პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზარტული ქართველი მულტიმილიონერი, რომელიც კაზინოების ქსელით გამდიდრდა
აზარტული ქართველი მულტიმილიონერი, რომელიც კაზინოების ქსელით გამდიდრდა

90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში მი­ხე­ილ მი­რი­ლაშ­ვილ­მა ბიზ­ნე­სი კა­ზი­ნო­ე­ბის ქსე­ლით და­ი­წყო.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში, "ფორბსის" რე­ი­ტინ­გე­ბის თა­ნახ­მად, ის მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს ადა­მი­ან­თა შო­რის 133-ე იყო. დღეს, მხო­ლოდ მის წი­ლად რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­დის, და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არდს მისი ვაჟი ფლობს და ისიც მშვი­დად სჯერ­დე­ბა მე-100 პო­ზი­ცი­ას რუ­სე­თის უმ­დიდ­რეს ადა­მი­ან­თა შო­რის...

მი­ხე­ილ მი­რი­ლაშ­ვი­ლი, 1960 წლის 1 მა­ისს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კუ­ლა­ში და­ი­ბა­და. სო­ფე­ლი ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა. 1977 წელს ლე­ნინ­გრა­დის პე­დი­ატ­რი­ულ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ი­რი­ცხა. სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში მი­რი­ლაშ­ვი­ლის გვარ-სა­ხელ­მა ვლა­დი­მირ ფე­ოქ­სის­ტო­ვის კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან კავ­შირ­ში გა­იჟ­ღე­რა. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ ეს დაჯ­გუ­ფე­ბა მი­იჩ­ნე­ო­და იმ­დრო­ინ­დელ ლე­ნინ­გრად­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ფუ­ძემ­დებ­ლად. ფე­ოქ­სის­ტო­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მი­რი­ლაშ­ვი­ლი მოწ­მის სტა­ტუ­სით და­ი­კი­თხა. საქ­მე ეხე­ბო­და ინ­ცი­დენტს, რო­მე­ლიც 1979 წელს ლე­ნინ­გრად­ში, რეს­ტო­რან "ბა­ქო­ში", ფე­ოქ­ტის­ტოვ­სა და მის მე­გო­ბარ მე­რაბ ყუ­რაშ­ვილს შო­რის მოხ­და. მე­გობ­რე­ბი რეს­ტო­რან­ში სტა­ლი­ნის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. 20 წლის სტუ­დენ­ტი მი­რი­ლაშ­ვი­ლიც მათ სუფ­რას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით ჩხუ­ბი ფე­ოქ­სის­ტოვ­სა და ყუ­რაშ­ვილს შო­რის ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო, რომ­ლის დრო­საც ფე­კამ, იგი­ვე ფე­ოქ­სის­ტოვ­მა ყუ­რაშ­ვი­ლი და­ნით ზურ­გში დაჭ­რა. და­კი­თხვა­ზე მი­რი­ლაშ­ვილ­მა თქვა, რომ წა­ჩხუ­ბე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბის გაშ­ვე­ლე­ბას ცდი­ლობ­და, სხვა თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით კი ის ფე­ოქ­სის­ტოვს ეხ­მა­რე­ბო­და.

აზარ­ტუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი

90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში მი­რი­ლაშ­ვილ­მა ბიზ­ნე­სი კა­ზი­ნო­ე­ბის ქსე­ლით და­ი­წყო. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლია და სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სიც საქ­მი­სა და ჰო­ბის ერ­თგვა­რი სინ­თე­ზი იყო. ლას-ვე­გას­ში ყოფ­ნი­სას კა­ზი­ნო­ში დიდი ფული წა­ა­გო თურ­მე, მაგ­რამ ამან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ა­ნი­ჭა - მიხ­ვდა, რომ სხვე­ბის­თვის ამ სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ნი­ჭე­ბით თა­ვად დიდი ფუ­ლის შოვ­ნა შე­ეძ­ლო. ასე გაჩ­ნდა ჰოლ­დინ­გი "კონ­ტი", რო­მე­ლიც სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ექვს კა­ზი­ნოს აერ­თი­ა­ნებ­და.

მი­ხე­ილ მი­რი­ლაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს იყო კომ­პა­ნია "რუს­კი ვი­დე­ოს" თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, ჰოლ­დინგ "პეტ­რო­მი­რის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ კომ­პა­ნია "ლუ­კო­ი­ლის" მე­ნე­ჯმენ­ტში შე­დი­ო­და. რაც შე­ე­ხე­ბა "რუს­კი ვი­დე­ოს" ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­რი­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დი იყო. "რუს­კი ვი­დე­ოს" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მე-11 არ­ხიც შე­დი­ო­და, რომ­ლის ყიდ­ვაც მი­რი­ლაშ­ვი­ლის­გან ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის სურ­და. რამ­დენ­ჯერ­მე ბე­რე­ზოვ­სკიმ მი­რი­ლაშ­ვილს ხალ­ხიც მი­უგ­ზავ­ნა, კო­ლო­სა­ლურ თან­ხას სთა­ვა­ზობ­და, მაგ­რამ მი­რი­ლაშ­ვი­ლი მა­ინც ვერ და­ი­თან­ხმა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ არ­ხის გა­ყიდ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო. უწინ უფა­სოდ მივ­ცემ ვინ­მე სხვას ამ არხს, ვიდ­რე ბე­რე­ზოვ­სკის ჩა­ვუგ­დებ ხელ­შიო - უთ­ქვამს მი­რი­ლაშ­ვილს. მას დღემ­დე ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს, ის­რა­ე­ლის და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, მაგ­რამ მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ის­რა­ელ­ში დე­დას­თან ატა­რებს.

2001 წლის 23 იან­ვარს მი­ხე­ილ მი­რი­ლაშ­ვი­ლი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორი ქარ­თვე­ლის გა­ტა­ცე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. თა­ვის მხრივ კი ამ ორ ადა­მი­ანს მი­რი­ლაშ­ვი­ლის მა­მა­მის, მი­ხე­ილ მი­რი­ლაშ­ვი­ლი-უფ­რო­სის გა­ტა­ცე­ბა­ში ედე­ბო­დათ ბრა­ლი. ბიზ­ნეს­მე­ნი მი­რი­ლაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვეთ სცნეს და 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, სას­ჯე­ლის მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში მოხ­დით. მსჯავ­რდე­ბულ­მა სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, რო­მელ­მაც მის სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­რი­ლაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბის ვადა 8 წლამ­დე შე­უმ­ცი­რეს. 2009 წლის 11 თე­ბერ­ვალს მი­რი­ლაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა და ისევ სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა თა­ვის ბიზ­ნესს, რო­მელ­საც მა­ნამ­დე მისი მე­გობ­რე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი მარ­თავ­დნენ.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები

აზარტული ქართველი მულტიმილიონერი, რომელიც კაზინოების ქსელით გამდიდრდა

აზარტული ქართველი მულტიმილიონერი, რომელიც კაზინოების ქსელით გამდიდრდა

90-იანების დასაწყისში მიხეილ მირილაშვილმა ბიზნესი კაზინოების ქსელით დაიწყო.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, "ფორბსის" რეიტინგების თანახმად, ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 133-ე იყო. დღეს, მხოლოდ მის წილად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მოდის, დაახლოებით მილიარდს მისი ვაჟი ფლობს და ისიც მშვიდად სჯერდება მე-100 პოზიციას რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის...

მიხეილ მირილაშვილი, 1960 წლის 1 მაისს, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაში დაიბადა. სოფელი ცნობილი იყო, როგორც ქართველი ებრაელების დასახლება. 1977 წელს ლენინგრადის პედიატრიულ ინსტიტუტში ჩაირიცხა. სტუდენტობის წლებში მირილაშვილის გვარ-სახელმა ვლადიმირ ფეოქსისტოვის კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში გაიჟღერა. სხვათა შორის, სწორედ ეს დაჯგუფება მიიჩნეოდა იმდროინდელ ლენინგრადში ორგანიზებული დანაშაულის ფუძემდებლად. ფეოქსისტოვის სასამართლო პროცესზე მირილაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა. საქმე ეხებოდა ინციდენტს, რომელიც 1979 წელს ლენინგრადში, რესტორან "ბაქოში", ფეოქტისტოვსა და მის მეგობარ მერაბ ყურაშვილს შორის მოხდა. მეგობრები რესტორანში სტალინის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. 20 წლის სტუდენტი მირილაშვილიც მათ სუფრასთან იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით ჩხუბი ფეოქსისტოვსა და ყურაშვილს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რომლის დროსაც ფეკამ, იგივე ფეოქსისტოვმა ყურაშვილი დანით ზურგში დაჭრა. დაკითხვაზე მირილაშვილმა თქვა, რომ წაჩხუბებული მეგობრების გაშველებას ცდილობდა, სხვა თვითმხილველების თქმით კი ის ფეოქსისტოვს ეხმარებოდა.

აზარტული ბიზნესმენი

90-იანების დასაწყისში მირილაშვილმა ბიზნესი კაზინოების ქსელით დაიწყო. ამბობს, რომ ძალიან აზარტულია და სათამაშო ბიზნესიც საქმისა და ჰობის ერთგვარი სინთეზი იყო. ლას-ვეგასში ყოფნისას კაზინოში დიდი ფული წააგო თურმე, მაგრამ ამან დიდი სიამოვნება მიანიჭა - მიხვდა, რომ სხვებისთვის ამ სიამოვნების მინიჭებით თავად დიდი ფულის შოვნა შეეძლო. ასე გაჩნდა ჰოლდინგი "კონტი", რომელიც სანქტ-პეტერბურგში ექვს კაზინოს აერთიანებდა.

მიხეილ მირილაშვილი სხვადასხვა დროს იყო კომპანია "რუსკი ვიდეოს" თანამფლობელი, ჰოლდინგ "პეტრომირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც თავის მხრივ კომპანია "ლუკოილის" მენეჯმენტში შედიოდა. რაც შეეხება "რუსკი ვიდეოს" ამასთან დაკავშირებით მირილაშვილის ცხოვრებაში ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო. "რუსკი ვიდეოს" შემადგენლობაში სანქტ-პეტერბურგის მე-11 არხიც შედიოდა, რომლის ყიდვაც მირილაშვილისგან ბორის ბერეზოვსკის სურდა. რამდენჯერმე ბერეზოვსკიმ მირილაშვილს ხალხიც მიუგზავნა, კოლოსალურ თანხას სთავაზობდა, მაგრამ მირილაშვილი მაინც ვერ დაითანხმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ამ არხის გაყიდვით დაინტერესებული იყო. უწინ უფასოდ მივცემ ვინმე სხვას ამ არხს, ვიდრე ბერეზოვსკის ჩავუგდებ ხელშიო - უთქვამს მირილაშვილს. მას დღემდე ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ისრაელის და რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, დროის უმეტეს ნაწილს ისრაელში დედასთან ატარებს.

2001 წლის 23 იანვარს მიხეილ მირილაშვილი სანქტ-პეტერბურგის პროკურატურამ ორი ქართველის გატაცებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ კი ამ ორ ადამიანს მირილაშვილის მამამის, მიხეილ მირილაშვილი-უფროსის გატაცებაში ედებოდათ ბრალი. ბიზნესმენი მირილაშვილი დამნაშავეთ სცნეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მსჯავრდებულმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რომელმაც მის სარჩელი დააკმაყოფილა და უდანაშაულოდ ცნო. მოგვიანებით მირილაშვილს პატიმრობის ვადა 8 წლამდე შეუმცირეს. 2009 წლის 11 თებერვალს მირილაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა და ისევ სათავეში ჩაუდგა თავის ბიზნესს, რომელსაც მანამდე მისი მეგობრები და პარტნიორები მართავდნენ.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია