საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა გახმაურებული საქმე ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა გახმაურებული საქმე ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს

ყვე­ლა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ეჭვს იწ­ვევ­დეს, ისე უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, რომ არც ერთი კი­თხვა არ დარ­ჩეს პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოწ­ვე­ვა.

"დღეს სა­ქარ­თვე­ლო გან­ვი­თა­რე­ბის თვი­სებ­რი­ვად ახალ ფა­ზა­ში შე­დის და დად­გა დრო, როცა ყვე­ლამ უნდა ვი­ფიქ­როთ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ზე, მის მო­მა­ვალ­ზე. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტა­ბი­ლუ­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სებს, მის მო­მა­ვალს წინ არ უნდა და­უდ­გეს არა­ფე­რი. ჩვენ უნდა და­ვი­წყოთ რთუ­ლი წლე­ბის ია­რე­ბის მო­შუ­შე­ბა. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მე აპი­რებს თვა­ლი და­ხუ­ჭოს და­ნა­შა­ულ­ზე ან უარი თქვას ყვე­ლა იმ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც ზი­ა­ნი მი­ად­გა ხალ­ხს და სა­ხელ­მწი­ფოს. ყვე­ლა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იმის ეჭვს იწ­ვევ­დეს, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ხდე­ბა, ისე უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, რომ არც ერთი კი­თხვა არ დარ­ჩეს პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი.

სწო­რედ ამი­ტომ, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კე­თი­ლი ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ვიწ­ვი­ეთ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ულ წრე­ებ­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი და მსგავ­სი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე სის­ხლის სა­მარ­თლის პრაქ­ტი­კო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ისი­ნი მო­ვიწ­ვი­ეთ იმის­თვის, რომ დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ ქარ­თველ პრო­კუ­რო­რებს, რათა ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის დაც­ვით მოხ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა, მათ შო­რის, რა თქმა უნდა, ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბაც. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გაზ­რდის პრო­ცე­სის სან­დო­ო­ბას და გა­ფან­ტავს ყო­ველ­გვარ ეჭვს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ ხალ­ხი ენ­დო­ბო­დეს გა­მო­ძი­ე­ბას და ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ტარ­დეს გამჭვირ­ვა­ლედ.

"ეს არის ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნი და, თუ გნე­ბავთ, პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბაც! მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ჩვე­ნი მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა მტკი­ცე თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში და ამა­ვე დროს სა­მარ­თლი­ა­ნი, კა­ნო­ნი­ე­რი და ჰუ­მა­ნუ­რი", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა გახმაურებული საქმე ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა გახმაურებული საქმე ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს

ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც შეიძლება ეჭვს იწვევდეს, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

პრემიერის განმარტებით, სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მოხდა საქართველოში უცხოელი სისხლის სამართლის სპეციალისტების მოწვევა.

"დღეს საქართველო განვითარების თვისებრივად ახალ ფაზაში შედის და დადგა დრო, როცა ყველამ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სახელმწიფოზე, მის მომავალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, მის მომავალს წინ არ უნდა დაუდგეს არაფერი. ჩვენ უნდა დავიწყოთ რთული წლების იარების მოშუშება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე აპირებს თვალი დახუჭოს დანაშაულზე ან უარი თქვას ყველა იმ საქმის გამოძიებაზე, რომლითაც ზიანი მიადგა ხალხს და სახელმწიფოს. ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც შეიძლება იმის ეჭვს იწვევდეს, რომ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდება, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების კეთილი ნებით საქართველოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული, პროფესიულ წრეებში საყოველთაოდ ცნობილი და მსგავსი გახმაურებული საქმეების გამოძიების მონაწილე სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტები. ისინი მოვიწვიეთ იმისთვის, რომ დახმარება გაუწიონ ქართველ პროკურორებს, რათა ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოხდეს გამოძიება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიებაც. დარწმუნებული ვარ, მათი მონაწილეობა გაზრდის პროცესის სანდოობას და გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხალხი ენდობოდეს გამოძიებას და ყველაფერი ჩატარდეს გამჭვირვალედ.

"ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი და, თუ გნებავთ, პოლიტიკური ნებაც! მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობა იქნება მტკიცე თავის გადაწყვეტილებებში და ამავე დროს სამართლიანი, კანონიერი და ჰუმანური", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა