პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ ღა­მე­ში 17 ადა­მი­ა­ნი ამო­ხო­ცეს" - ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მომ­ხ­და­რი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია
"ერთ ღა­მე­ში 17 ადა­მი­ა­ნი ამო­ხო­ცეს" - ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მომ­ხ­და­რი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია

სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­გა­ან­ში დღე­საც დგას სახ­ლი, რომ­ლის კედ­ლე­ბიც დი­დი ტრა­გე­დი­ის მომ­ს­წ­რეა. იქ ახ­ლა აღა­რა­ვინ ცხოვ­რობს და მხო­ლოდ ჭირ­ნა­ხუ­ლის შე­სა­ნა­ხად იყე­ნე­ბენ. წი­ნათ სახ­ლი გა­ცი­ლე­ბით დი­დი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ძმას წი­ლი გა­უ­ტა­ნია, თა­ვი­სი კუთ­ვ­ნი­ლი ოთა­ხე­ბი მო­უშ­ლია და სხვა­გან და­სახ­ლე­ბუ­ლა... ვერ აღ­ვ­წერ, რო­გო­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა იყო, რო­ცა იმ ოთახ­ში ვი­დე­ქი, სა­დაც სის­ხ­ლის ღვრა მო­აწყ­ვეს რუ­სუ­ლი, მე-11 არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცებ­მა... იქ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის ყვე­ლა სუ­რა­თი თვალ­წინ და­მიდ­გა... ერთ ოჯახ­ში, ერთ ღა­მეს ამო­ხო­ცი­ლი 17 ადა­მი­ა­ნის კვნე­საც კი ჩა­მეს­მა თით­ქოს, რომ­ლე­ბიც შვე­ლას ითხოვ­დ­ნენ... ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის ხმე­ბი... მერ­წ­მუ­ნეთ, იმ კედ­ლებს დღე­საც ახ­სოვთ ის სა­ხე­ე­ბი... ბუ­ხა­რი, რო­მელ­მაც ოჯა­ხის ერ­თი პა­ტა­რა წევ­რი გა­და­არ­ჩი­ნა, ამო­შე­ნე­ბუ­ლია... დე­და­ბო­ძი კი ისევ მყა­რად დგას და ცოდ­ვით დამ­ძი­მე­ბულ კედ­ლებს ჩა­მოქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

სახ­ლი ელაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის კუთ­ვ­ნი­ლე­ბაა... მის ეზო­ში ახ­ლა 2 კა­პი­ტა­ლუ­რი შე­ნო­ბა დგას და 2 ოჯა­ხი ცხოვ­რობს... გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სურ­ვი­ლია, სახ­ლს ძვე­ლე­ბუ­რი იერი და­უბ­რუ­ნონ და მო­მა­ვალ თა­ო­ბას მუ­ზე­უ­მად შე­მო­უ­ნა­ხონ...

75 წლის ჯე­­ნე­რი ელაშ­ვი­ლი იმ ღა­მით შემ­თხ­ვე­ვით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბე­სო ელაშ­ვი­ლის ვა­ჟია. ბე­სო მა­შინ 10 წლის იყო და სხვა სო­ფელ­ში, მა­მი­დას სტუმ­რობ­და. ცო­ცხა­ლიც ამი­ტომ გა­დარ­ჩა.

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­იწყო:

ტი­ტი­კო (ტი­ტა) ელაშ­ვი­ლი ობ­ლო­ბა­ში იყო გაზ­რ­დი­ლი. მა­მა ად­რე და­ე­ღუ­პა და დე­დამ გე­რად მი­იყ­ვა­ნა მე­ო­რე ქმარ­თან. რო­ცა ტი­ტია წა­მო­ი­ზარ­და, ვინ­მე გულ­ბა­ათ ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილს მი­ა­ბა­რეს შე­გირ­დად, რო­მელ­საც მის­თ­ვის ცხვრის ტყა­ვე­ბის გა­მოქ­ნა, და­მუ­შა­ვე­ბა და ტყა­პუ­ჭე­ბის შე­კერ­ვა უს­წავ­ლე­ბია. ტი­ტა ნი­ჭი­ე­რი შე­გირ­დი აღ­მოჩ­ნ­და და ხე­ლო­ბას ისე მა­ლე და­ე­უფ­ლა, რომ ცო­ტა ხან­ში მთელ ქი­ზიყ­ში გა­ით­ქ­ვა კარ­გი მე­ტყა­ვის სა­ხე­ლი. ხე­ლო­ბის გა­მო მას მე­ტყა­ვე ტი­ტა შე­არ­ქ­ვეს, ოჯახს კი - მე­ტყა­ვი­ანთ ოჯა­ხი.

ტი­ტა მარ­თა­ზე და­ქორ­წინ­და და 8 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - 6 ვა­ჟი და 2 გო­გო­ნა. მა­თი ოჯა­ხი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გახ­ლ­დათ... ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­ათხო­ვა, ერ­თი ვა­ჟი მო­უკ­ვ­და. ტი­ტა 5 ვაჟ­თან და მათ ოჯა­ხებ­თან (28 სუ­ლი) საკ­მა­ოდ დიდ სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და. შეკ­რუ­ლი ოჯა­ხი ჰქონ­დათ. საქ­მე გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლამ იცო­და, რა უნ­და ეკე­თე­ბი­ნა. თან ერ­თი და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი ჰქონ­დათ - ოჯა­ხის ყვე­ლა შრო­მი­სუ­ნა­რი­ან წევ­რს უნ­და ეშ­რო­მა. მა­მის სურ­ვი­ლი იყო, რომ შვი­ლე­ბი არ დაქ­საქ­სუ­ლიყ­ვ­ნენ და ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. ამი­ტომ ცხოვ­რობ­დ­ნენ ერ­თად. გა­ყო­ფი­ლი არა­ფე­რი ჰქონ­დათ - სა­ერ­თო დოვ­ლათს ქმნიდ­ნენ. ამი­ტო­მაც იყო, რომ საკ­მა­ოდ წელ­გა­მარ­თუ­ლად ცხოვ­რობ­დ­ნენ და ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი იყო.

1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რუ­სუ­ლი მე-11 არ­მია შე­მო­ვი­და და ქვეყ­ნის გა­საბ­ჭო­ე­ბა მო­ახ­დი­ნა. რუ­სი სამ­ხედ­რო­ე­ბი თავ­ნე­ბობ­დ­ნენ, მო­სახ­ლე­ო­ბას ავიწ­რო­ებ­დ­ნენ. სწო­რედ იმის გა­მო, რომ არა­ვის შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა, ერთ-ერ­თი რუ­სი ოფი­ცე­რი, ვინ­მე პე­ჩინ­ს­კი მე­ტყა­ვი­ანთ ოჯახ­მა ნათ­ლი­ად მო­ი­კი­და.

ერ­თხელ ახ­ლობ­ლებ­მა მე­ტყა­ვი­ანთ ოჯახს გო­ჭი აჩუ­ქეს. ამათ "ა­ბარ­ტყეს" და ერ­თი გო­ჭი დიდ კოლ­ტად აქ­ცი­ეს.

ერთ კვი­რა­დღეს ბოდ­ბის­ხე­ვის ბა­ზარ­ში 300 ღო­რი გა­ყი­დეს. აღე­ბუ­ლი ფუ­ლით ტო­მა­რა გა­ავ­სეს, ურემ­ზე შე­აგ­დეს და ში­ნი­სა­კენ გას­წი­ეს. ვინ­მე მჭედ­ლიშ­ვილს და­უ­ნა­ხავს, ტო­მა­რა ფუ­ლით რომ გა­ავ­სეს.

- სად მი­დი­ხართ და რა მი­გაქ­ვ­თო? - უკი­თხავს.

ამა­თაც ალა­ლად უპა­სუ­ხი­ათ, - ღო­რე­ბი გავ­ყი­დეთ და ფუ­ლი მიგ­ვაქ­ვ­სო. შემ­დეგ ეს კა­ცი შინ და­პა­ტი­ჟეს და აქე­ი­ფეს კი­დეც.

დიდ­ძა­ლი ფუ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის სურ­ვილ­მა შე­იპყ­რო მჭედ­ლიშ­ვი­ლი. წი­თელ­წყა­რო­ში, ნა­წილ­ში მი­ვი­და და ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ნათ­ლი­ის ძმას მო­ახ­სე­ნა, - დიდ­ძა­ლი ფუ­ლის შოვ­ნა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ხალ­ხი მჭირ­დე­ბა, რად­გან ოჯახ­ში ბევ­რ­ნი არი­ან და შე­საძ­ლოა, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გაგ­ვი­წი­ო­ნო.

ელაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი უზარ­მა­ზა­რი ვე­ნა­ხის შუ­ა­ში მდგა­რა. ახ­ლოს მე­ზო­ბე­ლი არ ჰყო­ლია. 3 ძმა და ერთ-ერ­თის ვა­ჟიშ­ვი­ლი მინ­დორ­ში ცხვარ-ძრო­ხა­სა და ღო­რებს მწყემ­სავ­დ­ნენ. და­ნარ­ჩე­ნე­ბი შინ იყ­ვ­ნენ.

20 დე­კემ­ბ­რის ცი­ვი და ქა­რი­ა­ნი ამინ­დი იდ­გა, რაც თავ­დას­ხ­მის­თ­ვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბა გახ­ლ­დათ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში იყ­ვ­ნენ შე­ყუ­ჟუ­ლი და ხმა­ურს ვე­რა­ვინ გა­ი­გო­ნებ­და. თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბი მე­ტყა­ვი­ანთ სახ­ლთან ახ­ლოს, დი­დი კაკ­ლის ძირ­ში შე­ჩერ­დ­ნენ და მხნე­ო­ბის­თ­ვის რამ­დე­ნი­მე ჭი­ქა არა­ყი გა­დაკ­რეს. კარ­გა ხნის დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო და მა­თი ყვე­ლა ქმე­დე­ბა გა­რე­შე თვა­ლის­თ­ვის შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი რჩე­ბო­და. ამ დროს ორ­ღო­ბე­ში ჯუ­გა­ა­ნე­ლი ილა დო­ლაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლიც ში­ნი­სა­კენ მი­იჩ­ქა­რო­და. ყა­ჩა­ღებ­მა ილა გა­ა­ჩე­რეს და უთხ­რეს:

- მე­ტყა­ვი­ან­თას მი­დი და გა­აფ­რ­თხი­ლე, რომ თუ რა­მე იარა­ღი აქვთ, გა­და­მა­ლონ, თო­რემ ბოლ­შე­ვი­კე­ბი მი­დი­ან შე­მოწ­მე­ბა­ზე და თუ ია­რაღს აღ­მო­უ­ჩე­ნენ, გა­ა­ციმ­ბი­რე­ბე­ნო.

ეს იმის­თ­ვის დას­ჭირ­დათ, რომ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ვერ გა­ე­წი­ათ ელაშ­ვი­ლებს.

ილა დო­ლაშ­ვი­ლი მე­ტყა­ვი­ან­თას მი­ვი­და და და­ნა­ბა­რე­ბი სო­სი­ა­სა და ნი­კოს გა­დას­ცა. იმა­თაც მო­აგ­რო­ვეს, თუ რამ იარა­ღი ჰქონ­დათ და ამ­ბარ­ში ჩაყ­რილ ხორ­ბალ­ში გა­და­მა­ლეს.

ამა­სო­ბა­ში თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ და ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი, დი­დი თუ პა­ტა­რა, ერთ ოთახ­ში მო­ამ­წყ­ვ­დი­ეს.

ყა­ჩა­ღებ­მა პირ­ველ რიგ­ში, ფუ­ლი და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი მო­ითხო­ვეს. ქა­ლებს სამ­კა­უ­ლე­ბი მო­ახ­ს­ნე­ვი­ნეს და ფუ­ლის ძებ­ნა და­იწყეს. ალ­ბათ იფიქ­რეს, რომ ტომ­რით მო­ტა­ნილ ფულს ბა­ლი­შებ­ში გა­და­მა­ლავ­დ­ნენ და მათ დაჭ­რა-და­ხე­ვას მიჰ­ყ­ვეს ხე­ლი. სწო­რედ ამ დროს, ოჯა­ხის უფ­როს­მა დი­ა­სახ­ლის­მა, მარ­თა ბე­ბი­ამ (ტი­ტას ცო­ლი) სა­უ­ბე­დუ­როდ, მძარ­ც­ველ­თა შო­რის ნათ­ლი­ის ძმა ამო­იც­ნო და და­ა­ნა­მუ­სა, - რა­ტომ არა გრცხვე­ნია, ჩვე­ნი ნათ­ლი­ის ძმა არა ხარ? რა­ტომ გვძარ­ც­ვა­ვო?

პე­ჩინ­ს­კის შე­ე­შინ­და და გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, - ერ­თი­ა­ნად თუ არ ამოვ­ხო­ცეთ, ცი­ხე­ში ჩაგ­ვ­ყ­რი­ა­ნო.

არ­ყით შე­ზარ­ხო­შე­ბულ კა­ვა­ლე­რის­ტებს ბრძა­ნე­ბის გა­მე­ო­რე­ბა არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ. ხმლე­ბი­თა და კა­რა­ბი­ნე­ბით და­ე­რივ­ნენ უია­რა­ღო ადა­მი­ა­ნებს და უმო­წყა­ლოდ და­უწყეს ჩე­ხა. არ არ­ჩევ­დ­ნენ დიდ­სა და პა­ტა­რას, ქალ­სა და კაცს.

რო­ცა მომ­ხ­დუ­რებ­მა იფიქ­რეს, რომ ცო­ცხა­ლი აღა­რა­ვინ დარ­ჩა, ფუ­ლის ძებ­ნას თა­ვი და­ა­ნე­ბეს და სას­წ­რა­ფოდ გა­ქუს­ლეს. ასე გა­დარ­ჩა გა­ტა­ცე­ბას ერ­თი ტო­მა­რა ფუ­ლი, რო­მე­ლიც იქ­ვე, ბუ­ხარ­თან იდო (სხვა ვერ­სი­ით - გან­ჯი­ნა­ში).

დი­ლით ჯუ­გა­ან­ში სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გავ­რ­ცელ­და მე­ტყა­ვი­ანთ ამო­ხო­ცი­ლი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. მთე­ლი სო­ფე­ლი მი­აწყ­და მათ სახ­ლს. ვინც შიგ­ნით შეღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხა, შეძ­რ­წუ­ნე­ბუ­ლი გა­მო­დი­ო­და. სახ­ლის ორი­ვე სარ­თულ­ზე, ოთა­ხებ­ში სის­ხ­ლის გუ­ბე­ე­ბი იდ­გა და ია­ტაკ­ზე მი­მოყ­რი­ლი იყო ტყვი­ით და­ხო­ცილ­თა და ხმლე­ბით აჩე­ხილ­თა გვა­მე­ბი. იმ ღა­მით 17 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცოცხ­ლეს.

და­ხო­ცილ­თა შო­რის იყ­ვ­ნენ: ძმე­ბი - სო­სია და ნი­კო, ბე­ბია მარ­თა, სო­სი­ას მე­უღ­ლე - ოლ­ღა, ან­დ­რე­ას მე­უღ­ლე - ანა, შაქ­როს მე­უღ­ლე - მა­ნა­ნა, მი­ხა­კოს მე­უღ­ლე - ოლ­ღა, მი­სი 2 ქა­ლიშ­ვი­ლი და ვა­ჟიშ­ვი­ლი, ნი­კოს 2 ვა­ჟიშ­ვი­ლი და ახალ­გა­თხო­ვი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი, ძუ­ძუ­თა ბავ­შ­ვით.

ამ არა­და­ა­მი­ა­ნურ ხოც­ვა-ჟლე­ტას გა­და­ურ­ჩა სო­სი­ას ვა­ჟიშ­ვი­ლი - გო­გია, რო­მე­ლიც ბუ­ხარ­ში და­ი­მა­ლა; 6 თვის თა­მა­რი, რო­მე­ლიც აკ­ვან­ში იწ­ვა; აკ­ვა­ნი გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და მომ­ხ­დუ­რებს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი დარ­ჩათ; ან­დ­რი­ას გო­გო­ნა - ელო და მე­ტყა­ვი­ანთ ოჯახ­ში აღ­საზ­რ­დე­ლად აყ­ვა­ნი­ლი ობო­ლი ელე­ნე, რომ­ლე­ბიც ან­დ­რი­ას მე­უღ­ლემ, ანამ კა­ბის კალ­თის ქვეშ და­მა­ლა და სიკ­ვ­დილს ასე გა­და­არ­ჩი­ნა. თუმ­ცა, მათ მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღეს და რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ სა­ში­ნე­ლი ტან­ჯ­ვით და­ი­ღუპ­ნენ. ასე­ვე ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა თვი­თონ ტი­ტა, რო­მე­ლიც იმ დროს უკ­ვე ღრმად მო­ხუ­ცი იყო, უსი­ნათ­ლო გახ­ლ­დათ და არც სი­ა­რუ­ლი შე­ეძ­ლო. ის ქვე­და სარ­თულ­ზე იწ­ვა და არც გა­უ­გო­ნია, მის ოჯახ­ში რა ხდე­ბო­და.

28-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან მხო­ლოდ 11 დარ­ჩა ცო­ცხა­ლი. ისი­ნიც იმი­ტომ, რომ ამ დროს შინ არ იყ­ვ­ნენ.

ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი, ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტის, ბა­ტო­ნი ჯე­ნე­რის მა­მა, 10 წლის ბე­სო გახ­ლ­დათ.

ჯუ­გა­ან­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უბე­დუ­რე­ბა მა­შინ­ვე მო­ე­დო სიღ­ნა­ღის მაზ­რას. ად­გილ­ზე მი­ვი­და ახალ­შექ­მ­ნი­ლი სა­ხალ­ხო მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, სი­კო ზუ­რაშ­ვი­ლი. ის ყო­ფი­ლი კა­ვა­ლე­რის­ტი იყო და და­ხო­ცილ­თა გვა­მებ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით იო­ლად მიხ­ვ­და, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა კა­ვა­ლე­რის­ტე­ბის ჩა­დე­ნი­ლი იყო. ზუ­რი­აშ­ვილ­მა მა­ლე მი­აგ­ნო დამ­ნა­შა­ვე­თა კვალს და მიხ­ვ­და, რომ ეს კვა­ლი წი­თელ­წყა­რო­ში (ახ­ლან­დე­ლი დე­დოფ­ლის­წყა­რო) და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი მე-11 არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბის­კენ მი­დი­ო­და.

საქ­მე ის გახ­ლ­დათ, რომ მე­ტყა­ვი­ანთ ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან­ვე დაბ­რ­კო­ლე­ბას წა­ა­წყდა. რო­გორც კი სი­კო ზუ­რი­აშ­ვილ­მა გა­ამ­ხი­ლა, რომ ეჭ­ვი მე-11 არ­მი­ის მებ­რ­ძო­ლებ­ზე ჰქონ­და, მა­შინ­ვე აუკ­რ­ძა­ლეს ეჭ­ვ­მი­ტა­ნილ­თა და­კა­ვე­ბა და და­კითხ­ვა. გაფ­რ­თხი­ლე­ბაც მი­ი­ღო - თუ წი­თე­ლარ­მი­ე­ლებ­ზე ცი­ლის­წა­მე­ბას თავს არ და­ა­ნე­ბებ­და, მი­სი საქ­მე ცუ­დად წა­ვი­დო­და. ამის გა­მო, ზუ­რი­აშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, გა­მო­ძი­ე­ბა ჩუ­მად ეწარ­მო­ე­ბი­ნა.

ერთ დღეს, სი­კო რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ცი­ელ­თან ერ­თად წი­თელ­წყა­რო­ში წა­ვი­და. სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში გა­დაც­მუ­ლე­ბი იმ რეს­ტო­რან­ში შე­ვიდ­ნენ, სა­დაც წი­თე­ლარ­მი­ე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ხოლ­მე. რამ­დე­ნი­მე კა­ვა­ლე­რის­ტი მა­გი­დას მის­ჯ­დო­მო­და და ლა­პა­რა­კობ­და. სი­კო და მი­სი თან­მ­ხ­ლებ­ნი კი გვერ­დი­თ მა­გი­დას მი­უს­ხ­დ­ნენ და ყუ­რი მი­უგ­დეს.

ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლებს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი და მა­გი­დას­თან მი­იწ­ვი­ეს, რომ მა­თი ვი­ნა­ო­ბა გა­ე­გოთ, მაგ­რამ სი­კომ და მის­მა თა­ნა­მე­სუფ­რე­ებ­მა ქარ­თუ­ლად უპა­სუ­ხეს, - რუ­სუ­ლი არ ვი­ცით და რას გვე­უბ­ნე­ბით, ვერ გაგ­ვი­გიაო.

კა­ვა­ლე­რის­ტე­ბი დამ­შ­ვიდ­დ­ნენ და თა­მა­მად ალა­პა­რაკ­დ­ნენ. ერ­თ­მა თქვა, - ტყუ­ი­ლად ამოვ­ხო­ცეთ იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, ფუ­ლი ვერ წა­მო­ვი­ღე­თო.

ზუ­რი­აშ­ვი­ლის­თ­ვის ეს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო. ზემ­დ­გომ ორ­გა­ნო­ებ­თან შე­თან­ხ­მე­ბის გა­რე­შე, იქ­ვე და­ა­პა­ტიმ­რა კა­ვა­ლე­რის­ტე­ბი და სას­წ­რა­ფოდ სიღ­ნაღ­ში წა­მო­იყ­ვა­ნა.

რო­ცა სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გეს, ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე გვი­ა­ნი იყო. დამ­ნა­შა­ვე­ებს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ნა­ღი­ა­რე­ბი ჰქონ­დათ და და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გვა­რე­ბიც - და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

სი­კო ზუ­რი­აშ­ვი­ლი თვით­ნე­ბო­ბის­თ­ვის და­სა­ჯეს - ორ­გა­ნო­დან და­ითხო­ვეს და კარ­გა ხანს უმუ­შევ­რად და­ტო­ვეს. უფ­რო მკაც­რი სას­ჯე­ლი ვერ გა­მო­უ­ტა­ნეს, რად­გან ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი კა­ვა­ლე­რის­ტე­ბის საქ­მე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო.

თუმ­ცა, საბ­ჭო­თა სა­სა­მარ­თ­ლო დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას აჭი­ა­ნუ­რებ­და და გახ­ს­ნი­ლი საქ­მე კი­დევ დიდ­ხანს იდო უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თ­ლო­ში.

რო­ცა მე­ტყა­ვი­ანთ ოჯახ­ში ცოცხ­ლად დარ­ჩე­ნილ ძმებს მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აევ­სოთ, თბი­ლის­ში ჩა­ვიდ­ნენ და უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს მი­ა­კი­თხეს.

ერთ-ერ­თ­მა მას მა­გი­და­ზე და­ღუ­პულ ოჯა­ხის წევ­რ­თა კუ­ბო­ე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თი და კა­ვა­ლე­რის­ტის მი­ერ, ძმის­თ­ვის მო­ჩე­ხი­ლი მტე­ვა­ნი და­უ­დო, რო­მე­ლიც შე­ნა­ხუ­ლი ჰქო­ნია და ქი­ზი­ყუ­რი პირ­და­პი­რო­ბით შე­ე­კი­თხა: - თქვე გამ­ჩენ­ძაღ­ლე­ბო, ამის გამ­კე­თებ­ლებს ხელს რა­ტომ აფა­რებ­თო?

სა­სა­მარ­თ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ მი­ხა­კოს პირ­და­პი­რო­ბა ჯერ შე­უ­რაცხ­ყო­ფად მი­ი­ღო და გა­ი­ფიქ­რა, - ჭკუ­ას ვას­წავ­ლი ამ გა­უთ­ლელ ქი­ზი­ყე­ლებ­სო, მაგ­რამ ამ­დე­ნი გარ­დაც­ვ­ლი­ლის ჭი­რი­სუ­ფალს ვე­ღა­რა­ფე­რი გა­უ­ბე­და და დაჰ­პირ­და, - დამ­ნა­შა­ვე­ებს მა­ლე დავ­ს­ჯი­თო.

მე­ტყა­ვი­ანთ ოჯა­ხის მხე­ცუ­რი ხოც­ვა-ჟლე­ტის მო­ნა­წი­ლე­თა სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი 2 წლის შემ­დეგ, სიღ­ნაღ­ში შედ­გა და 3 დღეს გრძელ­დე­ბო­და. უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს კო­ლე­გი­ის გა­ნა­ჩე­ნით, დახ­ვ­რე­ტა მი­ე­სა­ჯა პე­ჩინ­ს­კის და ექვს წი­თე­ლარ­მი­ელს. მჭედ­ლიშ­ვილს (ვინც "ნა­კო­ლი" მის­ცა კა­ვა­ლე­რის­ტებს) და დო­ლაშ­ვილს (ყა­ჩა­ღე­ბის მი­ერ გაგ­ზავ­ნი­ლი კა­ცი, რო­მელ­მაც იარა­ღი გა­და­ა­მალ­ვი­ნა) 10-10 წლით პა­ტიმ­რო­ბა აკ­მა­რეს. სა­მი წი­თე­ლარ­მი­ე­ლი კი მე­თა­ურ­თა დახ­მა­რე­ბით რუ­სეთ­ში გა­იქ­ცა და სას­ჯელს თა­ვი აარი­და.

სიკ­ვ­დილ­მის­ჯი­ლე­ბი 2 დღის შემ­დეგ, სიღ­ნა­ღის გა­ლა­ვან­თან, სა­ხალ­ხოდ დახ­ვ­რი­ტეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, დახ­ვ­რე­ტას მე­ტყა­ვი­ანთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ჯუ­გა­ა­ნის მცხოვ­რებ­ნი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ერთ ღა­მე­ში 17 ადა­მი­ა­ნი ამო­ხო­ცეს" - ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მომ­ხ­და­რი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია

"ერთ ღა­მე­ში 17 ადა­მი­ა­ნი ამო­ხო­ცეს" - ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მომ­ხ­და­რი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია

სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­გა­ან­ში დღე­საც დგას სახ­ლი, რომ­ლის კედ­ლე­ბიც დი­დი ტრა­გე­დი­ის მომ­ს­წ­რეა. იქ ახ­ლა აღა­რა­ვინ ცხოვ­რობს და მხო­ლოდ ჭირ­ნა­ხუ­ლის შე­სა­ნა­ხად იყე­ნე­ბენ. წი­ნათ სახ­ლი გა­ცი­ლე­ბით დი­დი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ძმას წი­ლი გა­უ­ტა­ნია, თა­ვი­სი კუთ­ვ­ნი­ლი ოთა­ხე­ბი მო­უშ­ლია და სხვა­გან და­სახ­ლე­ბუ­ლა... ვერ აღ­ვ­წერ, რო­გო­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა იყო, რო­ცა იმ ოთახ­ში ვი­დე­ქი, სა­დაც სის­ხ­ლის ღვრა მო­აწყ­ვეს რუ­სუ­ლი, მე-11 არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცებ­მა... იქ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის ყვე­ლა სუ­რა­თი თვალ­წინ და­მიდ­გა... ერთ ოჯახ­ში, ერთ ღა­მეს ამო­ხო­ცი­ლი 17 ადა­მი­ა­ნის კვნე­საც კი ჩა­მეს­მა თით­ქოს, რომ­ლე­ბიც შვე­ლას ითხოვ­დ­ნენ... ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის ხმე­ბი... მერ­წ­მუ­ნეთ, იმ კედ­ლებს დღე­საც ახ­სოვთ ის სა­ხე­ე­ბი... ბუ­ხა­რი, რო­მელ­მაც ოჯა­ხის ერ­თი პა­ტა­რა წევ­რი გა­და­არ­ჩი­ნა, ამო­შე­ნე­ბუ­ლია... დე­და­ბო­ძი კი ისევ მყა­რად დგას და ცოდ­ვით დამ­ძი­მე­ბულ კედ­ლებს ჩა­მოქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

სახ­ლი ელაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის კუთ­ვ­ნი­ლე­ბაა... მის ეზო­ში ახ­ლა 2 კა­პი­ტა­ლუ­რი შე­ნო­ბა დგას და 2 ოჯა­ხი ცხოვ­რობს... გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სურ­ვი­ლია, სახლს ძვე­ლე­ბუ­რი იერი და­უბ­რუ­ნონ და მო­მა­ვალ თა­ო­ბას მუ­ზე­უ­მად შე­მო­უ­ნა­ხონ...

75 წლის ჯე­­ნე­რი ელაშ­ვი­ლი იმ ღა­მით შემ­თხ­ვე­ვით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბე­სო ელაშ­ვი­ლის ვა­ჟია. ბე­სო მა­შინ 10 წლის იყო და სხვა სო­ფელ­ში, მა­მი­დას სტუმ­რობ­და. ცოცხა­ლიც ამი­ტომ გა­დარ­ჩა.

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­იწყო:

ტი­ტი­კო (ტი­ტა) ელაშ­ვი­ლი ობ­ლო­ბა­ში იყო გაზ­რ­დი­ლი. მა­მა ად­რე და­ე­ღუ­პა და დე­დამ გე­რად მი­იყ­ვა­ნა მე­ო­რე ქმარ­თან. რო­ცა ტი­ტია წა­მო­ი­ზარ­და, ვინ­მე გულ­ბა­ათ ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილს მი­ა­ბა­რეს შე­გირ­დად, რო­მელ­საც მის­თ­ვის ცხვრის ტყა­ვე­ბის გა­მოქ­ნა, და­მუ­შა­ვე­ბა და ტყა­პუ­ჭე­ბის შე­კერ­ვა უს­წავ­ლე­ბია. ტი­ტა ნი­ჭი­ე­რი შე­გირ­დი აღ­მოჩ­ნ­და და ხე­ლო­ბას ისე მა­ლე და­ე­უფ­ლა, რომ ცო­ტა ხან­ში მთელ ქი­ზიყ­ში გა­ით­ქ­ვა კარ­გი მეტყა­ვის სა­ხე­ლი. ხე­ლო­ბის გა­მო მას მეტყა­ვე ტი­ტა შე­არ­ქ­ვეს, ოჯახს კი - მეტყა­ვი­ანთ ოჯა­ხი.

ტი­ტა მარ­თა­ზე და­ქორ­წინ­და და 8 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - 6 ვა­ჟი და 2 გო­გო­ნა. მა­თი ოჯა­ხი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი გახ­ლ­დათ... ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­ათხო­ვა, ერ­თი ვა­ჟი მო­უკ­ვ­და. ტი­ტა 5 ვაჟ­თან და მათ ოჯა­ხებ­თან (28 სუ­ლი) საკ­მა­ოდ დიდ სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და. შეკ­რუ­ლი ოჯა­ხი ჰქონ­დათ. საქ­მე გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლამ იცო­და, რა უნ­და ეკე­თე­ბი­ნა. თან ერ­თი და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი ჰქონ­დათ - ოჯა­ხის ყვე­ლა შრო­მი­სუ­ნა­რი­ან წევრს უნ­და ეშ­რო­მა. მა­მის სურ­ვი­ლი იყო, რომ შვი­ლე­ბი არ დაქ­საქ­სუ­ლიყ­ვ­ნენ და ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. ამი­ტომ ცხოვ­რობ­დ­ნენ ერ­თად. გა­ყო­ფი­ლი არა­ფე­რი ჰქონ­დათ - სა­ერ­თო დოვ­ლათს ქმნიდ­ნენ. ამი­ტო­მაც იყო, რომ საკ­მა­ოდ წელ­გა­მარ­თუ­ლად ცხოვ­რობ­დ­ნენ და ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი იყო.

1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რუ­სუ­ლი მე-11 არ­მია შე­მო­ვი­და და ქვეყ­ნის გა­საბ­ჭო­ე­ბა მო­ახ­დი­ნა. რუ­სი სამ­ხედ­რო­ე­ბი თავ­ნე­ბობ­დ­ნენ, მო­სახ­ლე­ო­ბას ავიწ­რო­ებ­დ­ნენ. სწო­რედ იმის გა­მო, რომ არა­ვის შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა, ერთ-ერ­თი რუ­სი ოფი­ცე­რი, ვინ­მე პე­ჩინ­ს­კი მეტყა­ვი­ანთ ოჯახ­მა ნათ­ლი­ად მო­ი­კი­და.

ერ­თხელ ახ­ლობ­ლებ­მა მეტყა­ვი­ანთ ოჯახს გო­ჭი აჩუ­ქეს. ამათ "ა­ბარ­ტყეს" და ერ­თი გო­ჭი დიდ კოლ­ტად აქ­ცი­ეს.

ერთ კვი­რადღეს ბოდ­ბის­ხე­ვის ბა­ზარ­ში 300 ღო­რი გა­ყი­დეს. აღე­ბუ­ლი ფუ­ლით ტო­მა­რა გა­ავ­სეს, ურემ­ზე შე­აგ­დეს და ში­ნი­სა­კენ გას­წი­ეს. ვინ­მე მჭედ­ლიშ­ვილს და­უ­ნა­ხავს, ტო­მა­რა ფუ­ლით რომ გა­ავ­სეს.

- სად მი­დი­ხართ და რა მი­გაქ­ვ­თო? - უკითხავს.

ამა­თაც ალა­ლად უპა­სუ­ხი­ათ, - ღო­რე­ბი გავ­ყი­დეთ და ფუ­ლი მიგ­ვაქ­ვ­სო. შემ­დეგ ეს კა­ცი შინ და­პა­ტი­ჟეს და აქე­ი­ფეს კი­დეც.

დიდ­ძა­ლი ფუ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის სურ­ვილ­მა შე­იპყ­რო მჭედ­ლიშ­ვი­ლი. წი­თელ­წყა­რო­ში, ნა­წილ­ში მი­ვი­და და ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ნათ­ლი­ის ძმას მო­ახ­სე­ნა, - დიდ­ძა­ლი ფუ­ლის შოვ­ნა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ხალ­ხი მჭირ­დე­ბა, რად­გან ოჯახ­ში ბევ­რ­ნი არი­ან და შე­საძ­ლოა, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გაგ­ვი­წი­ო­ნო.

ელაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი უზარ­მა­ზა­რი ვე­ნა­ხის შუ­ა­ში მდგა­რა. ახ­ლოს მე­ზო­ბე­ლი არ ჰყო­ლია. 3 ძმა და ერთ-ერ­თის ვა­ჟიშ­ვი­ლი მინ­დორ­ში ცხვარ-ძრო­ხა­სა და ღო­რებს მწყემ­სავ­დ­ნენ. და­ნარ­ჩე­ნე­ბი შინ იყ­ვ­ნენ.

20 დე­კემ­ბ­რის ცი­ვი და ქა­რი­ა­ნი ამინ­დი იდ­გა, რაც თავ­დას­ხ­მის­თ­ვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბა გახ­ლ­დათ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში იყ­ვ­ნენ შე­ყუ­ჟუ­ლი და ხმა­ურს ვე­რა­ვინ გა­ი­გო­ნებ­და. თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბი მეტყა­ვი­ანთ სახ­ლთან ახ­ლოს, დი­დი კაკ­ლის ძირ­ში შე­ჩერ­დ­ნენ და მხნე­ო­ბის­თ­ვის რამ­დე­ნი­მე ჭი­ქა არა­ყი გა­დაკ­რეს. კარ­გა ხნის დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო და მა­თი ყვე­ლა ქმე­დე­ბა გა­რე­შე თვა­ლის­თ­ვის შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი რჩე­ბო­და. ამ დროს ორ­ღო­ბე­ში ჯუ­გა­ა­ნე­ლი ილა დო­ლაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლიც ში­ნი­სა­კენ მი­იჩ­ქა­რო­და. ყა­ჩა­ღებ­მა ილა გა­ა­ჩე­რეს და უთხ­რეს:

- მეტყა­ვი­ან­თას მი­დი და გა­აფ­რ­თხი­ლე, რომ თუ რა­მე იარა­ღი აქვთ, გა­და­მა­ლონ, თო­რემ ბოლ­შე­ვი­კე­ბი მი­დი­ან შე­მოწ­მე­ბა­ზე და თუ იარაღს აღ­მო­უ­ჩე­ნენ, გა­ა­ციმ­ბი­რე­ბე­ნო.

ეს იმის­თ­ვის დას­ჭირ­დათ, რომ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ვერ გა­ე­წი­ათ ელაშ­ვი­ლებს.

ილა დო­ლაშ­ვი­ლი მეტყა­ვი­ან­თას მი­ვი­და და და­ნა­ბა­რე­ბი სო­სი­ა­სა და ნი­კოს გა­დას­ცა. იმა­თაც მო­აგ­რო­ვეს, თუ რამ იარა­ღი ჰქონ­დათ და ამ­ბარ­ში ჩაყ­რილ ხორ­ბალ­ში გა­და­მა­ლეს.

ამა­სო­ბა­ში თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ და ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი, დი­დი თუ პა­ტა­რა, ერთ ოთახ­ში მო­ამ­წყ­ვ­დი­ეს.

ყა­ჩა­ღებ­მა პირ­ველ რიგ­ში, ფუ­ლი და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი მო­ითხო­ვეს. ქა­ლებს სამ­კა­უ­ლე­ბი მო­ახ­ს­ნე­ვი­ნეს და ფუ­ლის ძებ­ნა და­იწყეს. ალ­ბათ იფიქ­რეს, რომ ტომ­რით მო­ტა­ნილ ფულს ბა­ლი­შებ­ში გა­და­მა­ლავ­დ­ნენ და მათ დაჭ­რა-და­ხე­ვას მიჰ­ყ­ვეს ხე­ლი. სწო­რედ ამ დროს, ოჯა­ხის უფ­როს­მა დი­ა­სახ­ლის­მა, მარ­თა ბე­ბი­ამ (ტი­ტას ცო­ლი) სა­უ­ბე­დუ­როდ, მძარ­ც­ველ­თა შო­რის ნათ­ლი­ის ძმა ამო­იც­ნო და და­ა­ნა­მუ­სა, - რა­ტომ არა გრცხვე­ნია, ჩვე­ნი ნათ­ლი­ის ძმა არა ხარ? რა­ტომ გვძარ­ც­ვა­ვო?

პე­ჩინ­ს­კის შე­ე­შინ­და და გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, - ერ­თი­ა­ნად თუ არ ამოვ­ხო­ცეთ, ცი­ხე­ში ჩაგ­ვ­ყ­რი­ა­ნო.

არ­ყით შე­ზარ­ხო­შე­ბულ კა­ვა­ლე­რის­ტებს ბრძა­ნე­ბის გა­მე­ო­რე­ბა არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ. ხმლე­ბი­თა და კა­რა­ბი­ნე­ბით და­ე­რივ­ნენ უიარა­ღო ადა­მი­ა­ნებს და უმოწყა­ლოდ და­უწყეს ჩე­ხა. არ არ­ჩევ­დ­ნენ დიდ­სა და პა­ტა­რას, ქალ­სა და კაცს.

რო­ცა მომ­ხ­დუ­რებ­მა იფიქ­რეს, რომ ცოცხა­ლი აღა­რა­ვინ დარ­ჩა, ფუ­ლის ძებ­ნას თა­ვი და­ა­ნე­ბეს და სას­წ­რა­ფოდ გა­ქუს­ლეს. ასე გა­დარ­ჩა გა­ტა­ცე­ბას ერ­თი ტო­მა­რა ფუ­ლი, რო­მე­ლიც იქ­ვე, ბუ­ხარ­თან იდო (სხვა ვერ­სი­ით - გან­ჯი­ნა­ში).

დი­ლით ჯუ­გა­ან­ში სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გავ­რ­ცელ­და მეტყა­ვი­ანთ ამო­ხო­ცი­ლი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. მთე­ლი სო­ფე­ლი მი­აწყ­და მათ სახლს. ვინც შიგ­ნით შეღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხა, შეძ­რ­წუ­ნე­ბუ­ლი გა­მო­დი­ო­და. სახ­ლის ორი­ვე სარ­თულ­ზე, ოთა­ხებ­ში სის­ხ­ლის გუ­ბე­ე­ბი იდ­გა და იატაკ­ზე მი­მოყ­რი­ლი იყო ტყვი­ით და­ხო­ცილ­თა და ხმლე­ბით აჩე­ხილ­თა გვა­მე­ბი. იმ ღა­მით 17 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცოცხ­ლეს.

და­ხო­ცილ­თა შო­რის იყ­ვ­ნენ: ძმე­ბი - სო­სია და ნი­კო, ბე­ბია მარ­თა, სო­სი­ას მე­უღ­ლე - ოლ­ღა, ან­დ­რე­ას მე­უღ­ლე - ანა, შაქ­როს მე­უღ­ლე - მა­ნა­ნა, მი­ხა­კოს მე­უღ­ლე - ოლ­ღა, მი­სი 2 ქა­ლიშ­ვი­ლი და ვა­ჟიშ­ვი­ლი, ნი­კოს 2 ვა­ჟიშ­ვი­ლი და ახალ­გათხო­ვი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი, ძუ­ძუ­თა ბავ­შ­ვით.

ამ არა­და­ა­მი­ა­ნურ ხოც­ვა-ჟლე­ტას გა­და­ურ­ჩა სო­სი­ას ვა­ჟიშ­ვი­ლი - გო­გია, რო­მე­ლიც ბუ­ხარ­ში და­ი­მა­ლა; 6 თვის თა­მა­რი, რო­მე­ლიც აკ­ვან­ში იწ­ვა; აკ­ვა­ნი გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და მომ­ხ­დუ­რებს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი დარ­ჩათ; ან­დ­რი­ას გო­გო­ნა - ელო და მეტყა­ვი­ანთ ოჯახ­ში აღ­საზ­რ­დე­ლად აყ­ვა­ნი­ლი ობო­ლი ელე­ნე, რომ­ლე­ბიც ან­დ­რი­ას მე­უღ­ლემ, ანამ კა­ბის კალ­თის ქვეშ და­მა­ლა და სიკ­ვ­დილს ასე გა­და­არ­ჩი­ნა. თუმ­ცა, მათ მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღეს და რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ სა­ში­ნე­ლი ტან­ჯ­ვით და­ი­ღუპ­ნენ. ასე­ვე ცოცხა­ლი გა­დარ­ჩა თვი­თონ ტი­ტა, რო­მე­ლიც იმ დროს უკ­ვე ღრმად მო­ხუ­ცი იყო, უსი­ნათ­ლო გახ­ლ­დათ და არც სი­ა­რუ­ლი შე­ეძ­ლო. ის ქვე­და სარ­თულ­ზე იწ­ვა და არც გა­უ­გო­ნია, მის ოჯახ­ში რა ხდე­ბო­და.

28-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან მხო­ლოდ 11 დარ­ჩა ცოცხა­ლი. ისი­ნიც იმი­ტომ, რომ ამ დროს შინ არ იყ­ვ­ნენ.

ერთ-ერ­თი მათგანი, ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტის, ბა­ტო­ნი ჯე­ნე­რის მა­მა, 10 წლის ბე­სო გახ­ლ­დათ.

ჯუ­გა­ან­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უბე­დუ­რე­ბა მა­შინ­ვე მო­ე­დო სიღ­ნა­ღის მაზ­რას. ად­გილ­ზე მი­ვი­და ახალ­შექ­მ­ნი­ლი სა­ხალ­ხო მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, სი­კო ზუ­რაშ­ვი­ლი. ის ყო­ფი­ლი კა­ვა­ლე­რის­ტი იყო და და­ხო­ცილ­თა გვა­მებ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით იოლად მიხ­ვ­და, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა კა­ვა­ლე­რის­ტე­ბის ჩა­დე­ნი­ლი იყო. ზუ­რი­აშ­ვილ­მა მა­ლე მი­აგ­ნო დამ­ნა­შა­ვე­თა კვალს და მიხ­ვ­და, რომ ეს კვა­ლი წი­თელ­წყა­რო­ში (ახ­ლან­დე­ლი დე­დოფ­ლის­წყა­რო) და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი მე-11 არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბის­კენ მი­დი­ო­და.

საქ­მე ის გახ­ლ­დათ, რომ მეტყა­ვი­ანთ ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან­ვე დაბ­რ­კო­ლე­ბას წააწყდა. რო­გორც კი სი­კო ზუ­რი­აშ­ვილ­მა გა­ამ­ხი­ლა, რომ ეჭ­ვი მე-11 არ­მი­ის მებ­რ­ძო­ლებ­ზე ჰქონ­და, მა­შინ­ვე აუკ­რ­ძა­ლეს ეჭ­ვ­მი­ტა­ნილ­თა და­კა­ვე­ბა და და­კითხ­ვა. გაფ­რ­თხი­ლე­ბაც მი­ი­ღო - თუ წი­თე­ლარ­მი­ე­ლებ­ზე ცი­ლის­წა­მე­ბას თავს არ და­ა­ნე­ბებ­და, მი­სი საქ­მე ცუ­დად წა­ვი­დო­და. ამის გა­მო, ზუ­რი­აშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, გა­მო­ძი­ე­ბა ჩუ­მად ეწარ­მო­ე­ბი­ნა.

ერთ დღეს, სი­კო რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ცი­ელ­თან ერ­თად წი­თელ­წყა­რო­ში წა­ვი­და. სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში გა­დაც­მუ­ლე­ბი იმ რეს­ტო­რან­ში შე­ვიდ­ნენ, სა­დაც წი­თე­ლარ­მი­ე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ხოლ­მე. რამ­დე­ნი­მე კა­ვა­ლე­რის­ტი მა­გი­დას მის­ჯ­დო­მო­და და ლა­პა­რა­კობ­და. სი­კო და მი­სი თან­მ­ხ­ლებ­ნი კი გვერ­დი­თ მა­გი­დას მი­უს­ხ­დ­ნენ და ყუ­რი მი­უგ­დეს.

ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლებს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი და მა­გი­დას­თან მი­იწ­ვი­ეს, რომ მა­თი ვი­ნა­ო­ბა გა­ე­გოთ, მაგ­რამ სი­კომ და მის­მა თა­ნა­მე­სუფ­რე­ებ­მა ქარ­თუ­ლად უპა­სუ­ხეს, - რუ­სუ­ლი არ ვი­ცით და რას გვე­უბ­ნე­ბით, ვერ გაგ­ვი­გიაო.

კა­ვა­ლე­რის­ტე­ბი დამ­შ­ვიდ­დ­ნენ და თა­მა­მად ალა­პა­რაკ­დ­ნენ. ერ­თ­მა თქვა, - ტყუ­ი­ლად ამოვ­ხო­ცეთ იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, ფუ­ლი ვერ წა­მო­ვი­ღე­თო.

ზუ­რი­აშ­ვი­ლის­თ­ვის ეს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო. ზემ­დ­გომ ორ­გა­ნო­ებ­თან შე­თან­ხ­მე­ბის გა­რე­შე, იქ­ვე და­ა­პა­ტიმ­რა კა­ვა­ლე­რის­ტე­ბი და სას­წ­რა­ფოდ სიღ­ნაღ­ში წა­მო­იყ­ვა­ნა.

რო­ცა სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გეს, ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე გვი­ა­ნი იყო. დამ­ნა­შა­ვე­ებს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ნა­ღი­ა­რე­ბი ჰქონ­დათ და და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გვა­რე­ბიც - და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

სი­კო ზუ­რი­აშ­ვი­ლი თვით­ნე­ბო­ბის­თ­ვის და­სა­ჯეს - ორ­გა­ნო­დან და­ითხო­ვეს და კარ­გა ხანს უმუ­შევ­რად და­ტო­ვეს. უფ­რო მკაც­რი სას­ჯე­ლი ვერ გა­მო­უ­ტა­ნეს, რად­გან ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი კა­ვა­ლე­რის­ტე­ბის საქ­მე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო.

თუმ­ცა, საბ­ჭო­თა სა­სა­მარ­თ­ლო დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას აჭი­ა­ნუ­რებ­და და გახ­ს­ნი­ლი საქ­მე კი­დევ დიდ­ხანს იდო უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თ­ლო­ში.

რო­ცა მეტყა­ვი­ანთ ოჯახ­ში ცოცხ­ლად დარ­ჩე­ნილ ძმებს მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აევ­სოთ, თბი­ლის­ში ჩა­ვიდ­ნენ და უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს მი­ა­კითხეს.

ერთ-ერ­თ­მა მას მა­გი­და­ზე და­ღუ­პულ ოჯა­ხის წევ­რ­თა კუ­ბო­ე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თი და კა­ვა­ლე­რის­ტის მი­ერ, ძმის­თ­ვის მო­ჩე­ხი­ლი მტე­ვა­ნი და­უ­დო, რო­მე­ლიც შე­ნა­ხუ­ლი ჰქო­ნია და ქი­ზი­ყუ­რი პირ­და­პი­რო­ბით შე­ე­კითხა: - თქვე გამ­ჩენ­ძაღ­ლე­ბო, ამის გამ­კე­თებ­ლებს ხელს რა­ტომ აფა­რებ­თო?

სა­სა­მარ­თ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ მი­ხა­კოს პირ­და­პი­რო­ბა ჯერ შე­უ­რაცხ­ყო­ფად მი­ი­ღო და გა­ი­ფიქ­რა, - ჭკუ­ას ვას­წავ­ლი ამ გა­უთ­ლელ ქი­ზი­ყე­ლებ­სო, მაგ­რამ ამ­დე­ნი გარ­დაც­ვ­ლი­ლის ჭი­რი­სუ­ფალს ვე­ღა­რა­ფე­რი გა­უ­ბე­და და დაჰ­პირ­და, - დამ­ნა­შა­ვე­ებს მა­ლე დავ­ს­ჯი­თო.

მეტყა­ვი­ანთ ოჯა­ხის მხე­ცუ­რი ხოც­ვა-ჟლე­ტის მო­ნა­წი­ლე­თა სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი 2 წლის შემ­დეგ, სიღ­ნაღ­ში შედ­გა და 3 დღეს გრძელ­დე­ბო­და. უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს კო­ლე­გი­ის გა­ნა­ჩე­ნით, დახ­ვ­რე­ტა მი­ე­სა­ჯა პე­ჩინ­ს­კის და ექვს წი­თე­ლარ­მი­ელს. მჭედ­ლიშ­ვილს (ვინც "ნა­კო­ლი" მის­ცა კა­ვა­ლე­რის­ტებს) და დო­ლაშ­ვილს (ყა­ჩა­ღე­ბის მი­ერ გაგ­ზავ­ნი­ლი კა­ცი, რო­მელ­მაც იარა­ღი გა­და­ა­მალ­ვი­ნა) 10-10 წლით პა­ტიმ­რო­ბა აკ­მა­რეს. სა­მი წი­თე­ლარ­მი­ე­ლი კი მე­თა­ურ­თა დახ­მა­რე­ბით რუ­სეთ­ში გა­იქ­ცა და სას­ჯელს თა­ვი აარი­და.

სიკ­ვ­დილ­მის­ჯი­ლე­ბი 2 დღის შემ­დეგ, სიღ­ნა­ღის გა­ლა­ვან­თან, სა­ხალ­ხოდ დახ­ვ­რი­ტეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, დახ­ვ­რე­ტას მეტყა­ვი­ანთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ჯუ­გა­ა­ნის მცხოვ­რებ­ნი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია