საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამულიჩა: "კირკოროვი უკრაინელი კონკურსანტის პროდიუსერია და ქაჩავს, ქულებს ამიტომ გვაკლებს"
მამულიჩა: "კირკოროვი უკრაინელი კონკურსანტის პროდიუსერია და ქაჩავს, ქულებს ამიტომ გვაკლებს"

"ახა­ლი ტალ­ღა 2014"-ის მო­რიგ სა­კონ­კურ­სო ტურ­ში კონ­კურ­სან­ტებს კო­ლე­გე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მათ­თან ერ­თად გა­მო­დი­ოდ­ნენ სცე­ნა­ზე. ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ სოფო ხალ­ვაშ­თან ერ­თად იმ­ღე­რა ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა - "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა". ჟი­უ­რის ორმა წევ­რმა, ლე­ო­ნიდ აგუ­ტინ­მა და ფი­ლიპ კირ­კო­როვ­მა ჟი­უ­რის სხვა წევ­რე­ბის­გან (ნუცა 11 ქუით შე­ა­ფა­სეს) გან­სხვა­ვე­ბით, 10-10 ქულა და­წე­რეს. მარ­თა­ლია ამან სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე ვერ იმოქ­მე­და, ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტი ისევ პირ­ველ ად­გილ­ზეა, მაგ­რამ ის მხო­ლოდ ერთი ქუ­ლით უს­წრებს უკ­რა­ი­ნელ კონ­კურ­სანტს.

ვი­ნა­ი­დან ქარ­თუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი იურ­მა­ლა­ში წელს ვერ ჩა­ვი­და, ნუ­ცას ფაქ­ტობ­რი­ვად, დარ­ბა­ზი­დან გულ­შე­მატ­კივ­რის შე­ძა­ხი­ლე­ბი ვერ ამ­ხნე­ვებს და არც ქარ­თუ­ლი დრო­შა ფრი­ა­ლებს იქ, თუმ­ცა ამის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ, მა­ყუ­რე­ბე­ლი ნი­ჭი­ერ გო­გო­ნას სით­ბოს არ აკ­ლებს.

ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, - გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც და პრო­დი­უ­სე­რიც კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლია, მა­მუ­ლი­ჩა, რო­მე­ლიც ქარ­თულ დრო­შა­შე­მოხ­ვე­უ­ლი ყო­ველ­თვის კუ­ლი­სებ­ში დგას და სა­ოც­რად გა­ნიც­დის ნუ­ცას ყო­ველ გა­მოს­ვლას. ეს ამ­ბა­ვი გუ­შინ არც ოპე­რა­ტორს გა­მორ­ჩა და მსხვი­ლი პლა­ნით სწო­რედ მა­მუ­ლი­ჩას დაღ­ლი­ლი და ჟი­უ­რის ზო­გი­ერ­თი წევ­რის ქუ­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო სახე და­ა­ფიქ­სი­რა...

ჩვენ კონ­ცერ­ტის შემ­დეგ მა­მუ­ლიას და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ამ კონ­კურსს თუ ვინ­მე წაგ­ვა­გე­ბი­ნებს, ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი იქ­ნე­ბა...

- არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ კირ­კო­რო­ვი უკ­რა­ი­ნე­ლი კონ­კურ­სან­ტის, ვიქ­ტო­რია პეტ­რი­კის პრო­დი­უ­სე­რია. მის პა­ტა­რა დას­თა­ნაც დუ­ეტ­ში აქვს ნამ­ღე­რი და სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" იმ პა­ტა­რა გო­გო­ნას პრო­დი­უ­სე­რიც იყო...

- სხვა რაზე უნდა ვი­ფიქ­რო, რომ კირ­კო­რო­ვი მარ­თლაც უკ­რა­ი­ნე­ლი კონ­კურ­სან­ტის - პეტ­რი­კის პრო­დი­უ­სე­რია და მას ქა­ჩავს? რის ხარ­ჯზეც ჩვენ ქუ­ლებს გვაკ­ლებს. ასე­თი "ნაგ­ლო­ბა" არ მი­ნა­ხავს... ჯერ­ჯე­რო­ბით ერთი ქუ­ლით ვუს­წრებთ უკ­რა­ი­ნელს...

ნუცა აქ ყვე­ლას მოს­წონს, შე­უყ­ვარ­დათ. გა­მარ­ჯვე­ბას უსურ­ვე­ბენ... თა­ვა­დაც კარ­გად გრძნობს თავს, მხნედ და იმე­დი­ა­ნად არის, მაგ­რამ მე­სა­მე ტურ­ზე ისევ სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა მო­უ­წევს და იმ მე­სა­მე სიმ­ღე­რა­ზეც მზად ვართ.

ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, მთა­ვა­რია, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ვი­დეო

მამულიჩა: "კირკოროვი უკრაინელი კონკურსანტის პროდიუსერია და ქაჩავს, ქულებს ამიტომ გვაკლებს"

მამულიჩა: "კირკოროვი უკრაინელი კონკურსანტის პროდიუსერია და ქაჩავს, ქულებს ამიტომ გვაკლებს"

"ახალი ტალღა 2014"-ის მორიგ საკონკურსო ტურში კონკურსანტებს კოლეგები ეხმარებოდნენ, მათთან ერთად გამოდიოდნენ სცენაზე. ნუცა ბუზალაძემ სოფო ხალვაშთან ერთად იმღერა ცნობილი სიმღერა - "ყვავილების ქვეყანა". ჟიურის ორმა წევრმა, ლეონიდ აგუტინმა და ფილიპ კირკოროვმა ჟიურის სხვა წევრებისგან (ნუცა 11 ქუით შეაფასეს) განსხვავებით, 10-10 ქულა დაწერეს. მართალია ამან საბოლოო შედეგზე ვერ იმოქმედა, ჩვენი კონკურსანტი ისევ პირველ ადგილზეა, მაგრამ ის მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს უკრაინელ კონკურსანტს.

ვინაიდან ქართული ტურისტული ჯგუფი იურმალაში წელს ვერ ჩავიდა, ნუცას ფაქტობრივად, დარბაზიდან გულშემატკივრის შეძახილები ვერ ამხნევებს და არც ქართული დროშა ფრიალებს იქ, თუმცა ამის საკომპენსაციოდ, მაყურებელი ნიჭიერ გოგონას სითბოს არ აკლებს.

ერთადერთი ადამიანი, - გულშემატკივარიც და პროდიუსერიც კახა მამულაშვილია, მამულიჩა, რომელიც ქართულ დროშაშემოხვეული ყოველთვის კულისებში დგას და საოცრად განიცდის ნუცას ყოველ გამოსვლას. ეს ამბავი გუშინ არც ოპერატორს გამორჩა და მსხვილი პლანით სწორედ მამულიჩას დაღლილი და ჟიურის ზოგიერთი წევრის ქულებით უკმაყოფილო სახე დააფიქსირა...

ჩვენ კონცერტის შემდეგ მამულიას დავუკავშირდით:

- ამ კონკურსს თუ ვინმე წაგვაგებინებს, ფილიპ კირკოროვი იქნება...

- არსებობს ინფორმაცია, რომ კირკოროვი უკრაინელი კონკურსანტის, ვიქტორია პეტრიკის პროდიუსერია. მის პატარა დასთანაც დუეტში აქვს ნამღერი და საბავშვო ''ევროვიზიაზე'' იმ პატარა გოგონას პროდიუსერიც იყო...

- სხვა რაზე უნდა ვიფიქრო, რომ კირკოროვი მართლაც უკრაინელი კონკურსანტის - პეტრიკის პროდიუსერია და მას ქაჩავს? რის ხარჯზეც ჩვენ ქულებს გვაკლებს. ასეთი "ნაგლობა" არ მინახავს... ჯერჯერობით ერთი ქულით ვუსწრებთ უკრაინელს...

ნუცა აქ ყველას მოსწონს, შეუყვარდათ. გამარჯვებას უსურვებენ... თავადაც კარგად გრძნობს თავს, მხნედ და იმედიანად არის, მაგრამ მესამე ტურზე ისევ სერიოზული ბრძოლა მოუწევს და იმ მესამე სიმღერაზეც მზად ვართ.

ვნახოთ, რა იქნება, მთავარია, პირველი ადგილი შევინარჩუნოთ!

ლალი ფაცია

სპეციალურად ''ამბები.გე''-სთვის

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება