მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედის მაცოცხლებელი კოცნა... - ეს ამბავი ყველას შეძრავს
დედის მაცოცხლებელი კოცნა... - ეს ამბავი ყველას შეძრავს

მე­დი­კო­სე­ბის დას­კვნით, ალი­სა ლო­უსონს, რო­მე­ლიც სულ ორი წლის იყო, უი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და. მე­ნინ­გი­ტი­სა და თირკმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნა ინ­გლი­სის ქა­ლაქ სკან­ტორ­პის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აპა­რა­ტებ­ზე მი­ერ­თე­ბუ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად ეს ალი­სა კი არ გახ­ლდათ, არა­მედ მისი სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ სუნ­თქავ­და, - ასე­თი იყო ექი­მე­ბის დას­კვნა.

გო­გო­ნას მშობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რაკი მათი ქა­ლიშ­ვი­ლი კვდე­ბო­და, მის ორ­გა­ნო­ებს სხვე­ბის სი­ცო­ცხლე ეხ­სნა. გო­გო­ნა ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტი­დან უნდა გა­ე­თი­შათ. ტრან­სპლან­ტო­ლო­გე­ბის ბრი­გა­და უკვე გვერ­დით პა­ლა­ტა­ში ემ­ზა­დე­ბო­და...

იმ სა­ღა­მოს მშობ­ლე­ბი ალი­სას პა­ლა­ტა­ში შე­ვიდ­ნენ და უკა­ნას­კნე­ლი ღამე გა­ა­ტა­რეს მის ლო­გინ­თან. დე­დამ – ჯე­ნი­ფერ­მა, ფე­რად-ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბი იყი­და, რომ­ლე­ბიც ალი­სას ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და...

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯე­ნი­ფე­რი ჰყვე­ბო­და, მე­ო­რე დი­ლით ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო, რო­გორც ბუ­რან­ში. მო­ვიდ­ნენ, რომ აპა­რა­ტე­ბი გა­მო­ერ­თოთ... გა­რეთ ლამ­პი­ო­ნე­ბი ქრე­ბო­და... გო­გო­ნას მორ­ფი გა­უ­კე­თეს...

ჯე­ნი­ფერს ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც ბოდ­ვა იყო. ისევ ვერ იჯე­რებ­და. გო­გო­ნას ელა­პა­რა­კე­ბო­და, ცდი­ლობ­და ეთ­ქვა მის­თვის, რო­გორ უყ­ვარ­და ყვე­ლას, წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ბავ­შვს სა­დღაც ეს­მო­და მისი სი­ტყვე­ბი... ლო­ყა­ზე, ყელ­ზე, შუბ­ლზე აკო­ცა საყ­ვა­რელ შვილს – უკა­ნას­კნე­ლად...

"ის ისე­თი თბი­ლი იყო, ისე­თი ახ­ლო­ბე­ლი", - თქვა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯე­ნი­ფერ­მა, რო­მელ­საც ბოლო წუ­თამ­დე არ ეჯე­რა, რომ უკა­ნას­კნე­ლად ეფე­რე­ბო­და თა­ვის ქა­ლიშ­ვილს...

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

დედის მაცოცხლებელი კოცნა... - ეს ამბავი ყველას შეძრავს

დედის მაცოცხლებელი კოცნა... - ეს ამბავი ყველას შეძრავს

მედიკოსების დასკვნით, ალისა ლოუსონს, რომელიც სულ ორი წლის იყო, უიმედო მდგომარეობა ჰქონდა. მენინგიტისა და თირკმლების უკმარისობის შემდეგ, გოგონა ინგლისის ქალაქ სკანტორპის საავადმყოფოში იწვა, კომატოზურ მდგომარეობაში, აპარატებზე მიერთებული. ფაქტობრივად ეს ალისა კი არ გახლდათ, არამედ მისი სხეული, რომელიც უკვე დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა, - ასეთი იყო ექიმების დასკვნა.

გოგონას მშობლებმა გადაწყვიტეს, რაკი მათი ქალიშვილი კვდებოდა, მის ორგანოებს სხვების სიცოცხლე ეხსნა. გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უნდა გაეთიშათ. ტრანსპლანტოლოგების ბრიგადა უკვე გვერდით პალატაში ემზადებოდა...

იმ საღამოს მშობლები ალისას პალატაში შევიდნენ და უკანასკნელი ღამე გაატარეს მის ლოგინთან. დედამ – ჯენიფერმა, ფერად-ფერადი ბუშტები იყიდა, რომლებიც ალისას ყოველთვის უყვარდა...

როგორც მოგვიანებით ჯენიფერი ჰყვებოდა, მეორე დილით ყველაფერი ისე იყო, როგორც ბურანში. მოვიდნენ, რომ აპარატები გამოერთოთ... გარეთ ლამპიონები ქრებოდა... გოგონას მორფი გაუკეთეს...

ჯენიფერს ეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი რაღაც ბოდვა იყო. ისევ ვერ იჯერებდა. გოგონას ელაპარაკებოდა, ცდილობდა ეთქვა მისთვის, როგორ უყვარდა ყველას, წარმოიდგენდა, რომ ბავშვს სადღაც ესმოდა მისი სიტყვები... ლოყაზე, ყელზე, შუბლზე აკოცა საყვარელ შვილს – უკანასკნელად...

"ის ისეთი თბილი იყო, ისეთი ახლობელი", - თქვა მოგვიანებით ჯენიფერმა, რომელსაც ბოლო წუთამდე არ ეჯერა, რომ უკანასკნელად ეფერებოდა თავის ქალიშვილს...

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს