პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იურმალა" მოვიგეთ, ომის გვეშინოდეს" - ქართველი და რუსი ვარსკვლავების პირველი კომენტარები ნუცა ბუზალაძის გამარჯვების შემდეგ
"იურმალა" მოვიგეთ, ომის გვეშინოდეს" - ქართველი და რუსი ვარსკვლავების პირველი კომენტარები ნუცა ბუზალაძის გამარჯვების შემდეგ

ლატ­ვი­ის ქა­ლაქ იურ­მა­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე მე-13 სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში მე­სა­მე სა­კონ­კურ­სო დღის შე­დე­გე­ბით ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე "ახა­ლი ტალ­ღა" 2014 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

კონ­კურ­სის შემ­დეგ არა­ერ­თი შე­ფა­სე­ბა გა­კეთ­და, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოს მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ.

ლელა წურ­წუ­მია:

ამ ბავ­შვმა მარ­თლაც სა­ოც­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, მაქ­სი­მა­ლუ­რად აჩ­ვე­ნა სა­კუ­თა­რი თავი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ასა­კი­სა, და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ავი­ღე ჩემს თავ­ზე და ვთქვი, რომ ეს ბავ­შვი ღირ­სი იყო, რომ ნუცა ამ ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­ვედ­რი­ლი­ყო და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა, ნუ­ცამ გა­ი­მარ­ჯვა!

კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (მა­მუ­ლი­ჩა):

მინ­და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცო. ყო­ვე­ლი გას­ვლის წინ ნუ­ცას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ შენს უკან პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა დგას-მეთ­ქი და ამ გა­მარ­ჯვე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და

ვა­ლე­რი მე­ლა­ძე:

უზარ­მა­ზა­რი სი­ხა­რუ­ლია, რომ ნუ­ცამ გა­ი­მარ­ჯვა. მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი იმე­დე­ბი გა­მარ­თლდა. ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს! ასე პა­ტარ-პა­ტა­რა გა­მარ­ჯვე­ბე­ბით იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, სა­დაც და­ვი­ბა­დეთ და გა­ვი­ზარ­დეთ, მას დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს

ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი:

ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ გა­მარ­ჯვე­ბას. ნუცა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­ე­ბო­და და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მღე­რო­და. მისი სიმ­ღე­რა სუ­ლი­დან მო­დი­და

ვერა ბრეჟნე­ვა:

ისე გა­მო­ვი­და, რომ ეს დღე­ე­ბი ვმშა­ობ­დი და ვერ ვა­დევ­ნებ­დი კონ­კურსს თვალს, თუმ­ცა ყვე­ლა ლა­პა­რა­კობ­და, თუ რა კარ­გად მღე­რო­და ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა. მე დღეს მო­ვუს­მი­ნე მას და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. ვუ­ლო­ცავ მას, სა­ქარ­თვე­ლოს და ყვე­ლა ჩვენ­განს, - ვერა ბრეჟნე­ვა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჯო­ლი­ა­ნი:

"იურ­მა­ლა" მო­ვი­გეთ, ომის გვე­ში­ნო­დეს :)

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ახა­ლი ტალ­ღა" 2008 წელს დუ­ეტ­მა "ჯორ­ჯი­ამ" მო­ი­გო, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა დრა­მა­ტულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ქარ­თველ მე­ლო­მა­ნებს მა­ლე­ვე და­ა­ვი­წყა გა­მარ­ჯვე­ბა; კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი "იურ­მა­ლა 2014"-ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ქრო­ნი­კის" და Facebook-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"იურმალა" მოვიგეთ, ომის გვეშინოდეს" - ქართველი და რუსი ვარსკვლავების პირველი კომენტარები ნუცა ბუზალაძის გამარჯვების შემდეგ

"იურმალა" მოვიგეთ, ომის გვეშინოდეს" - ქართველი და რუსი ვარსკვლავების პირველი კომენტარები ნუცა ბუზალაძის გამარჯვების შემდეგ

ლატვიის ქალაქ იურმალაში მიმდინარე მე-13 საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში მესამე საკონკურსო დღის შედეგებით ნუცა ბუზალაძე "ახალი ტალღა" 2014 წლის გამარჯვებულია.

კონკურსის შემდეგ არაერთი შეფასება გაკეთდა, რომელთაგან ყველაზე საინტერესოს მკითხველს ვთავაზობთ.

ლელა წურწუმია:

ამ ბავშვმა მართლაც საოცრება მოახდინა, მაქსიმალურად აჩვენა საკუთარი თავი და პროფესიონალიზმი მიუხედავად მცირე ასაკისა, და ყველაზე მთავარი - ჩემი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღე ჩემს თავზე და ვთქვი, რომ ეს ბავშვი ღირსი იყო, რომ ნუცა ამ ფესტივალზე მოხვედრილიყო და შედეგმაც არ დააყოვნა, ნუცამ გაიმარჯვა!

კახა მამულაშვილი (მამულიჩა):

მინდა მთელ საქართველოს მივულოცო. ყოველი გასვლის წინ ნუცას ვეუბნებოდი, რომ შენს უკან პატარა ქვეყანა დგას-მეთქი და ამ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა

ვალერი მელაძე:

უზარმაზარი სიხარულია, რომ ნუცამ გაიმარჯვა. მიხარია, რომ ჩვენი იმედები გამართლდა. ვულოცავ საქართველოს! ასე პატარ-პატარა გამარჯვებებით იქმნება შთაბეჭდილება ჩვენს ქვეყანაზე, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, მას დიდი მომავალი აქვს

ლეონიდ აგუტინი:

ვულოცავ საქართველოს დამსახურებულ გამარჯვებას. ნუცა არაჩვეულებრივად გამოიყუებოდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან საინტერესოდ მღეროდა. მისი სიმღერა სულიდან მოდიდა

ვერა ბრეჟნევა:

ისე გამოვიდა, რომ ეს დღეები ვმშაობდი და ვერ ვადევნებდი კონკურსს თვალს, თუმცა ყველა ლაპარაკობდა, თუ რა კარგად მღეროდა ქართველი გოგონა. მე დღეს მოვუსმინე მას და გაოცებული ვარ. ვულოცავ მას, საქართველოს და ყველა ჩვენგანს, - ვერა ბრეჟნევა.

ნანუკა ჟორჯოლიანი:

"იურმალა" მოვიგეთ, ომის გვეშინოდეს :)

შეგახსენებთ, რომ "ახალი ტალღა" 2008 წელს დუეტმა "ჯორჯიამ" მოიგო, თუმცა რამდენიმე დღეში განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა ქართველ მელომანებს მალევე დაავიწყა გამარჯვება; კონკურსის დასრულებიდან რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ | ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი "იურმალა 2014"-ის გამარჯვების შემდეგ

მომზადებულია "ქრონიკის" და Facebook-ზე გამოქვეყნებული გამოხმაურებების მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა