დაახლოებული პირს პაატა სირაძეს. ,,NEჭშ ჩOღP EUღOPEIთED INჩ"-ს ცალმხრივად შეუწყდა შპს ,,ტელე იმედის" მართვის უფლება.

ამის შემდეგ უკვე დაიწყო ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის გაკონტროლება, რაშიც მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის გიორგი უგულავა, რომელიც სრულად წარმართავდა და აკონტროლებდა არხის საინფორმაციო პოლიტიკას.

2012 წლის 18 ოქტომბერს, ოქტომბრის არჩევნებისა და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა გიორგი არველაძემ, გიორგი კორახაშვილმა და გიორგი მიქელაძემ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნეს 90%-იანი წილი ტელეკომპანია იმედის.

მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილების ოჯახზე ზეწოლა არ შემოიფარგლა მხოლოდ ტელეიმედის უკანონოდ ხელში ჩაგდებით. ხელისუფლებამ პატარკაციშვილების ოჯახს ჩამოართვა მთაწმინდის პარკიც. კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლის პარალელურად, შს მინისტრის დავალებით მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ შსს შეიარაღებული სპეცრაზმელები და ტერიტორიიდან უკანონოდ გამოაძევეს პარკის თანამშრომლები. იმავე დღეს, თბილისის მერიაში ჩატარდა პრესკონფერენცია, თითქოსდა, რომ შპს ,,ლინქსი" არ იხდიდა მთაწმინდის პარკის იჯარის თანხას, რის გამოც თბილისის მთავრობამ შპს ,,ლინქსთან" სრულიად უკანონოდ, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, მაშინ როდესაც პატარკაციშვილის კუთვნილი კომპანია პირნათლად ასრულებდა ყველა აღებულ ვალდებულებას და არ არსებობდა არანაირი საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის. ამასთან, პარლამენტის მიერ ,,მეწარმეთა შესახებ" კანონში საგანგებოდ შეტანილი ცვლილების შედეგად, შპს ,,ლინქსი"-ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს გიორგი უგულავას მეგობარი გიორგი კირცხაია, რომელმაც ფირმის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა საზიანო ქმედებებთან ერთად სასამართლოდან გამოითხოვა ქ.თბილისის მერიის მიმართ შეტანილი ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

მიხეილ სააკაშვილის და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტია პატარკაციშვილების ოჯახისთვის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჩამორთმევა. სხვადასხვა გზით, ზეწოლისა და დაშინების შემდეგ, ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებების და დოკუმენტების შედეგად, რომ თითქოს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მესაკუთრე კომპანიას ვალი ჰქონდა კეზერაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ოფშორული კომპანიის მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროს და სასამართლოს ჩარევით, ვალის გაქვითვის საფუძვლით პატარკაციშვილების კუთვნილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ოფშორული კომპანიის საკუთრებაში.

ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არკადი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, შედეგად მოჰყვა ის, რომ 2008 წელს ა.პატარკაციშვილის მეუღლემ ინა გუდავაძემ სარჩელით მიმართა საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიას და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფოს მიერ უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება ან ქონების ექვივალენტი 400 000 000 აშშ დოლარის ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მეთაური მიხეილ სააკაშვილი დარწმუნდნენ, რომ პატარკაციშვილების ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ამ უკანონობის გამო, აუცილებლად წააგებდნენ პროცესს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, მაშინდელი ხელისუფლების სახელით მოქმედმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა პატარკაციშვილების ოჯახთან გააფორმა მემორანდუმი, რის საფუძველზეც ოჯახს დაუბრუბდა ყველა ზემოხსნებული ქონება, გარდა ტელეიმედისა.

საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელების და მისი მეთაურის მიხეილ სააკაშვილის უკანონო მოქმედებების შედეგად: დაირღვა არკადი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლება, ხელყოფილ იქნა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მრავალმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, მოხდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ხელის შეშლა, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას მიმართ გამოიტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

გამოძიება გრძლედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.

ასევე, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გამოძიება დასკვნით ფაზაშია შესული პროკურატურის მიერ ადრე გაცხადებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეც, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი დაბარებული იყო მოწმის სახით, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება უახლოეს მომავალში", - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა