პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილი: მე ავტვირთე ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა?
ღარიბაშვილი: მე ავტვირთე ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა?

მე ავ­ტვირ­თე ჰა­კიმ ფა­შას ვი­დე­ო­ე­ბი, ეგ არ იცით, ქალ­ბა­ტო­ნო ირმა? - ასე მი­მარ­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევრ ირმა ნა­დი­რაშ­ვილს, რო­მელ­მაც შს მი­ნის­ტრ ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ და­უს­ვა შე­კი­თხვა.

"მე მინ­და, ჩა­გე­კი­თხოთ იმ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ან მთლი­ა­ნად არ გახ­სნი­ლა ან ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი იყო გა­ტა­რე­ბუ­ლი. ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ძა­ლი­ან დი­დია: გუ­ნა­ვას­თვის ია­რა­ღის ჩა­დე­ბა, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მიერ ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ცემა, ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რაც კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნეთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, გელა ხვე­დე­ლი­ძის მიერ პი­რა­დი ხა­სი­ა­თის ვი­დე­ო­მა­სა­ლის ატ­ვირ­თვა, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის საქ­მე, მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წის საქ­მე, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის საქ­მე, NAC-ის ვი­ზი­ტის დროს მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ბე­დუ­კა­ძის და "ბას­ტი ბუ­ბუს" საქ­მე­ე­ბი – ისი­ნი თქვენ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ ყო­ველ­გვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან და თქვე­ნი პარ­ტი­ის სა­ხე­ე­ბად იქ­ცნენ, ბაჩო ახა­ლა­ი­ას უკა­ნო­ნო აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა, მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის საქ­მე, ოფი­ცერ თა­თუ­ხაშ­ვი­ლის საქ­მე, ჯი­ჰა­დის ვი­დე­ო­ე­ბი – ჩო­კუ­ტა­ე­ვის ვერ­სია თქვენც კი იმ­დე­ნად არა­სე­რი­ო­ზუ­ლად გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ მისი დე­დაც კი არ და­გი­კი­თხავთ, ჰა­კიმ ფა­შას ვი­დე­ო­ე­ბი, ვინ მო­ი­პა­რა გა­მო­ძი­ე­ბი­დან ეს მა­სა­ლე­ბი და ვინ ატ­ვირ­თა", - გა­ნა­ცხა­და ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა, რა­საც პრე­მი­ე­რის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

"მე ავ­ტვირ­თე, ეგ არ იცით, ქალ­ბა­ტო­ნო ირმა?", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რა­ზეც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბი­დან უპა­სუ­ხეს, რომ ისი­ნიც ამას ამ­ბობ­დნენ.

"მად­ლო­ბა, რომ და­მი­დას­ტუ­რეთ, ამის მერე ჰა­კიმ ფა­შას რომ გი­წო­დებთ, ალ­ბათ, უმ­რავ­ლე­სო­ბა არ გა­აპ­რო­ტეს­ტებს", - გა­ნა­ცხა­და ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, მა­საც აქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ლი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის­თვის, თუმ­ცა ცალ­კე ეტყვის.

"ვი­ცო­დი, რომ ისე არ მოხ­ვი­დო­დით ჩემ­თან", - უპა­სუ­ხა ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­პა­სუ­ხო ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც გა­ა­კე­თა უკვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბი­დან.

"ეს არის 300 000 ადა­მი­ა­ნი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, ნა­წა­მე­ბი და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი, დან­გრე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა – ეს არის ის მემ­კვიდ­რე­ო­ბა რაც ჩვენ გვერ­გო. თქვე­ნი ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არის სა­სა­ცი­ლო და ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლი და ჩვენ არ ვა­პი­რებთ პა­სუ­ხის გა­ცე­მას, ამას თქვენ ვე­ღარ მი­ი­ღებთ ჩვენ­გან და გირ­ჩევთ, რომ რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე ვიმ­სჯე­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ღარიბაშვილი: მე ავტვირთე ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა?

ღარიბაშვილი: მე ავტვირთე ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა?

მე ავტვირთე ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა? - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილს, რომელმაც შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს გამოუძიებელი საქმეების შესახებ დაუსვა შეკითხვა.

"მე მინდა, ჩაგეკითხოთ იმ გახმაურებული საქმეების შესახებ, რომლებიც ან მთლიანად არ გახსნილა ან ფორმალური პროცედურები იყო გატარებული. ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია: გუნავასთვის იარაღის ჩადება, ლუკა კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის მაღალჩინოსნის ცემა, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება, რაც კარგად გამოიყენეთ წინასაარჩევნოდ, გელა ხვედელიძის მიერ პირადი ხასიათის ვიდეომასალის ატვირთვა, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე, მოსამართლის თანაშემწის საქმე, გია ლორთქიფანიძის საქმე, NAC-ის ვიზიტის დროს მერიის თანამშრომლებისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, ბედუკაძის და "ბასტი ბუბუს" საქმეები – ისინი თქვენ გაათავისუფლეთ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან და თქვენი პარტიის სახეებად იქცნენ, ბაჩო ახალაიას უკანონო აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, მამუკა მიქაუტაძის საქმე, ოფიცერ თათუხაშვილის საქმე, ჯიჰადის ვიდეოები – ჩოკუტაევის ვერსია თქვენც კი იმდენად არასერიოზულად გეჩვენებათ, რომ მისი დედაც კი არ დაგიკითხავთ, ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ვინ მოიპარა გამოძიებიდან ეს მასალები და ვინ ატვირთა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა, რასაც პრემიერის გამოხმაურება მოჰყვა.

"მე ავტვირთე, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა?", - აღნიშნა ღარიბაშვილმა, რაზეც საპარლამენტო უმცირესობიდან უპასუხეს, რომ ისინიც ამას ამბობდნენ.

"მადლობა, რომ დამიდასტურეთ, ამის მერე ჰაკიმ ფაშას რომ გიწოდებთ, ალბათ, უმრავლესობა არ გააპროტესტებს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მასაც აქვს ძალიან საინტერესო სახელი მოფიქრებული ირმა ნადირაშვილისთვის, თუმცა ცალკე ეტყვის.

"ვიცოდი, რომ ისე არ მოხვიდოდით ჩემთან", - უპასუხა ირმა ნადირაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საპასუხო ჩამონათვალიც გააკეთა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობიდან.

"ეს არის 300 000 ადამიანი გასამართლებული, ნაწამები და გაუპატიურებული პატიმრები, დანგრეული ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა – ეს არის ის მემკვიდრეობა რაც ჩვენ გვერგო. თქვენი ეს ჩამონათვალი არის სასაცილო და ღიმილის მომგვრელი და ჩვენ არ ვაპირებთ პასუხის გაცემას, ამას თქვენ ვეღარ მიიღებთ ჩვენგან და გირჩევთ, რომ რეალურ ფაქტებზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა