პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სექტის თვისებების მატარებელი ორგანიზაცია" - რა წერია "კაზანტიპის" საწინააღმდეგო პეტიციაში
"სექტის თვისებების მატარებელი ორგანიზაცია" - რა წერია "კაზანტიპის" საწინააღმდეგო პეტიციაში

ლე­ვან ვა­სა­ძე, ზვი­ად ტო­მა­რა­ძე და სოსო მან­ჯა­ვი­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვა­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პე­ტი­ცი­ით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც პე­ტი­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ფეს­ტი­ვა­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა გარ­ყვნი­ლე­ბის და­ნერგვას და მი­მარ­თუ­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ამა წლის 20-დან 30 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით, ანაკ­ლი­ა­ში და­გეგ­მი­ლია, თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი, ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი "კა­ზან­ტი­პის ფეს­ტი­ვა­ლის" გა­მარ­თვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის კონ­ცეფ­ცია და მისი მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კა ადას­ტუ­რებს, რომ ის ემ­სა­ხუ­რე­ბა გარ­ყვნი­ლე­ბის და­ნერგვას და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი", - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ა­ში.

პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ეს ფეს­ტი­ვა­ლი არის ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ ნარ­კო­ტი­კე­ბის მა­სი­უ­რად მოხ­მა­რე­ბის ად­გი­ლი.

"რაც კი­დევ უა­რე­სია მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მას არ მი­იჩ­ნე­ვენ უბ­რა­ლოდ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლად, გა­ფორ­მე­ბუ­ლი ჰყავთ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს" სტა­ტუ­სით, ჰყავთ "მთავ­რო­ბა" და აქვთ სა­კუ­თა­რი "კა­ნო­ნე­ბი და წე­სე­ბი." ამ­რი­გად მათი ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ისი­ნი ცნო­ბენ ამ არა­ლე­გი­ტი­მურ წარ­მო­ნაქ­მნის სტრუქ­ტუ­რებს. ამ­გვა­რად ისი­ნი არ­ღვე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის იუ­რის­დიქ­ცი­ას და არი­ან არა ფეს­ტი­ვა­ლის, არა­მედ მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სექ­ტის თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია", - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ა­ში.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, ამ­გვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბა არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს, შე­უ­რა­ცხყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და იწ­ვევს სა­მარ­თლი­ან აღ­შფო­თე­ბას.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­სა­ლოდ­ნე­ლია უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია კი კრძა­ლავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და შუღ­ლის გა­მომ­წვე­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას. ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ არ­გუ­მენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით უსუ­სუ­რია და­მა­ტე­ბი­თი ტუ­რის­ტუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტის მოყ­ვა­ნა. ჩვენს ქვე­ყა­ნას ისე­დაც არ აკ­ლია ტუ­რის­ტე­ბის მო­ძა­ლე­ბა, ეს სექ­ტო­რი ერთ-ერთი სწრა­ფად მზარ­დი სექ­ტო­რია ჩვენ ეკო­ნო­მი­კა­ში და "კა­ზან­ტი­პის" მსგავ­სი შე­მო­სავ­ლე­ბი არ არის არც აუ­ცი­ლე­ბე­ლი და არც მი­სა­ღე­ბი მის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მავ­ნებ­ლო­ბას­თან და საფრ­თხე­ებ­თან შე­წონ­ვით, რომ­ლებ­ზეც მო­გახ­სე­ნეთ", - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ა­ში.

ავ­ტო­რე­ბის თქმით, გა­უ­გე­ბა­რია, რა მო­საზ­რე­ბე­ბის გამო და­თან­ხმდა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბას.

"და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა ნორ­მად გა­და­იქ­ცეს. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­ი­თა­ვი­სებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, არ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და არ და­უშ­ვებს ამ ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­თვას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პე­ტი­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"სექტის თვისებების მატარებელი ორგანიზაცია" - რა წერია "კაზანტიპის" საწინააღმდეგო პეტიციაში

"სექტის თვისებების მატარებელი ორგანიზაცია" - რა წერია "კაზანტიპის" საწინააღმდეგო პეტიციაში

ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე და სოსო მანჯავიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო პეტიციით მიმართავენ. როგორც პეტიციაშია ნათქვამი, ფესტივალი ემსახურება გარყვნილების დანერგვას და მიმართულია ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ.

"მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში დაგეგმილია, თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული, ეგრეთწოდებული "კაზანტიპის ფესტივალის" გამართვა. აღნიშნული ფესტივალის კონცეფცია და მისი მრავალწლიანი პრაქტიკა ადასტურებს, რომ ის ემსახურება გარყვნილების დანერგვას და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული", - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ ასევე ცნობილია, რომ ეს ფესტივალი არის ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების მასიურად მოხმარების ადგილი.

"რაც კიდევ უარესია მისი ორგანიზატორები მას არ მიიჩნევენ უბრალოდ მუსიკალურ ფესტივალად, გაფორმებული ჰყავთ ეს ორგანიზაცია "დამოუკიდებელი სახელმწიფოს" სტატუსით, ჰყავთ "მთავრობა" და აქვთ საკუთარი "კანონები და წესები." ამრიგად მათი ფესტივალის ტერიტორიაზე ისინი ცნობენ ამ არალეგიტიმურ წარმონაქმნის სტრუქტურებს. ამგვარად ისინი არღვევენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის იურისდიქციას და არიან არა ფესტივალის, არამედ მკვეთრად გამოხატული სექტის თვისებების მატარებელი ორგანიზაცია", - ნათქვამია პეტიციაში.

აქედან გამომდინარე, როგორც პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, ამგვარი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არღვევს საქართველოს კანონმდებლობასა და საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფს საზოგადოებას და იწვევს სამართლიან აღშფოთებას.

"აქედან გამომდინარე ღონისძიების მიმდინარეობისას მოსალოდნელია უმართავი პროცესების განვითარება. ჩვენი კონსტიტუცია კი კრძალავს საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შუღლის გამომწვევი ღონისძიებების ჩატარებასა და მხარდაჭერას. ზემოთ მოყვანილ არგუმენტებთან შედარებით უსუსურია დამატებითი ტურისტული შემოსავლების არგუმენტის მოყვანა. ჩვენს ქვეყანას ისედაც არ აკლია ტურისტების მოძალება, ეს სექტორი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია ჩვენ ეკონომიკაში და "კაზანტიპის" მსგავსი შემოსავლები არ არის არც აუცილებელი და არც მისაღები მისთვის, განსაკუთრებით იმ მავნებლობასთან და საფრთხეებთან შეწონვით, რომლებზეც მოგახსენეთ", - ნათქვამია პეტიციაში.

ავტორების თქმით, გაუგებარია, რა მოსაზრებების გამო დათანხმდა ქართული სახელმწიფო საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი ფესტივალის ჩატარებას.

"დაუშვებელია, რომ საზოგადოების ნების იგნორირება ნორმად გადაიქცეს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითავისებს პასუხისმგებლობას, არ დაუპირისპირდება საზოგადოებას და არ დაუშვებს ამ ფესტივალის გამართვას", - აღნიშნულია პეტიციაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია