საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოინგ 777-ის ტრაგედიის გამო შეცვლილი პროგრამა, წვიმა გამოძახებით და ზღვა სიყვარული - ნინო ქათამაძე პირველად ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე
ბოინგ 777-ის ტრაგედიის გამო შეცვლილი პროგრამა, წვიმა გამოძახებით და ზღვა სიყვარული - ნინო ქათამაძე პირველად ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე

ბა­თუმ­ში რი­გით მერ­ვე შავი ზღვის ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით ფეს­ტი­ვა­ლის მე­ო­რე დღეს ლე­გენ­და­რულ შემ­სრუ­ლე­ბელ ლივ ვორ­ფილდს უნდა ემ­ღე­რა, თუმ­ცა თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბის და ავი­ა­რე­ი­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო მან ბა­თუმ­ში ჩა­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა კომ­პა­ნია "ის­თერნ ფრო­მო­უ­შე­ნის" დამ­ფუძვნე­ბელ­მა კახა კან­დე­ლაკ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ლივ ვორ­ფილ­დის და 30 კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბის ბა­თუმ­ში ჩა­მოყ­ვა­ნა ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რის გა­მოც ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ნინო ქა­თა­მა­ძის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა:

"ჩა­მო­აგ­დეს თვითმფრი­ვა­ნი, სა­ჰა­ე­რო გზე­ბი და­ი­კე­ტა, მო­უ­წია ლივ ვორ­ფილდს თვითმფრი­ნა­ვის სხვა ქვე­ყა­ნა­ში დას­მა. შემ­დეგ კი 30 ბი­ლე­თი სხვა რე­ის­ზე ვე­ღარ გა­დაც­ვა­ლეს. ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მათი ჩა­მოყ­ვა­ნა. გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ნინო ქა­თა­მა­ძე ბა­თუმ­ში იყო, ის ბა­თუ­მე­ლია და პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და ჯაზ-ფეს­ტი­ვალ­ზე", - აღ­ნიშ­ნა კახა კან­დე­ლაკ­მა.

სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა­ში ცვლი­ლე­ბი­სა და ბა­თუ­მუ­რი წვი­მის მი­უ­ხე­და­ვად, ჯა­ზის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ბა­თუ­მის კორ­ტებ­ზე ნინო ქა­თა­მა­ძის გა­მო­ჩე­ნას ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდნენ. ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ჯგუ­ფი "ინ­სა­ი­თი", ან­სამ­ბლი "ჯორ­ჯი­ან ბრა­სი" და ნინო ქა­თა­მა­ძე ცნო­ბილ კომ­პო­ზი­ცი­ებს ას­რუ­ლებ­დნენ.

"წვი­მა გა­მო­ვი­ძა­ხეთ, წვი­მა ჩვენს კონ­ცერ­ტზე ყო­ველ­თვის მო­დის, იმი­ტომ, რომ წვი­მა და ვარ­სკვლა­ვე­ბი მუ­სი­კას უხ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ნინო ქა­თა­მა­ძემ.

რო­გორც მან კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სცე­ნა­ზე მყოფ­მა 22-მა მუ­სი­კოს­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ დღე­სას­წა­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მსმე­ნელ­სა და შემ­სრუ­ლებ­ლებს შო­რის:

"ბა­თუ­მი ჩემი სახ­ლია, ბა­თუ­მი ჩემი და­ბა­დე­ბაა - ყვე­ლა ემო­ცია და რწმე­ნა სა­კუ­თარ თავ­თან, ვიც­ნობ ყვე­ლა კუ­თხეს და მყავს ხე­ე­ბი. იმ­დე­ნი საყ­ვა­რე­ლი ის­ტო­რია მაქვს, რო­მე­ლიც მუ­სი­კას­თან მი­დის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ცერ­ტი მაბ­რუ­ნებს სა­წყის ემო­ცი­ას­თან. სცე­ნა­ზე იდგა 22 მუ­სი­კო­სი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­ხე­ლა სურ­ვი­ლი იყო იმის, რომ დღე­სას­წა­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ჩვენ­სა და მსმე­ნელს შო­რის. ჩვენ ვას­რუ­ლებთ სიმ­ღე­რებს, რომ­ლებ­საც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვმღე­რით, ეს ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია, არ იმ­სა­ხუ­რებს შე­ფა­სე­ბას, მხო­ლოდ სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რებს", - აღ­ნიშ­ნა ნინო ქა­თა­მა­ძემ.

ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ველ დღე ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის ქულ ენდ ზი გენგ-ის (KOOL AND THE GANG) მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბით და­ი­წყო. მომ­დევ­ნო ორი სა­ღა­მოს­თვის კი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე მა­რიო ბი­ონ­დის (MARIO BIONDI), ბუცი ქო­ლინ­სი და ფანქ იუ­ნი­თი ბენ­დის (bootsy Collins & The Funk Unity Band) მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი შეს­რულ­დე­ბა.

ჯა­ზის სა­ღა­მო­ე­ბი ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში კორ­ტებ­ზე იმარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ 2008 წლი­დან ბა­თუ­მის ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლი ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის კა­ტა­ლოგ­შია შე­სუ­ლი.

ნა­ხეთ ვი­დეო

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბოინგ 777-ის ტრაგედიის გამო შეცვლილი პროგრამა, წვიმა გამოძახებით და ზღვა სიყვარული - ნინო ქათამაძე პირველად ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე

ბოინგ 777-ის ტრაგედიის გამო შეცვლილი პროგრამა, წვიმა გამოძახებით და ზღვა სიყვარული - ნინო ქათამაძე პირველად ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე

ბათუმში რიგით მერვე შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი მიმდინარეობს. პროგრამის მიხედვით ფესტივალის მეორე დღეს ლეგენდარულ შემსრულებელ ლივ ვორფილდს უნდა ემღერა, თუმცა თვითმფრინავის ჩამოგდების და ავიარეისებთან დაკავშირებული ცვლილებების გამო მან ბათუმში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა კომპანია "ისთერნ ფრომოუშენის" დამფუძვნებელმა კახა კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლივ ვორფილდის და 30 კაციანი შემადგენლობის ბათუმში ჩამოყვანა ტექნიკურად შეუძლებელი იყო, რის გამოც ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა:

"ჩამოაგდეს თვითმფრივანი, საჰაერო გზები დაიკეტა, მოუწია ლივ ვორფილდს თვითმფრინავის სხვა ქვეყანაში დასმა. შემდეგ კი 30 ბილეთი სხვა რეისზე ვეღარ გადაცვალეს. ტექნიკურად შეუძლებელი იყო მათი ჩამოყვანა. გაგვიმართლა, რომ ნინო ქათამაძე ბათუმში იყო, ის ბათუმელია და პირველად გამოვიდა ჯაზ-ფესტივალზე", - აღნიშნა კახა კანდელაკმა.

საკონცერტო პროგრამაში ცვლილებისა და ბათუმური წვიმის მიუხედავად, ჯაზის მოყვარულები ბათუმის კორტებზე ნინო ქათამაძის გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ. ორი საათის განმავლობაში ნიკოლოზ რაჭველი, ჯგუფი "ინსაითი", ანსამბლი "ჯორჯიან ბრასი" და ნინო ქათამაძე ცნობილ კომპოზიციებს ასრულებდნენ.

"წვიმა გამოვიძახეთ, წვიმა ჩვენს კონცერტზე ყოველთვის მოდის, იმიტომ, რომ წვიმა და ვარსკვლავები მუსიკას უხდება", - აღნიშნა ნინო ქათამაძემ.

როგორც მან კონცერტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სცენაზე მყოფმა 22-მა მუსიკოსმა ყველაფერი გააკეთა, რომ დღესასწაული ყოფილიყო მსმენელსა და შემსრულებლებს შორის:

"ბათუმი ჩემი სახლია, ბათუმი ჩემი დაბადებაა - ყველა ემოცია და რწმენა საკუთარ თავთან, ვიცნობ ყველა კუთხეს და მყავს ხეები. იმდენი საყვარელი ისტორია მაქვს, რომელიც მუსიკასთან მიდის, რომ ნებისმიერი კონცერტი მაბრუნებს საწყის ემოციასთან. სცენაზე იდგა 22 მუსიკოსი და წარმოიდგინეთ რამხელა სურვილი იყო იმის, რომ დღესასწაული ყოფილიყო ჩვენსა და მსმენელს შორის. ჩვენ ვასრულებთ სიმღერებს, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში ერთად ვმღერით, ეს ძალიან ძვირფასია, არ იმსახურებს შეფასებას, მხოლოდ სიყვარულს იმსახურებს", - აღნიშნა ნინო ქათამაძემ.

ჯაზ-ფესტივალის პირველ დღე ლეგენდარული ჯგუფის ქულ ენდ ზი გენგ-ის (KOOL AND THE GANG) მუსიკალური ნომრებით დაიწყო. მომდევნო ორი საღამოსთვის კი მსმენელის წინაშე მარიო ბიონდის (MARIO BIONDI), ბუცი ქოლინსი და ფანქ იუნითი ბენდის (bootsy Collins & The Funk Unity Band) მუსიკალური ნომრები შესრულდება.

ჯაზის საღამოები ბათუმის ბულვარში კორტებზე იმართება. ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 2008 წლიდან ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული.

ნახეთ ვიდეო

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება