მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეყვარებულის გამო თავს არ მოიკლავდა" - 16 წლის საქართველოს ჩემპიონმა თავი ჩამოიხრჩო
"შეყვარებულის გამო თავს არ მოიკლავდა" - 16 წლის საქართველოს ჩემპიონმა თავი ჩამოიხრჩო

სუ­ი­ცი­დის ახალ­გაზ­რდა მსხვერ­პლთა რი­ცხვს 16 წლის გოგ­ლი­კო ბარ­ბა­ქა­ძე მი­ე­მა­ტა, - სა­ქარ­თვე­ლოს ორგზის ჩემ­პი­ო­ნი კა­რა­ტე­ში. ამ შე­დეგს მან მწვრთნე­ლის დახ­მა­რე­ბით მი­აღ­წია. 29 წლის თემო კვი­რა­ია 16 წლის გოგ­ლი­კოს­თვის არა მხო­ლოდ მწვრთნე­ლი იყო, არა­მედ მე­გო­ბა­რიც. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ღა­მის პირ­ველ სა­ათ­სა და ათ წუთ­ზე მწვრთნელ­მა გოგ­ლი­კო­სა­გან ასე­თი მე­სი­ჯი მი­ი­ღო. "ძა­ლი­ან ცუდი რა­ღაც გა­ვი­ფიქ­რე და უნდა შე­ვას­რუ­ლო. ჩემ­თან რომ მოხ­ვალ, ყვე­ლა­ფე­რი უკვე გვი­ან იქ­ნე­ბა. ხალ­ხს უთხა­რით, არ და­მი­ვი­წყონ".

თემო კვი­რა­ია:

"ის იყო და­ძი­ნე­ბას ვა­პი­რებ­დი, მე­სი­ჯი რომ მი­ვი­ღე. მა­შინ­ვე რა­ღაც და­მე­მარ­თა, გულ­მა ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა მიგ­რძნო, რომ კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი. დე­და­ჩემს ვუ­თხა­რი, ჩა­იც­ვი და წამ­ყე­ვი, რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა-მეთ­ქი; კი­დევ ერთ ბავ­შვს, გოგ­ლი­კოს მე­გო­ბარს და­ვუ­რე­კე და გი­ჟი­ვით გავ­ვარ­დი… 22 წე­ლია ტა­ეკ­ვან­დო­ში ვარ. გოგ­ლი­კო 10 წლის იყო, რომ მო­მიყ­ვა­ნეს და მას შემ­დეგ გვერ­დი­დან არ მომ­ცი­ლე­ბია. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო და ბევ­რს მი­აღ­წევ­და. ამი­ტომ ვცდი­ლობ­დი ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა; ვცდი­ლობ­დი, ყუ­რა­დღე­ბა იმა­ზე გა­და­ე­ტა­ნა, რა­შიც წინ წა­ვი­დო­და. უფ­რო­სი ძმა­სა­ვით მენ­დო­ბო­და და ყვე­ლა­ფერს მიყ­ვე­ბო­და. ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ რა­ი­მე ცუდი შე­იძ­ლე­ბო­და შემ­თხვე­ვო­და. ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი შე­სა­ხე­და­ო­ბის იყო და ფი­ზი­კუ­რა­დაც ძლი­ე­რი. თა­ვის თავ­ში ისე­თი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, ორ­ჯერ რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ამ­ბობ­და, - აი, ნა­ხავ, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნიც გავ­ხდე­ბიო. ამ დღე­ებ­ში ქო­ბუ­ლეთ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით 10-დღი­ან ვარ­ჯი­შებ­ზე და ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და, რო­დის წა­ვალ­თო! მარ­თა­ლია, დედა არ ჰყავ­და, - სამი წლის იყო, როცა დედა გარ­და­ეც­ვა­ლა, გოგ­ლი­კო და კი­დევ მისი პატ­რა ორი ძმა ობ­ლე­ბი დარ­ჩნენ, მაგ­რამ ბავ­შვებს ოჯახ­ში არა­ფერს აკ­ლებ­დნენ. ბე­ბია-ბა­ბუა, ბიძა, ბი­ცო­ლა და მამა ყვე­ლა­ფერს უკე­თებ­დნენ, რისი გა­კე­თე­ბაც ბავ­შვის­თვის შე­იძ­ლე­ბა, რომ გზა­ზე და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. მა­მა­მის­მა მე­ო­რე ცო­ლიც კი არ მო­იყ­ვა­ნა, შვი­ლე­ბი და­მე­ჩაგ­რე­ბი­ა­ნო… არ ვიცი, რა მოხ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი, რომ ასე­თი რამ გა­ა­კე­თა, შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ… სხვა ბავ­შვე­ბიც შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან; მწე­რენ მე­სი­ჯებს, - ღა­მე­ე­ბი აღარ გვძი­ნავს, გოგ­ლი­კო გვიდ­გას თვალ­წი­ნო...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"შეყვარებულის გამო თავს არ მოიკლავდა" - 16 წლის საქართველოს ჩემპიონმა თავი ჩამოიხრჩო

"შეყვარებულის გამო თავს არ მოიკლავდა" - 16 წლის საქართველოს ჩემპიონმა თავი ჩამოიხრჩო

სუიციდის ახალგაზრდა მსხვერპლთა რიცხვს 16 წლის გოგლიკო ბარბაქაძე მიემატა, - საქართველოს ორგზის ჩემპიონი კარატეში. ამ შედეგს მან მწვრთნელის დახმარებით მიაღწია. 29 წლის თემო კვირაია 16 წლის გოგლიკოსთვის არა მხოლოდ მწვრთნელი იყო, არამედ მეგობარიც. რამდენიმე დღის წინ, ღამის პირველ საათსა და ათ წუთზე მწვრთნელმა გოგლიკოსაგან ასეთი მესიჯი მიიღო. "ძალიან ცუდი რაღაც გავიფიქრე და უნდა შევასრულო. ჩემთან რომ მოხვალ, ყველაფერი უკვე გვიან იქნება. ხალხს უთხარით, არ დამივიწყონ".

თემო კვირაია:

"ის იყო დაძინებას ვაპირებდი, მესიჯი რომ მივიღე. მაშინვე რაღაც დამემართა, გულმა ისეთი საშინელება მიგრძნო, რომ კინაღამ გავგიჟდი. დედაჩემს ვუთხარი, ჩაიცვი და წამყევი, რაღაც უბედურება ხდება-მეთქი; კიდევ ერთ ბავშვს, გოგლიკოს მეგობარს დავურეკე და გიჟივით გავვარდი… 22 წელია ტაეკვანდოში ვარ. გოგლიკო 10 წლის იყო, რომ მომიყვანეს და მას შემდეგ გვერდიდან არ მომცილებია. ძალიან ნიჭიერი იყო და ბევრს მიაღწევდა. ამიტომ ვცდილობდი ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა; ვცდილობდი, ყურადღება იმაზე გადაეტანა, რაშიც წინ წავიდოდა. უფროსი ძმასავით მენდობოდა და ყველაფერს მიყვებოდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რაიმე ცუდი შეიძლებოდა შემთხვევოდა. ვიზუალურადაც ძალიან კარგი შესახედაობის იყო და ფიზიკურადაც ძლიერი. თავის თავში ისეთი დარწმუნებული იყო, ორჯერ რომ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ამბობდა, - აი, ნახავ, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდებიო. ამ დღეებში ქობულეთში უნდა წავსულიყავით 10-დღიან ვარჯიშებზე და ადგილს ვერ პოულობდა, როდის წავალთო! მართალია, დედა არ ჰყავდა, - სამი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, გოგლიკო და კიდევ მისი პატრა ორი ძმა ობლები დარჩნენ, მაგრამ ბავშვებს ოჯახში არაფერს აკლებდნენ. ბებია-ბაბუა, ბიძა, ბიცოლა და მამა ყველაფერს უკეთებდნენ, რისი გაკეთებაც ბავშვისთვის შეიძლება, რომ გზაზე დაეყენებინათ. მამამისმა მეორე ცოლიც კი არ მოიყვანა, შვილები დამეჩაგრებიანო… არ ვიცი, რა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რომ ასეთი რამ გააკეთა, შოკირებული ვარ… სხვა ბავშვებიც შოკირებულები არიან; მწერენ მესიჯებს, - ღამეები აღარ გვძინავს, გოგლიკო გვიდგას თვალწინო...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია