მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკამზე დიდხანს ჯდომა გვკლავს
სკამზე დიდხანს ჯდომა გვკლავს

სკამ­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად სხედ­ხართ? - მა­შინ ამ სტა­ტი­ის წა­კი­თხვის შემ­დეგ სი­ა­რუ­ლის სურ­ვი­ლი გა­გი­ორ­მაგ­დე­ბათ.

ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მჯდო­მა­რე სამ­სა­ხუ­რი, ან ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ კოტ­რი­ა­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შია, მაგ­რამ ის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რაც სკამ­თან "მე­გობ­რო­ბას" თან ახ­ლავს, მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია. ნაშ­რო­მი, სა­დაც სხვა­დას­ხვა ექი­მის დას­კვნე­ბი, თუ რჩე­ვე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, იმ სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს, რაც დიდ­ხანს ჯდო­მას თან ახ­ლავს.

Mayo Clinic-ის მეც­ნი­ე­რებ­მა ხან­გრძლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ხნით ჯდო­მა დი­ა­ბეტს იწ­ვევს; გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ჭა­მის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წუ­თით არ იმოძ­რა­ვებთ და პირ­და­პირ სკამს მი­ა­შუ­რებთ. ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გი მარკ ჰა­მილ­ტო­ნი კი ამ­ტკი­ცებს, რომ ჯდო­მი­სას მხო­ლოდ სხე­უ­ლი არ დუნ­დე­ბა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ­ხანს მჯდო­მა სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. მარ­კის თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი დღე სხე­დან, მიდ­რე­კილ­ნი არი­ან ტრიგ­ლი­ცე­რი­დე­ბის მა­ღა­ლი დო­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას­თან, ის კი ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტია "ცუდი" ქო­ლეს­ტე­რი­ნის. შე­დე­გად, ვი­თარ­დე­ბა გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ოფის­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სხე­უ­ლი მო­დუ­ნე­ბუ­ლია, ხში­რად იმა­ტე­ბენ წო­ნა­ში და თუ ფე­ხით დიდ­ხანს მო­უ­წი­ათ სი­ა­რუ­ლი, ქო­ში­ნი უტყდე­ბათ, ან გული უჩ­ქარ­დე­ბათ.

ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დიდ­ხანს ჯდო­მის შე­დე­გად კუნ­თის უჯრე­დებ­ში რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შვედ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა დას­კვნა წარ­მო­ად­გი­ნეს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ რაც უფრო დიდ­ხანს ვსხედ­ვართ, მით მე­ტად მა­ტუ­ლობს ინ­ფარ­ქტის რის­კი.

მეც­ნი­ე­რე­ბი სთხო­ვენ ადა­მი­ა­ნებს, სკა­მებს მო­შორ­დნენ და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი იმოძ­რა­ონ, რად­გა­ნაც წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ჩე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბაა, რო­გო­რი­ცაა: მკერ­დის კიბო, პროს­ტა­ტა, დეპ­რე­სია, ზურ­გის ტკი­ვი­ლი, სიმ­სუქ­ნე, მო­მა­ტე­ბუ­ლი სის­ხლის წნე­ვა. დიდ­ხანს ჯდო­მის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხა­ლი­სი ეკარ­გე­ბათ, ან აქ­ტი­ვო­ბას იმ­დე­ნად არი­ან გა­დაჩ­ვე­ულ­ნი, რომ მუდ­მივ დაღ­ლი­ლო­ბას გრძნო­ბენ.

თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში ინ­ტერ­ნე­ტი და კომ­პი­უ­ტე­რი იმ­დე­ნად მძლავ­რა­დაა შე­მოჭ­რი­ლი, რომ ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო მა­ინც მჯდო­მა­რეა. თუ სპორ­ტსმე­ნი არ ხართ, ან მო­ცეკ­ვა­ვე, მა­შინ სა­შუ­ა­ლოდ თქვე­ნი დღის რე­ჟი­მი ასე­თი იქ­ნე­ბა: დღე­ში 13 სა­ა­თი - ჯდო­მა, 8 სა­ა­თი - ძილი და მოძ­რა­ო­ბის­თვის მხო­ლოდ 3 სა­ა­თი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

სკამზე დიდხანს ჯდომა გვკლავს

სკამზე დიდხანს ჯდომა გვკლავს

სკამზე კომფორტულად სხედხართ? - მაშინ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ სიარულის სურვილი გაგიორმაგდებათ.

ყველამ ვიცით, რომ მჯდომარე სამსახური, ან ტელევიზორის წინ კოტრიალი ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ ის დაავადებები, რაც სკამთან "მეგობრობას" თან ახლავს, მომაკვდინებელია. ნაშრომი, სადაც სხვადასხვა ექიმის დასკვნები, თუ რჩევებია წარმოდგენილი, იმ საშიშროებაზე მოგვითხრობს, რაც დიდხანს ჯდომას თან ახლავს.

Mayo Clinic-ის მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ განაცხადეს, რომ დღის განმავლობაში დიდი ხნით ჯდომა დიაბეტს იწვევს; განსაკუთრებით, თუ ჭამის შემდეგ რამდენიმე წუთით არ იმოძრავებთ და პირდაპირ სკამს მიაშურებთ. ამერიკელი ფსიქოლოგი მარკ ჰამილტონი კი ამტკიცებს, რომ ჯდომისას მხოლოდ სხეული არ დუნდება, დღის განმავლობაში დიდხანს მჯდომა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. მარკის თქმით, ადამიანები, რომლებიც მთელი დღე სხედან, მიდრეკილნი არიან ტრიგლიცერიდების მაღალი დონის გამომუშავებასთან, ის კი ერთ-ერთი კომპონენტია "ცუდი" ქოლესტერინის. შედეგად, ვითარდება გულის დაავადებები. ოფისში დასაქმებული ადამიანების სხეული მოდუნებულია, ხშირად იმატებენ წონაში და თუ ფეხით დიდხანს მოუწიათ სიარული, ქოშინი უტყდებათ, ან გული უჩქარდებათ.

ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ დიდხანს ჯდომის შედეგად კუნთის უჯრედებში რიგი ცვლილებები მიმდინარეობს. შვედმა მეცნიერებმა დასკვნა წარმოადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ რაც უფრო დიდხანს ვსხედვართ, მით მეტად მატულობს ინფარქტის რისკი.

მეცნიერები სთხოვენ ადამიანებს, სკამებს მოშორდნენ და რაც შეიძლება მეტი იმოძრაონ, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი დაავადებების გაჩენის საშიშროებაა, როგორიცაა: მკერდის კიბო, პროსტატა, დეპრესია, ზურგის ტკივილი, სიმსუქნე, მომატებული სისხლის წნევა. დიდხანს ჯდომის შედეგად ადამიანებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხალისი ეკარგებათ, ან აქტივობას იმდენად არიან გადაჩვეულნი, რომ მუდმივ დაღლილობას გრძნობენ.

თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარეა. თუ სპორტსმენი არ ხართ, ან მოცეკვავე, მაშინ საშუალოდ თქვენი დღის რეჟიმი ასეთი იქნება: დღეში 13 საათი - ჯდომა, 8 საათი - ძილი და მოძრაობისთვის მხოლოდ 3 საათი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს