მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაივანიდან ჩამოტანილი ოქრო - ქართველი მოსწავლეების პრესტიჟული ჯილდო და მორიგი წარმატება საერთაშორისო განათლების ასპარეზზე
ტაივანიდან ჩამოტანილი ოქრო - ქართველი მოსწავლეების პრესტიჟული ჯილდო და მორიგი  წარმატება საერთაშორისო განათლების ასპარეზზე

ინ­ფორ­მა­ტი­კის 26-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მოს­წავ­ლე­თა ნაკ­რებ­მა ერთი ოქ­როს და ორი ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა და 82 ქვე­ყა­ნას შო­რის მე-17 ად­გილ­ზე გა­ვი­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გუნ­დი 4 მოს­წავ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და წელს ტა­ი­ვან­ში, 13-20 ივ­ლისს ჩა­ტარ­და. ის ერთ-ერთი პრეს­ტი­ჟუ­ლი და მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. მისი მი­ზა­ნია ინ­ფორ­მა­ტი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­მეც­ნი­ე­რო და კულ­ტუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

ოლიმ­პი­ა­და ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა და მას­ში 80-ზე მეტი ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს.

2005 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო სრუ­ლად აფი­ნან­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გუნ­დის შერ­ჩე­ვას, წვრთნას და ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ გუნდს მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს 2 ოქ­როს,7 ვერ­ცხლის და 27 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი.

Ambebi.ge ოქ­როს­მე­და­ლო­სან, ნიკა სვა­ნი­ძეს შეხ­ვდა, რო­მელ­მაც წელს კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ იმის გამო, რომ ოლიმ­პი­ა­და­ზე უნდა გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი არ­ცერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში არ ჩა­უ­ბა­რე­ბია, თუმ­ცა თა­ვი­სუ­ფალ მსმე­ნე­ლად "თა­ვის­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" ჩა­ი­რი­ცხა. ასე რომ, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა გა­ი­სად მო­უ­წევს.

- ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლი­ამ­პი­ა­და­ზე უკვე მე­სა­მედ ვი­ყა­ვი. 80-ზე მეტი ქვეყ­ნის, 300-ზე მეტი ბავ­შვი ვმო­ნა­წი­ლებ­დით. ოქ­როს მე­და­ლი ავი­ღე და მე­ა­თე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე.

- მოკ­ლედ, მსოფ­ლიო სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში მოხ­ვდი... რომ მი­ემ­გზავ­რე­ბო­დი, იმ გან­წყო­ბით იყა­ვი, რომ ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­დი?

- მაგ გან­წყო­ბით რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მა­შინ წას­ვლას აზრი არც ჰქონ­და. ეს ჟინი ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად შარ­შან­დელ­მა შე­დეგ­მა გა­აღ­ვი­ვა, რად­გა­ნაც ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი ავი­ღე. თუმ­ცა შარ­შან­წი­ნაც ბრინ­ჯაო გად­მომ­ცეს. მე­ო­რე ბრინ­ჯა­ომ გული ისე დამ­წყვი­ტა, რომ წელს უკვე ოქ­როს ასა­ღე­ბად გა­ვემ­გზავ­რე.

- ფაქ­ტია, რომ ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა ხარ, მაგ­რამ მა­ინც რას მი­იჩ­ნევ ამ ყვე­ლაფ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბად?

- მარ­ტო ნიჭი არა­ფერს შვრე­ბა. ეს ოქრო რომ ამე­ღო, თუ ჩემს ცხოვ­რე­ბას გა­დავ­ხე­დავთ, გა­მო­დის, რომ ამის­თვის 6 წელი ვემ­ზა­დე­ბო­დი, ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ხუ­თე კლა­სი­დან და­ვი­წყე. მოკ­ლედ, შე­დე­გი დიდი შრო­მის შე­დე­გად მო­ვი­და. კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში მეშ­ვი­დე კლა­სი­დან გა­და­ვე­დი. თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მე­ექ­ვსე კლა­სი­დან სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრ "მზი­ურ­ში" ვსწავ­ლობ, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად, მა­თე­მა­ტი­კას, ლო­გი­კას, ფიქ­რს გაყ­ვა­რებს. თა­ვი­დან­ვე ისეთ ამო­ცა­ნებს მაძ­ლევ­დნენ, ისე მა­მე­ცა­დი­ნებ­დნენ, რომ მომ­წონ­და - სა­ხა­ლი­სოც იყო და და სა­ფიქ­რა­ლიც. მოკ­ლედ, იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით ნელ-ნელა შე­დე­გებს აღ­წევ. სხვა­თა შო­რის კო­მა­როვ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა "მზი­ურ­ში" მირ­ჩი­ეს და მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი მთა­ვა­რი გზამ­კვლე­ვი "მზი­უ­რია". საკ­მა­ოდ ში­ნა­უ­რუ­ლი გა­რე­მოა. რო­დე­საც რა­ღაც გი­ჭირს, პე­და­გო­გი მოვა და აგიხ­სნის, თუ სა­ჭი­როა, გაკ­ვე­თი­ლის შემ­დე­გაც დარ­ჩე­ბა. სწავ­ლე­ბა მარ­თა­ლია ფა­სი­ა­ნია, მაგ­რამ იმა­ზე მეტს გაძ­ლე­ვენ, ვიდ­რე სა­ფა­სურს იხდი.

- სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი რო­გორ გახ­დი?

- ყვე­ლა­ფე­რი ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დით იწყე­ბა, რო­მე­ლიც სამ ტუ­რად ტარ­დე­ბა. ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ათე­უ­ლე­ბად იყო­ფი­ან... ახლა სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი შეგ­ვარ­ჩი­ეს.

- პრი­ზად რა გად­მოგ­ცეს?

- წე­სია ასე­თი, რომ გა­მარ­ჯვე­ბულს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბით აჯილ­დო­ებს, მაგ­რამ ეს სექ­ტემ­ბერ­ში ხდე­ბა.

- ისე, მა­თე­მა­ტი­კა ასე რამ შე­გაყ­ვა­რა?

- ამო­ცა­ნა ჩემ­თვის ად­ვი­ლად და­საძ­ლე­ვი რამ აღ­მოჩ­ნდა. სკო­ლა­ში პირ­ვე­ლი­ვე კლას­ში და­ვი­წყე ამ საგ­ნის შეს­წავ­ლა და მა­შინ­ვე მარ­ტი­ვად მივ­ხვდი ამო­ცა­ნე­ბის არსს. ად­ვი­ლად ვარ­ჩევ­დი. რი­ცხვე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ვის­წავ­ლე, წიგ­ნის თა­რო­ებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი წიგ­ნის ტო­მებ­ზე წარ­წე­რი­ლი რი­ცხვე­ბით. მა­თე­მა­ტი­კა სა­ინ­ტე­რე­სო რამ არის. ის ჩემ­თვის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­გა­ნი არ გახ­ლავთ.

- ეგ რას ნიშ­ნავს?

- ის­ტო­რი­ას, ლი­ტე­რა­ტუ­რას, გე­ოგ­რა­ფი­ას ვერ შეც­ვლი, რაც არის, არის. მა­თე­მა­ტი­კა ბევ­რი ვა­რი­ან­ტის შექ­მნის, მეტი ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს. ეს კი ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია.

- ოლიმ­პი­ა­და­ზე გამ­გზავ­რე­ბამ­დე ბევ­რს მუ­შა­ობ­დი, ხომ?

- ერთი თვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვა­მე­ცა­დი­ნებ­დნენ, დატ­ვირ­თუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მი გვქონ­და, ვინც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფორ­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა თითო-თითო დღეს მო­დი­ო­და, ყვე­ლას თა­ვი­სი მა­სა­ლა მოჰ­ქონ­და და გვა­მუ­შა­ვებ­და. ერთი კვი­რა ბა­კუ­რი­ან­ში ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით, სუფ­თა ჰა­ერ­ზე, გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლად და რომ ჩა­მო­ვე­დით, უკვე ტა­ი­ვან­ში წა­ვე­დით.

მოკ­ლედ, ჩემი წარ­მა­ტე­ბუ­ლი რეს­პონ­დენ­ტი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ადა­მი­ნია. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას უცხო­ეთ­ში აპი­რებს, მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტატ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტია, მსოფ­ლიო 5-ეულ­ში შე­დის. მოკ­ლედ, იქ სწავ­ლის დიდი სურ­ვი­ლი აქვს.

- რა ფა­კულ­ტეტ­ზე გინ­და, სწავ­ლა?

- კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის...

- კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ზე რას გვტყვი, სა­დაც გა­ი­ზარ­დე?

- მად­ლო­ბის მეტი რა მეთ­ქმის. იქ სწავ­ლის სა­ო­ცარ ხა­რისხს ითხო­ვენ. წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ არის გა­მოც­და, მა­თე­მა­ტი­კა­სა და ფი­ზი­კა­ში, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას ამოწ­მებს, თუ ვერ დაძ­ლევ გა­მოც­დას, გიშ­ვე­ბენ, მერე შე­გიძ­ლია მო­ემ­ზა­დო და დაბ­რუნ­დე, ამო­ქა­ჩო. კო­მა­როვ­სა და "მზი­ურ­ში" რომ არ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა, ვიქ­ნე­ბო­დი მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც და­ამ­თავ­რებ­და სკო­ლას, ჩა­ა­ბა­რებ­და რო­მე­ლი­მე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ან სა­ბან­კო ფა­კულ­ტეტ­ზე, ან რა­ღაც ასეთ­ზე.

- ნიკა, 18 წლის ხარ და ჯერ­ჯე­რო­ბით თი­ნე­ი­ჯე­რი...

- გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, თი­ნე­ი­ჯე­რი რას ნიშ­ნავს, არც ვიცი, კი, ვხვდე­ბი, რომ 13-დან 19 წლამ­დე ასა­კია, ამას­თან, ინ­გლი­სუ­რი სი­ტყვი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ეს ჩემ შემ­თხვე­ვა­ში რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ვერ ვხვდე­ბი... ალ­ბათ თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლად არ ვცხოვ­რობ (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რას უთ­მობ?

- დას­ვე­ნე­ბას. სიმ­შვი­დე მირ­ჩევ­ნია, სე­ირ­ნო­ბა... 15 წლამ­დე სპორ­ტს მივ­დე­ვი და რა­ღაც თა­მა­შე­ბით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს?

- მყავს - ელე­ნე მა­ჩა­ი­ძე. ისიც ჩემ­თან ერ­თად იყო ოლიმ­პი­ა­და­ზე წა­მო­სუ­ლი, ნაკ­რე­ბის წევ­რია. ცოტა და­აკ­ლდა, ვერ­ცხლის მედ­ლამ­დე და ბრინ­ჯაო ერგო. ჩვენ "მზი­ურ­ში" ერ­თად ვსწავ­ლობ­დით.

აქვე მად­ლო­ბა მინ­და, ჩემს მას­წავ­ლებ­ლებს: ზაზა გა­მე­ზარ­დაშ­ვილს, გუ­რამ ქო­თო­ლაშ­ვილს და გოჩა მან­და­რი­ას გა­და­ვუ­ხა­დო იმ შრო­მის­თვის, რაც ჩვენ­თვის გას­წი­ეს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ტაივანიდან ჩამოტანილი ოქრო - ქართველი მოსწავლეების პრესტიჟული ჯილდო და მორიგი წარმატება საერთაშორისო განათლების ასპარეზზე

ტაივანიდან ჩამოტანილი ოქრო - ქართველი მოსწავლეების პრესტიჟული ჯილდო და მორიგი  წარმატება საერთაშორისო განათლების ასპარეზზე

ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 82 ქვეყანას შორის მე-17 ადგილზე გავიდა. გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გუნდი 4 მოსწავლის შემადგენლობით უკვე საქართველოშია.

საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ტაივანში, 13-20 ივლისს ჩატარდა. ის ერთ-ერთი პრესტიჟული და მასშტაბური ღონისძიებაა. მისი მიზანია ინფორმატიკის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ნიჭიერი მოსწავლეებისთვის სამეცნიერო და კულტურული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

2005 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს საქართველოს ნაკრები გუნდის შერჩევას, წვრთნას და ოლიმპიადაში მონაწილეობას. ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებ გუნდს მოპოვებული აქვს 2 ოქროს,7 ვერცხლის და 27 ბრინჯაოს მედალი.

Ambebi.ge ოქროსმედალოსან, ნიკა სვანიძეს შეხვდა, რომელმაც წელს კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა დაამთავრა, მაგრამ იმის გამო, რომ ოლიმპიადაზე უნდა გამგზავრებულიყო, ეროვნული გამოცდები არცერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩაუბარებია, თუმცა თავისუფალ მსმენელად "თავისფალ უნივერსიტეტში" ჩაირიცხა. ასე რომ, ეროვნული გამოცდების ჩაბარება გაისად მოუწევს.

- ამ საერთაშორისო ოლიამპიადაზე უკვე მესამედ ვიყავი. 80-ზე მეტი ქვეყნის, 300-ზე მეტი ბავშვი ვმონაწილებდით. ოქროს მედალი ავიღე და მეათე ადგილი დავიკავე.

- მოკლედ, მსოფლიო საუკეთესო ათეულში მოხვდი... რომ მიემგზავრებოდი, იმ განწყობით იყავი, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდი?

- მაგ განწყობით რომ არ წავსულიყავი, მაშინ წასვლას აზრი არც ჰქონდა. ეს ჟინი ჩემში ყველაზე მეტად შარშანდელმა შედეგმა გააღვივა, რადგანაც ბრინჯაოს მედალი ავიღე. თუმცა შარშანწინაც ბრინჯაო გადმომცეს. მეორე ბრინჯაომ გული ისე დამწყვიტა, რომ წელს უკვე ოქროს ასაღებად გავემგზავრე.

- ფაქტია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მაინც რას მიიჩნევ ამ ყველაფრის დამსახურებად?

- მარტო ნიჭი არაფერს შვრება. ეს ოქრო რომ ამეღო, თუ ჩემს ცხოვრებას გადავხედავთ, გამოდის, რომ ამისთვის 6 წელი ვემზადებოდი, ვმეცადინეობდი. ეს ყველაფერი მეხუთე კლასიდან დავიწყე. მოკლედ, შედეგი დიდი შრომის შედეგად მოვიდა. კომაროვის სკოლაში მეშვიდე კლასიდან გადავედი. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ მეექვსე კლასიდან საინფორმაციო-ტექნოლოგიის ცენტრ "მზიურში" ვსწავლობ, რომელიც კონკრეტულად, მათემატიკას, ლოგიკას, ფიქრს გაყვარებს. თავიდანვე ისეთ ამოცანებს მაძლევდნენ, ისე მამეცადინებდნენ, რომ მომწონდა - სახალისოც იყო და და საფიქრალიც. მოკლედ, იქ მიღებული ცოდნით ნელ-ნელა შედეგებს აღწევ. სხვათა შორის კომაროვში სწავლის გაგრძელება "მზიურში" მირჩიეს და მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი გზამკვლევი "მზიურია". საკმაოდ შინაურული გარემოა. როდესაც რაღაც გიჭირს, პედაგოგი მოვა და აგიხსნის, თუ საჭიროა, გაკვეთილის შემდეგაც დარჩება. სწავლება მართალია ფასიანია, მაგრამ იმაზე მეტს გაძლევენ, ვიდრე საფასურს იხდი.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი როგორ გახდი?

- ყველაფერი ეროვნული ოლიმპიადით იწყება, რომელიც სამ ტურად ტარდება. ფინალში გამარჯვებულები ათეულებად იყოფიან... ახლა საუკეთესოები შეგვარჩიეს.

- პრიზად რა გადმოგცეს?

- წესია ასეთი, რომ გამარჯვებულს განათლების სამინისტრო ფულადი პრიზებით აჯილდოებს, მაგრამ ეს სექტემბერში ხდება.

- ისე, მათემატიკა ასე რამ შეგაყვარა?

- ამოცანა ჩემთვის ადვილად დასაძლევი რამ აღმოჩნდა. სკოლაში პირველივე კლასში დავიწყე ამ საგნის შესწავლა და მაშინვე მარტივად მივხვდი ამოცანების არსს. ადვილად ვარჩევდი. რიცხვები ძალიან საინტერესოდ ვისწავლე, წიგნის თაროებზე განლაგებული წიგნის ტომებზე წარწერილი რიცხვებით. მათემატიკა საინტერესო რამ არის. ის ჩემთვის ფიქსირებული საგანი არ გახლავთ.

- ეგ რას ნიშნავს?

- ისტორიას, ლიტერატურას, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, რაც არის, არის. მათემატიკა ბევრი ვარიანტის შექმნის, მეტი ფიქრის საშუალებას მაძლევს. ეს კი ყველაფერს მირჩევნია.

- ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ბევრს მუშაობდი, ხომ?

- ერთი თვე მასწავლებლები გვამეცადინებდნენ, დატვირთული და დაძაბული რეჟიმი გვქონდა, ვინც კი საქართველოში ინფორმატიკის მასწავლებელია, ყველა თითო-თითო დღეს მოდიოდა, ყველას თავისი მასალა მოჰქონდა და გვამუშავებდა. ერთი კვირა ბაკურიანში ვმეცადინეობდით, სუფთა ჰაერზე, გასაჯანსაღებლად და რომ ჩამოვედით, უკვე ტაივანში წავედით.

მოკლედ, ჩემი წარმატებული რესპონდენტი მიზანმიმართული ადამინია. სწავლის გაგრძელებას უცხოეთში აპირებს, მასაჩუსეტსის შტატში ტექნოლოგიების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია, მსოფლიო 5-ეულში შედის. მოკლედ, იქ სწავლის დიდი სურვილი აქვს.

- რა ფაკულტეტზე გინდა, სწავლა?

- კომპიუტერული ინჟინერიის...

- კომაროვის სკოლაზე რას გვტყვი, სადაც გაიზარდე?

- მადლობის მეტი რა მეთქმის. იქ სწავლის საოცარ ხარისხს ითხოვენ. წელიწადში ორჯერ არის გამოცდა, მათემატიკასა და ფიზიკაში, რომელიც მოსწავლეების მომზადებას ამოწმებს, თუ ვერ დაძლევ გამოცდას, გიშვებენ, მერე შეგიძლია მოემზადო და დაბრუნდე, ამოქაჩო. კომაროვსა და "მზიურში" რომ არ გამეგრძელებინა სწავლა, ვიქნებოდი მოსწავლე, რომელიც დაამთავრებდა სკოლას, ჩააბარებდა რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ან საბანკო ფაკულტეტზე, ან რაღაც ასეთზე.

- ნიკა, 18 წლის ხარ და ჯერჯერობით თინეიჯერი...

- გულწრფელად რომ გითხრათ, თინეიჯერი რას ნიშნავს, არც ვიცი, კი, ვხვდები, რომ 13-დან 19 წლამდე ასაკია, ამასთან, ინგლისური სიტყვიდან მომდინარეობს, მაგრამ ეს ჩემ შემთხვევაში რაში გამოიხატება, ვერ ვხვდები... ალბათ თინეიჯერულად არ ვცხოვრობ (სიცილით ამბობს).

- თავისუფალ დროს რას უთმობ?

- დასვენებას. სიმშვიდე მირჩევნია, სეირნობა... 15 წლამდე სპორტს მივდევი და რაღაც თამაშებით ვიყავი გატაცებული.

- შეყვარებული არ გყავს?

- მყავს - ელენე მაჩაიძე. ისიც ჩემთან ერთად იყო ოლიმპიადაზე წამოსული, ნაკრების წევრია. ცოტა დააკლდა, ვერცხლის მედლამდე და ბრინჯაო ერგო. ჩვენ "მზიურში" ერთად ვსწავლობდით.

აქვე მადლობა მინდა, ჩემს მასწავლებლებს: ზაზა გამეზარდაშვილს, გურამ ქოთოლაშვილს და გოჩა მანდარიას გადავუხადო იმ შრომისთვის, რაც ჩვენთვის გასწიეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია