პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ ვაშაძემ მუსიკალური ოცნება ვენაში აიხდინა
მარიამ ვაშაძემ მუსიკალური ოცნება ვენაში აიხდინა

"პირ­ვე­ლი არ­ხის" სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს წამ­ყვა­ნი მა­რი­ამ ვა­შა­ძე საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი მოგ­ზა­უ­რია, სა­მე­გობ­როც თა­ვის­ნა­ი­რი ჰყავს და შე­სა­ბა­მი­სად, უკვე არა­ერ­თი ქა­ლა­ქის მოვ­ლა მო­ას­წრო, თუმ­ცა წინ პა­რი­ზია, სა­დაც ამ ზა­ფხულს აპი­რებს გამ­გზავ­რე­ბას, და ბრა­ზი­ლია, ამ ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა წელს უნ­დო­და, მაგ­რამ ამ ვო­ი­ა­ჟის და­გეგ­მვა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

მისი აზ­რით, ფილმში ნახ­ვა და წა­კი­თხვა სხვაა, მაგ­რამ როცა რო­მე­ლი­მე ქა­ლაქ­ში ჩა­დი­ხარ, ეხე­ბი კულ­ტუ­რას, ჩვე­უ­ლებ­რივ ყო­ფას, აგე­მოვ­ნებ კერ­ძებს, ათ­ვა­ლი­ე­რებ იმას, რაც ნა­ნა­ხი და წა­კი­თხუ­ლი გაქვს, ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი შეგ­რძნე­ბაა. მა­რი­ა­მის მო­საზ­რე­ბით, მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

- ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რად ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, ვიდ­რე ახლა, ვი­ნა­ი­დან ფრე­ნის შიში მაქვს, რაც პა­ტა­რა­ო­ბი­სას არ მა­წუ­ხებ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვა­ხერ­ხებ სა­ზღვრებს გა­რეთ გას­ვლას, თუმ­ცა ფრე­ნის შიში რომ არ მქონ­დეს, სულ უცხო­ეთ­ში ვიქ­ნე­ბო­დი. სულ მე­ში­ნია, რომ თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­დე­ბა, ასე­თი ფო­ბია ბევ­რს აწუ­ხებს. რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი მყავს, რო­მელ­თათ­ვი­საც ეს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რაც ძა­ლი­ან მაკ­ვირ­ვებს. სტი­უ­არ­დე­სებს ვაკ­ვირ­დე­ბი, რო­გო­რი სა­ხით და­დი­ან, სულ ფან­ჯრი­დან ვი­ყუ­რე­ბი, ერთხელ ტურ­ბუ­ლენ­ტურ ზო­ნა­ში მოვ­ხვდით და მა­სუ­ლი­ე­რებ­დნენ. ამ­ბო­ბენ, რომ თვითმფრი­ნა­ვი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სა­შუ­ა­ლე­ბაა გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად, მაგ­რამ ეს შიში მა­ინც ვერ დავძლიე.

ბავ­შვო­ბა­ში ან­სამ­ბლში ვცეკ­ვავ­დი და უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი გას­ტრო­ლებ­ზე, პირ­ვე­ლად ან თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვით, ან კვიპ­როს­ზე, ზუს­ტად არ მახ­სოვს. ცეკ­ვი­დან ასე­ვე ვარ ნამ­ყო­ფი სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში. ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რა ასა­კის ვი­ყა­ვი. სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი კვლავ. თით­ქმის ყვე­ლა ეს­პა­ნუ­რად ლა­პა­რა­კობ­და და მა­შინ ამ ენის ცო­ტა­თი ათ­ვი­სე­ბაც კი მო­ვა­ხერ­ხე. და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი­დან და­მა­მახ­სოვ­რდა ჰონ­დუ­რა­სი, სა­დაც სას­ტუმ­როს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბა­ღე­ბი ჰქონ­და, მათ შო­რის, ლი­ა­ნე­ბი. ერთ დღეს გა­დავ­წყვი­ტე, ტარ­ზა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, გა­ვე­ქა­ნე, ჩა­მო­ვე­კი­დე ლი­ა­ნას და ძირს ჩა­მოვ­ვარ­დი. ასე დას­რულ­და ჩემი ტარ­ზა­ნო­ბა (იცი­ნის).

უფრო მოზ­რდილ ასაკ­ში აქ­ცენტს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის გაც­ნო­ბა­ზე ვა­კე­თებ. ცოტა დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს, მაგ­რამ რო­გორც კი დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, მოგ­ზა­უ­რო­ბას ვგეგ­მავ. ახ­ლაც, აგ-ვის­ტო­ში სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას ვა­პი­რებ. მე­გობ­რე­ბი არ მაძ­ლე­ვენ სახ­ლში ჯდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას.

- ბო­ლოს სად იყა­ვი?

- ერთი თვის წინ ვე­ნა­ში ვი­ყა­ვი, ეს ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და არა­ერ­თხელ ვარ ნამ­ყო­ფი. წყნა­რი, მშვი­დი და ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ქა­ლა­ქია, ევ­რო­პის სხვა ქა­ლა­ქებს თუ შე­ვა­და­რებთ, ყვე­ლა­ზე წკრი­ა­ლაა. ხალ­ხიც ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, თუმ­ცა ცოტა მო­სა­წყე­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში. იქ ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი ცხოვ­რობს და ამი­ტო­მაც ხში­რად ჩავ­დი­ვარ. ბო­ლოს მას სი­ურპრი­ზი გა­ვუ­კე­თე, და­ბა­დე­ბის დღე­ზე ისე ჩა­ვე­დი, რომ არ იცო­და. თა­ნაც, და­ემ­თხვა და იმ დროს ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კის კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბო­და. შე­ვი­ძი­ნეთ ბი­ლე­თე­ბი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად მის კონ­ცერტს და­ვეს­წა­რი (იღი­მის). ძა­ლი­ან მომ­წონს, რო­გორც ბიჭი, მომ­ღე­რა­ლი და თან ძა­ლი­ან მა­გარ შო­უ­ებს აკე­თებს. დღემ­დე მომ­ყვე­ბა ეს ემო­ცია, კონ­ცერ­ტი 4 ივ­ნისს იყო. კარგ ად­გი­ლას მოვ­ხვდი, ახ­ლო­დან ვუ­ყუ­რებ­დი, დიდი კონ­ცერტ-ჰოლი აქვთ, და­ხუ­რუ­ლი, რო­მე­ლიც უამ­რავ ადა­მი­ანს იტევს. ცოტა ხანს აზ­რზე ვერ მოვ­დი­ო­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარგ კონ­ცერტს ვე­ლო­დი. ბო-ლომ­დე და­ი­ხარ­ჯა, სას­წა­უ­ლად ცეკ­ვავს, ცო­ცხლად შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რის.

- ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ზეც მოგ­ვი­ყე­ვი, სა­დაც ყო­ფილ­ხარ.

- ყველ­გან არ ვარ ნამ­ყო­ფი და სა­ნა­ხა­ვი კი­დევ ბევ­რი ქვე­ყა­ნა მაქვს, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ინც იტა­ლია მიყ­ვარს. რომ­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, ის­ტო­რი­ა­ში და­დი­ხარ. კო­ლი­ზე­უმ­ში რომ შე­ვე­დი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ "გა­და­ვი­ნაც­ვლე", სა­დაც გლა­დი­ა­ტო­რე­ბი იბ­რძოდ­ნენ, უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა.

- ქა­ლებს უფრო პა­რი­ზი მოს­წონთ.

- პა­რიზ­ში არ ვყო­ფილ­ვარ, წელს ვა­პი­რებ. იტა­ლი­ა­ში სხვა ქა­ლა­ქებ­შიც ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ თით­ქოს რომი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­წო­ნა. თუნ­დაც ვენა და რომი რომ შე­ვა­და­როთ, რომ­ში უფრო მეტი სი­ცო­ცხლე ჩქეფს. ქუ­ჩა­ში რომ გა­დი­ხარ, რა­ღა­ცებს მო­გა­ძა­ხე­ბენ, კომ­პლი­მენტს, კონ­ტაქ­ტში შე­მო­დი­ან, ხა­ლი­სი­ა­ნე­ბი არი­ან.

იხი­ლეთ ვრცლად

მარიამ ვაშაძემ მუსიკალური ოცნება ვენაში აიხდინა

მარიამ ვაშაძემ მუსიკალური ოცნება ვენაში აიხდინა

''პირველი არხის'' საინფორმაციოს წამყვანი მარიამ ვაშაძე საკმაოდ გამოცდილი მოგზაურია, სამეგობროც თავისნაირი ჰყავს და შესაბამისად, უკვე არაერთი ქალაქის მოვლა მოასწრო, თუმცა წინ პარიზია, სადაც ამ ზაფხულს აპირებს გამგზავრებას, და ბრაზილია, ამ ქვეყანაში წასვლა წელს უნდოდა, მაგრამ ამ ვოიაჟის დაგეგმვა ვერ მოახერხა.

მისი აზრით, ფილმში ნახვა და წაკითხვა სხვაა, მაგრამ როცა რომელიმე ქალაქში ჩადიხარ, ეხები კულტურას, ჩვეულებრივ ყოფას, აგემოვნებ კერძებს, ათვალიერებ იმას, რაც ნანახი და წაკითხული გაქვს, ძალიან გამორჩეული შეგრძნებაა. მარიამის მოსაზრებით, მოგზაურობა გამოცდილების შეძენის საუკეთესო საშუალებაა.

- ბავშვობაში ბევრად ხშირად ვმოგზაურობდი, ვიდრე ახლა, ვინაიდან ფრენის შიში მაქვს, რაც პატარაობისას არ მაწუხებდა. ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებ საზღვრებს გარეთ გასვლას, თუმცა ფრენის შიში რომ არ მქონდეს, სულ უცხოეთში ვიქნებოდი. სულ მეშინია, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდება, ასეთი ფობია ბევრს აწუხებს. რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელთათვისაც ეს დიდი სიამოვნებაა, რაც ძალიან მაკვირვებს. სტიუარდესებს ვაკვირდები, როგორი სახით დადიან, სულ ფანჯრიდან ვიყურები, ერთხელ ტურბულენტურ ზონაში მოვხვდით და მასულიერებდნენ. ამბობენ, რომ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა გადასაადგილებლად, მაგრამ ეს შიში მაინც ვერ დავძლიე.

ბავშვობაში ანსამბლში ვცეკვავდი და უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი გასტროლებზე, პირველად ან თურქეთში ვიყავით, ან კვიპროსზე, ზუსტად არ მახსოვს. ცეკვიდან ასევე ვარ ნამყოფი სამხრეთ ამერიკაში. ძალიან დიდი შთაბეჭდილებები მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკის ვიყავი. სიამოვნებით წავიდოდი კვლავ. თითქმის ყველა ესპანურად ლაპარაკობდა და მაშინ ამ ენის ცოტათი ათვისებაც კი მოვახერხე. დავათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები. ამ მოგზაურობებიდან დამამახსოვრდა ჰონდურასი, სადაც სასტუმროს შესანიშნავი ბაღები ჰქონდა, მათ შორის, ლიანები. ერთ დღეს გადავწყვიტე, ტარზანი ვყოფილიყავი, გავექანე, ჩამოვეკიდე ლიანას და ძირს ჩამოვვარდი. ასე დასრულდა ჩემი ტარზანობა (იცინის).

უფრო მოზრდილ ასაკში აქცენტს ღირსშესანიშნაობების გაცნობაზე ვაკეთებ. ცოტა დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ როგორც კი დრო გამომიჩნდება ხოლმე, მოგზაურობას ვგეგმავ. ახლაც, აგ-ვისტოში საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებ. მეგობრები არ მაძლევენ სახლში ჯდომის საშუალებას.

- ბოლოს სად იყავი?

- ერთი თვის წინ ვენაში ვიყავი, ეს ქალაქი ძალიან მიყვარს და არაერთხელ ვარ ნამყოფი. წყნარი, მშვიდი და ძალიან მოწესრიგებული ქალაქია, ევროპის სხვა ქალაქებს თუ შევადარებთ, ყველაზე წკრიალაა. ხალხიც ძალიან მოწესრიგებულია, თუმცა ცოტა მოსაწყენია ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ზამთარში. იქ ჩემი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს და ამიტომაც ხშირად ჩავდივარ. ბოლოს მას სიურპრიზი გავუკეთე, დაბადების დღეზე ისე ჩავედი, რომ არ იცოდა. თანაც, დაემთხვა და იმ დროს ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი იმართებოდა. შევიძინეთ ბილეთები და მეგობრებთან ერთად მის კონცერტს დავესწარი (იღიმის). ძალიან მომწონს, როგორც ბიჭი, მომღერალი და თან ძალიან მაგარ შოუებს აკეთებს. დღემდე მომყვება ეს ემოცია, კონცერტი 4 ივნისს იყო. კარგ ადგილას მოვხვდი, ახლოდან ვუყურებდი, დიდი კონცერტ-ჰოლი აქვთ, დახურული, რომელიც უამრავ ადამიანს იტევს. ცოტა ხანს აზრზე ვერ მოვდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ კარგ კონცერტს ველოდი. ბო-ლომდე დაიხარჯა, სასწაულად ცეკვავს, ცოცხლად შესანიშნავად მღერის.

- ევროპის სხვა ქვეყნებზეც მოგვიყევი, სადაც ყოფილხარ.

- ყველგან არ ვარ ნამყოფი და სანახავი კიდევ ბევრი ქვეყანა მაქვს, თუმცა განსაკუთრებულად მაინც იტალია მიყვარს. რომზე რომ ვისაუბროთ, ისტორიაში დადიხარ. კოლიზეუმში რომ შევედი და გავაცნობიერე, რომ საუკუნეების წინ ''გადავინაცვლე'', სადაც გლადიატორები იბრძოდნენ, უცნაური გრძნობა დამეუფლა.

- ქალებს უფრო პარიზი მოსწონთ.

- პარიზში არ ვყოფილვარ, წელს ვაპირებ. იტალიაში სხვა ქალაქებშიც ვყოფილვარ, მაგრამ თითქოს რომი ყველაზე მეტად მომეწონა. თუნდაც ვენა და რომი რომ შევადაროთ, რომში უფრო მეტი სიცოცხლე ჩქეფს. ქუჩაში რომ გადიხარ, რაღაცებს მოგაძახებენ, კომპლიმენტს, კონტაქტში შემოდიან, ხალისიანები არიან.

იხილეთ ვრცლად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები