სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ ქავთარაძემ ''კომას'' სცენარი გლდანის ციხეში დაწერა
არჩილ ქავთარაძემ ''კომას'' სცენარი გლდანის ციხეში დაწერა

არ­ჩილ ქავ­თა­რა­ძის მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "კომა" კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­სუ­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­მო­ვი­და, ხოლო ტე­ლე­ვი­ზი­ით რამ­დე­ნი­მე დღის წინ უჩ­ვე­ნეს. რე­ა­ლურ ამ­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თარ­დე­ბა და ჩვენს ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას ასა­ხავს. იმავდრო­უ­ლად, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში არ­სე­ბულ პა­რა­დოქ­სებ­ზეც მიგ­ვა­ნიშ­ნებს...

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის სა­რე­ჟი­სო­რო ჯგუ­ფის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფილ­მის რე­ჟი­სორ არ­ჩილ ქავ­თა­რა­ძეს "კო­მამ­დე" გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს: "უსა­თა­უ­როდ" და "სუ­ბორ­დი­ნა­ცია". ამ უკა­ნას­კნელს 2007 წელს თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში მა­ყუ­რე­ბელ­თა დას­წრე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჰქონ­და. ამ­ჟა­მად სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი და კი­დევ ერთი ფილ­მის სცე­ნარ­ზე მუ­შა­ობს, რომ­ლის თემა კვლავ ყვე­ლა­სათ­ვის ნაც­ნო­ბი, აქ­ტუ­ა­ლუ­რი და პრობ­ლე­მუ­რია...

- "კო­მა­ში" ასა­ხუ­ლი თემა სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რავ ოჯახს შე­ე­ხო. სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში 300 ათას­ზე მეტი პა­ტი­მა­რი იხ­დი­და სას­ჯელს...

- 300 ათას ადა­მი­ანს შო­რის მეც მო­მი­წია ყოფ­ნამ, 2008 წელს თა­ვად ვი­ყა­ვი ცი­ხე­ში, ეს სის­ტე­მა "შიგ­ნი­დან" და­ვი­ნა­ხე. იქვე და­მე­ბა­და პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გან­ცდა, მინ­დო­და რა­ღაც­ნა­ი­რად, რი­თაც შე­მეძ­ლო, სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მე­ლაშ­ქრა. ფურ­ცლის პა­ტა­რა ნაგ­ლე­ჯებ­ზე, წვრი­ლი შრიფ­ტით ვწერ­დი ჩა­ნა­ხატს, ასე ვთქვათ, სცე­ნა­რის ჩონ­ჩხს. ფურ­ცლებს ვკე­ცავ­დი, ფსალ­მუ­ნის ჩა­სა­დე­ბი ტო­პ­კე­ბი მოვ­ქსო­ვე და იქ ვა­წყობ­დი. შემ­დეგ ამ სა­ხით ისი­ნი ად­ვო­კატს გა­და­ვე­ცი და ჩემს სახ­ლში მი­ვა­ტა­ნი­ნე. აი, იქ და­ი­დო სა­თა­ვე ამ ფილმმა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი არ ვხსნი­დი, მაგ­რამ მი­ვუბ­რუნ­დი. ფურ­ცლებ­ზე ისე­თი რე­ბუ­სე­ბით მე­წე­რა ყვე­ლა­ფე­რი, რომ მხო­ლოდ მე მივმხვდა­რი­ყა­ვი. შემ­დეგ ყვე­ლა­ფერს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სცე­ნა­რის სახე მი­ვე­ცი. ერთი ერ­თში ჩემი ის­ტო­რია არ არის, მაგ­რამ ეს იყო ჩემი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი გლ­და­ნის ცი­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ­გვა­რი ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ იმ შე­ნო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ გლ­და­ნის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იმ სის­ტე­მის სიმ­ბო­ლოა.

- რამ­დენ ხანს მო­გიხ­დათ ცი­ხე­ში ყოფ­ნა? და შე­იძ­ლე­ბა, და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზიც გა­ვი­გოთ?

- დიდ­ხანს არა, ოთხი თვე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს საკ­მაო დროა. მი­ზე­ზი არ არის მთა­ვა­რი, მთა­ვა­რი ისაა, რომ მი­ზეზ­მა გა­მო­იწ­ვია შე­დე­გი, ანუ ეს ფილ­მი. მი­ვიჩ­ნევ, არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი იქ ყოფ­ნას, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ამ ამ­ბავ­მა მი­მიყ­ვა­ნა "კო­მამ­დე". ახ­ლან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან უკან რომ ვი­ხე­დე­ბი, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს ფილ­მი მაქვს შექ­მნი­ლი. ვგრძნობ, რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი დო­კუ­მენ­ტი და მა­სა­ლა წარ­სუ­ლის შე­სა­ფა­სებ­ლად. ფილ­მი მომ­ხდა­რის კი­დევ ერთხელ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. იმე­დია, არც ერთი მთავ­რო­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მი­უბ­რუნ­დე­ბა მსგავ­სი მე­თო­დე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც, გარ­კვე­ულ­წი­ლად, შე­და­რე­ბით სიმ­კაც­რეს იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ როცა ეს სის­ტე­მა ტო­ტა­ლუ­რია და ყვე­ლა უსას­ტი­კე­სი რე­ჟი­მის ქვე­შაა, მათ შო­რის ის ადა­მი­ა­ნიც, რო­მელ­საც ში­ო­და და საკ­ვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, ეს ძა­ლი­ან არა­ფარ­დო­ბი­თი და სა­ში­ნე­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

.
0

ჯიგარი ხარ, აჩიკო. კაია კომა და მაგარი კამერა და ამბის წყობა აქვს შენს კინოებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

არჩილ ქავთარაძემ ''კომას'' სცენარი გლდანის ციხეში დაწერა

არჩილ ქავთარაძემ ''კომას'' სცენარი გლდანის ციხეში დაწერა

არჩილ ქავთარაძის მხატვრული ფილმი ''კომა'' კინოეკრანებზე გასული წლის გაზაფხულზე გამოვიდა, ხოლო ტელევიზიით რამდენიმე დღის წინ უჩვენეს. რეალურ ამბებზე დაფუძნებული ფილმის სიუჟეტი თანამედროვე საქართველოში ვითარდება და ჩვენს ციხეებში არსებულ სიტუაციას ასახავს. იმავდროულად, სამედიცინო სფეროში არსებულ პარადოქსებზეც მიგვანიშნებს...

მერაბ კოკოჩაშვილის სარეჟისორო ჯგუფის დასრულების შემდეგ ფილმის რეჟისორ არჩილ ქავთარაძეს ''კომამდე'' გადაღებული აქვს: ''უსათაუროდ'' და ''სუბორდინაცია''. ამ უკანასკნელს 2007 წელს თბილისის კინოთეატრებში მაყურებელთა დასწრების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდა. ამჟამად სარეკლამო კომპანიის საქმიანობაშია ჩართული და კიდევ ერთი ფილმის სცენარზე მუშაობს, რომლის თემა კვლავ ყველასათვის ნაცნობი, აქტუალური და პრობლემურია...

- ''კომაში'' ასახული თემა საქართველოში უამრავ ოჯახს შეეხო. საქართველოს ციხეებში 300 ათასზე მეტი პატიმარი იხდიდა სასჯელს...

- 300 ათას ადამიანს შორის მეც მომიწია ყოფნამ, 2008 წელს თავად ვიყავი ციხეში, ეს სისტემა ''შიგნიდან'' დავინახე. იქვე დამებადა პროტესტის გრძნობა და წინააღმდეგობის განცდა, მინდოდა რაღაცნაირად, რითაც შემეძლო, სისტემის წინააღმდეგ გამელაშქრა. ფურცლის პატარა ნაგლეჯებზე, წვრილი შრიფტით ვწერდი ჩანახატს, ასე ვთქვათ, სცენარის ჩონჩხს. ფურცლებს ვკეცავდი, ფსალმუნის ჩასადები ტოპკები მოვქსოვე და იქ ვაწყობდი. შემდეგ ამ სახით ისინი ადვოკატს გადავეცი და ჩემს სახლში მივატანინე. აი, იქ დაიდო სათავე ამ ფილმმა. გარკვეული პერიოდი არ ვხსნიდი, მაგრამ მივუბრუნდი. ფურცლებზე ისეთი რებუსებით მეწერა ყველაფერი, რომ მხოლოდ მე მივმხვდარიყავი. შემდეგ ყველაფერს ჩვეულებრივი სცენარის სახე მივეცი. ერთი ერთში ჩემი ისტორია არ არის, მაგრამ ეს იყო ჩემი თვალით დანახული გლდანის ციხის მდგომარეობა. რასაკვირველია, ამგვარი ვითარება მხოლოდ იმ შენობაში არ ყოფილა, მაგრამ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება იმ სისტემის სიმბოლოა.

- რამდენ ხანს მოგიხდათ ციხეში ყოფნა? და შეიძლება, დაკავების მიზეზიც გავიგოთ?

- დიდხანს არა, ოთხი თვე ვიყავი, მაგრამ ეს საკმაო დროა. მიზეზი არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ მიზეზმა გამოიწვია შედეგი, ანუ ეს ფილმი. მივიჩნევ, არ ვიმსახურებდი იქ ყოფნას, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ამბავმა მიმიყვანა ''კომამდე''. ახლანდელი გადასახედიდან უკან რომ ვიხედები, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ფილმი მაქვს შექმნილი. ვგრძნობ, რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს იქნება ერთგვარი დოკუმენტი და მასალა წარსულის შესაფასებლად. ფილმი მომხდარის კიდევ ერთხელ გაანალიზების საშუალებას გვაძლევს. იმედია, არც ერთი მთავრობა და ხელისუფლება არ მიუბრუნდება მსგავსი მეთოდებით ადამიანებისადმი დამოკიდებულებას. შეიძლება, ვიღაც, გარკვეულწილად, შედარებით სიმკაცრეს იმსახურებს, მაგრამ როცა ეს სისტემა ტოტალურია და ყველა უსასტიკესი რეჟიმის ქვეშაა, მათ შორის ის ადამიანიც, რომელსაც შიოდა და საკვების მოსაპოვებლად ჩაიდინა დანაშაული, ეს ძალიან არაფარდობითი და საშინელია.

იხილეთ გაგრძელება

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს