პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოიქცნენ პოლიციელები, რომლებმაც 2 მილიონზე მეტი იპოვეს - პატრულის თანამშრომლების საოცარი თავგადასავლები
როგორ მოიქცნენ პოლიციელები, რომლებმაც 2 მილიონზე მეტი იპოვეს - პატრულის თანამშრომლების საოცარი თავგადასავლები

ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვენს ირ­გვლივ უამ­რა­ვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, რომ­ლე­ბიც ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა გვრჩე­ბა; არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვის­თვის წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მე სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა უწევთ, თუმ­ცა ჩვენ მათ არ ვიც­ნობთ. Ambebi.ge ამ­ჯე­რად სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გი­ამ­ბობთ. ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სია აქვთ და ზოგ­ჯერ გმი­რო­ბის ტოლ­ფას საქ­მეს აკე­თე­ბენ, თუმ­ცა მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იც­ნობს.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ქუ­ჩა­ში დაგ­დე­ბუ­ლი დიდი ზო­მის სა­ფუ­ლე იპო­ვეთ, რო­მელ­შიც ათა­სო­ბით აშშ დო­ლა­რი და ათას­ჯერ ან ორ­ჯერ მეტი ოდე­ნო­ბის უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის ჩეკი, სა­ბუ­თე­ბი და პი­რა­დი ნივ­თე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი. რას იზამ­დით? სწო­რედ ასე­თი ამ­ბის მო­ნა­წი­ლე გახ­და გა­სულ წელს პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ ხარ­ში­ლა­ძე, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს თა­ვად უამ­ბო:

"იმ სა­ღა­მოს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მეტ­რო­ში ვმო­რი­გე­ობ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 11 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და. მო­რი­გე­ო­ბას ერთ სა­ათ­ში ვამ­თავ­რებ­დი, ხალ­ხიც ცოტა იყო... მეტ­როს შე­სას­ვლელ­თან ვი­დე­ქი და გა­რეთ ვი­ყუ­რე­ბო­დი. და­ახ­ლო­ე­ბით 10 მეტრში ორი უცხო­ე­ლი კაცი იდგა, იქვე ახ­ლოს კი საკ­მა­ოდ დიდი ზო­მის სა­ფუ­ლე ეგდო, მაგ­რამ არა­ვის მი­უქ­ცე­ვია ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, რომ ამ ორი მა­მა­კა­ცი­დან ერთ-ერთს და­უ­ვარ­და, თუმ­ცა მათი არ აღ­მოჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­ფუ­ლე გავ­ხსე­ნი. 2 მი­ლი­ონ 189 ათა­სი აშშ დო­ლა­რის სა­ბან­კო ჩეკი, 160 ლარი, 152 720 ერა­ყუ­ლი დი­ნა­რი და პი­რა­დი სა­ბუ­თე­ბი იყო. სა­ბუ­თებს შო­რის ქარ­თუ­ლი სას­ტუმ­როს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი ვი­პო­ვე და მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე დავ­რე­კე. აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ფუ­ლის მფლო­ბე­ლი სწო­რედ იმ სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რობ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ოც წუთ­ში გა­და­ვე­ცით ყვე­ლა­ფე­რი. მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­და, თან ამ­ბობ­და, ეს რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი­ყო, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ამ­დე­ნი ფული უკან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა­თო. ამ ამ­ბავს მე­დია აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რე­ბი არ შე­წყვე­ტი­ლა, ზოგი მე­გო­ბა­რი იმა­საც კი მე­კი­თხე­ბო­და, ბო­ლო­ბო­ლო აღი­ა­რე, რა გა­ჩუ­ქა მაგ ერა­ყელ­მაო. ვერ იჯე­რებ­დნენ, რომ არა­ფე­რი უჩუ­ქე­ბია. მე­ცი­ნე­ბო­და ამას რომ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ... ამას მოჰ­ყვა სამ­სა­ხურ­ში პრე­მი­ით წა­ხა­ლი­სე­ბა. მშვე­ნი­ე­რი ამ­ბა­ვი იყო. ერა­ყე­ლი კი საკ­მა­ოდ იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა", - იხ­სე­ნებს ნი­კო­ლოზ ხარ­ში­ლა­ძე.

ეს ამ­ბა­ვიც გა­სულ წელს მოხ­და. რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე მოძ­რავ სა­მარ­შრუ­ტო ტაქსში ქალ­ბა­ტონ­მა 4 წლის მძი­ნა­რე ბავ­შვი უფ­რო­სის თან­ხლე­ბის გა­რე­შე შე­ნიშ­ნა. რომ ვერ შეძ­ლო ბავ­შვის გაღ­ვი­ძე­ბა, პატ­რულს და­უ­კავ­შირ­და. ამ ამ­ბა­ვის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­ვით და­ლა­ქიშ­ვი­ლი და მისი მე­წყვი­ლე გახ­დნენ:

"იმ სა­ღა­მოს ჩემს მე­წყვი­ლეს­თან, ხვი­ჩა ქო­ბუ­ლა­ძეს­თან ერ­თად ვმო­რი­გე­ობ­დი. თურ­მე სრუ­ლი­ად უც­ნობ მო­ქა­ლა­ქეს შე­უ­ნიშ­ნავს ავ­ტო­ბუს­ში მარ­ტოდ­მარ­ტო მძი­ნა­რე ბოშა ბავ­შვი. თა­ვი­დან გვე­გო­ნა, რომ უდედ­მა­მო იყო, ძლივს გა­მო­ვა­ფხიზ­ლეთ, ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ჩან­და. შემ­დეგ კან­დე­ლაკ­ზე არ­სე­ბულ ბავ­შვთა სახ­ლში მი­ვიყ­ვა­ნეთ. იქ მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალ­მა იცნო ბავ­შვი, აღ­მოჩ­ნდა, რომ ად­რეც ყო­ფი­ლა ამ თავ­შე­სა­ფარ­ში და გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ გა­პა­რუ­ლა... შემ­დეგ გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ბავ­შვი უდედ­მა­მო არ ყო­ფი­ლა, ორი­ვე მშო­ბე­ლი ჰყავს", - იხ­სე­ნებს პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი და­ვით და­ლა­ქიშ­ვი­ლი.

2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩო­ლო­ქის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ზ. ჟვა­ნი­ას

სა­ხე­ლო­ბის ხიდ­თან, პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტა­ნი კახა წუ­ლუ­კი­ძე, მა­ი­ო­რი მალ­ხაზ ჯი­ჯა­ვა­ძე პატ­რუ­ლი­რებ­დნენ. სწო­რედ ამ დროს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თეს – 4 წლის ბავ­შვი არხში იყო ჩა­ვარ­დნი­ლი. ბავ­შვს სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნე­ბი თით­ქმის აღარ ჰქონ­და. პატ­რუ­ლებ­მა პა­ტა­რას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­უ­ტა­რეს ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა და შე­სა­ბა­მი­სი პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რის შე­დე­გა­დაც ბავ­შვი გა­დარ­ჩა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პატ­რუ­ლის დახ­მა­რე­ბით­ვე სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის ავ­ტო­მან­ქა­ნით ის ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სამ­სა­ა­თი­ა­ნი მძი­მე ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა.

2013 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს და­ვით გა­გუ­ას სა­ხე­ლო­ბის სამ­შო­ბი­ა­რო კლი­ნი­კის რე­ან­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა ლაშა ბრეგ­ვა­ძემ, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ, დო­მენ­ტი ზვი­ა­და­ურ­მა, ირაკ­ლი ცა­ტა­ვამ და გი­ორ­გი კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი პა­ლა­ტე­ბი­დან 10 ავად­მყო­ფი უვ­ნებ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნეს. მომ­ხდარს დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს ლაშა ბრეგ­ვა­ძე:

"მახ­სოვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და, ინ­სტინ­ქტუ­რად ვმოქ­მე­დებ­დით. კლი­ნი­კა­ში რომ შე­ვე­დით და ვი­კი­თხეთ, რო­მელ სარ­თულ­ზე იყო ხან­ძა­რი, მედ­პერ­სო­ნა­ლი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გვი­ყუ­რებ­და. არა­ვინ იცო­და, რომ რე­ა­ნი­მა­ცია იწ­ვო­და. მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ, მთლი­ა­ნად შავ კვამლში იყო გახ­ვე­უ­ლი. ხილ­ვა­დო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად ნული იყო. რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ზოგი სა­კა­ცით გა­მოგ­ვყავ­და, ზოგი წვე­თო­ვა­ნი­ა­ნად. იქვე კი­ბეს­თან ვსვამ­დით, თან ექი­მებს ვთხოვ­დით და­ეთ­ვა­ლათ პა­ცი­ენ­ტე­ბი, ვინ­მე ხომ არ აკ­ლდა მათ რი­ცხვს. ამ ქა­ოს­მა და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთს გას­ტა­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ვიდ­რე სა­ხან­ძრო ეკი­პა­ჟი მო­ვი­დო­და, ადა­მი­ა­ნე­ბის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა შევ­ძე­ლით. ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რა უნდა იყოს".

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

როგორ მოიქცნენ პოლიციელები, რომლებმაც 2 მილიონზე მეტი იპოვეს - პატრულის თანამშრომლების საოცარი თავგადასავლები

როგორ მოიქცნენ პოლიციელები, რომლებმაც 2 მილიონზე მეტი იპოვეს - პატრულის თანამშრომლების საოცარი თავგადასავლები

ყოველდღიურად ჩვენს ირგვლივ უამრავი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, რომლებიც ყურადღების მიღმა გვრჩება; არიან ადამიანები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის წარმოუდგენლად მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ, თუმცა ჩვენ მათ არ ვიცნობთ. Ambebi.ge ამჯერად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე გიამბობთ. ადამიანებზე, რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია აქვთ და ზოგჯერ გმირობის ტოლფას საქმეს აკეთებენ, თუმცა მათ საზოგადოება არ იცნობს.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში დაგდებული დიდი ზომის საფულე იპოვეთ, რომელშიც ათასობით აშშ დოლარი და ათასჯერ ან ორჯერ მეტი ოდენობის უცხოური ვალუტის ჩეკი, საბუთები და პირადი ნივთებია მოთავსებული. რას იზამდით? სწორედ ასეთი ამბის მონაწილე გახდა გასულ წელს პატრულ-ინსპექტორი ნიკოლოზ ხარშილაძე, რომელმაც მომხდარის შესახებ Ambebi.ge-ს თავად უამბო:

"იმ საღამოს მარჯანიშვილის მეტროში ვმორიგეობდი. დაახლოებით ღამის 11 საათი იქნებოდა. მორიგეობას ერთ საათში ვამთავრებდი, ხალხიც ცოტა იყო... მეტროს შესასვლელთან ვიდექი და გარეთ ვიყურებოდი. დაახლოებით 10 მეტრში ორი უცხოელი კაცი იდგა, იქვე ახლოს კი საკმაოდ დიდი ზომის საფულე ეგდო, მაგრამ არავის მიუქცევია ამისთვის ყურადღება. თავიდან ვიფიქრე, რომ ამ ორი მამაკაციდან ერთ-ერთს დაუვარდა, თუმცა მათი არ აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში საფულე გავხსენი. 2 მილიონ 189 ათასი აშშ დოლარის საბანკო ჩეკი, 160 ლარი, 152 720 ერაყული დინარი და პირადი საბუთები იყო. საბუთებს შორის ქართული სასტუმროს სავიზიტო ბარათი ვიპოვე და მითითებულ ნომერზე დავრეკე. აღმოჩნდა, რომ საფულის მფლობელი სწორედ იმ სასტუმროში ცხოვრობდა. დაახლოებით ოც წუთში გადავეცით ყველაფერი. მადლობა გადაგვიხადა, თან ამბობდა, ეს რომ ჩემს ქვეყანაში მომხდარიყო, წარმოუდგენელია, რომ ამდენი ფული უკან დაებრუნებინათო. ამ ამბავს მედია აქტიურად აშუქებდა. სამი დღის განმავლობაში ტელეფონზე ზარები არ შეწყვეტილა, ზოგი მეგობარი იმასაც კი მეკითხებოდა, ბოლობოლო აღიარე, რა გაჩუქა მაგ ერაყელმაო. ვერ იჯერებდნენ, რომ არაფერი უჩუქებია. მეცინებოდა ამას რომ მეკითხებოდნენ... ამას მოჰყვა სამსახურში პრემიით წახალისება. მშვენიერი ამბავი იყო. ერაყელი კი საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა", - იხსენებს ნიკოლოზ ხარშილაძე.

ეს ამბავიც გასულ წელს მოხდა. რუსთავის გზატკეცილზე მოძრავ სამარშრუტო ტაქსში ქალბატონმა 4 წლის მძინარე ბავშვი უფროსის თანხლების გარეშე შენიშნა. რომ ვერ შეძლო ბავშვის გაღვიძება, პატრულს დაუკავშირდა. ამ ამბავის უშუალო მონაწილეები დავით დალაქიშვილი და მისი მეწყვილე გახდნენ:

"იმ საღამოს ჩემს მეწყვილესთან, ხვიჩა ქობულაძესთან ერთად ვმორიგეობდი. თურმე სრულიად უცნობ მოქალაქეს შეუნიშნავს ავტობუსში მარტოდმარტო მძინარე ბოშა ბავშვი. თავიდან გვეგონა, რომ უდედმამო იყო, ძლივს გამოვაფხიზლეთ, ძალიან დაღლილი ჩანდა. შემდეგ კანდელაკზე არსებულ ბავშვთა სახლში მივიყვანეთ. იქ მომუშავე პერსონალმა იცნო ბავშვი, აღმოჩნდა, რომ ადრეც ყოფილა ამ თავშესაფარში და გარკვეული ხნის შემდეგ გაპარულა... შემდეგ გავარკვიეთ, რომ ბავშვი უდედმამო არ ყოფილა, ორივე მშობელი ჰყავს", - იხსენებს პატრულ-ინსპექტორი დავით დალაქიშვილი.

2013 წლის ოქტომბერში ჩოლოქის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. ჟვანიას

სახელობის ხიდთან, პოლიციის კაპიტანი კახა წულუკიძე, მაიორი მალხაზ ჯიჯავაძე პატრულირებდნენ. სწორედ ამ დროს მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით მიმართეს – 4 წლის ბავშვი არხში იყო ჩავარდნილი. ბავშვს სასიცოცხლო ნიშნები თითქმის აღარ ჰქონდა. პატრულებმა პატარას დაუყოვნებლივ ჩაუტარეს ხელოვნური სუნთქვა და შესაბამისი პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შედეგადაც ბავშვი გადარჩა. მოგვიანებით პატრულის დახმარებითვე საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანით ის ოპერატიულად გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამსაათიანი მძიმე ოპერაციის შედეგად ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

2013 წლის 13 ოქტომბერს დავით გაგუას სახელობის სამშობიარო კლინიკის რეანმაციულ განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მისულმა საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა ლაშა ბრეგვაძემ, ვიქტორ ჯაფარიძემ, დომენტი ზვიადაურმა, ირაკლი ცატავამ და გიორგი კოპალეიშვილმა ცეცხლმოკიდებული პალატებიდან 10 ავადმყოფი უვნებლად გამოიყვანეს. მომხდარს დეტალურად იხსენებს ლაშა ბრეგვაძე:

"მახსოვს, რომ ყველაფერი წამებში მოხდა, ინსტინქტურად ვმოქმედებდით. კლინიკაში რომ შევედით და ვიკითხეთ, რომელ სართულზე იყო ხანძარი, მედპერსონალი გაკვირვებული გვიყურებდა. არავინ იცოდა, რომ რეანიმაცია იწვოდა. მეექვსე სართული, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები იყვნენ, მთლიანად შავ კვამლში იყო გახვეული. ხილვადობა ფაქტობრივად ნული იყო. რეანიმაციის განყოფილებიდან ზოგი საკაცით გამოგვყავდა, ზოგი წვეთოვანიანად. იქვე კიბესთან ვსვამდით, თან ექიმებს ვთხოვდით დაეთვალათ პაციენტები, ვინმე ხომ არ აკლდა მათ რიცხვს. ამ ქაოსმა დაახლოებით 15 წუთს გასტანა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ვიდრე სახანძრო ეკიპაჟი მოვიდოდა, ადამიანების უვნებლად გამოყვანა შევძელით. ამაზე დიდი ბედნიერება, რა უნდა იყოს".

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია