სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ტუღუში - თუ მიგაჩნია, რომ შენს წინაშე 50 ქურდი ზის, რომელსაც დეპუტატის მანდატი აქვს, საერთოდ რას ელაპარაკები
ლაშა ტუღუში - თუ მიგაჩნია, რომ შენს წინაშე 50 ქურდი ზის, რომელსაც დეპუტატის მანდატი აქვს, საერთოდ რას ელაპარაკები

თუ მი­გაჩ­ნია, რომ შენს წი­ნა­შე 50 ქურ­დი ზის, რო­მელ­საც დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი აქვს, სა­ერ­თოდ რას ელა­პა­რა­კე­ბი, – ამის შე­სა­ხებ "ლი­ბე­რა­ლუ­რი აკა­დე­მია-თბი­ლი­სის" დი­რექ­ტორ­მა , "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ლაშა ტუ­ღუშ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. ტუ­ღუ­ში მთავ­რო­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია კონ­კრე­ტუ­ლად რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო მი­ნის­ტრე­ბის შეც­ვლა.

ლაშა ტუ­ღუშ­მა მთავ­რო­ბი­სა და დე­პუ­ტა­ტე­ბის პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რაც შე­ა­ფა­სა.

"არ იყო ნა­თე­ლი რა­ტომ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი მთავ­რო­ბა­ში, მსგავ­სი გან­ცდა დღე­საც მაქვს. გა­სა­გე­ბია არ­გუ­მენ­ტე­ბი, ნა­წი­ლობ­რივ სჭირ­დე­ბა ახა­ლი სის­ხლი, ენერ­გია, ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ რა­ღა­ცე­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ებს მივ­ხვდეთ, მაგ­რამ მთა­ვარ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არ არის გა­ცე­მუ­ლი –რა­ტომ იც­ვლე­ბა მი­ნის­ტრე­ბი, რა შე­ას­რუ­ლეს და რა ვერა - ჩვენ გვჭირ­დე­ბა მეტი კონ­კრე­ტი­კა. ეს ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ვი­ღოთ მთავ­რო­ბის­გან. როცა შვი­დი მი­ნის­ტრი იც­ვლე­ბა, ეს გუ­ლის­ხმობს მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლე­ებს პო­ლი­ტი­კა­ში. მე მარ­თა­ლი გი­თხრათ, ყუ­რა­დღე­ბით ვუს­მენ­დი მათ და ვერ გა­ვი­გე რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ამ შვი­დი მი­ნის­ტრის მოს­ვლას­თან ერ­თად, რა იც­ვლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში.

მე­ო­რე სა­კი­თხი, ეს არის ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფორ­მა, რო­მე­ლიც არ არის სწო­რი და მი­სა­ღე­ბი. გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, რაც გვეს­მის პარ­ლა­მენ­ტში, ენა, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა გა­უ­თა­ვებ­ლად გვეს­მო­დეს დე­პუ­ტა­ტე­ბის და მი­ნის­ტრე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში - შენ იყა­ვი ქურ­დი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, და­მაქ­ცე­ვა­რი, ცრუ და ა. შ. მგო­ნია, რომ საკ­მა­ოდ გა­დავმწიფ­დით იმის­თვის, რომ ზრდი­ლო­ბი­ა­ნად ვუ­თხრათ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ვიდ­რე ასე­თი უხამ­სი ფორ­მე­ბით მი­მარ­თავ­დე­ნენ ერ­თმა­ნეთს. თუ მი­გაჩ­ნია, რომ შენს წი­ნა­შე 50 ქურ­დი ზის რო­მელ­საც აქვს დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი, სა­ერ­თოდ რას ელა­პა­რა­კე­ბი, რა მა­ღალ მა­ტე­რი­ებ­ზე ლა­პა­რა­კობ, რა ნატო-ზე, ევ­რო­კავ­შირ­ზე და ა.შ. ქურ­დი თუ არის, უნდა იყოს ცი­ხე­ში და თუ ის პარ­ლა­მენ­ტშია, ასე­თი ფორ­მით არ უნდა მი­მარ­თო", -გა­ნა­ცხა­და ტუ­ღუშ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ლაშა ტუღუში - თუ მიგაჩნია, რომ შენს წინაშე 50 ქურდი ზის, რომელსაც დეპუტატის მანდატი აქვს, საერთოდ რას ელაპარაკები

ლაშა ტუღუში - თუ მიგაჩნია, რომ შენს წინაშე 50 ქურდი ზის, რომელსაც დეპუტატის მანდატი აქვს, საერთოდ რას ელაპარაკები

თუ მიგაჩნია, რომ შენს წინაშე 50 ქურდი ზის, რომელსაც დეპუტატის მანდატი აქვს, საერთოდ რას ელაპარაკები, – ამის შესახებ "ლიბერალური აკადემია-თბილისის" დირექტორმა , "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტუღუში მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია კონკრეტულად რატომ გახდა საჭირო მინისტრების შეცვლა.

ლაშა ტუღუშმა მთავრობისა და დეპუტატების პარლამენტში გამართული შეხვედრაც შეაფასა.

"არ იყო ნათელი რატომ ხორციელდებოდა საკადრო ცვლილებები მთავრობაში, მსგავსი განცდა დღესაც მაქვს. გასაგებია არგუმენტები, ნაწილობრივ სჭირდება ახალი სისხლი, ენერგია, ახლებური მიდგომები. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რაღაცეები, შეიძლება რაღაცეებს მივხვდეთ, მაგრამ მთავარ კითხვებზე პასუხი არ არის გაცემული –რატომ იცვლება მინისტრები, რა შეასრულეს და რა ვერა - ჩვენ გვჭირდება მეტი კონკრეტიკა. ეს ინფორმაცია უნდა მივიღოთ მთავრობისგან. როცა შვიდი მინისტრი იცვლება, ეს გულისხმობს მნიშვნელოვან სიახლეებს პოლიტიკაში. მე მართალი გითხრათ, ყურადღებით ვუსმენდი მათ და ვერ გავიგე რა მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ამ შვიდი მინისტრის მოსვლასთან ერთად, რა იცვლება პოლიტიკაში.

მეორე საკითხი, ეს არის ის ურთიერთობების ფორმა, რომელიც არ არის სწორი და მისაღები. გაუთავებელი ბრალდებები, რაც გვესმის პარლამენტში, ენა, რომელიც ზედმეტად აგრესიულია. არ შეიძლება გაუთავებლად გვესმოდეს დეპუტატების და მინისტრების ურთიერთობაში - შენ იყავი ქურდი წინა ხელისუფლებაში, დამაქცევარი, ცრუ და ა. შ. მგონია, რომ საკმაოდ გადავმწიფდით იმისთვის, რომ ზრდილობიანად ვუთხრათ ადამიანებს საკუთარი შეხედულებები ვიდრე ასეთი უხამსი ფორმებით მიმართავდენენ ერთმანეთს. თუ მიგაჩნია, რომ შენს წინაშე 50 ქურდი ზის რომელსაც აქვს დეპუტატის მანდატი, საერთოდ რას ელაპარაკები, რა მაღალ მატერიებზე ლაპარაკობ, რა ნატო-ზე, ევროკავშირზე და ა.შ. ქურდი თუ არის, უნდა იყოს ციხეში და თუ ის პარლამენტშია, ასეთი ფორმით არ უნდა მიმართო", -განაცხადა ტუღუშმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა