პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენმა სიყვარულმა ბეწვის ხიდზე გაიარა" - რა შეიცვალა ლევან ჯავახიშვილსა და მარიამ ოშხნელს შორის ქორწინების შემდეგ
"ჩვენმა სიყვარულმა ბეწვის ხიდზე გაიარა" - რა შეიცვალა ლევან ჯავახიშვილსა და მარიამ ოშხნელს შორის ქორწინების შემდეგ

ორი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტის, ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და მა­რი­ამ ოშხნე­ლის ხან­გრძლი­ვი რო­მა­ნი ბევ­რი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. ჟურ­ნა­ლი "სარ­კე" მა­რი­ამ ოშხნელ­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც რეს­პო­დენ­ტი ამ­ბობს, რომ მის­მა და ლე­ვა­ნის სიყ­ვა­რულ­მა "ბეწ­ვის ხიდი გა­ი­ა­რა".

"შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­დავ­ლა­ხეთ, ალ­ბათ იმა­ზე მეტი, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე წყვილს გა­და­უ­ლა­ხავს. სულ ბეწ­ვის ხიდ­ზე გვი­წევ­და სი­ა­რუ­ლი იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აქამ­დე მოგ­ვე­ტა­ნა. ვფიქ­რობ, ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც კარ­გი თუ გინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იმ­სა­ხუ­რო და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო იმის­თვის, რომ დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა გერ­გოს. მგო­ნია, რომ ჩვენ ერ­თმა­ნე­თი და­ვიმ­სა­ხუ­რეთ და ისიც და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, რაც ახლა გვაქვს. ზუს­ტად ვიცი, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა არა­სო­დეს დას­რულ­დე­ბა. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ზუს­ტად იცი, რომ შენ გვერ­დით მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად შენი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია და ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხარ. რაც მთა­ვა­რია, შე­გიძ­ლია თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭო და ბო­ლომ­დე ენდო. გა­მი­მარ­თლა, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა იმ ადა­მი­ანს და­ვუ­კავ­ში­რე, ვინც მარ­თლა ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია და ზუს­ტად ვიცი, რომ ის ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მეყ­ვა­რე­ბა", - ამ­ბობს "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­რი­ა­მი.

ჟურ­ნა­ლის­ტის თხოვ­ნა­ზე, გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი დაბ­რკო­ლე­ბა, რო­მელ­მაც წყვილ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, მა­რი­ა­მი პა­სუ­ხობს:

"თუნ­დაც ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მოა. ბევ­რჯერ გა­დავ­წყვი­ტეთ ოჯა­ხის შექ­მნა, მაგ­რამ სულ რა­ღაც გვიშ­ლი­და ხელს და გა­დავ­დებ­დით ხოლ­მე. მე თუ ვმუ­შა­ობ­დი, ლე­ვა­ნი არ მუ­შა­ობ­და, ლე­ვა­ნი თუ მუ­შა­ობ­და, მე არ ვმუ­შა­ობ­დი. სამ­სა­ხუ­რის და ხელ­ფა­სის გა­რე­შე თა­ნა­ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. მით უმე­ტეს, მა­შინ, როცა ლე­ვანს კი­დევ აქვს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად უნდა შე­ას­რუ­ლოს. უკვე გა­დავ­დგით ნა­ბი­ჯი და დავ­ქორ­წინ­დით. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რად და კარ­გად გაგ­რძელ­დე­ბა. ამის გარ­და, კი­დევ იყო სხვა პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ ამის გახ­სე­ნე­ბა დი­დად არ მინ­და".

გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­რი­ამ­მა ის ნერ­ვი­უ­ლო­ბაც გა­იხ­სე­ნა, რაც თან სდევ­და ქორ­წი­ლის წინა პე­რი­ოდს.

"ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, რომ ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბო­და, სრუ­ლი­ად ახალ ცხოვ­რე­ბას ვი­წყებ­დი იმ ადა­მი­ან­თან ერ­თად, ვინც ძა­ლი­ან მიყ­ვარს... ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ის იყო, ლე­ვანს თუ მო­ვე­წო­ნე­ბო­დი სა­ქორ­წი­ლო კა­ბა­ში, ამ ვარ­ცხნი­ლო­ბით და მა­კი­ა­ჟით...

...ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, გარ­და იმი­სა, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან ერთ სახ­ლში ვბრუნ­დე­ბით. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე და ლე­ვა­ნი ისევ ესე­მეს-ებს ვწერ­დით ერ­თმა­ნეთს და ბო­ლოს მე­სი­ჯი გა­ვუგ­ზავ­ნე, მგო­ნი, ჩვენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცოლ-ქმა­რი ვართ-მეთ­ქი. ზუს­ტად ისევ გრძელ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე იყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­სო­დეს შე­იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - სიყ­ვა­რუ­ლი", - ამ­ბობს "სარ­კის" ჟურ­ნა­ლისტ ქეთი დი­ნოშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­რი­ამ ოშხნე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჩვენმა სიყვარულმა ბეწვის ხიდზე გაიარა" - რა შეიცვალა ლევან ჯავახიშვილსა და მარიამ ოშხნელს შორის ქორწინების შემდეგ

"ჩვენმა სიყვარულმა ბეწვის ხიდზე გაიარა" - რა შეიცვალა ლევან ჯავახიშვილსა და მარიამ ოშხნელს შორის ქორწინების შემდეგ

ორი ტელეჟურნალისტის, ლევან ჯავახიშვილის და მარიამ ოშხნელის ხანგრძლივი რომანი ბევრი სირთულის მიუხედავად, ქორწინებით დასრულდა. ჟურნალი "სარკე" მარიამ ოშხნელთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც რესპოდენტი ამბობს, რომ მისმა და ლევანის სიყვარულმა "ბეწვის ხიდი გაიარა".

"შეყვარებულობის პერიოდში ბევრი სირთულე გადავლახეთ, ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე რომელიმე წყვილს გადაულახავს. სულ ბეწვის ხიდზე გვიწევდა სიარული იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა აქამდე მოგვეტანა. ვფიქრობ, ცხოვრებაში რაღაც კარგი თუ გინდა, აუცილებლად უნდა დაიმსახურო და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ დიდი ბედნიერება გერგოს. მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთი დავიმსახურეთ და ისიც დავიმსახურეთ, რაც ახლა გვაქვს. ზუსტად ვიცი, ეს ურთიერთობა არასოდეს დასრულდება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ეს ის შემთხვევაა, როცა ზუსტად იცი, რომ შენ გვერდით მყოფი ადამიანი ნამდვილად შენი მეორე ნახევარია და ძალიან უყვარხარ. რაც მთავარია, შეგიძლია თვალები დახუჭო და ბოლომდე ენდო. გამიმართლა, რომ ჩემი ცხოვრება იმ ადამიანს დავუკავშირე, ვინც მართლა ჩემი მეორე ნახევარია და ზუსტად ვიცი, რომ ის ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარება", - ამბობს "სარკესთან" ინტერვიუში მარიამი.

ჟურნალისტის თხოვნაზე, გაეხსენებინა კონკრეტული დაბრკოლება, რომელმაც წყვილზე ძალიან იმოქმედა, მარიამი პასუხობს:

"თუნდაც ის, რომ საქართველოში არასტაბილური გარემოა. ბევრჯერ გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა, მაგრამ სულ რაღაც გვიშლიდა ხელს და გადავდებდით ხოლმე. მე თუ ვმუშაობდი, ლევანი არ მუშაობდა, ლევანი თუ მუშაობდა, მე არ ვმუშაობდი. სამსახურის და ხელფასის გარეშე თანაცხოვრების დაწყება ძალიან რთულია. მით უმეტეს, მაშინ, როცა ლევანს კიდევ აქვს დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ძალიან კარგად უნდა შეასრულოს. უკვე გადავდგით ნაბიჯი და დავქორწინდით. იმედია, ყველაფერი სტაბილურად და კარგად გაგრძელდება. ამის გარდა, კიდევ იყო სხვა პრობლემები, მაგრამ ამის გახსენება დიდად არ მინდა".

გულახდილ ინტერვიუში მარიამმა ის ნერვიულობაც გაიხსენა, რაც თან სდევდა ქორწილის წინა პერიოდს.

"ვფიქრობდი იმაზე, რომ ყველაფერი იცვლებოდა, სრულიად ახალ ცხოვრებას ვიწყებდი იმ ადამიანთან ერთად, ვინც ძალიან მიყვარს... ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი, ის იყო, ლევანს თუ მოვეწონებოდი საქორწილო კაბაში, ამ ვარცხნილობით და მაკიაჟით...

...ქორწინების შემდეგ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ სამსახურიდან ერთ სახლში ვბრუნდებით. რამდენიმე დღის წინ მე და ლევანი ისევ ესემეს-ებს ვწერდით ერთმანეთს და ბოლოს მესიჯი გავუგზავნე, მგონი, ჩვენ შეყვარებული ცოლ-ქმარი ვართ-მეთქი. ზუსტად ისევ გრძელდება ურთიერთობა, როგორც დაოჯახებამდე იყო. დარწმუნებული ვარ, არასოდეს შეიცვლება ყველაზე მთავარი - სიყვარული”, - ამბობს "სარკის" ჟურნალისტ ქეთი დინოშვილთან ინტერვიუში მარიამ ოშხნელი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?