საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის ჰოლანდიიდან გაძევებას ითხოვენ
ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის ჰოლანდიიდან გაძევებას ითხოვენ

ვლა­დი­მერ პუ­ტინს 193 ჰო­ლან­დი­ე­ლი მო­ქა­ლა­ქის სიკ­ვდილ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და ამის ფონ­ზე აქ­ტი­ვის­ტებს შე­უ­ფე­რებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს.

"ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მა­რია პუ­ტინს, რო­მე­ლიც ჰა­ა­გა­ში, გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობს მე­ზობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ნამ­დვი­ლად და­ძა­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეს", - წერს Daily Mail.

ცნო­ბი­ლია, რომ 28 წლის მა­რია ნი­დერ­ლან­დებ­ში ჰო­ლან­დი­ელ პარტნი­ორ­თან, 34 წლის ჯო­რ­ით ფა­სენ­თან ერ­თად წლე­ბია ცხოვ­რობს. მა­რი­ას პარტნი­ო­რი რუ­სულ სა­კონ­სულ­ტა­ციო ფირ­მა­ში საკ­ვან­ძო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს.

ანტი-პუ­ტი­ნის აქ­ტი­ვის­ტებ­მა გუ­შინ მსოფ­ლი­ოს მაშ­ტა­ბით "ტვი­ტერ­ში" მა­რი­ას მი­სა­მარ­თი და­წე­რეს და ჰო­ლან­დი­ე­ლებს მო­უ­წო­დეს, პრო­ტეს­ტი გა­მო­ე­ხა­ტათ. მის სახ­ლთან პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვას უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც გეგ­მა­ვენ.

"თუ პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის ნახ­ვა გინ­დათ, აი, ესაა მისი მი­სა­მარ­თი", "ჰო­ლან­დი­ე­ლებ­მა უნდა გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი გრძნო­ბე­ბი #MH17-ზე. მო­ი­კი­თხეთ მა­რია პუ­ტი­ნი (ფა­ა­სე­ნი)" - მსგავ­სი პოს­ტე­ბი "ტვი­ტერ­ზე" იდე­ბა.

ქა­ლაქ ჰილ­ვერ­სუ­მის მერ­მა პი­ტერ ბრო­ერტჯეს­მა გუ­შინ რა­დი­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ქვეყ­ნი­დან უნდა გა­ა­ძე­ვონ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­მენ­ტა­რის­თვის მო­ი­ბო­დი­შა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მა­რია მე­ზობ­ლებ­თან დის­ტან­ცი­ას იცავს და მუდ­მი­ვად დაც­ვის ქვე­შაა. პუ­ტინს ქა­ლიშ­ვილ­ზე სრუ­ლი პა­რა­ნო­ია სჭირს: უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, შვილს უკ­რძა­ლავს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას, რუ­სულ მე­დი­ას მა­რი­ას მოზ­რდი­ლო­ბი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფოტო არ აქვს და ამას­თან, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლით სწავ­ლობ­და. მას არც მე­ზობ­ლე­ბი იც­ნო­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რია ფა­სენ­ზე 2009 წლის ზა­ფხულ­ში გა­თხოვ­და, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რი არ მო­ი­პო­ვე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის ჰოლანდიიდან გაძევებას ითხოვენ

ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის ჰოლანდიიდან გაძევებას ითხოვენ

ვლადიმერ პუტინს 193 ჰოლანდიელი მოქალაქის სიკვდილში ადანაშაულებენ და ამის ფონზე აქტივისტებს შეუფერებლად მიაჩნიათ, რომ მისი ქალიშვილი ჰოლანდიაში ცხოვრობს.

"ამის გათვალისწინებით, მარია პუტინს, რომელიც ჰააგაში, გარეუბანში ცხოვრობს მეზობლებთან ურთიერთობა ნამდვილად დაძაბული უნდა ჰქონდეს", - წერს Daily Mail.

ცნობილია, რომ 28 წლის მარია ნიდერლანდებში ჰოლანდიელ პარტნიორთან, 34 წლის ჯორით ფასენთან ერთად წლებია ცხოვრობს. მარიას პარტნიორი რუსულ საკონსულტაციო ფირმაში საკვანძო თანამდებობაზე მუშაობს.

ანტი-პუტინის აქტივისტებმა გუშინ მსოფლიოს მაშტაბით "ტვიტერში" მარიას მისამართი დაწერეს და ჰოლანდიელებს მოუწოდეს, პროტესტი გამოეხატათ. მის სახლთან პროტესტის გამოხატვას უკრაინელებიც გეგმავენ.

"თუ პუტინის ქალიშვილის ნახვა გინდათ, აი, ესაა მისი მისამართი", "ჰოლანდიელებმა უნდა გამოხატონ თავიანთი გრძნობები #MH17-ზე. მოიკითხეთ მარია პუტინი (ფაასენი)" - მსგავსი პოსტები "ტვიტერზე" იდება.

ქალაქ ჰილვერსუმის მერმა პიტერ ბროერტჯესმა გუშინ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინის ქალიშვილი ქვეყნიდან უნდა გააძევონ. მოგვიანებით კომენტარისთვის მოიბოდიშა. როგორც ამბობენ, მარია მეზობლებთან დისტანციას იცავს და მუდმივად დაცვის ქვეშაა. პუტინს ქალიშვილზე სრული პარანოია სჭირს: უსაფრთხოების თვალსაზრისით, შვილს უკრძალავს ფოტოების გადაღებას, რუსულ მედიას მარიას მოზრდილობისას გადაღებული ოფიციალური ფოტო არ აქვს და ამასთან, უნივერსიტეტში სხვადასხვა სახელით სწავლობდა. მას არც მეზობლები იცნობენ. არსებული ინფორმაციით, მარია ფასენზე 2009 წლის ზაფხულში გათხოვდა, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური ჩანაწერი არ მოიპოვება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს