სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არშემდგარი იურისტის დრამატურგია...
არშემდგარი იურისტის დრამატურგია...

მას ყველ­გან შეხ­ვდე­ბით, პრე­მი­ე­რებ­ზე, პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე, გა­მო­ფე­ნებ­ზე, ლაშ­ქრო­ბებ­ში...…ზურა პა­პი­აშ­ვილ­მა, ბევ­რის­თვის, უბ­რა­ლოდ, "პატ­რი­კამ" ან "პა­პიმ", მწერ­ლის ან­კე­ტა გულ­წრფე­ლი პა­სუ­ხე­ბით შე­ავ­სო...

სა­ხე­ლი, გვა­რი, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი:

ზურა პა­პი­აშ­ვი­ლი, 1978 წლის 4 იან­ვა­რი, თბი­ლი­სი.

პრო­ფე­სია:

მწე­რა­ლი, პო­ე­ტი და დრა­მა­ტურ­გი. დიპ­ლო­მით იუ­რის­ტი ვარ, თავს არ­შემ­დგარ იუ­რისტს ვუ­წო­დებ, იმ­დე­ნად არ მიყ­ვარს ეს პრო­ფე­სია.

წერა და­ვი­წყე, როცა...

წერა და­ვი­წყე ასე V-VI კლას­ში, პა­ტა­რა მო­თხრო­ბებს ვწერ­დი, უფრო მი­ნი­ა­ტი­უ­რებს, ის რვე­უ­ლიც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. თა­ვი­სუ­ფალ თე­მებს კარ­გად ვწერ­დი სკო­ლა­ში, შემ­დეგ მო­თხრო­ბე­ბის წერა ვცა­დე, მა­ლე­ვე და­ვა­ნე­ბე თავი და მას მერე მო­თხრო­ბა აღარ და­მი­წე­რია. პი­ე­სე­ბის წერა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­წყე, ასე, 25 წლის ასაკ­ში. თა­ვი­დან პა­ტა­რა პი­ე­სებს ვწერ­დი, კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, როცა ისი­ნი ჩემს მე­გო­ბარ ლაშა ბუ­ღა­ძეს მი­ვუ­ტა­ნე წა­სა­კი­თხად. მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კა და დრა­მა­ტურგთა სამ­ყა­რო­ში შეს­ვლა მო­მი­ლო­ცა.

შემ­დეგ იყო კონ­კურ­სე­ბი: "24-სა­ა­თი­ან თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ში" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ფი­ნალ­ში გა­ვე­დი და დავ­წე­რე პი­ე­სა "თეფ­ში", რო­მე­ლიც ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში და­იდ­გა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე გა­ე­როს ქალ­თა ფონ­დი­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის დრა­მა­ტურგთა კონ­კურ­სში, რო­მე­ლიც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის თე­მას ეხე­ბო­და. დავ­წე­რე პი­ე­სა "7 სიზ­მა­რი" და ასე­ვე ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოვ­ხვდი. პი­ე­სა ლე­ვან წუ­ლა­ძეს მო­ე­წო­ნა და გა­და­წყდა, რომ მას მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში დად­გამ­დნენ. "სიზ­მა­რი" რე­ჟი­სორ­მა ნინო მაღ­ლა­კე­ლი­ძემ დად­გა. ამი­სათ­ვის აქე­და­ნაც დიდ მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი ლე­ვან წუ­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის ადა­მი­ა­ნია და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ეკა მაზ­მიშ­ვილს, ნინო მაღ­ლა­კე­ლი­ძეს და მთელ დასს.

ჩემი პირ­ვე­ლი ლექ­სე­ბი...

პირ­ვე­ლი ლექ­სი ად­რე­ულ ასაკ­ში არ და­მი­წე­რია, 15 წლის ვი­ყა­ვი. შემ­დეგ იყო ბევ­რი შრო­მა და ჩემი ლექ­სე­ბის გა­მო­ჩე­ნა პე­რი­ო­დი­კა­ში, მაგ­რამ ეს დიდი წვა­ლე­ბის შე­დე­გად მოხ­და. 2011 წელს გა­მო­ვე­ცი პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი "ლექ­სე­ბი", 2012 _ წელს მე­ო­რე კრე­ბუ­ლი "აჩ­რდი­ლი". ამ­ჟა­მად გა­მო­სა­ცე­მად ვამ­ზა­დებ მე­სა­მე კრე­ბულს. ლექ­სის წე­რას სა­კუ­თარ თავ­თან დიდი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ლექ­სის წე­რას ახ­ლაც ვსწავ­ლობ. პო­ე­ზია გან­ცდაა და ეს გან­ცდა ისე უნდა გად­მოს­ცე, რო­გორც ში­ნა­გა­ნად გაქვს, ეს კი ასე ად­ვი­ლი არაა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი წე­რის პრო­ცე­სია და მერე სხვა და­ნარ­ჩე­ნი ფორ­მა­ლო­ბე­ბი...

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

არშემდგარი იურისტის დრამატურგია...

არშემდგარი იურისტის დრამატურგია...

მას ყველგან შეხვდებით, პრემიერებზე, პრეზენტაციებზე, გამოფენებზე, ლაშქრობებში...…ზურა პაპიაშვილმა, ბევრისთვის, უბრალოდ, ''პატრიკამ'' ან ''პაპიმ'', მწერლის ანკეტა გულწრფელი პასუხებით შეავსო...

სახელი, გვარი, დაბადების თარიღი:

ზურა პაპიაშვილი, 1978 წლის 4 იანვარი, თბილისი.

პროფესია:

მწერალი, პოეტი და დრამატურგი. დიპლომით იურისტი ვარ, თავს არშემდგარ იურისტს ვუწოდებ, იმდენად არ მიყვარს ეს პროფესია.

წერა დავიწყე, როცა...

წერა დავიწყე ასე V-VI კლასში, პატარა მოთხრობებს ვწერდი, უფრო მინიატიურებს, ის რვეულიც შენახული მაქვს. თავისუფალ თემებს კარგად ვწერდი სკოლაში, შემდეგ მოთხრობების წერა ვცადე, მალევე დავანებე თავი და მას მერე მოთხრობა აღარ დამიწერია. პიესების წერა მოგვიანებით დავიწყე, ასე, 25 წლის ასაკში. თავიდან პატარა პიესებს ვწერდი, კარგად მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, როცა ისინი ჩემს მეგობარ ლაშა ბუღაძეს მივუტანე წასაკითხად. მეორე დღეს დამირეკა და დრამატურგთა სამყაროში შესვლა მომილოცა.

შემდეგ იყო კონკურსები: ''24-საათიან თეატრალურ ფესტივალში'' მივიღე მონაწილეობა, ფინალში გავედი და დავწერე პიესა ''თეფში'', რომელიც ფესტივალის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო თეატრში დაიდგა. მონაწილეობა მივიღე გაეროს ქალთა ფონდისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დრამატურგთა კონკურსში, რომელიც ოჯახში ძალადობის თემას ეხებოდა. დავწერე პიესა ''7 სიზმარი'' და ასევე ფინალისტებს შორის მოვხვდი. პიესა ლევან წულაძეს მოეწონა და გადაწყდა, რომ მას მარჯანიშვილის თეატრში დადგამდნენ. ''სიზმარი'' რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ დადგა. ამისათვის აქედანაც დიდ მადლობას ვეუბნები ლევან წულაძეს, რომელიც ძალიან დიდი გულის ადამიანია და ძალიან მიყვარს, ეკა მაზმიშვილს, ნინო მაღლაკელიძეს და მთელ დასს.

ჩემი პირველი ლექსები...

პირველი ლექსი ადრეულ ასაკში არ დამიწერია, 15 წლის ვიყავი. შემდეგ იყო ბევრი შრომა და ჩემი ლექსების გამოჩენა პერიოდიკაში, მაგრამ ეს დიდი წვალების შედეგად მოხდა. 2011 წელს გამოვეცი პირველი კრებული ''ლექსები'', 2012 _ წელს მეორე კრებული ''აჩრდილი''. ამჟამად გამოსაცემად ვამზადებ მესამე კრებულს. ლექსის წერას საკუთარ თავთან დიდი მუშაობა სჭირდება, სიმართლე გითხრათ, ლექსის წერას ახლაც ვსწავლობ. პოეზია განცდაა და ეს განცდა ისე უნდა გადმოსცე, როგორც შინაგანად გაქვს, ეს კი ასე ადვილი არაა. ყველაზე მთავარი წერის პროცესია და მერე სხვა დანარჩენი ფორმალობები...

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია