საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაზანტიპი" და საფრთხეები: ლევან ვასაძე მოსახლეობას "ჯგუფურ გახრწნილებასა" და ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებაზე აფრთხილებს
"კაზანტიპი" და საფრთხეები: ლევან ვასაძე მოსახლეობას "ჯგუფურ გახრწნილებასა" და ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებაზე აფრთხილებს

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, 19:30 სა­ათ­ზე, "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვა­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო პე­ტი­ცი­ას, რო­მე­ლიც "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვალს აპ­რო­ტეს­ტებს, უერ­თდე­ბა.

ლე­ვან ვა­სა­ძე, ბიზ­ნეს­მე­ნი:

- მე არ ვარ ამ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. მე პე­ტი­ცი­ის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რი ვარ და მი­მაჩ­ნია, რომ ეს ფეს­ტი­ვა­ლი არ უნდა ჩა­ტარ­დეს.

- რა­ტომ არის მი­უ­ღე­ბე­ლი თქვენ­თვის ეს ფეს­ტი­ვა­ლი?

- იმი­ტომ, რომ ეს მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი არ არის. ეს კვა­ზი­სექ­ტან­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, სა­დაც ნარ­კო­ტი­კე­ბის მა­სობ­რივ მოხ­მა­რე­ბა­სა და ჯგუ­ფურ გახ­რწნი­ლე­ბას აქვს ად­გი­ლი. ეს სი­სა­ძაგ­ლე სჭირ­დე­ბათ იმ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თაც სხვა არა­ფე­რი აქვთ შე­სა­თა­ვა­ზე­ბე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის. ჩვენ გვაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქვე­ყა­ნა, ზღაპ­რუ­ლი ბუ­ნე­ბით, პო­ტენ­ცი­ა­ლით და კულ­ტუ­რუ­ლი და ეკო­ტუ­რიზ­მი უნდა გან­ვა­ვი­თა­როთ და არა ორ­გი­ე­ბის ტუ­რიზ­მი.

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ორ­გი­ე­ბი და ნარ­კო­ტი­კე­ბის მა­სობ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა?..

- კი არ მი­მაჩ­ნია, ვიცი, რომ იქ­ნე­ბა. თქვენ გჯე­რათ, იმის, რა­საც ისი­ნი ჰყვე­ბი­ან - უბ­რა­ლოდ "სკუ­ტე­რე­ბით" ვსე­ირ­ნობთ და ბა­ტუტ­ზე ვხტუ­ნა­ო­ბოთ?.. ყვე­ლამ იცის, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის მა­სი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ორ­გი­ე­ბი იქ­ნე­ბა, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ებს და პრინ­ცი­პებს, ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია რო­გორც სა­მეგ­რე­ლოს­თვის, ისე მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, - რა­ტომ ვა­კე­თებთ ამას?!.. ეს თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პრო­ექ­ტი იყო, მათი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო ამა­ზე სა­უ­ბა­რი და მიკ­ვირს, ამ მთავ­რო­ბამ რა­ტომ უნდა გა­აგ­რძე­ლოს ეს პო­ლი­ტი­კა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | "შიშ­ვე­ლი სი­მარ­თლე" კა­ზან­ტიპ­ზე: რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ელის (+VIDEO)

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლია, დას­ჯა­დი იქ­ნე­ბა ფეს­ტი­ვალ­ზეც...

- თა­ვი­სუ­ფა­ლი სექ­სი არ ის­ჯე­ბა კა­ნო­ნით. გარ­და ამი­სა, ერთ ამ­ბავს გი­ამ­ბობთ, - ყო­ველ წელს ვის­ვე­ნებ ჩემს საყ­ვა­რელ კი­კეთ­ში, სა­დაც ტარ­დე­ბა ასე­თი­ვე ფეს­ტი­ვა­ლი, უბ­რა­ლოდ ბევ­რად უფრო მცი­რე მას­შტა­ბის, "Kიკე­ტი Oპენ Aირ" და ლა­მის ყო­ველ ღამე სას­წრა­ფო სას­წრა­ფო­ზე მო­დის, ზედ­მე­ტი დო­ზის­გან და გუ­ლის რე­ვის­გან გა­თი­შუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, ლა­მის ეშე­ლო­ნე­ბით გაჰ­ყავთ. ეს ყო­ველ­წლი­უ­რად მე­ორ­დე­ბა და ასეთ რა­მე­ებ­ში პატ­რუ­ლი არ ერე­ვა, რად­გან უფრო "ზე­მოთ" წყდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ფაქ­ტია, რომ ასე­თი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვი­ღაც აფა­რებს ხელს.

- თა­ვი­დან­ვე ით­ქვეს, რომ ეს ად­გი­ლობ­რივ მენ­ტა­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და...

- მა­ინც რო­გორ, ყა­ბა­ლა­ხებ­ში ჩაც­მუ­ლე­ბი გა­ი­კე­თე­ბენ ნარ­კო­ტიკს თუ ჩოხა-ახა­ლუ­ხით იხ­ტუ­ნე­ვე­ბენ ბა­ტუტ­ზე?!. აბა რას გე­ტყვი­ან, ნარ­კო­ტი­კებს გა­ვი­კე­თებთ და სექ­სუ­ა­ლურ ორ­გი­ებს მო­ვა­წყობთ და თუ შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვიშ­ვი­თო?

- ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს, ბა­ტო­ნო ლე­ვან...

- კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ რა ძვი­რი ეს არის, ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდა 600 ლარს გა­და­იხ­დის, შევა, მო­იხ­მარს ნარ­კო­ტიკს, გა­ირ­ყვნე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რად, შემ­დეგ კი გა­მო­ვა და ისე­თი ცხოვ­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

"კაზანტიპი" და საფრთხეები: ლევან ვასაძე მოსახლეობას "ჯგუფურ გახრწნილებასა" და ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებაზე აფრთხილებს

"კაზანტიპი" და საფრთხეები: ლევან ვასაძე მოსახლეობას "ჯგუფურ გახრწნილებასა" და ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებაზე აფრთხილებს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, 19:30 საათზე, "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორი ბიზნესმენი ლევან ვასაძე იყო. მოგვიანებით, მან ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა განაცხადა, რომ სამოქალაქო პეტიციას, რომელიც "კაზანტიპის" ფესტივალს აპროტესტებს, უერთდება.

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი:

- მე არ ვარ ამ აქციის ორგანიზატორი. მე პეტიციის საინიციატივო ჯგუფის წევრი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს ფესტივალი არ უნდა ჩატარდეს.

- რატომ არის მიუღებელი თქვენთვის ეს ფესტივალი?

- იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი არ არის. ეს კვაზისექტანტური ორგანიზაციაა, სადაც ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებასა და ჯგუფურ გახრწნილებას აქვს ადგილი. ეს სისაძაგლე სჭირდებათ იმ ქვეყნებს, რომელთაც სხვა არაფერი აქვთ შესათავაზებელი ტურისტებისთვის. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ქვეყანა, ზღაპრული ბუნებით, პოტენციალით და კულტურული და ეკოტურიზმი უნდა განვავითაროთ და არა ორგიების ტურიზმი.

- მიგაჩნიათ, რომ ორგიები და ნარკოტიკების მასობრივი მოხმარება დაშვებული იქნება?..

- კი არ მიმაჩნია, ვიცი, რომ იქნება. თქვენ გჯერათ, იმის, რასაც ისინი ჰყვებიან - უბრალოდ "სკუტერებით" ვსეირნობთ და ბატუტზე ვხტუნაობოთ?.. ყველამ იცის, რომ ნარკოტიკების მასიური მოხმარება და სექსუალური ორგიები იქნება, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს და პრინციპებს, ეს შეურაცხმყოფელია როგორც სამეგრელოსთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის. გაოგნებული ვარ, - რატომ ვაკეთებთ ამას?!.. ეს თავის დროზე "ნაციონალების" პროექტი იყო, მათი ინიციატივით დაიწყო ამაზე საუბარი და მიკვირს, ამ მთავრობამ რატომ უნდა გააგრძელოს ეს პოლიტიკა.

ასევე დაგაინტერესებთ | "შიშველი სიმართლე" კაზანტიპზე: რა ხდება რეალურად ფესტივალზე, რომელსაც მთელი საქართველო ელის (+VIDEO)

- ხელისუფლების განცხადებით, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, დასჯადი იქნება ფესტივალზეც...

- თავისუფალი სექსი არ ისჯება კანონით. გარდა ამისა, ერთ ამბავს გიამბობთ, - ყოველ წელს ვისვენებ ჩემს საყვარელ კიკეთში, სადაც ტარდება ასეთივე ფესტივალი, უბრალოდ ბევრად უფრო მცირე მასშტაბის, "Kიკეტი Oპენ Aირ" და ლამის ყოველ ღამე სასწრაფო სასწრაფოზე მოდის, ზედმეტი დოზისგან და გულის რევისგან გათიშული ახალგაზრდები, ლამის ეშელონებით გაჰყავთ. ეს ყოველწლიურად მეორდება და ასეთ რამეებში პატრული არ ერევა, რადგან უფრო "ზემოთ" წყდება ყველაფერი. ფაქტია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებებს ვიღაც აფარებს ხელს.

- თავიდანვე ითქვეს, რომ ეს ადგილობრივ მენტალობაზე მორგებული იქნებოდა...

- მაინც როგორ, ყაბალახებში ჩაცმულები გაიკეთებენ ნარკოტიკს თუ ჩოხა-ახალუხით იხტუნევებენ ბატუტზე?!. აბა რას გეტყვიან, ნარკოტიკებს გავიკეთებთ და სექსუალურ ორგიებს მოვაწყობთ და თუ შეიძლება შეგვიშვითო?

- ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა საკმაოდ ძვირი ღირს, ბატონო ლევან...

- კი ბატონო, მაგრამ რა ძვირი ეს არის, ათასობით ახალგაზრდა 600 ლარს გადაიხდის, შევა, მოიხმარს ნარკოტიკს, გაირყვნება სექსუალურად, შემდეგ კი გამოვა და ისეთი ცხოვრებას გააგრძელებს დანარჩენ საქართველოშიც.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

(გამოდის ორშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია