Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის თბილი სიტყვები მრევლს 18 დღიანი განშორების შემდეგ: "ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ"
პატრიარქის თბილი სიტყვები მრევლს 18 დღიანი განშორების შემდეგ: "ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ"

ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა სა­ქარ­თვე­ლო და ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რეთ თქვენ, - ამ სი­ტყვე­ბით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა გუ­შინ სა­ღა­მოს, სა­მე­ბის ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს მი­მარ­თა, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქს გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ტა­ძარ­ში დახ­ვდა.

პატ­რი­არ­ქმა ტა­ძა­რი მო­ი­ლო­ცა, შეკ­რებ­ლე­ბი და­ლო­ცა და მრევლს მცი­რე ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა. "ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა სა­ქარ­თვე­ლო და ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რეთ თქვენ, მე ვგრძნობ­დი თქვენს ლოც­ვებს, ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ", - მი­მარ­თა მათ უწ­მინ­დეს­მა. ტაძ­რის მო­ლოც­ვის შემ­დეგ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ტა­ძა­რი და­ტო­ვა და სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ემ­გზავ­რა.

პატ­რი­არ­ქის გერ­მა­ნი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ექიმ­მა ცი­სა­ნა შარ­ტა­ვამ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. მისი ცნო­ბით, პატ­რი­არ­ქს გერ­მა­ნი­ა­ში კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით გეგ­მურ-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა და 18 დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ჩა­უ­ტარ­და. უწ­მინ­დე­სი ბერ­ლინ­თან ახ­ლოს ბრან­დერ­ბურ­გის ჰო­პერ­გარ­ტე­ნის ერთ-ერთ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას.

"პატ­რი­არ­ქის გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნას ორი მი­ზა­ნი ჰქონ­და. კერ­ძოდ, მას კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით გეგ­მუ­რი-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და და 18-დღი­ა­ნი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სი გა­ი­ა­რა. შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი იყო. შე­ვეც­დე­ბით, ექი­მე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ზო­გა­დად, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, ძა­ლი­ან კარ­გია", - აღ­ნიშ­ნა ექიმ­მა.

მი­სი­ვე თქმით, უწ­მინ­დე­სი თავს კარ­გად გრძნობს, მის­თვის ეს ვი­ზი­ტი გერ­მა­ნი­ა­ში სამ­კურ­ნა­ლო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სის გარ­და, ერ­თგვა­რი დას­ვე­ნე­ბაც იყო. ცი­სა­ნა შარ­ტა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რომ პატ­რი­არ­ქის გამ­გზავ­რე­ბა თე­ბერ­ვალ­ში იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა, უწ­მინ­დე­სის დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გამო ვერ მო­ხერ­ხდა.

პატრიარქის თბილი სიტყვები მრევლს 18 დღიანი განშორების შემდეგ: "ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ"

პატრიარქის თბილი სიტყვები მრევლს 18 დღიანი განშორების შემდეგ: "ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ"

ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ, - ამ სიტყვებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ საღამოს, სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა, რომელიც პატრიარქს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ტაძარში დახვდა.

პატრიარქმა ტაძარი მოილოცა, შეკრებლები დალოცა და მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა. "ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ, მე ვგრძნობდი თქვენს ლოცვებს, ღმერთმა დაგლოცოთ", - მიმართა მათ უწმინდესმა. ტაძრის მოლოცვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარი დატოვა და საპატრიარქოში გაემგზავრა.

პატრიარქის გერმანიაში მკურნალობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ექიმმა ცისანა შარტავამ კომენტარი გააკეთა. მისი ცნობით, პატრიარქს გერმანიაში კარდიოლოგიური კუთხით გეგმურ-პროფილაქტიკური გამოკვლევა და 18 დღიანი მკურნალობის კურსი ჩაუტარდა. უწმინდესი ბერლინთან ახლოს ბრანდერბურგის ჰოპერგარტენის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში გადიოდა მკურნალობას.

"პატრიარქის გერმანიაში ყოფნას ორი მიზანი ჰქონდა. კერძოდ, მას კარდიოლოგიური კუთხით გეგმური-პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა და 18-დღიანი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. შედეგები ძალიან კარგი იყო. შევეცდებით, ექიმების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები განვახორციელოთ. ზოგადად, მისი მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელი, ძალიან კარგია", - აღნიშნა ექიმმა.

მისივე თქმით, უწმინდესი თავს კარგად გრძნობს, მისთვის ეს ვიზიტი გერმანიაში სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსის გარდა, ერთგვარი დასვენებაც იყო. ცისანა შარტავამ აღნიშნა, რომ პატრიარქის გამგზავრება თებერვალში იგეგმებოდა, თუმცა, უწმინდესის დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ მოხერხდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია