ლატვიის ქალაქ იურმალაში მიმდინარე მე-13 საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში მესამე საკონკურსო დღის შედეგებით ნუცა ბუზალაძე "ახალი ტალღა" 2014 წლის გამარჯვებულია.
11 11 11 11 11 11 11 უმაღლესი ქულა ჟიურისგან და დარბაზის ოვაციები !
ბოლო საკონკურსო დღეს, ნუცა ბუზალაძე სპეციალურად კონკურსანტისთვის დაწერილი სიმღერა შეასრულა. 17 წლის მომღერალმა მაია კაჭკაჭიშვილის In My Dreams-ს იმღერა.
შეგახსენებთ: წელს კონკურსში 13 ქვეყნის 16 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა კონკურსანტმა პირველივე ტურში ფურორი მოახდინა და ჟიურისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა. მეორე საკონკურსო დღეს, ნაციონალური ტურის ფარგლებში სოფო ხალვასთან ერთად "ყვავილების ქვეყანა" შეასრულა.
ასევე ნახეთ:
-"ჩიხურამ თურქებს ჩაუტარა, ბუზალაძემ - რუსებს" სოციალურ ქსელში ქართველები ორ გამარჯვებას ზეიმობენ
-ნუცა ბუზალაძე "ახალი ტალღის" მეორე ტურშიც ლიდერია
-ასეთი კლასი არავის უჩვენებია საქართველოდან - ქართველმა გულშემატკივრებმა სოციალური ქსელი "ააფეთქეს"
-ნუცა ბუზალაძე "ახალი ტალღა" 2014 წლის პირველ საკონკურსო ტურში პირველ ადგილზეა