პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გორგიამ" ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გახსნა
"გორგიამ" ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გახსნა

სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნია "გორ­გი­ამ" დღეს ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ჰი­პერ­მარ­კე­ტი გახ­სნა.

"გორ­გი­ას" მე­ნე­ჯმენ­ტთან ერ­თად, ჰი­პერ­მარ­კე­ტი თბი­ლი­სის არ­ჩე­ულ­მა მერ­მა - და­ვით ნარ­მა­ნი­ამ და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ - მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ გახ­სნეს. ჰი­პერ­მარ­კე­ტის გახ­სნას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი 100-მდე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

"სამ­შე­ნებ­ლო სფე­რო­ში ეს ყვე­ლა­ზე დიდი ცენ­ტრია ჩვენს რე­გი­ონ­ში, ასე­თი ცენ­ტრის არ­სე­ბო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ტექ­ნი­კუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მოხ­დეს იმ დიდი პრო­ექ­ტე­ბის, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც მშე­ნებ­ლო­ბის და ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ვგეგ­მავთ,"- გა­ნა­ცხა­და ქა­ლა­ქის მერ­მა.

წე­რეთ­ლის N140-ში მდე­ბა­რე 10 000 კვად­რა­ტულ მეტრზე გან­თავ­სე­ბულ ჰი­პერ­მარ­კეტ­ში, მომ­ხმა­რე­ბელს 25 000-მდე და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბა. "გორ­გი­ა­ში" მი­სულ კლი­ენ­ტებს იტა­ლი­ა­ში, თურ­ქეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია დახ­ვდე­ბათ.

"ჰი­პერ­მარ­კე­ტის გახ­სნა ბოლო წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლებ­ზე გაზ­რდილ­მა მო­თხოვ­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა. ჰი­პერ­მარ­კეტ­ში ასე­უ­ლო­ბით ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვი­ტა­ნეთ, რათა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მშე­ნებ­ლო­ბა და რე­მონ­ტი მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტად ქცე­უ­ლი­ყო. ჩვენ ერთ სივ­რცე­ში მო­ვაქ­ცი­ეთ ყვე­ლა­ფე­რი, რის შე­სა­ძე­ნა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ებ­ში და ბაზ­რო­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი უწევ­და. ახალ ჰი­პერ­მარ­კეტს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა აქვს და ჩვენ ასე­უ­ლო­ბით სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო პრო­დუქტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად ვყი­დით",- გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გია გორ­გო­შა­ძემ.

კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ჰი­პერ­მარ­კე­ტის რე­კონ­სტრუქ­ცია ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მისი გა­ნახ­ლე­ბის­თვის ათ მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ჰი­პერ­მარ­კე­ტის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­წყო­ბა­ზე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მოწ­ვე­უ­ლი უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰი­პერ­მარ­კეტ­ში 400-მდე ადა­მი­ა­ნი და­საქმდა. ყვე­ლა მათ­გან­მა შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო კურ­სი გა­ი­ა­რა.

გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პირ­ვე­ლი 500 მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის გორ­გი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი გა­ა­თა­მა­შა.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ანა­ლო­გი­უ­რი ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის გახ­სნა მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­შიც იგეგ­მე­ბა.

სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნია "გორ­გია 1995 წელს და­არ­სდა და დღეს­დღე­ო­ბით ამ სფე­რო­ში ერ­თერთ ლი­დერ კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენს. კომ­პა­ნი­ის დის­ტრი­ბუ­ცია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 800 მა­ღა­ზი­ას მო­ი­ცავს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"გორგიამ" ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გახსნა

"გორგიამ" ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გახსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია "გორგიამ" დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი გახსნა.

"გორგიას" მენეჯმენტთან ერთად, ჰიპერმარკეტი თბილისის არჩეულმა მერმა - დავით ნარმანიამ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ - მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს. ჰიპერმარკეტის გახსნას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 100-მდე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"სამშენებლო სფეროში ეს ყველაზე დიდი ცენტრია ჩვენს რეგიონში, ასეთი ცენტრის არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფა მოხდეს იმ დიდი პროექტების, რომლის განხორციელებასაც მშენებლობის და ქალაქის განვითარებისთვის ვგეგმავთ,"- განაცხადა ქალაქის მერმა.

წერეთლის N140-ში მდებარე 10 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 25 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება. "გორგიაში" მისულ კლიენტებს იტალიაში, თურქეთში, გერმანიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია დახვდებათ.

"ჰიპერმარკეტის გახსნა ბოლო წლებში ქვეყანაში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა. ახალ ჰიპერმარკეტს სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს და ჩვენ ასეულობით სამშენებლო და სარემონტო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით",- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ.

კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ჰიპერმარკეტის რეკონსტრუქცია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განახლებისთვის ათ მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას.

კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 400-მდე ადამიანი დასაქმდა. ყველა მათგანმა შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარა.

გახსნასთან დაკავშირებით, პირველი 500 მომხმარებლისათვის გორგიამ სპეციალური საჩუქრები გაათამაშა.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ანალოგიური ჰიპერმარკეტების გახსნა მოთხოვნიდან გამომდინარე ბათუმსა და ქუთაისშიც იგეგმება.

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია "გორგია 1995 წელს დაარსდა და დღესდღეობით ამ სფეროში ერთერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. კომპანიის დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით 800 მაღაზიას მოიცავს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი