პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"112" კერძო კომპანიების წინააღმდეგ? - რა დაგიჯდებათ მანქანის გაფუჭების შემდეგ მისი გადაადგილება
"112" კერძო კომპანიების წინააღმდეგ? - რა დაგიჯდებათ მანქანის გაფუჭების შემდეგ მისი გადაადგილება

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს სა­ე­ვა­კუ­ა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრის -"112"-ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვი­და. შ.პ.ს. "სერ­ვის ცენ­ტრს" კი, რო­მე­ლიც 2006 წლი­დან ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­უქ­მდა. რო­გორც "112"-ში აცხა­დე­ბენ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი "სერ­ვის ცენ­ტრის" მიერ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა გახ­და. "სერ­ვის ცენ­ტრში" კი ფიქ­რო­ბენ, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობ­და. ფაქ­ტი ერ­თია - იქ, სა­დაც აქამ­დე კერ­ძო კომ­პა­ნია ოპე­რი­რებ­და, ახლა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა შე­დის მო­თა­მა­შედ.

"2006 წლი­დან, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­სა და შპს "სერ­ვის ცენ­ტრს" შო­რის ყო­ველ­გვა­რი შერ­ჩე­ვი­სა და კონ­კურ­სის გა­რე­შე გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­დაყ­ვა­ნა "სერ­ვის ცენ­ტრის" სპე­ცი­ა­ლურ და­ცულ სად­გო­მებ­ზე ხდე­ბო­და. 2011 წლის 30 მარტს შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტსა და შპს "სერ­ვის ცენ­ტრს" შო­რის გა­ფორმ­და ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, შპს "სერ­ვის ცენ­ტრი" იღებ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მო­ე­წყო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო 100 კვ.მ-მდე შუ­შის გამჭვირ­ვა­ლე, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი შე­ნო­ბა და შე­სა­ნა­ხად გა­და­ცე­მუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გან­თავ­სე­ბის­თვის 5000 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მელ­საც ას­ფალ­ტის სა­ფა­რი ექ­ნე­ბო­და. ამას­თან, შპს "სერ­ვის ცენ­ტრი" იღებ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უზ­რუნ­ველ­ყო ად­გილ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა (არა უმე­ტეს 15 წუ­თი­სა, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზა­ცია, არა უმე­ტეს 30 წუ­თი­სა) და ავ­ტო­მან­ქა­ნის სპე­ცი­ა­ლურ სად­გომ­ზე გა­დაყ­ვა­ნა. თუმ­ცა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნი­ამ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, კერ­ძოდ, არ არ­სე­ბობ­და მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი შე­ნო­ბა, მი­წის ფარ­თო­ბი იყო ბევ­რად მცი­რე და არ არ­სე­ბობ­და ას­ფალ­ტის სა­ფა­რი. შპს "სერ­ვის ცენ­ტრი" რე­გუ­ლა­რუ­ლად აგ­ვი­ა­ნებ­და ად­გილ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბას 20-35 წუ­თით, რაც ხელს უშ­ლი­და ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თა­ვი­სუ­ფალ და უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ქმნი­და სა­ცო­ბებს. შპს "სერ­ვის ცენ­ტრი"-ს მხრი­დან ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, მიმ­დი­ნა­რე წლის 15 მა­ი­სი­დან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­წყდა,"- აცხა­დე­ბენ "112"-ში.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს "სერ­ვის ცენ­ტრის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი დი­მიტ­რი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ამ­ბობს, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა პუნ­ქტს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ და ვე­რაფ­რით გა­უ­გია, რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­წყვი­ტა სა­ხელ­მწი­ფომ მის კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხელ­მწი­ფო შეკ­ვე­თე­ბის გარ­და, "112" მომ­სა­ხუ­რე­ბას ფი­ზი­კურ პი­რებ­საც გა­უ­წევს. რითი იქ­ნე­ბა უკე­თე­სი სა­ე­ვა­კუ­ა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის "112" -ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­თან შე­და­რე­ბით, ამ კი­თხვა­ზე "112"-ში ასე პა­სუ­ხო­ბენ:

"შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი ცნო­ბა­დი ნომ­რი­დან, შე­უ­ფერ­ხებ­ლად, ევა­კუ­ა­ტო­რე­ბით დახ­მა­რე­ბის სერ­ვი­სის გა­მო­ძა­ხე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნო­მერ­ზე და­რეკ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, როცა ტე­ლე­ფონ­ზე არ არის ბა­ლან­სი და ტე­ლე­ფონ­ში არ დევს სიმ­ბა­რა­თი. სერ­ვი­სი ხელ­მი­საწ­ვდო­მია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 24 სა­ა­თის მან­ძილ­ზე. სა­ჯა­რი­მო ავ­ტო­სად­გო­მე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს. გა­მო­ძა­ხე­ბის მო­მენ­ტი­დან მოხ­დე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა. მძღო­ლე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი არი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რი რა­ცი­ე­ბით, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­და­პირ კავ­შირ­ზე არი­ან 112-ის დის­პეტ­ჩე­რებ­თან. გარ­და ამი­სა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მან­ძი­ლის ათ­ვლის სა­ფა­სუ­რი იწყე­ბა ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე ევა­კუ­ა­ტო­რის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბოლო წერ­ტი­ლამ­დე. ხალ­ხს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ხან­გრძლი­ვი, მა­ღალკვლი­ფი­ცი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე მძღო­ლე­ბი".

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ტა­რი­ფო მომ­სა­ხუ­რე­ბას, რო­გორც 112-ში ამ­ბო­ბენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით და მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, გა­ნი­სა­ზღვრა სა­ჯა­რი­მო სად­გომ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­სა და დგო­მის ერ­თი­ა­ნი, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­ფა­სუ­რი, რაც ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ ტა­რიფ­ზე 50% -ით ნაკ­ლე­ბია.

"112"-ის მიერ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის­თვის სა­ჭი­რო ამ­ჟა­მინ­დე­ლი ტა­რი­ფე­ბი ასე­თია: გა­მო­ძა­ხე­ბის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ფა­სუ­რი – 30 ლარი. თა­ვად სერ­ვი­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა შემ­დე­გი ტა­რი­ფე­ბით: ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით – ობო­ბას ტი­პის დიდი ევა­კუ­ა­ტო­რი 1 კმ - 4 ლარი; მოძ­რავ და ფიქ­სი­რე­ბულ პლატ­ფორ­მი­ა­ნი ევა­კუ­ა­ტო­რი 1 კმ - 3 ლარი. ქა­ლაქ­გა­რეთ: ობო­ბას ტი­პის დიდი ევა­კუ­ა­ტო­რი 1 კმ - 2 ლარი, მოძ­რავ და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მი­ა­ნი ევა­კუ­ა­ტო­რი 1 კმ - 1 ლარი. პარ­კინ­გის დღი­უ­რი სა­ფა­სუ­რი: მო­ტო­ციკ­ლი - 4ლ; სე­და­ნი/ჯიპი-8ლ;მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი/ავ­ტო­ბუ­სი-10ლ; სატ­ვირ­თო/ტრა­ი­ლე­რი-14ლარი; (6-დან 30 დღემ­დე ყვე­ლა ეს ტა­რი­ფი ნა­ხევ­რდე­ბა, ხოლო 30 დღის შემ­დეგ-გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით სა­ფა­სუ­რი ჩა­მო­დის 1 ლარ­ზე).

ჩნდე­ბა კი­თხვა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ამ სექ­ტორ­ში მო­თა­მა­შედ შეს­ვლა, შე­უქ­მნის თუ არა პრობ­ლე­მებს კერ­ძო სექ­ტორს და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­რე­მო რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი?

რო­გორც ეკო­ნო­მი­კის ექ­სპე­ტი ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე bpn-თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, ძა­ლი­ან ფრთხი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და სწო­რი ანა­ლი­ზია სა­ჭი­რო.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"112" კერძო კომპანიების წინააღმდეგ? - რა დაგიჯდებათ მანქანის გაფუჭების შემდეგ მისი გადაადგილება

"112" კერძო კომპანიების წინააღმდეგ? - რა დაგიჯდებათ მანქანის გაფუჭების შემდეგ მისი გადაადგილება

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საევაკუაციო მომსახურება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის -"112"-ის დაქვემდებარებაში გადავიდა. შ.პ.ს. "სერვის ცენტრს" კი, რომელიც 2006 წლიდან ამ მომსახურებას ახორციელებდა, ხელშეკრულება გაუუქმდა. როგორც "112"-ში აცხადებენ, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი "სერვის ცენტრის" მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა გახდა. "სერვის ცენტრში" კი ფიქრობენ, რომ ხელშეკრულების გაუქმების ობიექტური მიზეზი არ არსებობდა. ფაქტი ერთია - იქ, სადაც აქამდე კერძო კომპანია ოპერირებდა, ახლა სახელმწიფო უწყება შედის მოთამაშედ.

"2006 წლიდან, საპატრულო პოლიციასა და შპს "სერვის ცენტრს" შორის ყოველგვარი შერჩევისა და კონკურსის გარეშე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანა "სერვის ცენტრის" სპეციალურ დაცულ სადგომებზე ხდებოდა. 2011 წლის 30 მარტს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და შპს "სერვის ცენტრს" შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს "სერვის ცენტრი" იღებდა ვალდებულებას, მოეწყო მომსახურებისთვის საჭირო 100 კვ.მ-მდე შუშის გამჭვირვალე, კეთილმოწყობილი შენობა და შესანახად გადაცემული სატრანსპორტო საშუალებების განთავსებისთვის 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ასფალტის საფარი ექნებოდა. ამასთან, შპს "სერვის ცენტრი" იღებდა ვალდებულებას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გადაცემული შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყო ადგილზე ოპერატიულად გამოცხადება (არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დამატებითი ტექნიკის მობილიზაცია, არა უმეტეს 30 წუთისა) და ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა. თუმცა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კომპანიამ ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, არ არსებობდა მომსახურებისთვის საჭირო კეთილმოწყობილი შენობა, მიწის ფართობი იყო ბევრად მცირე და არ არსებობდა ასფალტის საფარი. შპს "სერვის ცენტრი" რეგულარულად აგვიანებდა ადგილზე გამოცხადებას 20-35 წუთით, რაც ხელს უშლიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ქალაქის ტერიტორიაზე და ქმნიდა საცობებს. შპს "სერვის ცენტრი"-ს მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის 15 მაისიდან ხელშეკრულება შეწყდა,"- აცხადებენ "112"-ში.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას კატეგორიულად უარყოფს "სერვის ცენტრის" დამფუძნებელი დიმიტრი გოგიჩაიშვილი და ამბობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს აკმაყოფილებდნენ და ვერაფრით გაუგია, რის საფუძველზე შეწყვიტა სახელმწიფომ მის კომპანიასთან თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შეკვეთების გარდა, "112" მომსახურებას ფიზიკურ პირებსაც გაუწევს. რითი იქნება უკეთესი საევაკუაციო მომსახურების "112" -ის მიერ განხორციელება კერძო კომპანიებთან შედარებით, ამ კითხვაზე "112"-ში ასე პასუხობენ:

"შესაძლებელი იქნება ერთიანი ცნობადი ნომრიდან, შეუფერხებლად, ევაკუატორებით დახმარების სერვისის გამოძახება. მნიშვნელოვანია, რომ ნომერზე დარეკვა შესაძლებელია, როცა ტელეფონზე არ არის ბალანსი და ტელეფონში არ დევს სიმბარათი. სერვისი ხელმისაწვდომია დღის განმავლობაში 24 საათის მანძილზე. საჯარიმო ავტოსადგომები აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. გამოძახების მომენტიდან მოხდება ოპერატიული რეაგირება. მძღოლები აღჭურვილები არიან სპეციალური რაციებით, რომლის საშუალებით პირდაპირ კავშირზე არიან 112-ის დისპეტჩერებთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირების მანძილის ათვლის საფასური იწყება ინციდენტის ადგილზე ევაკუატორის გამოცხადებიდან დანიშნულების ბოლო წერტილამდე. ხალხს მოემსახურება ხანგრძლივი, მაღალკვლიფიციური გამოცდილების მქონე მძღოლები".

რაც შეეხება სატარიფო მომსახურებას, როგორც 112-ში ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომის ერთიანი, შეღავათიანი საფასური, რაც ბაზარზე არსებულ ტარიფზე 50% -ით ნაკლებია.

"112"-ის მიერ მომსახურების გაწევისთვის საჭირო ამჟამინდელი ტარიფები ასეთია: გამოძახების ფიქსირებული საფასური – 30 ლარი. თავად სერვისის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ტარიფებით: ქალაქის მასშტაბით – ობობას ტიპის დიდი ევაკუატორი 1 კმ - 4 ლარი; მოძრავ და ფიქსირებულ პლატფორმიანი ევაკუატორი 1 კმ - 3 ლარი. ქალაქგარეთ: ობობას ტიპის დიდი ევაკუატორი 1 კმ - 2 ლარი, მოძრავ და ფიქსირებული პლატფორმიანი ევაკუატორი 1 კმ - 1 ლარი. პარკინგის დღიური საფასური: მოტოციკლი - 4ლ; სედანი/ჯიპი-8ლ;მიკროავტობუსი/ავტობუსი-10ლ; სატვირთო/ტრაილერი-14ლარი; (6-დან 30 დღემდე ყველა ეს ტარიფი ნახევრდება, ხოლო 30 დღის შემდეგ-განუსაზღვრელი ვადით საფასური ჩამოდის 1 ლარზე).

ჩნდება კითხვა სახელმწიფოს მიერ ამ სექტორში მოთამაშედ შესვლა, შეუქმნის თუ არა პრობლემებს კერძო სექტორს და კონკურენტუნარიანი გარემო რამდენად იქნება შენარჩუნებული?

როგორც ეკონომიკის ექსპეტი ირაკლი ლექვინაძე bpn-თან საუბარში აცხადებს, ძალიან ფრთხილი გადაწყვეტილებები და სწორი ანალიზია საჭირო.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია