პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭი ლიმონებით - 14 წლის ქუთაისელი ბიჭი 7 წელიწადია ექვსსულიან ოჯახს არჩენს
ბიჭი ლიმონებით - 14 წლის ქუთაისელი ბიჭი 7 წელიწადია ექვსსულიან ოჯახს არჩენს

- მო­მი­ყე­ვი შენ­ზე, რა დავ­წე­რო? ვე­კი­თხე­ბი ბაჩო ქა­თა­მა­ძეს... ის 7 წე­ლია ქუ­თა­ის­ში ლი­მო­ნის გა­ყიდ­ვით არ­ჩენს ოჯახს. 14 წლის ბიჭს თი­თე­ბი სულ დაყ­ვით­ლე­ბუ­ლი აქვს - ხელ­ში მუ­დამ ლი­მო­ნი აქვს ჩა­ბღუ­ჯუ­ლი, მისი ფერი და­ბა­ნის შემ­დე­გაც არ სცილ­დე­ბა.

- რა უნდა და­წე­როთ?! იმ­დე­ნად უკ­ვირს, რომ უცებ პა­სუხს ვერ ვპო­უ­ლობ, - იქ­ნებ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის, რომ 14 წლის ბიჭი ექ­ვსუ­ლი­ან ოჯახს ინა­ხავს, რომ პა­ტა­რა დები არა დე­დი­სა და მა­მის, არა­მედ მის მოს­ვლას ხვდე­ბი­ან კარ­ში გა­მო­ვარ­დნი­ლე­ბი, - რა მოგ­ვი­ტა­ნაო.

არა, ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ის არის, რომ 14 წლის ბიჭი სკო­ლა­ში და­დის, ხელ­ში ლი­მო­ნი კი არა, კა­ლა­მი უჭი­რავს, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნურ სა­დილს მი­ირ­თმევს და ქუ­ჩა­ში 6-7 სა­ა­თის მან­ძილ­ზე მში­ე­რი და მწყურ­ვა­ლი არ და­წან­წა­ლებს იმის­თვის, რათა ოჯა­ხის გა­მო­საკ­ვე­ბი ფული იშო­ვოს. ბაჩო კი 7 წე­ლი­წა­დია ქუ­თა­ის­ში მე­რი­ას­თან მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებს არ მო­შო­რე­ბია და ზამ­თარ-ზა­ფხულს ხმა აქვს ჩახ­ლე­ჩი­ლი "ლი­მო­ნის" ძა­ხი­ლით. ვიდ­რე ბოლო ცალ ლი­მონს არ გა­ყი­დის, ის ამ ად­გი­ლე­ბი­დან ფეხს არ იც­ვლის. სა­ღა­მოს კი ოჯახ­ში ამ გა­უ­საძ­ლი­სი მუ­შა­ო­ბით ნა­შოვ­ნი ფული მი­აქვს, - 5-6 ლარი. მი­აქვს იმი­ტომ რომ მის­მა პა­ტა­რა დებ­მა ლი­კამ, მე­გიმ და ბე­ბი­ამ არ იშიმ­ში­ლონ.

ალ­ბათ იკი­თხავთ, კი მაგ­რამ, ბა­ჩოს მშობ­ლე­ბი არ ჰყავ­სო? რო­გორ არა, მაგ­რამ მამა დღი­ურ სა­მუ­შა­ო­საც თით­ქმის ვე­რა­სო­დეს შო­უ­ლობს; დედა კი ბა­ჩო­სა­ვით ვაჭ­რობს ბა­ზარ­ში, - ოღონდ "პოს­ლე­ზე" და ოღონდ, - ჩაით, რა­საც რომ არა ბა­ჩოს­გან გაგ­ზავ­ნი­ლი კლი­ენ­ტე­ბი, მუშ­ტა­რიც არ ეყო­ლე­ბო­და. ბა­ჩოს კი შე­და­რე­ბით უმარ­თლებს, - ქუ­თა­ის­ში ვინც იც­ნობს, ლი­მონს მის­გან ყი­დუ­ლობს - ამ ფუ­ლით ქა­თა­მა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ბი­ნის ქი­რას (100 ლარი) იხ­დის, წამ­ლებს და პურს ყი­დუ­ლობს.. მაგ­რამ თუ პური გაქვს, ესე იგი არ გშია...

- ბაჩო, ლი­მო­ნის გა­ყიდ­ვა რო­დის და­ი­წყე?

- როცა 7 წლის ვი­ყა­ვი. სხვა ბავ­შვებს რომ ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­დათ, მეც მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი მქო­ნო­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბიჭი ლიმონებით - 14 წლის ქუთაისელი ბიჭი 7 წელიწადია ექვსსულიან ოჯახს არჩენს

ბიჭი ლიმონებით - 14 წლის ქუთაისელი ბიჭი 7 წელიწადია ექვსსულიან ოჯახს არჩენს

- მომიყევი შენზე, რა დავწერო? ვეკითხები ბაჩო ქათამაძეს... ის 7 წელია ქუთაისში ლიმონის გაყიდვით არჩენს ოჯახს. 14 წლის ბიჭს თითები სულ დაყვითლებული აქვს - ხელში მუდამ ლიმონი აქვს ჩაბღუჯული, მისი ფერი დაბანის შემდეგაც არ სცილდება.

- რა უნდა დაწეროთ?! იმდენად უკვირს, რომ უცებ პასუხს ვერ ვპოულობ, - იქნებ ეს ჩვეულებრივი რამ არის, რომ 14 წლის ბიჭი ექვსულიან ოჯახს ინახავს, რომ პატარა დები არა დედისა და მამის, არამედ მის მოსვლას ხვდებიან კარში გამოვარდნილები, - რა მოგვიტანაო.

არა, ეს არ არის ჩვეულებრივი რამ. ჩვეულებრივი ის არის, რომ 14 წლის ბიჭი სკოლაში დადის, ხელში ლიმონი კი არა, კალამი უჭირავს, რომ გაკვეთილების შემდეგ ადამიანურ სადილს მიირთმევს და ქუჩაში 6-7 საათის მანძილზე მშიერი და მწყურვალი არ დაწანწალებს იმისთვის, რათა ოჯახის გამოსაკვები ფული იშოვოს. ბაჩო კი 7 წელიწადია ქუთაისში მერიასთან მიმდებარე ქუჩებს არ მოშორებია და ზამთარ-ზაფხულს ხმა აქვს ჩახლეჩილი ”ლიმონის” ძახილით. ვიდრე ბოლო ცალ ლიმონს არ გაყიდის, ის ამ ადგილებიდან ფეხს არ იცვლის. საღამოს კი ოჯახში ამ გაუსაძლისი მუშაობით ნაშოვნი ფული მიაქვს, - 5-6 ლარი. მიაქვს იმიტომ რომ მისმა პატარა დებმა ლიკამ, მეგიმ და ბებიამ არ იშიმშილონ.

ალბათ იკითხავთ, კი მაგრამ, ბაჩოს მშობლები არ ჰყავსო? როგორ არა, მაგრამ მამა დღიურ სამუშაოსაც თითქმის ვერასოდეს შოულობს; დედა კი ბაჩოსავით ვაჭრობს ბაზარში, - ოღონდ ”პოსლეზე” და ოღონდ, - ჩაით, რასაც რომ არა ბაჩოსგან გაგზავნილი კლიენტები, მუშტარიც არ ეყოლებოდა. ბაჩოს კი შედარებით უმართლებს, - ქუთაისში ვინც იცნობს, ლიმონს მისგან ყიდულობს - ამ ფულით ქათამაძეების ოჯახი ბინის ქირას (100 ლარი) იხდის, წამლებს და პურს ყიდულობს.. მაგრამ თუ პური გაქვს, ესე იგი არ გშია...

- ბაჩო, ლიმონის გაყიდვა როდის დაიწყე?

- როცა 7 წლის ვიყავი. სხვა ბავშვებს რომ ყველაფერი ჰქონდათ, მეც მინდოდა, ყველაფერი მქონოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია