საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 წლის გოგონამ, რომელსაც უზარმაზარი თავი აქვს, ოპერაციის შემდეგ პირველად გაიღიმა (+7 ფოტო)
3 წლის გოგონამ, რომელსაც უზარმაზარი თავი აქვს, ოპერაციის შემდეგ პირველად გაიღიმა (+7 ფოტო)

3 წლის ინ­დო­ელ გო­გო­ნას, რუნა ბე­გუმს ოპე­რა­ცი­ის წყა­ლო­ბით თა­ვის ზომა 37-დან 23 ინ­ჩამ­დე შე­უმ­ცირ­და.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მან პირ­ვე­ლად გა­ი­ღი­მა. ის შარ­შან ნიუ-დე­ლი­ში მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს; გო­გო­ნა ჰიდ­რო­ცე­ფა­ლი­ის უკი­დუ­რე­სი ფორ­მით იტან­ჯე­ბა. ქი­რურ­გებ­მა რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს, რათა მისი თა­ვის ზომა შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ. თუმ­ცა, ექი­მებს რუ­ნას გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი ნაკ­ლე­ბად ჰქონ­დათ და მშობ­ლე­ბი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ უბე­დუ­რე­ბის­თვის მზად ყო­ფი­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა, ამ კვი­რა­ში ექი­მე­ბი გა­ო­ცე­ბულ­ნი დარ­ჩნენ, რო­დე­საც ნა­ხეს, რომ რუნა არა­თუ ცო­ცხა­ლია, არა­მედ ღი­მი­ლი და სი­ცი­ლიც შე­უძ­ლია.

"ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ვერ იცო­ცხლებ­და, მაგ­რამ გა­დარ­ჩა. ახლა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. რუ­ნას თა­ვის მოძ­რა­ო­ბაც შე­უძ­ლია და სხვა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას იღი­მის", - ამ­ბობს ბავ­შვის დედა, 23 წლის ფა­ტი­მა ხა­თუ­ნი.

თა­ვის წო­ნის გამო, ბავ­შვი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ და­დის. თუმ­ცა, ჭამს, სძი­ნავს და მშობ­ლებ­თან აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. მა­ის­ში გო­გო­ნას რამ­დე­ნი­მე ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ხოლო ივ­ნის­ში თა­ვი­დან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე ამო­უ­ღეს, შე­დე­გად თა­ვის ქა­ლის ზომა საგ­რძნობ­ლად და­პა­ტა­რავ­და. ბავ­შვმა 105 დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა. ექი­მე­ბი მის­თვის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას გეგ­მა­ვენ.

ოჯახ­ში მხო­ლოდ გო­გო­ნას მა­მაა და­საქ­მე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დღე­ში 2 გირ­ვან­ქა სტერ­ლინგს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. გო­გო­ნას მშობ­ლე­ბის თქმით, მე­გობ­რებს არა­ერ­თხელ ურ­ჩე­ვი­ათ მათ­თვის, რომ რუნა ბავ­შვთა სახ­ლში ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ შვილ­ზე უარი არ თქვეს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

3 წლის გოგონამ, რომელსაც უზარმაზარი თავი აქვს, ოპერაციის შემდეგ პირველად გაიღიმა (+7 ფოტო)

3 წლის გოგონამ, რომელსაც უზარმაზარი თავი აქვს, ოპერაციის შემდეგ პირველად გაიღიმა (+7 ფოტო)

3 წლის ინდოელ გოგონას, რუნა ბეგუმს ოპერაციის წყალობით თავის ზომა 37-დან 23 ინჩამდე შეუმცირდა.

ოპერაციის შემდეგ, მან პირველად გაიღიმა. ის შარშან ნიუ-დელიში მდებარე საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს; გოგონა ჰიდროცეფალიის უკიდურესი ფორმით იტანჯება. ქირურგებმა რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს, რათა მისი თავის ზომა შეემცირებინათ. თუმცა, ექიმებს რუნას გადარჩენის იმედი ნაკლებად ჰქონდათ და მშობლები გააფრთხილეს, რომ უბედურებისთვის მზად ყოფილიყვნენ. თუმცა, ამ კვირაში ექიმები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ნახეს, რომ რუნა არათუ ცოცხალია, არამედ ღიმილი და სიცილიც შეუძლია.

"ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ იცოცხლებდა, მაგრამ გადარჩა. ახლა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. რუნას თავის მოძრაობაც შეუძლია და სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას იღიმის", - ამბობს ბავშვის დედა, 23 წლის ფატიმა ხათუნი.

თავის წონის გამო, ბავშვი ჯერჯერობით ვერ დადის. თუმცა, ჭამს, სძინავს და მშობლებთან აქვს ურთიერთობა. მაისში გოგონას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო ივნისში თავიდან დიდი რაოდენობით სითხე ამოუღეს, შედეგად თავის ქალის ზომა საგრძნობლად დაპატარავდა. ბავშვმა 105 დღე საავადმყოფოში გაატარა. ექიმები მისთვის კიდევ რამდენიმე ოპერაციის გაკეთებას გეგმავენ.

ოჯახში მხოლოდ გოგონას მამაა დასაქმებული, რომელიც დღეში 2 გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს. გოგონას მშობლების თქმით, მეგობრებს არაერთხელ ურჩევიათ მათთვის, რომ რუნა ბავშვთა სახლში ჩაებარებინათ, მაგრამ შვილზე უარი არ თქვეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს