სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას ნერვი არ აქვს" - რამ განსაზღვრა ნუცა ბუზალაძის პირველი წარმატებული გამოსვლა
"მას ნერვი არ აქვს" - რამ განსაზღვრა ნუცა ბუზალაძის პირველი წარმატებული გამოსვლა

იურ­მა­ლა­ში "ახა­ლი ტალ­ღა 2014" უკვე გა­ხურ­და. 16-მა კონ­კურ­სან­ტმა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა და შე­სა­ბა­მი­სი ქუ­ლე­ბიც მი­ი­ღეს. პირ­ველ ად­გილ­ზე (76 ქულა) ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე აღ­მოჩ­ნდა. ასე რომ, ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლი­დე­რე­ობს.

ambebi.ge-მ გუ­შინ­დე­ლი სა­კონ­კურ­სო ტუ­რის შე­ფა­სე­ბა მუ­სი­კოს ნუცა ჯა­ნე­ლი­ძეს სთხო­ვა, ვი­ნა­ი­დან კონ­კურ­სზე გამ­გზავ­რე­ბის წინ ჩვენს კონ­კურ­სანტს ამე­ცა­დი­ნებ­და.

- გუ­შინ, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს სა­ო­ცა­რი გა­მოს­ვლა ჰქონ­და. დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. რო­გორც მისი პე­და­გო­გი რას იტყვი, რამე ხომ არ და­აკ­ლო? კმა­ყო­ფი­ლი ხარ მისი გა­მოს­ვლით?

- სა­ნამ გი­პა­სუ­ხებთ, და­ვა­ზუს­ტებ, რომ ნუ­ცას პე­და­გო­გი არ ვარ. უბ­რა­ლოდ ამ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, მის­მა პრო­დი­უ­სე­რებ­მა - ლე­ლამ და მა­მუ­ლი­ჩამ მთხო­ვეს, კონ­კურ­სის წინ ფორ­მა­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო, ხმას დრე­კა­დო­ბა ჰქო­ნო­და, სუნ­თქვა და ა.შ. ამე­ცა­დი­ნეო. ყო­ველ მე­ო­რე დღეს ვმუ­შა­ობ­დით. ამას­თან, ვა­კე­თებ­დით ქარ­თულ სიმ­ღე­რას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვიდ­რე და­ამ­ტკი­ცე­ბენ, რამ­დენ­ჯერ­მე უნდა მო­ის­მი­ნონ, შეგ­ვაც­ვლე­ვი­ნონ იქამ­დე, სა­ნამ არ მო­ე­წო­ნე­ბათ და სა­ბო­ლო­ოდ არ და­ამ­ტკი­ცე­ბენ. რო­დე­საც გა­და­წყდა, რომ ეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, ამ ფო­ნოგ­რა­მით, სოფო ხალ­ვაშ­თან დუ­ეტ­ში უნდა ემ­ღე­რა, ხე­ლა­ხა­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და­ვი­წყეთ უკვე სო­ფოს სტუ­დი­ა­ში. დიახ, ამ სიმ­ღე­რას დღეს ორი­ვე შე­ას­რუ­ლებს.

- ანუ ცნო­ბილ "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყანს"?

- დიახ, მი­ხელ ჩი­რი­ნაშ­ვი­ლის "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნას". რო­გორც გა­ირ­კვა, ეს სიმ­ღე­რა რუ­სეთ­შიც ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლა, რად­გა­ნაც ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ას­რუ­ლებს.

მოკ­ლედ, რაც შე­ე­ხე­ბა ნუ­ცას გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლას, თა­ვი­დან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რად­გა­ნაც ის­რა­ე­ლი­დან ბიჭი რომ გა­მო­ვი­და დარ­ბა­ზი აახ­მა­უ­რა, რა­მაც ცოტა დამ­ძა­ბა, მერე უკ­რა­ი­ნას და­უ­წე­რეს მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი და ცოტა პო­ლი­ტი­კურ­ში გა­და­ვერ­თე, - მათ ქვეყ­ნებს ახლა უჭირთ და ქუ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნას და ის­რა­ელს არ აწი­ონ-მეთ­ქი. მაგ­რამ ნუცა რომ გა­მოჩ­ნდა, არა­ფე­რი აღარ მახ­სოვ­და, ერთი წამი არ მოვ­წყვე­ტილ­ვარ, ბევ­რზე არ მქონ­და ასე­თი რე­აქ­ცია, რო­გორც მა­ყუ­რე­ბე­ლი ამიყ­ვა­ნა. სხვა­თა შო­რის, ასე­ვე არ მო­მი­ცი­ლე­ბია ყუ­რა­დღე­ბა ნო­დარ რე­ვი­ას­თვის. ის ორი ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის სა­ხე­ლით გა­მო­დის. მოს­კო­ვე­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და. რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი შემ­სრუ­ლე­ბელს მიჰ­ყვე­ბი და არ გინ­და ყუ­რა­დღე­ბის მო­ცი­ლე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მან და­გი­პყრო. დიახ, ნუ­ცას გა­მოს­ვლის შემ­დეგ ბოლო ხმა­ზე და­ვი­წყე ყვი­რი­ლი. მე­ა­თე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის კი­ვი­ლი ალ­ბათ აყ­რუ­ებ­და გა­რე­მოს. მაგ პე­რი­ოდ­ში მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა მოს­კო­ვი­დან - ბარ­ში ვსხედ­ვართ, კონ­კურსს ვუ­ყუ­რებთ და "ბრა­ვო გრუ­ზი­ას" ყვი­რო­და, მთე­ლი ბარი, - კარ­გად მეს­მო­და.

- კირ­კო­როვ­მა ნუ­ცას ქულა და­აკ­ლო.

- კირ­კო­რო­ვის აზრი ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. ჩემ­თვის უფრო ღი­რე­ბუ­ლი ძმე­ბი მე­ლა­ძე­ე­ბის შე­ფა­სე­ბაა. რაც არ უნდა იყოს, ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან და სა­დღაც ქარ­თუ­ლი სის­ხლიც აქვთ. მაგ­რამ ისე­თი რთუ­ლი და შე­ფა­სე­ბებ­ში ძვი­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც კრუ­ტო­ია, 11-ს რომ და­წერს...

- აგუ­ტინ­მაც 11 და­წე­რა. ისე, ეგეც გვაკ­ლებ­და ყო­ველ­თვის ქუ­ლებს.

- კი, თან, პირ­ვე­ლი იჯდა... კირ­კო­რო­ვი ვერ ხვდე­ბა და ფიქ­რობს, რო­დის რა უნდა და­წე­როს, გვერ­დით, ვა­ი­კუ­ლეს უყუ­რებს და ქუ­ლე­ბით შე­ფა­სე­ბის პრო­ცესს აფერ­ხებს. მოკ­ლედ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს მათი ნიშ­ნე­ბი, დარ­ბა­ზის რე­აქ­ცია იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი.

- დარ­ბაზ­ში ქარ­თვე­ლე­ბი­დან ბი­ჭო­ლა შევ­ნიშ­ნეთ.

- კი, მაგ­რამ არა­ვინ იცის, იქ ვის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ იყო ჩა­სუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი­საც.

- რას უწნას­წარ­მე­ტყვე­ლებ დღე­ვან­დელ გა­მოს­ვლა­ზე ნუ­ცას?

- რა თქმა უნდა, გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­სურ­ვებ. უნდა გვა­სა­ხე­ლოს, მის უკან სა­ქარ­თვე­ლო დგას და ეს არ არის ბრტყელ-ბრტყე­ლი სი­ტყვე­ბი. ასეთ დროს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინა პლან­ზე წა­მო­წე­ვა ბევ­რს ნიშ­ნავს, ამას­თან, მის­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა. რომ ვთქვა, ნერ­ვე­ბის მო­თოკ­ვას ვუ­სურ­ვებ-მეთ­ქი, - ეს მას არ სჭირ­დე­ბა, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს "ნერ­ვი" არ აქვს. ბავ­შვი გა­მო­ვი­და რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის სტუ­მა­რი, მო­ნა­წი­ლე და არა კონ­კურ­სან­ტი. წე­სით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა იყოს.

ეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც დღეს უნდა შე­ას­რუ­ლოს, ცოტა რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო, არ უნდა და­კარ­გუ­ლი­ყო მისი ქარ­თუ­ლო­ბა, მაგ­რამ უნდა მოგ­ვე­თავ­სე­ბი­ნა იმ ფორ­მატ­ში, რა­საც იქ ითხო­ვენ. მოკ­ლედ, მო­ვა­ხერ­ხეთ. საშა რევ­ზინ­მა, პრო­ექ­ტის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძრვა­ნელ­მა რომ მო­ის­მი­ნა, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ვა­ლე­რის ვე­ტყვი, რომ ამის შემ­დეგ ეს სიმ­ღე­რა ასე იმ­ღე­რო­სო. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ რევ­ზინს ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თვე­ლე­ბი. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მთელ საპ­რო­დი­უ­სე­რო ჯგუფს, ვინც იქ არი­ან. სა­წყე­ნია, რომ იურ­მა­ლა­ში ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი ვერ ჩა­ვი­და და დარ­ბაზ­ში არ ფრი­ა­ლებს ქარ­თუ­ლი დრო­შა. ვი­მე­ო­რებ, ის ყვი­რი­ლი და შე­ძა­ხი­ლე­ბი ნუ­ცას გა­მოს­ვლის შემ­დეგ მხო­ლოდ დარ­ბა­ზის ემო­ცია და ოვა­ცია იყო.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"მას ნერვი არ აქვს" - რამ განსაზღვრა ნუცა ბუზალაძის პირველი წარმატებული გამოსვლა

"მას ნერვი არ აქვს" - რამ განსაზღვრა ნუცა ბუზალაძის პირველი წარმატებული გამოსვლა

იურმალაში "ახალი ტალღა 2014" უკვე გახურდა. 16-მა კონკურსანტმა საკუთარი შესაძლებლობა გამოავლინა და შესაბამისი ქულებიც მიიღეს. პირველ ადგილზე (76 ქულა) ნუცა ბუზალაძე აღმოჩნდა. ასე რომ, ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ლიდერეობს.

ambebi.ge-მ გუშინდელი საკონკურსო ტურის შეფასება მუსიკოს ნუცა ჯანელიძეს სთხოვა, ვინაიდან კონკურსზე გამგზავრების წინ ჩვენს კონკურსანტს ამეცადინებდა.

- გუშინ, ნუცა ბუზალაძეს საოცარი გამოსვლა ჰქონდა. დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც მისი პედაგოგი რას იტყვი, რამე ხომ არ დააკლო? კმაყოფილი ხარ მისი გამოსვლით?

- სანამ გიპასუხებთ, დავაზუსტებ, რომ ნუცას პედაგოგი არ ვარ. უბრალოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, მისმა პროდიუსერებმა - ლელამ და მამულიჩამ მთხოვეს, კონკურსის წინ ფორმაში რომ ყოფილიყო, ხმას დრეკადობა ჰქონოდა, სუნთქვა და ა.შ. ამეცადინეო. ყოველ მეორე დღეს ვმუშაობდით. ამასთან, ვაკეთებდით ქართულ სიმღერას. მოგეხსენებათ, ვიდრე დაამტკიცებენ, რამდენჯერმე უნდა მოისმინონ, შეგვაცვლევინონ იქამდე, სანამ არ მოეწონებათ და საბოლოოდ არ დაამტკიცებენ. როდესაც გადაწყდა, რომ ეს ქართული სიმღერა, ამ ფონოგრამით, სოფო ხალვაშთან დუეტში უნდა ემღერა, ხელახალი მეცადინეობა დავიწყეთ უკვე სოფოს სტუდიაში. დიახ, ამ სიმღერას დღეს ორივე შეასრულებს.

- ანუ ცნობილ ''ყვავილების ქვეყანს"?

- დიახ, მიხელ ჩირინაშვილის "ყვავილების ქვეყანას". როგორც გაირკვა, ეს სიმღერა რუსეთშიც ცნობილი ყოფილა, რადგანაც ვალერი მელაძე ასრულებს.

მოკლედ, რაც შეეხება ნუცას გუშინდელ გამოსვლას, თავიდან ვინერვიულე, რადგანაც ისრაელიდან ბიჭი რომ გამოვიდა დარბაზი აახმაურა, რამაც ცოტა დამძაბა, მერე უკრაინას დაუწერეს მაღალი ქულები და ცოტა პოლიტიკურში გადავერთე, - მათ ქვეყნებს ახლა უჭირთ და ქულები უკრაინას და ისრაელს არ აწიონ-მეთქი. მაგრამ ნუცა რომ გამოჩნდა, არაფერი აღარ მახსოვდა, ერთი წამი არ მოვწყვეტილვარ, ბევრზე არ მქონდა ასეთი რეაქცია, როგორც მაყურებელი ამიყვანა. სხვათა შორის, ასევე არ მომიცილებია ყურადღება ნოდარ რევიასთვის. ის ორი ქვეყნის - საქართველოს და რუსეთის სახელით გამოდის. მოსკოველია, მაგრამ საქართველოში დაიბადა. როდესაც მაყურებელი შემსრულებელს მიჰყვები და არ გინდა ყურადღების მოცილება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან დაგიპყრო. დიახ, ნუცას გამოსვლის შემდეგ ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი. მეათე სართულზე ვცხოვრობ, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების კივილი ალბათ აყრუებდა გარემოს. მაგ პერიოდში მეგობარმა დამირეკა მოსკოვიდან - ბარში ვსხედვართ, კონკურსს ვუყურებთ და "ბრავო გრუზიას" ყვიროდა, მთელი ბარი, - კარგად მესმოდა.

- კირკოროვმა ნუცას ქულა დააკლო.

- კირკოროვის აზრი ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის უფრო ღირებული ძმები მელაძეების შეფასებაა. რაც არ უნდა იყოს, ქართველები არიან და სადღაც ქართული სისხლიც აქვთ. მაგრამ ისეთი რთული და შეფასებებში ძვირი ადამიანი, როგორიც კრუტოია, 11-ს რომ დაწერს...

- აგუტინმაც 11 დაწერა. ისე, ეგეც გვაკლებდა ყოველთვის ქულებს.

- კი, თან, პირველი იჯდა... კირკოროვი ვერ ხვდება და ფიქრობს, როდის რა უნდა დაწეროს, გვერდით, ვაიკულეს უყურებს და ქულებით შეფასების პროცესს აფერხებს. მოკლედ, არ მაინტერესებს მათი ნიშნები, დარბაზის რეაქცია იყო მნიშვნელოვანი და ნამდვილი სასწაული.

- დარბაზში ქართველებიდან ბიჭოლა შევნიშნეთ.

- კი, მაგრამ არავინ იცის, იქ ვის საგულშემატკივროდ იყო ჩასული, შეიძლება უკრაინელებისაც.

- რას უწნასწარმეტყველებ დღევანდელ გამოსვლაზე ნუცას?

- რა თქმა უნდა, გამარჯვებას ვუსურვებ. უნდა გვასახელოს, მის უკან საქართველო დგას და ეს არ არის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები. ასეთ დროს ჩვენი ქვეყნის წინა პლანზე წამოწევა ბევრს ნიშნავს, ამასთან, მისთვის დიდი გამოცდილებაა. რომ ვთქვა, ნერვების მოთოკვას ვუსურვებ-მეთქი, - ეს მას არ სჭირდება, ნუცა ბუზალაძეს "ნერვი" არ აქვს. ბავშვი გამოვიდა როგორც ფესტივალის სტუმარი, მონაწილე და არა კონკურსანტი. წესით ყველაფერი კარგად უნდა იყოს.

ეს ქართული სიმღერა, რომელიც დღეს უნდა შეასრულოს, ცოტა რთული გასაკეთებელი იყო, არ უნდა დაკარგულიყო მისი ქართულობა, მაგრამ უნდა მოგვეთავსებინა იმ ფორმატში, რასაც იქ ითხოვენ. მოკლედ, მოვახერხეთ. საშა რევზინმა, პროექტის სამხატვრო ხელმძრვანელმა რომ მოისმინა, ძალიან მოეწონა. ვალერის ვეტყვი, რომ ამის შემდეგ ეს სიმღერა ასე იმღეროსო. ცნობილი ფაქტია, რომ რევზინს ძალიან უყვარს ქართველები. წარმატებას ვუსურვებ მთელ საპროდიუსერო ჯგუფს, ვინც იქ არიან. საწყენია, რომ იურმალაში ტურისტული ჯგუფი ვერ ჩავიდა და დარბაზში არ ფრიალებს ქართული დროშა. ვიმეორებ, ის ყვირილი და შეძახილები ნუცას გამოსვლის შემდეგ მხოლოდ დარბაზის ემოცია და ოვაცია იყო.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება