ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საჩხერის "ჩიხურამ" თბილისში უმასპინძლა "ბურსასფორს". პირველი შეხვედრა თურქეთში 0:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში სტუმრები უფრო ხშირად უტევდნენ, თუმცა "ჩიხურამ" მეორე ტაიმი უკეთ დაიწყო, თუმცა გოლი არც ერთ კართან არ გავიდა - ორი მატჩის ჯამში 0:0 და დაინიშნა დამატებითი დრო.
საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც ქართულმა კლუბმა 4:1 იმარჯვა და მესამე საკვალიფიკაციო წრეში გავიდა.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს გილოცავთ ამ გამარჯვებას და გისურვებთ, ეს იყოს ქართული ფეხბურთის წინსვლის დასაწყისი!