საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოზეფ ქეი - სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, "იმედი" დავთმე
ჯოზეფ ქეი - სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, "იმედი" დავთმე

სი­ცო­ცხლის საფრ­თხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "ტე­ლე­ი­მე­დი" დავ­თმე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში "ტე­ლე­ი­მე­დი­სა" და რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბის საქ­მე­ზე სკა­ი­პით და­კი­თხვი­სას ჯო­ზეფ ქეიმ გა­ნა­ცხა­და. იგი უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თია სა­სა­მარ­თლო­ში იკი­თხე­ბა. ჯო­ზეფ ქეის ამ დრომ­დე შე­კი­თხვებს მხო­ლოდ პრო­კუ­რო­რე­ბი უს­ვა­მენ.

ჯო­ზეფ ქეიმ და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ 2007 წელს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია აი­რია და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი კენ­ჭს იყ­რი­და პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე, მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წა­უ­ყე­ნა ულ­ტი­მა­ტუ­მი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა "ტე­ლე­ი­მე­დი" გა­ეს­ხვი­სე­ბი­ნა.

რო­გორც ჯო­ზეფ ქეი აცხა­დებს, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა მას შეს­თა­ვა­ზა ხუთი წლით ტე­ლე­ვი­ზია და და­პირ­და, რომ ხუთი წლის შემ­დეგ და­ხარ­ჯულ თან­ხას უკან და­უბ­რუ­ნებ­და. ჯო­ზეფ ქეის გან­ცხა­დე­ბით, იგი ამა­ზე და­თან­ხმდა. ჯო­ზეფ ქეიმ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და 2004-დან 2007 წლამ­დე, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 200 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და. ამ პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ქეი ამ­ბობს, მას ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, მათ შო­რის სტუმ­რად მი­დი­ოდ­ნენ მას­თან სა­ქარ­თვე­ლო­შიც და სა­ზღვარ­გა­რე­თაც სა­ა­კაშ­ვი­ლი, უგუ­ლა­ვა და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა "ტე­ლე­ი­მე­დის" საქ­მეს, რო­გორც ქეი ამ­ბობს, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან ერ­თად "ტე­ლე­ი­მე­დის" მის მმარ­თვე­ლო­ბა­ში გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი შედ­გა კან­ცე­ლა­რი­ა­ში, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"მერე ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან მო­მი­ვი­და მე­სი­ჯე­ბი, რომ ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­წყე­ბუ­ლი იყო "ტე­დე­ი­მე­დის" თე­მა­ზე, უნდა და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა და ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა. ასე აღ­მოვ­ჩნდი "ტე­დე­ი­მე­დის" მფლო­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჯო­ზეფ ქეიმ.

სა­სა­მარ­თლო­ში ჯო­ზეფ ქეი "სკა­ი­პით" ნიუ-იორ­კი­დან ერ­თვე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

ჯოზეფ ქეი - სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, "იმედი" დავთმე

ჯოზეფ ქეი - სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, "იმედი" დავთმე

სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, "ტელეიმედი" დავთმე, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სკაიპით დაკითხვისას ჯოზეფ ქეიმ განაცხადა. იგი უკვე დაახლოებით 2 საათია სასამართლოში იკითხება. ჯოზეფ ქეის ამ დრომდე შეკითხვებს მხოლოდ პროკურორები უსვამენ.

ჯოზეფ ქეიმ დაკითხვისას განაცხადა, რომ 2007 წელს, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია აირია და ბადრი პატარკაციშვილი კენჭს იყრიდა პრეზიდენტობაზე, მას ხელისუფლებამ წაუყენა ულტიმატუმი, რის საფუძველზეც იძულებული შეიქნა "ტელეიმედი" გაესხვისებინა.

როგორც ჯოზეფ ქეი აცხადებს, ბადრი პატარკაციშვილმა მას შესთავაზა ხუთი წლით ტელევიზია და დაპირდა, რომ ხუთი წლის შემდეგ დახარჯულ თანხას უკან დაუბრუნებდა. ჯოზეფ ქეის განცხადებით, იგი ამაზე დათანხმდა. ჯოზეფ ქეიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ინვესტიციები განხორციელებული ჰქონდა 2004-დან 2007 წლამდე, რაც დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ პერიოდში, როგორც ქეი ამბობს, მას ურთიერთობები ჰქონდა ხელისუფლებასთან, მათ შორის სტუმრად მიდიოდნენ მასთან საქართველოშიც და საზღვარგარეთაც სააკაშვილი, უგულავა და სხვა მაღალჩინოსნები.

რაც შეეხება "ტელეიმედის" საქმეს, როგორც ქეი ამბობს, ბადრი პატარკაციშვილთან ერთად "ტელეიმედის" მის მმართველობაში გადაცემის შესახებ საუბარი შედგა კანცელარიაში, რომელსაც ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილი.

"მერე ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა, ხელისუფლებიდან მომივიდა მესიჯები, რომ ის მოლაპარაკებები, რომელიც დაწყებული იყო "ტედეიმედის" თემაზე, უნდა დამესრულებინა და ბოლომდე მიმეყვანა. ასე აღმოვჩნდი "ტედეიმედის" მფლობელი", - განაცხადა ჯოზეფ ქეიმ.

სასამართლოში ჯოზეფ ქეი "სკაიპით" ნიუ-იორკიდან ერთვება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ