პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ელექტრომომარაგება ამ დროისთვის იმპორტირებული ენერგიით ხორციელდება
საქართველოს ელექტრომომარაგება ამ დროისთვის იმპორტირებული ენერგიით ხორციელდება

წუ­ხელ მომ­ხდა­რი ავა­რი­ის გამო სა­ქარ­თვე­ლო ორი ქვეყ­ნი­დან ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტს ახორ­ცი­ე­ლებს. რო­გორც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ კახა კა­ლა­ძეს­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ელექტრო­სის­ტე­მის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა სულ­ხან ზუმ­ბუ­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან შე­სა­ბა­მი­სი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წუ­ხელ­ვე აწარ­მო­ეს.

"ჩვენ­მა ენერ­გე­ტი­კო­სებ­მა წუ­ხელ­ვე მი­ი­ღეს სა­ჭი­რო ზო­მე­ბი. ჩვენ ყვე­ლა რე­ზერ­ვის მო­ბი­ლი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნეთ. მი­ვე­ცით გან­კარ­გუ­ლე­ბა თბო­სად­გურს და ის ამ წუ­თებ­ში უკვე ჩარ­თუ­ლია. ასე­ვე მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ვა­წარ­მო­ეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა და ავა­რი­ულ რე­ჟიმ­ში მო­ვახ­დი­ნეთ ტვირ­თის შე­მო­ტა­ნა. ამ დრო­ის­თვის ორი ქვეყ­ნი­დან გვაქვს იმ­პორ­ტი იმის­თვის, რომ იქამ­დე ვიდ­რე ჩვე­ნი ში­და­ხა­ზე­ბი აღ­დგე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მომ­ხდარ­მა ავა­რი­ამ, უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­და­ი­ა­როს", - გა­ნა­ცხა­და სულ­ხან ზუმ­ბუ­რი­ძემ.

ამა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ სომ­ხეთს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია და ელექტრო­ე­ნერ­გია მი­ა­წო­და.

წუ­ხელ, 22:33 სა­ათ­ზე, ავა­რი­უ­ლად გა­ი­თი­შა იმე­რე­თის 500 კი­ლო­ვოლ­ტი­ა­ნი, მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხაზი "იმე­რე­თი", რის გა­მოც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნად და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლობ­რივ (აჭა­რი­სა და სა­მეგ­რე­ლოს ნა­წი­ლის გარ­და) ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა. ელექტრო­მო­მა­გე­ბის კუ­თხით მას­შტა­ბუ­რი შე­ზღუდ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათს გაგ­რძელ­და. რე­ზერ­ვის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, აბო­ნენ­ტე­ბის­თვის დე­ნის მი­წო­დე­ბის აღ­დგე­ნა წუ­ხელ­ვე, ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოს ელექტრომომარაგება ამ დროისთვის იმპორტირებული ენერგიით ხორციელდება

საქართველოს ელექტრომომარაგება ამ დროისთვის იმპორტირებული ენერგიით ხორციელდება

წუხელ მომხდარი ავარიის გამო საქართველო ორი ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს. როგორც ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან დღევანდელ შეხვედრაზე ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ განაცხადა, მეზობელ სახელმწიფოებთან შესაბამისი მოლაპარაკებები წუხელვე აწარმოეს.

"ჩვენმა ენერგეტიკოსებმა წუხელვე მიიღეს საჭირო ზომები. ჩვენ ყველა რეზერვის მობილიზაცია მოვახდინეთ. მივეცით განკარგულება თბოსადგურს და ის ამ წუთებში უკვე ჩართულია. ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება და ავარიულ რეჟიმში მოვახდინეთ ტვირთის შემოტანა. ამ დროისთვის ორი ქვეყნიდან გვაქვს იმპორტი იმისთვის, რომ იქამდე ვიდრე ჩვენი შიდახაზები აღდგება, მოსახლეობისთვის მომხდარმა ავარიამ, უმტკივნეულოდ გადაიაროს", - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

ამავე შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სომხეთს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს დახმარება გაუწია და ელექტროენერგია მიაწოდა.

წუხელ, 22:33 საათზე, ავარიულად გაითიშა იმერეთის 500 კილოვოლტიანი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი", რის გამოც აღმოსავლეთ საქართველოს მთლიანად და დასავლეთ საქართველოს ნაწილობრივ (აჭარისა და სამეგრელოს ნაწილის გარდა) ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელექტრომომაგების კუთხით მასშტაბური შეზღუდვა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. რეზერვის მობილიზაციის შედეგად, აბონენტებისთვის დენის მიწოდების აღდგენა წუხელვე, ეტაპობრივად დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა