სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება "კაზანტიპის" ორ ფესტივალში მონაწილე ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი
რას ყვება "კაზანტიპის" ორ ფესტივალში მონაწილე ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი

რას ყვე­ბა "კა­ზან­ტი­პის" ორ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლი", - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით სტა­ტი­ას გა­ზე­თი "ალია" აქ­ვეყ­ნებს. რა პრო­ექ­ტია "კა­ზან­ტი­პი", რო­გო­რია მისი ში­ნა­არ­სი და რა­ტომ აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის მი­მართ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა? "ალი­ას" ესა­უბ­რა ირაკ­ლი ლა­ტა­რია, რო­მელც ამ ფეს­ტი­ვალს ორ­ჯერ და­ეს­წრო:

"წი­ნას­წარ იწე­რე­ბო­და, რომ იწყე­ბა ფეს­ტი­ვა­ლი "კა­ზან­ტი­პი", მაგ­რამ რო­გორც ფეს­ტი­ვალს, უკ­რა­ი­ნა­ში მას ნაკ­ლე­ბად იც­ნობ­დნენ. მათ­თვის ეს ფეს­ტი­ვა­ლი ცნო­ბი­ლია, რო­გორც "გუ­ლი­ან­კა", სა­დაც თავს იყ­რი­და თით­ქმის ყვე­ლა დი­ჯეი, ვინც კი ცნო­ბი­ლია უკ­რა­ი­ნა­ში. იქ იყო ყვე­ლა წამ­ყვა­ნი კლუ­ბის, სტრიპ­ტიზ­ბა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი... მოკ­ლედ, 30 ივ­ლი­სი­დან, თუ ზუს­ტად მახ­სოვს, აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე იყო ეს "გუ­ლი­ან­კა". ამ პე­რი­ოდ­ში, კი­ევ­ში თუ სად­მე კარ­გი კლუ­ბი იყო, ხსნიდ­ნენ თა­ვი­ანთ კლუბს სა­ნა­პი­რო­ზე. უკ­რა­ი­ნა, ზო­გა­დად, ცნო­ბი­ლია ქვეყ­ნად, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩა­დი­ო­და დროს გა­სა­ტა­რებ­ლად, ვინც იცო­და "კა­ზან­ტი­პის" არ­სე­ბო­ბა, ისი­ნი ჩა­დი­ოდ­ნენ იმი­ტომ, რომ მი­ე­ღოთ ღა­მის ცხოვ­რე­ბის სი­ა­მოვ­ნე­ბა. უამ­რა­ვი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლან სტუმ­რე­ბი, მე პი­რა­დად იქ შემ­ხვედ­რი­ან გერ­მა­ნე­ლე­ბი, ჩე­ხე­ბი, ამე­რი­კე­ლე­ბი, ეს­პა­ნე­ლე­ბი, თურ­ქე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვი­ან­თი ბა­რე­ბი თუ სას­ტუმ­რო­ე­ბი ჰქონ­დათ. წამ­ყვა­ნი კლუ­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, დი­ჯე­ე­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, ქმნიდ­ნენ სა­ნა­პი­რო­ზე გარ­თო­ბის უმაღ­ლეს მწვერ­ვალს. მანდ იყო ყვე­ლა­ნა­ი­რი გარ­თო­ბა და ყვე­ლა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი.

ფა­სე­ბი - და­ახ­ლო­ე­ბით 200-დან 300 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობ­და ვიზა. ანუ, გა­აჩ­ნია რო­მელ პე­რი­ოდ­ში, საჭ­მე­ლებ­სა და ბა­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც და­გა­ნაყ­რებ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 60 დო­ლა­რი ჯდე­ბო­და. გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბი ღირ­და ძვი­რი, ძა­ლი­ან ძვი­რი იყო ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი.

უამ­რა­ვი მო­ცეკ­ვა­ვე ჰყავთ "კა­ზან­ტიპ­ზე" ხარ­კო­ვი­დან, ბევ­რი გოგო გა­ვი­ცა­ნი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი და ისი­ნი ასე იძახ­დნენ, რომ შე­ჯიბ­რე­ბის­თვის ჩა­მო­ვე­დი­თო, ანუ რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, ისე იყ­ვნენ, თუნ­დაც სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვე გო­გო­ნე­ბი. მე პი­რა­დად იალ­ტა­ში ვცხოვ­რობ­დი, და­ახ­ლო­ე­ბით 25 წუთი უნ­დო­და "კა­ზან­ტი­პამ­დე" ჩემი სა­ნა­პი­რო­დან, მაგ­რამ ყო­ველ­დღე იქ ვი­ყა­ვი და ტარ­დე­ბო­და შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, კონ­კურ­სე­ბი, ცეკ­ვე­ბი, სტრიპ­ტი­ზი...

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­შო­ბას", რო­მელ­ზეც ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი, ეგ არც "კა­ზან­ტი­პის" გა­რე­შეა პრობ­ლე­მა არ­სად, მაგ­რამ კარ­გია, რო­დე­საც უამ­რა­ვი ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნი ეწ­ვე­ვა ჩემს ქვე­ყა­ნას და აქ რას იზა­მენ, ეს მათი საქ­მეა. კი, მაგ­რამ მანდ რა შუ­ა­შია ტუ­რიზ­მიო, კი­თხვას სვა­მენ ხოლ­მე. ტუ­რიზ­მი არის, დას­ვე­ნე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი დროს და­ხარ­ჯვა, ასე­ვე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბაც. მაგ დროს, ეგეც ტუ­რიზ­მია. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, შვე­ბუ­ლე­ბა ავი­ღოთ, მა­გა­ლი­თად, უნდა გა­ა­ტა­რო იქ, სა­დაც უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბია და უკე­თე­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. "კა­ზან­ტიპ­ზე" კი, ყვე­ლა­ფერ ერ­თად იყო. კლუ­ბე­ბიც, რო­გორც სა­ნა­პი­რო­ზე და იახ­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც დის­კო­თე­კე­ბი იმარ­თე­ბო­და, თვი­თონ სა­ნა­პი­რო­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი გა­რე­მო იყო შექ­მნი­ლი. მგო­ნი, ეგ არის სწო­რედ დას­ვე­ნე­ბა და კარ­გი დროს­ტა­რე­ბა".

"ალი­ას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში რეს­პო­დენ­ტი ფეს­ტი­ვალ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხსაც შე­ე­ხო. "გა­რე­თა პე­რი­მეტრზე თით­ქმის ყო­ველ 10-20 მეტრში იდგა პო­ლი­ცი­ე­ლი, მაგ­რამ არა­ფერს გე­უბ­ნე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, შე­მო­ღო­ბი­ლი­ვით ჰქონ­დათ", - ამ­ბობს ირაკ­ლი ლა­ტა­რია.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | "შიშ­ვე­ლი სი­მარ­თლე" კა­ზან­ტიპ­ზე: რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ელის (+VIDEO)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას ყვება "კაზანტიპის" ორ ფესტივალში მონაწილე ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი

რას ყვება "კაზანტიპის" ორ ფესტივალში მონაწილე ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი

რას ყვება "კაზანტიპის" ორ ფესტივალში მონაწილე ქართველი", - ამ სახელწოდებით სტატიას გაზეთი "ალია" აქვეყნებს. რა პროექტია "კაზანტიპი", როგორია მისი შინაარსი და რატომ აქვს საზოგადოებას მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება? "ალიას" ესაუბრა ირაკლი ლატარია, რომელც ამ ფესტივალს ორჯერ დაესწრო:

"წინასწარ იწერებოდა, რომ იწყება ფესტივალი "კაზანტიპი", მაგრამ როგორც ფესტივალს, უკრაინაში მას ნაკლებად იცნობდნენ. მათთვის ეს ფესტივალი ცნობილია, როგორც "გულიანკა", სადაც თავს იყრიდა თითქმის ყველა დიჯეი, ვინც კი ცნობილია უკრაინაში. იქ იყო ყველა წამყვანი კლუბის, სტრიპტიზბარის წარმომადგენელი... მოკლედ, 30 ივლისიდან, თუ ზუსტად მახსოვს, აგვისტოს ბოლომდე იყო ეს "გულიანკა". ამ პერიოდში, კიევში თუ სადმე კარგი კლუბი იყო, ხსნიდნენ თავიანთ კლუბს სანაპიროზე. უკრაინა, ზოგადად, ცნობილია ქვეყნად, სადაც უამრავი ადამიანი ჩადიოდა დროს გასატარებლად, ვინც იცოდა "კაზანტიპის" არსებობა, ისინი ჩადიოდნენ იმიტომ, რომ მიეღოთ ღამის ცხოვრების სიამოვნება. უამრავი ქვეყნიდან ჩამოსულან სტუმრები, მე პირადად იქ შემხვედრიან გერმანელები, ჩეხები, ამერიკელები, ესპანელები, თურქები, რომლებსაც თავიანთი ბარები თუ სასტუმროები ჰქონდათ. წამყვანი კლუბების მფლობელები, დიჯეები, მოცეკვავეები, ქმნიდნენ სანაპიროზე გართობის უმაღლეს მწვერვალს. მანდ იყო ყველანაირი გართობა და ყველანაირი ადამიანი.

ფასები - დაახლოებით 200-დან 300 დოლარამდე მერყეობდა ვიზა. ანუ, გააჩნია რომელ პერიოდში, საჭმელებსა და ბარებს რაც შეეხება, საკვები, რომელიც დაგანაყრებდა, დაახლოებით 60 დოლარი ჯდებოდა. გამაგრილებელი სასმელები ღირდა ძვირი, ძალიან ძვირი იყო ალკოჰოლური სასმელი.

უამრავი მოცეკვავე ჰყავთ "კაზანტიპზე" ხარკოვიდან, ბევრი გოგო გავიცანი მოცეკვავეები და ისინი ასე იძახდნენ, რომ შეჯიბრებისთვის ჩამოვედითო, ანუ როგორც მოცეკვავეების ფესტივალი, ისე იყვნენ, თუნდაც სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონები. მე პირადად იალტაში ვცხოვრობდი, დაახლოებით 25 წუთი უნდოდა "კაზანტიპამდე" ჩემი სანაპიროდან, მაგრამ ყოველდღე იქ ვიყავი და ტარდებოდა შეჯიბრებები, კონკურსები, ცეკვები, სტრიპტიზი...

რაც შეეხება "ნაშობას", რომელზეც ბევრს საუბრობენ ჩვენი ახალგაზრდები, ეგ არც "კაზანტიპის" გარეშეა პრობლემა არსად, მაგრამ კარგია, როდესაც უამრავი ლამაზი ადამიანი ეწვევა ჩემს ქვეყანას და აქ რას იზამენ, ეს მათი საქმეა. კი, მაგრამ მანდ რა შუაშია ტურიზმიო, კითხვას სვამენ ხოლმე. ტურიზმი არის, დასვენება, მოგზაურობა და თავისუფალი დროს დახარჯვა, ასევე ბიზნესის განვითარებაც. მაგ დროს, ეგეც ტურიზმია. თავისუფალი დრო, შვებულება ავიღოთ, მაგალითად, უნდა გაატარო იქ, სადაც უკეთესი პირობებია და უკეთესი შემოთავაზებები. "კაზანტიპზე" კი, ყველაფერ ერთად იყო. კლუბებიც, როგორც სანაპიროზე და იახტები, რომლებშიც დისკოთეკები იმართებოდა, თვითონ სანაპიროზე რომანტიკული გარემო იყო შექმნილი. მგონი, ეგ არის სწორედ დასვენება და კარგი დროსტარება".

"ალიასთან" ინტერვიუში რესპოდენტი ფესტივალზე უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო. "გარეთა პერიმეტრზე თითქმის ყოველ 10-20 მეტრში იდგა პოლიციელი, მაგრამ არაფერს გეუბნებოდა, უბრალოდ, შემოღობილივით ჰქონდათ", - ამბობს ირაკლი ლატარია.

ასევე დაგაინტერესებთ | "შიშველი სიმართლე" კაზანტიპზე: რა ხდება რეალურად ფესტივალზე, რომელსაც მთელი საქართველო ელის (+VIDEO)

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?