პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი კონკიას დაუჯერებელი ისტორია: ესპანელი მოხუცის მომვლელი უდიდესი ქონების მფლობელი გახდა
ქართველი კონკიას დაუჯერებელი ისტორია: ესპანელი მოხუცის მომვლელი უდიდესი ქონების მფლობელი გახდა

დი­ა­ნა ბე­რი­ძე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა. მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­ჭირ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ბედი ევ­რო­პა­ში ეცა­და და ეს­პა­ნეთ­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა. იქ მე­ზო­ბე­ლი ეგუ­ლე­ბო­და, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბას და­პირ­და.

დი­ა­ნა ბე­რი­ძე

- 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს, მას შემ­დეგ, რაც მე­უღ­ლეც გა­მო­უშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი უცხო­ეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, თან იქ მე­ზო­ბე­ლი იყო, რო­მელ­მაც მი­თხრა, იმ ქალს, რო­მელ­საც მე ვუვ­ლი, და ყავს ავად და თუ მო­უვ­ლი, ვე­ტყვი და ჩა­მო­დიო. ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რძე­ლო, ჩა­ვე­დი. თა­ვი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი დეპ­რე­სია მქონ­და, სულ ვტი­რო­დი, შვი­ლე­ბი მე­ნატ­რე­ბო­და, თან მა­შინ სად იყო სკა­ი­პი და ფე­ის­ბუ­ქი, რომ შვი­ლე­ბი ხში­რად მო­მე­კი­თხა, ჰოდა მო­ხუ­ცე­ბუ­ლის შვი­ლებ­მა მი­თხრეს, თუ სულ ასე ტი­რილს აპი­რებ, მა­შინ გა­გიშ­ვებ­თო. მივ­ხვდი, რომ თუ წა­მოს­ვლის ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, თავი უნდა შე­მე­კა­ვე­ბი­ნა და ასეც მო­ვი­ქე­ცი. 80 წლის ქალი იყო, კლა­რა ერ­ქვა, ჩვენ­ში რომ ტკბილ მო­ხუცს ეძა­ხი­ან, ზუს­ტად ეგე­თი იყო. ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა და გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­და. ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა მისი და­ბა­ნა, ჭამა, და­სუფ­თა­ვე­ბა და სა­ერ­თოდ თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა იყო. მად­ლო­ბა ღმერ­თს, სკლე­რო­ზი არ ჰქონ­და, თო­რემ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

- შვი­ლე­ბი არ აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას?

- 4 შვი­ლი ყავ­და. 2 ბიჭი და 2 გოგო. ოთხი­ვეს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, მი­ლი­ო­ნე­რე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ოთხი­ვე უარს ამ­ბობ­და დე­დის წაყ­ვა­ნა­ზე. მამა დიდი ხნის გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­დათ. მე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, დედა კმა­ყო­ფი­ლი იყოს და ორ­მაგ ხელ­ფასს მოგ­ცემ­თო. 1000 დო­ლარს მაძ­ლევ­დნენ და ხში­რად მარ­თლა მო­უ­ცი­ათ 2000. კვი­რა გა­ვი­დო­და, არც მო­ი­კი­თხავ­დნენ ხოლ­მე. მე­ცო­დე­ბო­და და ვა­ტყუ­ებ­დი ამ ქალს, რომ გე­ძი­ნათ მა­შინ და­რე­კე­სო, ერთხელ ოთხი­ვე ეს­ტუმ­რა და საყ­ვე­დუ­რი უთხრა, როცა მძი­ნავს სულ მა­შინ რა­ტომ რე­კავ­თო. თა­ვი­დან გა­უკ­ვირ­დათ, მაგ­რამ ვა­ნიშ­ნე და მიხ­ვდნენ... მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­დეს. იმის მერე 1-2 კვი­რა ხში­რად კი­თხუ­ლობ­დნენ, მაგ­რამ მერე ისევ და­ი­ვი­წყეს.

ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით მე და ჩემი სე­ნი­ო­რა. ყვე­ლა­ფერს მიყ­ვე­ბო­და. ერთხელ მი­თხრა, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლია პენ­სია არ ამი­ღია და სულ ბან­კში მე­ნა­ხე­ბა, ამას და­უ­მა­ტე ჩემი მე­უღ­ლის და­ტო­ვი­ლი ფუ­ლით მი­ღე­ბუ­ლი პრო­ცენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ასე­ვე ბან­კში­აო, მი­ლი­ო­ნე­რი კი ვიქ­ნე­ბიო და ჩემი სიკ­ვდი­ლის მერე და­ჭა­მენ ჩემი შვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­სო. ან­დერ­ძი და­წე­რეთ-მეთ­ქი, მო­რი­დე­ბუ­ლად ვუ­თხა­რი. ეგ კარ­გი გა­მახ­სე­ნეო და ნო­ტა­რი­უ­სი და­ი­ბა­რა. ვუ­თხა­რი შვი­ლებს, ასე და ასე აპი­რებს მეთ­ქი და და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში ოთხი­ვე იქ გაჩ­ნდა. უნდა გე­ნა­ხათ, რო­გორ ემ­ლიქ­ვნე­ლე­ბოდ­ნენ დე­დას. ამაზ­რზე­ნი სა­ნახ­ვი იყო. უფ­როს­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ერთი კვი­რით წადი, მე მო­ვუვ­ლი დე­დას, მო­მე­ნატ­რაო. ბუ­ნებ­რი­ვია, წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ჩემი კლა­რა მე­ნატ­რე­ბო­და და მე­ო­რე დღეს დაბ­რუნ­დი, ჩემ ოთახ­ში ვიქ­ნე­ბი, იქ­ნებ რა­მე­ში დაგ­ჭირ­დეთ-მეთი. უნდა გე­ნა­ხათ, ბე­ბოს რო­გორ გა­უ­ხარ­და ჩემი და­ნახ­ვა. ძა­ლი­ან ცივი შვი­ლე­ბი ყავ­და, მო­ხუ­ცე­ბულს ოდ­ნავ სით­ბოს არ აჩ­ვე­ნებ­დნენ. მხო­ლოდ ორი შვი­ლი იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ყავ­და, სა­მი­ვე ისე დას­ცი­ნო­და ბე­ბი­ას, რომ გული მიკ­ვდე­ბო­და ხოლ­მე

- რამ­დენ ხან­ში გარ­და­იც­ვა­ლა?

- და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 წელი ვუვ­ლი­დი. ისე მი­ვეჩ­ვი­ეთ ერ­თა­ნეთს, რომ შვი­ლებ­ზე მე­ტად მენ­დო­ბო­და. ერთხელ მი­თხრა, რომ გარ­და­ვიც­ვლე­ბი, მერე ვეც­დე­ბი ამა­გის გა­დახ­და­სო, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე ამ ნათ­ქვამს. 2004 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ისევ ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა და ვერ გა­და­ი­ტა­ნა. დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ალს უფ­რო­სი ვაჟი უძღვე­ბო­და. მა­ლე­ვე დაკ­რძა­ლეს, სა­წყალს გა­ცი­ე­ბა არც აცა­ლეს. ბევ­რი საქ­მე­ე­ბი გვაქვს და დროს ვერ დავ­კარ­გავ­თო, თან დი­დი­ხანს გა­ჩე­რე­ბა ხომ არ გა­ა­ცო­ცხლებ­სო. მოკ­ლედ, და­მარ­ხეს ეს ქალი და ნო­ტა­რი­უსს სთხო­ვეს ან­დერ­ძის წა­კი­თხვა. დაკ­რძალ­ვის მე­ო­რე დღეს მე მი­თხრეს დიდი მად­ლო­ბა, რომ ასე უვ­ლი­დით დე­დას, მაგ­რამ უნდა და­გემ­შვი­დო­ბო­თო, მომ­ცეს რაც მე­კუთ­ვნო­და და გა­მო­მიშ­ვეს. სი­მარ­თლე ვთქვა, არც გამ­კვირ­ვე­ბია. მოკ­ლედ, წა­მო­ვე­დი, ერთი კვი­რა და­ვის­ვე­ნებ და ისევ ვი­პო­ვი ახალ სამ­სა­ხურს-მეთ­ქი, ვფიქ­რობ­დი, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამ ქა­ლის უფ­როს­მა ვაჟ­მა და­მი­რე­კა, სა­წა­რა­ფოდ მო­დიო. გული გა­მის­კდა, ხში­რია, რო­დე­საც რა­ღა­ცას კარ­გა­ვენ და მომ­ვლე­ლებს აბ­რა­ლე­ბენ. სა­ნამ მი­ვი­დო­დი, ათა­სი რამე ვი­ფიქ­რე. მი­სულს ნაც­ნო­ბი ნო­ტა­რი­უ­სი რომ დამ­ხვდა, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. ამ დროს მო­ხუ­ცე­ბუ­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა და­მი­ნა­ხა და მომ­ვარ­და, რა და­ა­ლე­ვი­ნე დე­და­ჩემს, ეს რომ და­წე­რაო. ვე­რა­ფერს ვხვდე­ბი-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი და ატე­ხა წი­ვილ-კი­ვი­ლი. ნო­ტა­რი­უს­მა უთხრა, რომ დე­დათ­ქვე­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ღად აზ­როვ­ნებ­და, როცა ამას წერ­დაო. რა ხდე­ბა, გა­მარ­კვი­ეთ-მეთ­ქი და ნო­ტა­რი­უს­მა მი­თხრა - რა ხდე­ბა და კლა­რამ ყვე­ლა­ფე­რი შენ და­გი­ტო­ვა, აგერ მო­ა­წე­რე ხელი და მი­ლი­ო­ნე­რი ხდე­ბიო. სას­წრა­ფომ მო­მა­სუ­ლი­ე­რა...

- ანუ ან­დერ­ძით ყვე­ლა­ფერ თქვენ და­გი­ტო­ვათ?

- კი ასე ეწე­რა: ჩემო შვი­ლე­ბო, ჩემი ქო­ნე­ბა თქვენ არა­ფერს მოგ­მა­ტებთ, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე იმ ადა­მი­ანს და­ვუ­ტო­ვო ყვე­ლა­ფე­რი, ვინც სიკ­ვდი­ლამ­დე გვერ­დით მედ­გა და თან მარ­თლა სჭირ­დე­ბა ფუ­ლიო. მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, დი­ლით უქო­ნე­ლი, სა­ღა­მოს მი­ლი­ო­ნე­რი გავ­ხდი. თით­ქმის კონ­კი­ას ის­ტო­რი­აა. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ნაღ­დი ფული ბან­კში და პლი­უს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი სე­ვი­ლი­ა­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ­დით. მა­შინ­ვე ჩემ ოჯახს და­ვუ­რე­კე და თა­ვი­დან არ და­მი­ჯე­რეს, მაგ­რამ მერე რომ ვუ­თხა­რი, სი­მარ­თლეა-მეთ­ქი, გა­გიჟ­დნენ. მა­ლე­ვე ქმა­რიც და ჩემი ორი ვა­ჟიც აქ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. პა­ტა­რა ოჯა­ხუ­რი რეს­ტო­რა­ნი გავ­ხსე­ნით და ახლა მი­ლი­ონ­რე­ბი არ გქვია, მაგ­რამ თავ­საც ვი­ნა­ხავთ და ხში­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნილ ნა­თე­სა­ვებ­საც ვეხ­მა­რე­ბით. ჰო, ის ქალი, ვინც აქ მო­წყო­ბა­ში და­მეხ­მა­რა, ჩემს ბიზ­ნეს­ში ჩავ­რთე. ჩემი ის­ტო­რია გა­მო­ნაკ­ლი­სია, ასე იშ­ვი­ა­თად უმარ­თლებთ. ხში­რად ბევ­რი დამ­ცი­რე­ბის გა­და­ტა­ნა უწევთ. არა­ვის ვურ­ჩევ ოჯა­ხის მი­ტო­ვე­ბას და წა­მოს­ვლას. ის ერთი წელი, სა­ნამ აქა­უ­რო­ბას მი­ვეჩ­ვე­ო­დი, ნა­ხე­ვარ სი­ცო­ცხლედ და­მიჯ­და. ღამე არ გა­სუ­ლა, რომ არ მე­ტი­რა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, მე სხვა­ნა­ი­რად გა­ვაგ­რძე­ლე ყოფა, მაგ­რამ ბევ­რი არაა ასე.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქართველი კონკიას დაუჯერებელი ისტორია: ესპანელი მოხუცის მომვლელი უდიდესი ქონების მფლობელი გახდა

ქართველი კონკიას დაუჯერებელი ისტორია: ესპანელი მოხუცის მომვლელი უდიდესი ქონების მფლობელი გახდა

დიანა ბერიძე დასავლეთ საქართველოდანაა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ცხოვრება ძალიან გაჭირდა, იძულებული გახდა ბედი ევროპაში ეცადა და ესპანეთში წასვლა გადაწყვიტა. იქ მეზობელი ეგულებოდა, რომელიც დახმარებას დაპირდა.

დიანა ბერიძე

- 90-იანი წლების ბოლოს, მას შემდეგ, რაც მეუღლეც გამოუშვეს სამსახურიდან, იძულებული გავხდი უცხოეთში წავსულიყავი, თან იქ მეზობელი იყო, რომელმაც მითხრა, იმ ქალს, რომელსაც მე ვუვლი, და ყავს ავად და თუ მოუვლი, ვეტყვი და ჩამოდიო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩავედი. თავიდან სერიოზული დეპრესია მქონდა, სულ ვტიროდი, შვილები მენატრებოდა, თან მაშინ სად იყო სკაიპი და ფეისბუქი, რომ შვილები ხშირად მომეკითხა, ჰოდა მოხუცებულის შვილებმა მითხრეს, თუ სულ ასე ტირილს აპირებ, მაშინ გაგიშვებთო. მივხვდი, რომ თუ წამოსვლის ნაბიჯი გადავდგი, თავი უნდა შემეკავებინა და ასეც მოვიქეცი. 80 წლის ქალი იყო, კლარა ერქვა, ჩვენში რომ ტკბილ მოხუცს ეძახიან, ზუსტად ეგეთი იყო. ინსულტი დაემართა და გადაადგილება უჭირდა. ჩემი მოვალეობა მისი დაბანა, ჭამა, დასუფთავება და საერთოდ თვალყურის დევნება იყო. მადლობა ღმერთს, სკლეროზი არ ჰქონდა, თორემ გამიჭირდებოდა.

- შვილები არ აქცევდნენ ყურადღებას?

- 4 შვილი ყავდა. 2 ბიჭი და 2 გოგო. ოთხივეს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, მილიონერები იყვნენ, მაგრამ ოთხივე უარს ამბობდა დედის წაყვანაზე. მამა დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავდათ. მე მეუბნებოდნენ, დედა კმაყოფილი იყოს და ორმაგ ხელფასს მოგცემთო. 1000 დოლარს მაძლევდნენ და ხშირად მართლა მოუციათ 2000. კვირა გავიდოდა, არც მოიკითხავდნენ ხოლმე. მეცოდებოდა და ვატყუებდი ამ ქალს, რომ გეძინათ მაშინ დარეკესო, ერთხელ ოთხივე ესტუმრა და საყვედური უთხრა, როცა მძინავს სულ მაშინ რატომ რეკავთო. თავიდან გაუკვირდათ, მაგრამ ვანიშნე და მიხვდნენ... მადლობა გადამიხადეს. იმის მერე 1-2 კვირა ხშირად კითხულობდნენ, მაგრამ მერე ისევ დაივიწყეს.

ძალიან დავმეგობრდით მე და ჩემი სენიორა. ყველაფერს მიყვებოდა. ერთხელ მითხრა, დაახლოებით 20 წელია პენსია არ ამიღია და სულ ბანკში მენახება, ამას დაუმატე ჩემი მეუღლის დატოვილი ფულით მიღებული პროცენტები, რომელიც ასევე ბანკშიაო, მილიონერი კი ვიქნებიო და ჩემი სიკვდილის მერე დაჭამენ ჩემი შვილები ერთმანეთსო. ანდერძი დაწერეთ-მეთქი, მორიდებულად ვუთხარი. ეგ კარგი გამახსენეო და ნოტარიუსი დაიბარა. ვუთხარი შვილებს, ასე და ასე აპირებს მეთქი და დაახლოებით ერთ საათში ოთხივე იქ გაჩნდა. უნდა გენახათ, როგორ ემლიქვნელებოდნენ დედას. ამაზრზენი სანახვი იყო. უფროსმა ქალიშვილმა ერთი კვირით წადი, მე მოვუვლი დედას, მომენატრაო. ბუნებრივია, წამოვედი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი კლარა მენატრებოდა და მეორე დღეს დაბრუნდი, ჩემ ოთახში ვიქნები, იქნებ რამეში დაგჭირდეთ-მეთი. უნდა გენახათ, ბებოს როგორ გაუხარდა ჩემი დანახვა. ძალიან ცივი შვილები ყავდა, მოხუცებულს ოდნავ სითბოს არ აჩვენებდნენ. მხოლოდ ორი შვილი იყო დაოჯახებული და სამი შვილიშვილი ყავდა, სამივე ისე დასცინოდა ბებიას, რომ გული მიკვდებოდა ხოლმე

- რამდენ ხანში გარდაიცვალა?

- დაახლოებით 4-5 წელი ვუვლიდი. ისე მივეჩვიეთ ერთანეთს, რომ შვილებზე მეტად მენდობოდა. ერთხელ მითხრა, რომ გარდავიცვლები, მერე ვეცდები ამაგის გადახდასო, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ამ ნათქვამს. 2004 წელს გარდაიცვალა, ისევ ინსულტი დაემართა და ვერ გადაიტანა. დაკრძალვის ცერემონიალს უფროსი ვაჟი უძღვებოდა. მალევე დაკრძალეს, საწყალს გაციება არც აცალეს. ბევრი საქმეები გვაქვს და დროს ვერ დავკარგავთო, თან დიდიხანს გაჩერება ხომ არ გააცოცხლებსო. მოკლედ, დამარხეს ეს ქალი და ნოტარიუსს სთხოვეს ანდერძის წაკითხვა. დაკრძალვის მეორე დღეს მე მითხრეს დიდი მადლობა, რომ ასე უვლიდით დედას, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთო, მომცეს რაც მეკუთვნოდა და გამომიშვეს. სიმართლე ვთქვა, არც გამკვირვებია. მოკლედ, წამოვედი, ერთი კვირა დავისვენებ და ისევ ვიპოვი ახალ სამსახურს-მეთქი, ვფიქრობდი, რომ მოულოდნელად ამ ქალის უფროსმა ვაჟმა დამირეკა, საწარაფოდ მოდიო. გული გამისკდა, ხშირია, როდესაც რაღაცას კარგავენ და მომვლელებს აბრალებენ. სანამ მივიდოდი, ათასი რამე ვიფიქრე. მისულს ნაცნობი ნოტარიუსი რომ დამხვდა, ძალიან გამიკვირდა. ამ დროს მოხუცებულის ქალიშვილმა დამინახა და მომვარდა, რა დაალევინე დედაჩემს, ეს რომ დაწერაო. ვერაფერს ვხვდები-მეთქი, ვუთხარი და ატეხა წივილ-კივილი. ნოტარიუსმა უთხრა, რომ დედათქვენი აბსოლუტურად საღად აზროვნებდა, როცა ამას წერდაო. რა ხდება, გამარკვიეთ-მეთქი და ნოტარიუსმა მითხრა - რა ხდება და კლარამ ყველაფერი შენ დაგიტოვა, აგერ მოაწერე ხელი და მილიონერი ხდებიო. სასწრაფომ მომასულიერა...

- ანუ ანდერძით ყველაფერ თქვენ დაგიტოვათ?

- კი ასე ეწერა: ჩემო შვილებო, ჩემი ქონება თქვენ არაფერს მოგმატებთ, ამიტომ გადავწყვიტე იმ ადამიანს დავუტოვო ყველაფერი, ვინც სიკვდილამდე გვერდით მედგა და თან მართლა სჭირდება ფულიო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დილით უქონელი, საღამოს მილიონერი გავხდი. თითქმის კონკიას ისტორიაა. დაახლოებით ნახევარი მილიონი ნაღდი ფული ბანკში და პლიუს საცხოვრებელი სახლი სევილიაში, სადაც ვცხოვრობდით. მაშინვე ჩემ ოჯახს დავურეკე და თავიდან არ დამიჯერეს, მაგრამ მერე რომ ვუთხარი, სიმართლეა-მეთქი, გაგიჟდნენ. მალევე ქმარიც და ჩემი ორი ვაჟიც აქ ჩამოვიყვანე. პატარა ოჯახური რესტორანი გავხსენით და ახლა მილიონრები არ გქვია, მაგრამ თავსაც ვინახავთ და ხშირად საქართველოში დარჩენილ ნათესავებსაც ვეხმარებით. ჰო, ის ქალი, ვინც აქ მოწყობაში დამეხმარა, ჩემს ბიზნესში ჩავრთე. ჩემი ისტორია გამონაკლისია, ასე იშვიათად უმართლებთ. ხშირად ბევრი დამცირების გადატანა უწევთ. არავის ვურჩევ ოჯახის მიტოვებას და წამოსვლას. ის ერთი წელი, სანამ აქაურობას მივეჩვეოდი, ნახევარ სიცოცხლედ დამიჯდა. ღამე არ გასულა, რომ არ მეტირა. მადლობა ღმერთს, მე სხვანაირად გავაგრძელე ყოფა, მაგრამ ბევრი არაა ასე.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების  დაცვით გაიხსნება

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი თეთრი მიკროავტობუსიდან - ლაშა ლურსმანაშვილის ფოტოები, რომლებიც 18 ივნისსაა გადაღებული

"ვრეკავდი აქეთ-იქეთ, ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო" - რას ამბობს შაქარაშვილის მეგობარი გავრცელებულ ფოტომასალაზე, რომელიც 18 ივნისის ღამესაა გადაღებული