კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი მტერია! პუტინი მტერია!" - დეპუტატების ემოციური გამოსვლების ორიგინალური დასასრული უსუფაშვილისგან, ანუ "კრება დარჩა მხიარული"
"პუტინი მტერია! პუტინი მტერია!" - დეპუტატების ემოციური გამოსვლების ორიგინალური დასასრული უსუფაშვილისგან, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

პარ­ლა­მენ­ტში დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს. მა­ნა­მა­დე კი დე­პუ­ტა­ტებ­მა, რო­გორც უმ­ცი­რე­სო­ბი­დან ასე­ვე უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან, მთა­ვო­ბის ხელ­მძღვა­ნელს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შე­კი­თხვე­ბი და­უს­ვეს, იყო სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბიც, კრი­ტი­კა, ხუმ­რო­ბა და ირო­ნია. დღის მთა­ვარ გმი­რე­ბად კი გოგა ხა­ჩი­ძე და და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი იქ­ცნენ.

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თხოვ­ნით, სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს მიკრო­ფო­ნი გა­უ­თი­შეს, მა­შინ რო­დე­საც მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ჩა­წე­რილ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას დე­პუ­ტა­ტებს ას­მე­ნი­ნებ­და. რა­საც ხა­ჩი­ძის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა და მან გა­მორ­თუ­ლი მიკრო­ფო­ნის სა­ნაც­ვლოდ პა­სუ­ხი მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე და­წე­რი­ლი მორ­ბე­ნა­ლი სტრი­ქო­ნით გას­ცა - "მ.......თ პრო­ცე­დუ­რუ­ლი დე­მოკ­რა­ტია".

შე­კი­თხვე­ბის შემ­დეგ სი­ტყვა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მი­ე­ცა. მან უმ­ცი­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­კი­თხვებს დე­მა­გო­გი­უ­რი უწო­და.

გოგა ხა­ჩი­ძის კი­დევ ერთი "ჩა­ზუს­ტე­ბა" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბო­და. დე­პუ­ტატ­მა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ჰკი­თხა - რა მი­სა­მარ­თზე უნდა მი­ა­კი­თხოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ნულპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი კრე­დი­ტის­თვის.

"რა მი­სა­მარ­თზე უნდა მი­ვა­კი­თხოთ ნულპ­რო­ცენ­ტი­ან კრე­დი­ტებს? რა მი­სა­მარ­თზე მი­ვა­კი­თხოთ უფა­სო ფულს და ნულპ­რო­ცენ­ტი­ან კრე­დი­ტებს?", - იკი­თხა ხა­ჩი­ძემ.

დე­პუ­ტა­ტის მტკი­ცე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი და­პი­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას 2012 წელს, ყვა­რელ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მის­ცა და მისი შე­კი­თხვაც სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.

"თქვენ მი­ი­ღებთ უფა­სო ფულს, გრძელ­ვა­დი­ან უფა­სო ფულს. 10-წლი­ან და 20-წლი­ან კრე­დი­ტებს. ჩვენ ვი­ცით, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, სა­ი­დან მო­ვი­ტა­ნოთ ეს ფული და რო­გორ მო­გა­წო­დოთ თქვენ - თქვენ მი­ი­ღებთ უფა­სო ფულს" - ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ცი­ტა­ტა. თუ შე­იძ­ლე­ბა გვი­თხა­რით, რა მი­სა­მარ­თზე მი­ვა­კი­თხოთ უფა­სო ფულს და ნულპ­რო­ცენ­ტი­ან კრე­დი­ტებს?", - აღ­ნიშ­ნა გოგა ხა­ჩი­ძემ.

მის შე­კი­თხვას პრე­მი­ერ­მა კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბით უპა­სუ­ხა და გან­მარ­ტა, რომ გა­სულ წელს "სოფ­ლის დახ­მა­რე­ბის" პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში 400 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ჩი­ძეს, რო­მელ­საც უფა­სო ფული სურს - გა­სულ წელს, სოფ­ლის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, 400 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა სწო­რედ ჩვე­ნი ხელ­შე­წყო­ბით და თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით მთელ რიგ რა­ი­ონ­ში - 10 % იყო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, 40 პრო­ცენ­ტი გრან­ტი და 50 პრო­ცენ­ტი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სეს­ხი. ასე­ვე ჩემს მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" წლი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი შე­ად­გენს 1 %-ს. თქვენც შე­გიძ­ლი­ათ მობ­რძა­ნებ­დეთ თუკი სა­ინ­ტე­რე­სო იდეა და სა­წარ­მო­ე­ბის აღ­დგე­ნის სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო მზად იქ­ნე­ბა მო­გემ­სა­ხუ­როთ", - უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ­მა გოგა ხა­ჩი­ძეს.

გოგა ხა­ჩი­ძემ "მად­ლო­ბა" გა­და­უ­ხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და "შე­ცო­დე­ბე­ბის­თვის" პა­ტი­ე­ბა სთხო­ვა.

"პირ­და­პირ თქვენს ტო­ნა­ლო­ბა­ში გა­და­ვალ - მინ­და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ბი­ძი­ნას იმის­თვის, რომ ასე­თი პრე­მი­ე­რი დაგ­ვი­ნიშ­ნა, დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნას იმის­თვის, რომ ასე­თი მთავ­რო­ბა გვე­ყო­ლე­ბა, მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რომ ასე­თი პარ­ლა­მენ­ტი ვართ თქვენ­თან ერ­თად, დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ბე­სე­ლია მუ­ზებ­ზე მე­სა­უბ­რე­ბა, მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რომ ნო­დარ ხა­დურ­მა 700 მი­ლი­ო­ნი სად და­კარ­გა, კაც­მა არ იცის და უკან ზის და ხი­თხი­თებს. მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რომ ქურ­დებს ვი­ღებთ და ვა­ცი­ლებთ ქვეყ­ნი­დან, მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნას ყვე­ლაფ­რის­თვის, დიდი მად­ლო­ბა, რომ მზე ამო­დის სა­ერ­თოდ, რომ ჩვენ ვარ­სე­ბობთ. მად­ლო­ბა, რომ ბა­ტო­ნი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მიკრო­ფონს არ მირ­თავს, უდი­დე­სი მად­ლო­ბა. მა­პა­ტი­ეთ, თუ რამე შეგ­ცო­დეთ და ინ­და­უ­რი რომ მყავ­დეს, იმა­საც გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დი. მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რომ მეხი არ და­მე­ცა ამ სი­ტყვის წარ­მოთ­ქმის დროს", - გა­ნა­ცხა­და გოგა ხა­ჩი­ძემ სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ვარ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ გოგა ხა­ჩი­ძეს უთა­ნაგ­რძნო და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს­მის მისი რად­გან ხა­ჩი­ძემ მთა­ვა­რი მუზა და­ი­კარ­გა და ვე­ღარ უმ­ღე­რებს "მიშა მა­გა­რი­ას".

"მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც ტაშს უკ­რავ­დნენ იმ მი­ნის­ტრებს, რომ­ლის დრო­საც ქუ­ჩა­ში გირ­გვლი­ა­ნი, ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, რო­ბა­ქი­ძე და სხვე­ბი იხო­ცე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც მათ ჰყავ­დათ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ახა­ლა­ია, ადე­იშ­ვი­ლი და სხვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი და ფა­სუ­ლო­ბა­თა თან­ხვედ­რა ვერ ექ­ნე­ბა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კი დე­პუ­ტატ ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­კი­თხვა გა­დას­ცა.

დე­პუ­ტა­ტი და­ინ­ტე­რეს­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით. "ქალ­ბა­ტო­ნო ჩი­ო­რა, თქვენს კი­თხვებ­ზე, რა და­მა­ვა­ლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა - მან და­მა­ბა­რა დიდი მო­კი­თხვა თქვენ­თან", - მი­მარ­თა პრე­მი­ერ­მა დე­პუ­ტატს. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ამ რეპ­ლი­კას კი დარ­ბაზ­ში ტაში და სი­ცი­ლი მოჰ­ყვა.

ემო­ცი­უ­რი იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის ნუკ­რი ქან­თა­რი­ას გა­მოს­ვლა, რო­მელ­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე მხო­ლოდ იმი­ტომ უსურ­ვა, რომ ცო­ცხა­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი არი­ან.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ცდი­ლობს ჩვე­უ­ლი რე­ჟი­მით იმუ­შა­ოს, მაგ­რამ ვა­ტყობთ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მათი ხმა ის­მის შო­რი­დან, ხმა სა­მა­რი­დან, არ იფიქ­როთ, რომ ვინ­მეს ლიკ­ვი­და­ცია მაქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, პო­ლი­ტი­კურ სა­მა­რეს ვგუ­ლის­ხმობ. ძა­ლი­ან მინ­და დიდ­ხანს იცო­ცხლოთ, რომ იყოთ საჩ­ვე­ნე­ლი, თუ რო­გო­რი ხალ­ხი არ უნდა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. თქვენ უნდა გახ­დეთ ცო­ცხა­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი ძა­ლი­ან ბნე­ლი წარ­სუ­ლი­სა", - მი­მარ­თა ქან­თა­რი­ამ უმ­ცი­რე­სო­ბას.

სხო­მი­დან, რო­მე­ლიც 6 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ დღის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და სა­კა­ნონ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში არ­სე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფო­ნის მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა. სი­ტყვა კი იმით და­ი­წყო, რომ სურს ოპო­ნენ­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­სა­პყრო­ბა და სწო­რედ ამი­ტომ "პუ­ტი­ნი მტე­რია! პუ­ტი­ნი მტე­რია! პუ­ტი­ნი მტე­რია!

"ალ­ბათ, ასე უნდა და­ვი­წყო გა­მოს­ვლა - პუ­ტი­ნი მტე­რია! პუ­ტი­ნი მტე­რია! პუ­ტი­ნი მტე­რია! მო­გე­სალ­მე­ბით, მე­გობ­რე­ბო და შე­საძ­ლოა ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ვი­პყრო", - მი­მარ­თა უსუ­ფაშ­ვილ­მა დე­პუ­ტა­ტებს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­ო­ბის ლი­დე­რის და­ვით ბაქ­რა­ძის სი­ტყვით გა­მოს­ვლის შემ­დეგ კი უმ­ცი­რე­სო­ბამ სხდო­მის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­კა­ნონ­დებ­ლო ორ­გა­ნომ კი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და. 89 მომ­ხრე და არ­ცერ­თი წი­ნა­აღ­მდე, ეს იყო კენ­ჭისყ­რის შე­დე­გი რო­მე­ლიც ტაბ­ლო­ზე და­ფიქ­სირ­და.

თეა ბი­თა­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პუტინი მტერია! პუტინი მტერია!" - დეპუტატების ემოციური გამოსვლების ორიგინალური დასასრული უსუფაშვილისგან, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

"პუტინი მტერია! პუტინი მტერია!" - დეპუტატების ემოციური გამოსვლების ორიგინალური დასასრული უსუფაშვილისგან, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

პარლამენტში დღეს საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს. მანამადე კი დეპუტატებმა, როგორც უმცირესობიდან ასევე უმრავლესობიდან, მთავობის ხელმძღვანელს ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვები დაუსვეს, იყო სიტყვით გამოსვლებიც, კრიტიკა, ხუმრობა და ირონია. დღის მთავარ გმირებად კი გოგა ხაჩიძე და დავით უსუფაშვილი იქცნენ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნით, სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაუთიშეს, მაშინ როდესაც მობილურ ტელეფონში ჩაწერილ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას დეპუტატებს ასმენინებდა. რასაც ხაჩიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მან გამორთული მიკროფონის სანაცვლოდ პასუხი მობილურ ტელეფონზე დაწერილი მორბენალი სტრიქონით გასცა - "მ.......თ პროცედურული დემოკრატია".

შეკითხვების შემდეგ სიტყვა პრემიერ-მინისტრს მიეცა. მან უმცირეობის წარმომადგენლების შეკითხვებს დემაგოგიური უწოდა.

გოგა ხაჩიძის კიდევ ერთი "ჩაზუსტება" ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა. დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა - რა მისამართზე უნდა მიაკითხოს ბიძინა ივანიშვილს ნულპროცენტიანი კრედიტისთვის.

"რა მისამართზე უნდა მივაკითხოთ ნულპროცენტიან კრედიტებს? რა მისამართზე მივაკითხოთ უფასო ფულს და ნულპროცენტიან კრედიტებს?", - იკითხა ხაჩიძემ.

დეპუტატის მტკიცებით, შესაბამისი დაპირება საზოგადოებას 2012 წელს, ყვარელში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მისცა და მისი შეკითხვაც სწორედ აქედან გამომდინარეობს.

"თქვენ მიიღებთ უფასო ფულს, გრძელვადიან უფასო ფულს. 10-წლიან და 20-წლიან კრედიტებს. ჩვენ ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, საიდან მოვიტანოთ ეს ფული და როგორ მოგაწოდოთ თქვენ - თქვენ მიიღებთ უფასო ფულს" - ეს არის ბიძინა ივანიშვილის ციტატა. თუ შეიძლება გვითხარით, რა მისამართზე მივაკითხოთ უფასო ფულს და ნულპროცენტიან კრედიტებს?", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

მის შეკითხვას პრემიერმა კონკრეტული ციფრებით უპასუხა და განმარტა, რომ გასულ წელს "სოფლის დახმარების" პროგრამის ფარგლებში 400 მილიონი ლარი დაიხარჯა.

"რაც შეეხება ხაჩიძეს, რომელსაც უფასო ფული სურს - გასულ წელს, სოფლის პროგრამის ფარგლებში, 400 მილიონი ლარი დაიხარჯა სწორედ ჩვენი ხელშეწყობით და თანადაფინანსებით მთელ რიგ რაიონში - 10 % იყო თანამონაწილეობა, 40 პროცენტი გრანტი და 50 პროცენტი შეღავათიანი სესხი. ასევე ჩემს მიერ წამოწყებული ინიციატივის ფარგლებში "აწარმოე საქართველოში" წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1 %-ს. თქვენც შეგიძლიათ მობრძანებდეთ თუკი საინტერესო იდეა და საწარმოების აღდგენის სურვილი გექნებათ და ეკონომიკის სამინისტრო მზად იქნება მოგემსახუროთ", - უპასუხა პრემიერმა გოგა ხაჩიძეს.

გოგა ხაჩიძემ "მადლობა" გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და "შეცოდებებისთვის" პატიება სთხოვა.

"პირდაპირ თქვენს ტონალობაში გადავალ - მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას იმისთვის, რომ ასეთი პრემიერი დაგვინიშნა, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას იმისთვის, რომ ასეთი მთავრობა გვეყოლება, მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასეთი პარლამენტი ვართ თქვენთან ერთად, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ქალბატონი ეკა ბესელია მუზებზე მესაუბრება, მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ნოდარ ხადურმა 700 მილიონი სად დაკარგა, კაცმა არ იცის და უკან ზის და ხითხითებს. მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ქურდებს ვიღებთ და ვაცილებთ ქვეყნიდან, მადლობა ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის, დიდი მადლობა, რომ მზე ამოდის საერთოდ, რომ ჩვენ ვარსებობთ. მადლობა, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე მიკროფონს არ მირთავს, უდიდესი მადლობა. მაპატიეთ, თუ რამე შეგცოდეთ და ინდაური რომ მყავდეს, იმასაც გავათავისუფლებდი. მადლობა ბატონ ბიძინას, რომ მეხი არ დამეცა ამ სიტყვის წარმოთქმის დროს", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

საპარლამენტო უმვარლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ გოგა ხაჩიძეს უთანაგრძნო და აღნიშნა, რომ ესმის მისი რადგან ხაჩიძემ მთავარი მუზა დაიკარგა და ვეღარ უმღერებს "მიშა მაგარიას".

"მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ტაშს უკრავდნენ იმ მინისტრებს, რომლის დროსაც ქუჩაში გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე და სხვები იხოცებოდნენ, როდესაც მათ ჰყავდათ მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი და სხვები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას" "ნაციონალურ მოძრაობასთან" მსოფლმხედველობრივი და ფასულობათა თანხვედრა ვერ ექნება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ბიძინა ივანიშვილის მოკითხვა გადასცა.

დეპუტატი დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დავალებებით. "ქალბატონო ჩიორა, თქვენს კითხვებზე, რა დამავალა ბიძინა ივანიშვილმა - მან დამაბარა დიდი მოკითხვა თქვენთან", - მიმართა პრემიერმა დეპუტატს. ღარიბაშვილის ამ რეპლიკას კი დარბაზში ტაში და სიცილი მოჰყვა.

ემოციური იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას გამოსვლა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დიდხანს სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ უსურვა, რომ ცოცხალი ექსპონატები არიან.

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ჩვეული რეჟიმით იმუშაოს, მაგრამ ვატყობთ, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მათი ხმა ისმის შორიდან, ხმა სამარიდან, არ იფიქროთ, რომ ვინმეს ლიკვიდაცია მაქვს ჩაფიქრებული, პოლიტიკურ სამარეს ვგულისხმობ. ძალიან მინდა დიდხანს იცოცხლოთ, რომ იყოთ საჩვენელი, თუ როგორი ხალხი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. თქვენ უნდა გახდეთ ცოცხალი ექსპონატები ძალიან ბნელი წარსულისა", - მიმართა ქანთარიამ უმცირესობას.

სხომიდან, რომელიც 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა დავით უსუფაშვილის გამოსვლა ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ დღის მნიშვნელობასა და საკანონდებლო ორგანოში არსებული ემოციური ფონის მიზეზებზე ისაუბრა. სიტყვა კი იმით დაიწყო, რომ სურს ოპონენტების ყურადღების მისაპყრობა და სწორედ ამიტომ "პუტინი მტერია! პუტინი მტერია! პუტინი მტერია!

"ალბათ, ასე უნდა დავიწყო გამოსვლა - პუტინი მტერია! პუტინი მტერია! პუტინი მტერია! მოგესალმებით, მეგობრებო და შესაძლოა ჩვენი ოპონენტების ყურადღება მივიპყრო", - მიმართა უსუფაშვილმა დეპუტატებს.

საპარლამენტო უმცირეობის ლიდერის დავით ბაქრაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი უმცირესობამ სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. საკანონდებლო ორგანომ კი ღარიბაშვილის ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. 89 მომხრე და არცერთი წინააღმდე, ეს იყო კენჭისყრის შედეგი რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა.

თეა ბითაძე

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა