სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალური გარჩევები საქართველოს პარლამენტში - დაპირისპირებული მხარეების პირველი კომენტარები მწვავე კონფლიქტზე
ქალური გარჩევები საქართველოს პარლამენტში - დაპირისპირებული მხარეების პირველი კომენტარები მწვავე კონფლიქტზე

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რი­შის გაც­ნო­ბას პარ­ლა­მენ­ტში და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. ეკა ბე­სე­ლი­ამ ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილს შე­ნიშ­ვნა მის­ცა, რა­საც დე­პუ­ტა­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა, დავა პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში გა­და­ი­ზარ­და. ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­მა სხდო­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა და ეკა ბე­სე­ლი­ას მიკრო­ფო­ნიც გა­მო­ურ­თო. ეკა ბე­სე­ლი­ას და­პი­რის­პი­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ ქალ­ბა­ტო­ნებ­თან ხში­რად გა­და­დის პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში. პარ­ლა­მენ­ტში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას უკვე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი მა­რი­ამ სა­ჯა­ია მი­იჩ­ნევს, რომ ბე­სე­ლი­ას ად­გი­ლი პარ­ლა­მენ­ტში არ არის. "უფრო მარ­ტი­ვად - ეკა ბე­სე­ლია არ უნდა იყოს პო­ლი­ტი­კა­ში და მით უფრო, არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, რად­გან იგი ვიწ­რო­პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­დან (თუ სტე­რე­ო­ტი­პი­დან) გა­მომ­დი­ნა­რე აკე­თებს შე­ურ­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბას კო­ლე­გის მი­მართ, არ­ღვევს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევრთა მი­მართ და აქვს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მო­საზ­რე­ბა ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე", - წერს სა­ჯა­ია "ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე.

თა­ვად ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი კი ამ­ბობს, რომ ბე­სე­ლი­ას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს. "ახლა გა­ვი­გე მე­დი­ი­დან, რომ ეკა ბე­სე­ლი­ამ სხვა და­ნარ­ჩენ­თან ერ­თად, მი­წო­და ფქ­სი­ქი­ატ­რი­ულ­ში წა­საყ­ვა­ნი. სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხმობ, როცა ვამ­ბობ, რომ მას წარ­მოდ­გე­ნაც კი არა აქვს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სტან­დარ­ტებ­ზე", - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

არა­ვინ იცის, რამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, მაგ­რამ ეკა ბე­სე­ლი­ას ფსი­ქოს ითხოვს ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი. "გა­დავ­წყვი­ტე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს მივ­მარ­თო წე­რი­ლით, გა­მო­მიგ­ზავ­ნოს ეკა ბე­სე­ლი­ას ფსი­ქო, ვი­ნა­ი­დან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაკ­ვირ­დე­ბი მის ქცე­ვებს, და ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი იყოს ჯან­მრთე­ლი ფსი­ქი­უ­რად და თუ ასე­თი დო­კუ­მენ­ტი მო­ე­პო­ვე­ბა პარ­ლა­მენტს, მა­შინ ეჭვქვეშ ვა­ყე­ნებ და ვი­წყებ იმ ექი­მის "ბე­კგ­რა­უნ­დის" შეს­წავ­ლას, ვინც ეს სა­ბუ­თი გას­ცა!", - წერს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი პი­რად გვერ­დზე.

Ambebi.ge ეკა ბე­სე­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და:

- ეს ფა­სე­უ­ლო­ბა­თა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბაა და კრი­ზი­სი იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის მხარ­დამ­ჭერ­თან, რო­მე­ლიც ამარ­თლებ­და ძა­ლა­დო­ბას, წა­მე­ბას, მკვლე­ლო­ბას და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას. ჩი­ო­რას­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ვის უნდა უყე­ნებ­დნენ ბრალ­დე­ბებს? ეს ჩვენ გვაქვს მათ­თან ბრალ­დე­ბე­ბი. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშს არ კი­თხუ­ლობ­დნენ და წა­მე­ბის ან­გა­რიშს ცნო­ბად იღებ­დნენ. ასეთ სტან­დარ­ტებ­ზე უნდა სა­უბ­რობ­დეს დღეს ჩი­ო­რა? მას მოს­წონს მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ადე­იშ­ვი­ლის და ახა­ლა­ი­ას სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­მე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე და წა­მე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ზე გა­დი­ო­და. ჩი­ო­რას ხში­რად აქვს დე­პუ­ტა­ტის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ქცე­ვე­ბი და რაც დღეს გა­ა­კე­თა, იმ­სა­ხუ­რებს დის­ციპ­ლი­ნურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ვა­პი­რებ და­ვა­ყე­ნო ეს სა­კი­თხი.

- თქვე­ნი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტი ქა­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა ხში­რად გა­და­დის პი­როვ­ნულ შუ­რა­ცხყო­ფა­ზე, რა აღი­ზი­ა­ნებთ მათ და რამ­დე­ნად სწო­რად მი­გაჩ­ნი­ათ სხდო­მა­ზე მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა?

- ეს მათი მენ­ტა­ლო­ბის და ქცე­ვის კულ­ტუ­რის მას­შტა­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მე მაქვს თმე­ნის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი და რკი­ნის ნე­ბის­ყო­ფა, მაგ­რამ არა­სო­დეს მი­ვი­ღებ მათ მო­რა­ლის­ტურ მო­ნო­ლო­გებს. როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს ნე­ბივ­რობ­დნენ უზ­რუნ­ვე­ლად, მე ქუ­ჩა­ში ვი­დე­ქი უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ვი­ცავ­დი უამ­რავ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს მათი ძა­ლა­დო­ბის­გან. 2 წელი მძევ­ლად ჰყავ­დათ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩემი სკო­ლის მოს­წავ­ლე შვი­ლი ტე­რორ­ში იყო, ეს ხალ­ხი მე მო­რალ­ზე ვერ და­მე­ლა­პა­რა­კე­ბა, ყო­ველ­თვის პა­სუხს მი­ი­ღებს. ვე­რას­დროს გა­ბე­დავ­დნენ, რე­კო­მენ­და­ცია მი­ე­ცათ მთავ­რო­ბის­თვს და სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის­თვის, დღეს სწო­რედ ასეთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვი­ხი­ლავ­დით და თურ­მე ეს არ მო­ე­წო­ნა ჩი­ო­რას.

- მარ­თლა მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში წა­საყ­ვა­ნია ჩორა თაქთა­ქიშ­ვი­ლი თუ ემო­ცი­ურ ფონ­ზე თქვით?

- ასე­თი ქცე­ვა ადექ­ვა­ტუ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არაა.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ პარ­ლა­მენ­ტში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას?

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი:

- ჩვენ ზო­გა­დად მი­ვი­ღებთ ამ თე­მა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ცუ­დია, როცა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვერ ახერ­ხებს ნორ­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო ატ­მოს­ფე­როს შექ­მნას. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა ქარ­თულ ოც­ნე­ბი­დან ჩვენ გვე­ძა­ხი­ან ხან მკვლე­ლებს, შე­უ­რა­ცხყო­ფას გვა­ყე­ნე­ბენ, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მეს, მივ­მარ­თავთ საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა კო­მი­ტეტს, გა­ნი­ხი­ლოს ეს საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც არა­ნა­ი­რად არ ჯდე­ბა არც კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის და არც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის ქცე­ვის ნორ­მებ­ში. ამი­ტომ მო­ვი­თხოვთ სან­ქცი­ე­ბი გა­ტარ­დეს. როცა ხარ კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ადა­მი­ანს არ უნდა მი­ა­ყე­ნო პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

- თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ გა­და­დის მისი და თქვე­ნი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტი ქა­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში?

- ეს ბე­სე­ლი­ას უნდა ჰკი­თხოთ.

და­ბო­ლოს, მომ­ხდარს ეხ­მი­ა­ნე­ბა თეა თუთ­ბე­რი­ძეც, რო­მე­ლიც ბე­სე­ლია-თაქთა­ქიშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე შემ­დეგ ტექსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ეკა ბე­სე­ლია, უკაც­რა­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, მაგ­რამ შენ რომ ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­ზე კი არა, სა­ერ­თოდ ვინ­მე­ზე იტყვი ფსი­ქი­ატ­რი­ულ­შია წა­საყ­ვა­ნიო, რა­ტომ მიწა არ გას­კდე­ბა და ცა არ ჩა­მო­იქ­ცე­ვა!

ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში წა­საყ­ვა­ნიც ხარ და აღარც არა­ვინ მი­გი­ღებს იმ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში, რად­გან ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი თავ­ზე­დაც რომ და­გად­გან, შენ მა­ინც ვე­რა­ფე­რი გიშ­ვე­ლის აწი. შენ და შე­ნის­თა­ნა კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მა­ტა­რე­ბელ არ­სე­ბებს, მარ­თლა რომ რა­ღაც ჰგო­ნი­ათ დღეს თავი, აი ეგ არის სა­სა­ცი­ლო, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნის­თვის კი ტრა­გე­დი­აა, შენ რომ დღეს გქვია ამ ქვეყ­ნის დე­პუ­ტა­ტი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

პა­ტი­ვის­ცე­მით;

თეა თუთ­ბე­რი­ძე".

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქალური გარჩევები საქართველოს პარლამენტში - დაპირისპირებული მხარეების პირველი კომენტარები მწვავე კონფლიქტზე

ქალური გარჩევები საქართველოს პარლამენტში - დაპირისპირებული მხარეების პირველი კომენტარები მწვავე კონფლიქტზე

სახალხო დამცველის ანგარიშის გაცნობას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა. ეკა ბესელიამ ჩიორა თაქთაქიშვილს შენიშვნა მისცა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, დავა პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ჩიორა თაქთაქიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და ეკა ბესელიას მიკროფონიც გამოურთო. ეკა ბესელიას დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ქალბატონებთან ხშირად გადადის პირად შეურაცხყოფაში. პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას უკვე გამოეხმაურნენ დეპუტატები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მარიამ საჯაია მიიჩნევს, რომ ბესელიას ადგილი პარლამენტში არ არის. "უფრო მარტივად - ეკა ბესელია არ უნდა იყოს პოლიტიკაში და მით უფრო, არ უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რადგან იგი ვიწროპოლიტიკური შეხედულებიდან (თუ სტერეოტიპიდან) გამომდინარე აკეთებს შეურცხმყოფელ განცხადებას კოლეგის მიმართ, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას პოლიტიკური პარტიის წევრთა მიმართ და აქვს დისკრიმინაციული მოსაზრება ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებზე", - წერს საჯაია "ფეისბუქის გვერდზე.

თავად ჩიორა თაქთაქიშვილი კი ამბობს, რომ ბესელიას ადამიანის უფლებების დაცვაზე წარმოდგენაც არ აქვს. "ახლა გავიგე მედიიდან, რომ ეკა ბესელიამ სხვა დანარჩენთან ერთად, მიწოდა ფქსიქიატრიულში წასაყვანი. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ მას წარმოდგენაც კი არა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებზე", - წერს თაქთაქიშვილი "ფეისბუქზე".

არავინ იცის, რამ გააღიზიანა, მაგრამ ეკა ბესელიას ფსიქოს ითხოვს ანი ნადარეიშვილი. "გადავწყვიტე საქართველოს პარლამენტს მივმართო წერილით, გამომიგზავნოს ეკა ბესელიას ფსიქო, ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდები მის ქცევებს, და ეჭვი მეპარება, რომ ეს ადამიანი იყოს ჯანმრთელი ფსიქიურად და თუ ასეთი დოკუმენტი მოეპოვება პარლამენტს, მაშინ ეჭვქვეშ ვაყენებ და ვიწყებ იმ ექიმის "ბეკგრაუნდის" შესწავლას, ვინც ეს საბუთი გასცა!",  - წერს ნადარეიშვილი პირად გვერდზე.

Ambebi.ge ეკა ბესელიას დაუკავშირდა:

- ეს ფასეულობათა და მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებაა და კრიზისი იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერთან, რომელიც ამართლებდა ძალადობას, წამებას, მკვლელობას და გაუპატიურებას. ჩიორასნაირი ადამიანები ვის უნდა უყენებდნენ ბრალდებებს? ეს ჩვენ გვაქვს მათთან ბრალდებები. სახალხო დამცველის ანგარიშს არ კითხულობდნენ და წამების ანგარიშს ცნობად იღებდნენ. ასეთ სტანდარტებზე უნდა საუბრობდეს დღეს ჩიორა? მას მოსწონს მერაბიშვილის, ადეიშვილის და ახალაიას სტანდარტი, რომელიც ადამიანების გვამების მოთხოვნაზე და წამების ჩვენებების მიღებაზე გადიოდა. ჩიორას ხშირად აქვს დეპუტატისთვის შეუთავსებელი ქცევები და რაც დღეს გააკეთა, იმსახურებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ვაპირებ დავაყენო ეს საკითხი.

- თქვენი და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ქალების დაპირისპირება ხშირად გადადის პიროვნულ შურაცხყოფაზე, რა აღიზიანებთ მათ და რამდენად სწორად მიგაჩნიათ სხდომაზე მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება?

- ეს მათი მენტალობის და ქცევის კულტურის მასშტაბის მაჩვენებელია. მე მაქვს თმენის მაღალი სტანდარტი და რკინის ნებისყოფა, მაგრამ არასოდეს  მივიღებ მათ მორალისტურ მონოლოგებს. როცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნებივრობდნენ უზრუნველად, მე ქუჩაში ვიდექი უსამართლობის წინააღმდეგ და ვიცავდი უამრავ უდანაშაულო ადამიანს მათი ძალადობისგან. 2 წელი მძევლად ჰყავდათ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი ტერორში იყო, ეს ხალხი მე მორალზე ვერ დამელაპარაკება, ყოველთვის პასუხს მიიღებს. ვერასდროს გაბედავდნენ, რეკომენდაცია მიეცათ მთავრობისთვს და სამინისტროებისთვის, დღეს სწორედ ასეთ რეკომენდაციებს ვიხილავდით და თურმე ეს არ მოეწონა ჩიორას.

- მართლა მიგაჩნიათ, რომ ფსიქიატრიულში წასაყვანია ჩორა თაქთაქიშვილი თუ ემოციურ ფონზე თქვით?

- ასეთი ქცევა ადექვატურობის მაჩვენებელი არაა.

- როგორ შეაფასებთ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას?

ირმა ნადირაშვილი:

- ჩვენ ზოგადად მივიღებთ ამ თემაზე გადაწყვეტილებას. ცუდია, როცა კომიტეტის თავმჯდომარე ვერ ახერხებს ნორმალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნას. პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართულ ოცნებიდან ჩვენ გვეძახიან ხან მკვლელებს, შეურაცხყოფას გვაყენებენ, მაგრამ რაც შეეხება საქმეს, მივმართავთ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, განიხილოს ეს საქციელი, რომელიც არანაირად არ ჯდება არც კომიტეტის თავმჯდომარის და არც უფლებადამცველის ქცევის ნორმებში. ამიტომ მოვითხოვთ სანქციები გატარდეს. როცა ხარ კომიტეტის თავმჯდომარე, ადამიანს არ უნდა მიაყენო პირადი შეურაცხყოფა.

- თქვენი აზრით, რატომ გადადის მისი და თქვენი პარტიის დეპუტატი ქალების დაპირისპირება პირად შეურაცხყოფაში?

- ეს ბესელიას უნდა ჰკითხოთ.

დაბოლოს, მომხდარს ეხმიანება თეა თუთბერიძეც, რომელიც ბესელია-თაქთაქიშვილის დაპირისპირებაზე შემდეგ ტექსტს აქვეყნებს:

"ეკა ბესელია, უკაცრავად საზოგადოებასთან, მაგრამ შენ რომ ჩიორა თაქთაქიშვილზე კი არა, საერთოდ ვინმეზე იტყვი ფსიქიატრიულშია წასაყვანიო, რატომ მიწა არ გასკდება და ცა არ ჩამოიქცევა!

ფსიქიატრიულში წასაყვანიც ხარ და აღარც არავინ მიგიღებს იმ ფსიქიატრიულში, რადგან ფსიქიატრიული თავზედაც რომ დაგადგან, შენ მაინც ვერაფერი გიშველის აწი. შენ და შენისთანა კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელ არსებებს, მართლა რომ რაღაც ჰგონიათ დღეს თავი, აი ეგ არის სასაცილო, მაგრამ ამ ქვეყნისთვის კი ტრაგედიაა, შენ რომ დღეს გქვია ამ ქვეყნის დეპუტატი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.

პატივისცემით;

თეა თუთბერიძე".

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა