მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი სიგუას 7 ბოდიში და აღიარება პირდაპირ ეთერში
გიორგი სიგუას 7 ბოდიში და აღიარება პირდაპირ ეთერში

"რუს­თა­ვი 2"-ის "ბიზ­ნეს­კუ­რი­ე­რის" ეთერ­ში ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ, პირ­და­პი­რი ეთე­რის 2 წუთი ითხო­ვა უჩ­ვე­უ­ლო აღი­ა­რე­ბის­თვის. სი­გუ­ამ ბო­დი­ში მო­უ­ხა­და მისი ოჯა­ხის წევ­რებს, მეგ­რელ ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­საც ზუგ­დიდ­ში ყოფ­ნის დროს პი­კან­ტუ­რი შე­კი­თხვით მი­მარ­თა, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს და ყვე­ლას, "ვის­თვი­საც ოდეს­მე უწყე­ნი­ნე­ბია".

"მე და­მიგ­როვ­და ძა­ლი­ან ბევ­რი ბო­დი­ში სათ­ქმე­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის. შე­ვეც­დე­ბი ყვე­ლა ეს ბო­დი­ში ერ­თად ვთქვა, თქვენს ეთერ­ში ექ­სკლუ­ზი­უ­რად. რათა ამ ბო­დი­შე­ბის თე­მას და­ეს­ვას წერ­ტი­ლი.

პირ­ველ რიგ­ში მე ვუხ­დი ბო­დიშს მა­მა­ჩემს. რო­მე­ლიც არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნით და ხში­რად მი­რე­კავს. მე კი იმის გამო, რომ ვარ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ვერ ვა­ხერ­ხებ ტე­ლე­ფო­ნის აღე­ბას ხში­რად და მა­ვი­წყდე­ბა გა­და­რეკ­ვა.

მინ­და მო­ვუ­ხა­დო ბო­დი­ში ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც კვი­რა­ო­ბით ვერ მნა­ხუ­ლო­ბენ. ჩემი სამი წლის ბიჭს, რო­მელ­საც მე ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი ვგო­ნი­ვარ, იმი­ტომ, რომ მან­ქა­ნით და­მაქვს სამი სხვადსხვა ხელი ტან­საც­მე­ლი, ბა­ლი­ში, სა­ბა­ნი, რად­გან ხან ვარ მთა­ში, ხან ღრე­ში, ხან კა­ნი­ონ­ში, ხან ჩანჩქერ­ში და ა.შ.

მინ­და მო­ვუ­ხა­დო ბო­დი­ში ჩემს მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც ხში­რად სა­ერ­თოდ ვერ მნა­ხუ­ლობს და მე­უბ­ნე­ბა, გა­მოჩ­ნდი მა­ინც, რომ და­ვი­ნა­ხო რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბიო.

მინ­და მო­ვუ­ხა­დო ბო­დი­ში ქალ­ბა­ტონს, მა­რი­კა თო­დუ­ას ზუგ­დიდ­ში. ჩემი არა­ე­თი­კუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მის­თვის.

მინ­და მო­ვუ­ხა­დო ბო­დი­ში ბა­ტონ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს, იმი­ტომ, რომ მას უწევს ჩემს მა­გივ­რად ბო­დი­შის მოხ­და და მინ­და ასე­ვე მას მო­ვუ­ხა­დო ბო­დი­ში, რომ ვუქ­მნი უხერ­ხუ­ლო­ბებს ჩემი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლით და მო­ვუ­ხა­დო ბო­დი­ში იმის გამო, რომ ვერ დავ­ტო­ვებ თა­ნამ­დე­ბო­ბას და ვერ წა­ვალ ამ სამ­სა­ხუ­რი­დან, იმი­ტომ, რომ ჩემი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის­თვის და ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის, ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბის სარ­გო არის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლის წყა­რო.

მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვის­თვი­საც ოდეს­მე მი­წყე­ნი­ნე­ბია. მინ­და მო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ვი­საც ვა­ღი­ზი­ა­ნებ ჩემი არ­სე­ბო­ბით.

მინ­და ბო­დი­ში მო­გი­ხა­დოთ თქვენ, რომ წა­გარ­თვით ამ­დე­ნი დრო.

მინ­და ვთქვა, რომ ეს სი­ცო­ცხლე არის წა­მი­ე­რი და არ­ვინ არ იცის, რა მოხ­დე­ბა ხვალ. რო­დის მოხ­დე­ბა შენს თვითმფრი­ნავს ჰა­ერ­ში ვი­ღაც სუ­ლე­ლის მიერ გა­მოს­რო­ლი­ლი რა­კე­ტა და დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ და­ვა­ფა­სოთ ყვე­ლა წამი. ყვე­ლა მო­მენ­ტი, ყვე­ლა მზის ჩას­ვლა. ჩვე­ნი ენერ­გია, ჩვე­ნი უნა­რი ერ­თმა­ნეთ­თან კინ­კლა­ო­ბა­ში კი არა, სიყ­ვა­რულ­ში, მო­ფე­რე­ბა­ში, გა­ტა­ნა­ში და ერ­თმა­ნეთ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა­ში დავ­ხარ­ჯოთ", - და­ას­რუ­ლა ბო­დი­შე­ბის სე­რია ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ.

ნა­ხეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გიორგი სიგუას 7 ბოდიში და აღიარება პირდაპირ ეთერში

გიორგი სიგუას 7 ბოდიში და აღიარება პირდაპირ ეთერში

"რუსთავი 2"-ის "ბიზნესკურიერის" ეთერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ, პირდაპირი ეთერის 2 წუთი ითხოვა უჩვეულო აღიარებისთვის. სიგუამ ბოდიში მოუხადა მისი ოჯახის წევრებს, მეგრელ ქალბატონს, რომელსაც ზუგდიდში ყოფნის დროს პიკანტური შეკითხვით მიმართა, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ყველას, "ვისთვისაც ოდესმე უწყენინებია".

"მე დამიგროვდა ძალიან ბევრი ბოდიში სათქმელი ძალიან ბევრი ადამიანისთვის. შევეცდები ყველა ეს ბოდიში ერთად ვთქვა, თქვენს ეთერში ექსკლუზიურად. რათა ამ ბოდიშების თემას დაესვას წერტილი.

პირველ რიგში მე ვუხდი ბოდიშს მამაჩემს. რომელიც არის დაავადებული სიმსივნით და ხშირად მირეკავს. მე კი იმის გამო, რომ ვარ ძალიან დაკავებული, ვერ ვახერხებ ტელეფონის აღებას ხშირად და მავიწყდება გადარეკვა.

მინდა მოვუხადო ბოდიში ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც კვირაობით ვერ მნახულობენ. ჩემი სამი წლის ბიჭს, რომელსაც მე ტრაილერის მძღოლი ვგონივარ, იმიტომ, რომ მანქანით დამაქვს სამი სხვადსხვა ხელი ტანსაცმელი, ბალიში, საბანი, რადგან ხან ვარ მთაში, ხან ღრეში, ხან კანიონში, ხან ჩანჩქერში და ა.შ.

მინდა მოვუხადო ბოდიში ჩემს მეუღლეს, რომელიც ხშირად საერთოდ ვერ მნახულობს და მეუბნება, გამოჩნდი მაინც, რომ დავინახო როგორ გამოიყურებიო.

მინდა მოვუხადო ბოდიში ქალბატონს, მარიკა თოდუას ზუგდიდში. ჩემი არაეთიკური გამონათქვამისთვის.

მინდა მოვუხადო ბოდიში ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, იმიტომ, რომ მას უწევს ჩემს მაგივრად ბოდიშის მოხდა და მინდა ასევე მას მოვუხადო ბოდიში, რომ ვუქმნი უხერხულობებს ჩემი არაორდინალური საქციელით და მოვუხადო ბოდიში იმის გამო, რომ ვერ დავტოვებ თანამდებობას და ვერ წავალ ამ სამსახურიდან, იმიტომ, რომ ჩემი მრავალშვილიანი ოჯახისთვის და ჩემი მშობლებისთვის, ჩემი თანამდებობის სარგო არის ერთადერთი შემოსავალის წყარო.

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ოდესმე მიწყენინებია. მინდა მოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს ვისაც ვაღიზიანებ ჩემი არსებობით.

მინდა ბოდიში მოგიხადოთ თქვენ, რომ წაგართვით ამდენი დრო.

მინდა ვთქვა, რომ ეს სიცოცხლე არის წამიერი და არვინ არ იცის, რა მოხდება ხვალ. როდის მოხდება შენს თვითმფრინავს ჰაერში ვიღაც სულელის მიერ გამოსროლილი რაკეტა და დამთავრდება ყველაფერი.  ამიტომ დავაფასოთ ყველა წამი. ყველა მომენტი, ყველა მზის ჩასვლა. ჩვენი ენერგია, ჩვენი უნარი ერთმანეთთან კინკლაობაში კი არა, სიყვარულში, მოფერებაში, გატანაში და ერთმანეთზე მზრუნველობაში დავხარჯოთ", - დაასრულა ბოდიშების სერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია