სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსულმა ბომონდმა ძალიან თბილად მიმიღო" - ქართველი დიზაინერი, რომელიც კოსტუმებს დიმა ბილანისთვის ქმნის
"რუსულმა ბომონდმა ძალიან თბილად მიმიღო" - ქართველი დიზაინერი, რომელიც კოსტუმებს დიმა ბილანისთვის ქმნის

ქეთა თო­ფუ­რია, ბე­სა­რი­ო­ნი, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, ნანა გე­ლო­ვა­ნი, ეს იმ ქარ­თვე­ლე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, ვინც რუ­სულ შოუ-ბიზ­ნეს­ში წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობს. რუ­სულ ბო­მონდში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის შან­სი კი­დევ ერთ ქარ­თველს, პრო­ფე­სი­ით დი­ზა­ი­ნერს გი­ორ­გი ხა­ჭა­პუ­რი­ძეს მი­ე­ცა. მის მიერ შექ­მნი­ლი ეს­კი­ზე­ბით დიმა ბი­ლა­ნის იმი­ჯმე­ი­კე­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ.

- პრო­ფე­სი­ით დი­ზა­ი­ნე­რი ვარ, თავ­და­პირ­ვე­ლად თო­ი­ძის სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე, ვსწავ­ლობ­დი სამ­სახტვრო აკა­დე­მი­ა­ში, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ თუ ბევ­რი ფული არ ჩა­ყა­რე სა­კუ­თარ პი­არ­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში არაფ­რის გა­კე­თე­ბას არ აქვს აზრი. ჩემს სფე­რო­ში ბევ­რი ფუ­ლის და­ხარ­ჯვაც არ მი­მაჩ­ნია სწო­რად, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ ცხოვ­რობს მდი­და­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ფენა. დიდი პერ­სპექ­ტი­ვა დი­ზა­ი­ნერს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად არ აქვს. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე გეგ­მე­ბის შეც­ვლა, ვი­ფიქ­რე ცოტა ხნით მოს­კოვ­ში ჩა­ვალ და ჩემს მე­გობ­რებს ვი­ნა­ხუ­ლებ-მეთ­ქი, ისი­ნი რუ­სუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბენ, ზოგი მე­ნე­ჯე­რია, ზოგი იმი­ჯმე­ი­კე­რი, ზოგი პიარ-მე­ნე­ჯე­რი. მათი მეშ­ვე­ო­ბით მოხ­ვდა ჩემი ეს­კი­ზე­ბი დიმა ბი­ლა­ნის იმი­ჯმე­ი­კერ­თან.

- უკვე შედ­გა თქვენს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა?

- ჩვენ უკვე შევ­ხვდით. რად­გან ქარ­თვე­ლი ვარ, მათ მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ოჯა­ხურ, ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში და­მი­ნიშ­ნეს შეხ­ვედ­რა. ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღეს, ეგო­ნათ, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ვი­ყა­ვი, გა­უკ­ვირ­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა არც იცის ჩემს შე­სა­ხებ. ჩემს მიერ შექ­მნი­ლი ეს­კი­ზე­ბი­დან სამი კოს­ტი­უ­მი შე­არ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც ტყა­ვის­გან და თე­ქის­გან არის შექ­მნი­ლი. არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი და თით­ქოს და­ხე­უ­ლი სტი­ლის სა­მო­სია. მი­თხრეს გვგგო­ნია სპე­ცი­ა­ლუ­რად დი­მას­თვის შექ­მე­ნი ეს ეს­კი­ზე­ბი, ეს ზუს­ტად მისი სტი­ლი­აო. ახლა დიმა ახალ კლიპს იღებს, სა­დაც სწო­რედ ჩემს მიერ შექ­მნილ კოს­ტი­უ­მებს ჩა­იც­მევს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ისე გა­მე­ხარ­და, არც ვი­ცო­დი რა მეთ­ქვა მათ­თვის. ვერც ვი­ფიქ­რებ­დი ასე მალე თუ მი­მი­ღებ­და რუ­სუ­ლი ბო­მონ­დი და კარ­გად აე­წყო­ბო­და ჩემი კა­რი­ე­რა.

- რა თან­ხას გიხ­დის დიმა ბი­ლა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში?

- მათ მკი­თხეს რამ­დე­ნია უნდა გა­და­გი­ხა­დოთ ამ კოს­ტი­უ­მე­ბის შექ­მნა­შიო, სა­ერ­თოდ არ მინ­დო­და თან­ხის აღე­ბა, რად­გან ვიცი, რომ ჩემ­თვის ეს წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა. რუ­სულ შოუ-ბიზ­ნესს თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს, უფა­სოდ არა­ფერს გა­კე­თე­ბი­ნე­ბენ, ამი­ტომ მი­თხრეს, სამ კოს­ტი­უმ­ში 15 000 დო­ლარს გა­და­გიხ­დი­თო. უკვე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მალე პი­რა­დად დი­მა­საც შეხ­ვდე­ბი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ არ­ცერ­თი დე­ტა­ლის შეც­ვლა არ უთხო­ვი­ათ იმი­ჯმე­ი­კე­რებს ჩემს ეს­კი­ზებ­ში.

- ქარ­თვე­ლი, რომ ხარ ეს დაბ­რკო­ლე­ბებს არ გიქ­მნის რუ­სულ შოუ-ბიზ­ნეს­ში თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად?

- როცა მოს­კოვ­ში მოვ­დი­ო­დი შიში მქონ­და, ვფიქ­რობ­დი ქარ­თვე­ლი ვარ, ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბაა და მე შე­საძ­ლოა არც მი­მი­ღოს აქა­ურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ-თქო, მაგ­რამ პი­რი­ქით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მარ­თლა ძა­ლი­ან უყ­ვართ სა­ქარ­თვე­ლო, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ნი­ჭი­ე­რი ერი ვართ და ამის დას­ტუ­რია ის არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც რუ­სულ შოუ-ბიზ­ნეს­ში მოღ­ვა­წე­ობ­სო. ქუ­ჩა­ში რო­გორ შემ­ხვდე­ბი­ან არ ვიცი ჩემი წარ­მო­მავ­ლო­ბის გამო, მაგ­რამ ბო­მონ­დის წევ­რებ­მა კარ­გად მი­მი­ღეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"რუსულმა ბომონდმა ძალიან თბილად მიმიღო" - ქართველი დიზაინერი, რომელიც კოსტუმებს დიმა ბილანისთვის ქმნის

"რუსულმა ბომონდმა ძალიან თბილად მიმიღო" - ქართველი დიზაინერი, რომელიც კოსტუმებს დიმა ბილანისთვის ქმნის

ქეთა თოფურია, ბესარიონი, სოსო პავლიაშვილი, ირაკლი ფირცხალავა, ნანა გელოვანი, ეს იმ ქართველების მცირე ჩამონათვალია, ვინც რუსულ შოუ-ბიზნესში წარმატებით მოღვაწეობს. რუსულ ბომონდში თავის დამკვიდრების შანსი კიდევ ერთ ქართველს, პროფესიით დიზაინერს გიორგი ხაჭაპურიძეს მიეცა. მის მიერ შექმნილი ესკიზებით დიმა ბილანის იმიჯმეიკერები დაინტერესდნენ.

- პროფესიით დიზაინერი ვარ, თავდაპირველად თოიძის სასწავლებელი დავამთავრე, ვსწავლობდი სამსახტვრო აკადემიაში, გარკვეული პერიოდი საკუთარი პროფესიით ვიმუშავე საქართველოში, მაგრამ თუ ბევრი ფული არ ჩაყარე საკუთარ პიარში, ისე საქართველოში არაფრის გაკეთებას არ აქვს აზრი. ჩემს სფეროში ბევრი ფულის დახარჯვაც არ მიმაჩნია სწორად, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ ცხოვრობს მდიდარი სოციალური ფენა. დიდი პერსპექტივა დიზაინერს საქართველოში ნამდვილად არ აქვს. ამიტომაც გადავწყვიტე გეგმების შეცვლა, ვიფიქრე ცოტა ხნით მოსკოვში ჩავალ და ჩემს მეგობრებს ვინახულებ-მეთქი, ისინი რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან მუშაობენ, ზოგი მენეჯერია, ზოგი იმიჯმეიკერი, ზოგი პიარ-მენეჯერი. მათი მეშვეობით მოხვდა ჩემი ესკიზები დიმა ბილანის იმიჯმეიკერთან.

- უკვე შედგა თქვენს შორის მოლაპარაკება?

- ჩვენ უკვე შევხვდით. რადგან ქართველი ვარ, მათ მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ ოჯახურ, ქართულ რესტორანში დამინიშნეს შეხვედრა. ძალიან თბილად მიმიღეს, ეგონათ, ჩემს ქვეყანაში წარმატებული დიზაინერი ვიყავი, გაუკვირდათ, რომ საქართველოში ბევრმა არც იცის ჩემს შესახებ. ჩემს მიერ შექმნილი ესკიზებიდან სამი კოსტიუმი შეარჩიეს, რომელიც ტყავისგან და თექისგან არის შექმნილი. არაორდინალური და თითქოს დახეული სტილის სამოსია. მითხრეს გვგგონია სპეციალურად დიმასთვის შექმენი ეს ესკიზები, ეს ზუსტად მისი სტილიაო. ახლა დიმა ახალ კლიპს იღებს, სადაც სწორედ ჩემს მიერ შექმნილ კოსტიუმებს ჩაიცმევს. მოგვიანებით კი გრანდიოზული პროექტისთვის ემზადება. ისე გამეხარდა, არც ვიცოდი რა მეთქვა მათთვის. ვერც ვიფიქრებდი ასე მალე თუ მიმიღებდა რუსული ბომონდი და კარგად აეწყობოდა ჩემი კარიერა.

- რა თანხას გიხდის დიმა ბილანი თანამშრომლობაში?

- მათ მკითხეს რამდენია უნდა გადაგიხადოთ ამ კოსტიუმების შექმნაშიო, საერთოდ არ მინდოდა თანხის აღება, რადგან ვიცი, რომ ჩემთვის ეს წარმატების მომტანი იქნება. რუსულ შოუ-ბიზნესს თავისი წესები აქვს, უფასოდ არაფერს გაკეთებინებენ, ამიტომ მითხრეს, სამ კოსტიუმში 15 000 დოლარს გადაგიხდითო. უკვე დავიწყე მუშაობა, მალე პირადად დიმასაც შეხვდები. თქვენ წარმოიდგინეთ არცერთი დეტალის შეცვლა არ უთხოვიათ იმიჯმეიკერებს ჩემს ესკიზებში.

- ქართველი, რომ ხარ ეს დაბრკოლებებს არ გიქმნის რუსულ შოუ-ბიზნესში თავის დასამკვიდრებლად?

- როცა მოსკოვში მოვდიოდი შიში მქონდა, ვფიქრობდი ქართველი ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბულობაა და მე შესაძლოა არც მიმიღოს აქაურმა საზოგადოებამ-თქო, მაგრამ პირიქით მოხდა ყველაფერი. მართლა ძალიან უყვართ საქართველო, აღნიშნავენ, რომ ნიჭიერი ერი ვართ და ამის დასტურია ის არაერთი წარმატებული ქართველი, რომელიც რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწეობსო. ქუჩაში როგორ შემხვდებიან არ ვიცი ჩემი წარმომავლობის გამო, მაგრამ ბომონდის წევრებმა კარგად მიმიღეს.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება