პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიის მხრიდან მიდის სერიოზული დისკრედიტაცია ბაჩო ახალაიასი!" - ანი ნადარეიშვილი 4 ბრალდებას პასუხობს
"მედიის მხრიდან მიდის სერიოზული დისკრედიტაცია ბაჩო ახალაიასი!" - ანი ნადარეიშვილი 4 ბრალდებას პასუხობს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობს.

"სე­რი­ო­ზუ­ლი მე­დია-შე­მო­ტე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ!!! ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რა ვე­რა­ფერს გახ­და, რამე ხომ უნდა იღო­ნონ, ხოდა მოკ­ლედ რამ­დე­ნი­მე მა­რაზ­მა­ტი­კუ­ლი ნი­უ­სი ვრცელ­დე­ბა ერ­თდრო­უ­ლად, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი დიდი სი­ხა­რუ­ლით ატ­რი­ა­ლე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში:

1. "ბაჩო ახა­ლა­ი­ას სი­მამ­რის სახ­ლში რუ­სე­ბი ცხოვ­რობ­დნენ" - პირ­ველ რიგ­ში ბაჩო ახა­ლა­ი­ას ამ სახ­ლთან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს, ეს სახ­ლი მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე გა­ქი­რავ­და 2004 წელს, მა­შინ, რო­დე­საც ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი, მე­ო­რეც, ეს არის ერ­თა­დერ­თი ქო­ნე­ბა (ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი ძვე­ლი ბე­ლე­ტა­ჟის ტი­პის სახ­ლი, 3 ოთა­ხით და სამ­ზა­რე­უ­ლო­თი, მდე­ბა­რე ნა­და­რე­იშ­ვი­ლის ქუჩა N14-ში) რო­მე­ლიც მა­მა­ჩემ­მა დაგ­ვი­ტო­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ე­ბის" დროს იგი სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი იყო. ამ სახ­ლში ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ ჯერ ლიტ­ვის ელჩი, შემ­დეგ ეს­ტო­ნე­თის ელჩი და 2009 წელს სახ­ლის ქი­რა­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მელ­საც ფა­რავს შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩო, რა­ზე­დაც დე­და­ჩემ­მა უარი გა­ნა­ცხა­და, ვი­ნა­ი­დან თა­მა­ზის ნა­ცხოვ­რებ სახ­ლში, იქ სა­დაც იცხოვ­რა და გარ­და­იც­ვა­ლა მის მტრებს არ ვა­ცხოვ­რე­ბო. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა აუხ­სნა რომ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ესე იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სახ­ლი მათ მი­ქი­რავ­და, და­ნარ­ჩე­ნი სა­ი­დუმ­ლოა და ამა­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კებ, რაც არ უნდა ცილი დაგ­ვწა­მოთ ჩვენს ოჯახს რა­ღაც სი­ბინ­ძუ­რე­ებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი და ჩემს პი­რად ინ­ტე­რე­სებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა არა­სო­დეს და­ვა­ყე­ნებ!

2. მე­დი­ით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მომ­ღერ­ლებს, რომ­ლებ­საც იბა­რე­ბენ მო­დულ­ში და­კი­თხვებ­ზე, სხვა­დას­ხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ თა­რი­ღებ­ში ერი­ცხე­ბო­დათ თან­ხა მათი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის­თვის, მათ შო­რის ერთ-ერთ თა­რი­ღად სა­ხელ­დე­ბა 24 ოქ­ტომ­ბე­რი - ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­ბა­დე­ბის დღეს! სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას არა­თუ თა­ვი­სი ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი არ გა­და­უხ­დია არა­სო­დეს, არა­მედ სხვის პომ­პე­ზურ და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზეც არა­სო­დეს არ და­დი­ო­და!

3. მე­დი­ით დღეს გავ­რცელ­და ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ოთარ ორ­ჯო­ნი­კი­ძე იყო ბაჩო ახა­ლა­ი­ას მარ­ჯვე­ნა ხელი. ეს ორ­ჯი­ნი­კი­ძე, რომ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი დღეს პირ­ვე­ლად გა­ვი­გე და რო­გორც ეხლა გა­ვარ­კვიე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იყო შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი, არ ვიცი რა კუ­თხით უნდა და­უ­კავ­ში­რონ ბა­ჩოს მარ­ჯვე­ნა ხელს ან ფეხს, მაგ­რამ ესე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი ადა­მი­ა­ნებს უკვე აღარ აინ­ტე­რე­სებთ, მთა­ვა­რია სტა­ტი­ის სა­თა­უ­რი წა­ი­კი­თხეს...

4. ასე­ვე ყვი­თე­ლი პრე­სა ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ჩემი ძმა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის დროს იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­კე­თებ გან­მარ­ტე­ბას: ჩემი ძმა არის წო­დე­ბით პოლ­კოვ­ნი­კი, ია­რა­ღე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი, სრო­ლა­ში არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ო­ნი, ეს არის მისი ცხოვ­რე­ბის ჰობი... მან და­უდ­გე­ნე­ლი პი­რის­გან შე­ი­ძი­ნა გა­უ­ფორ­მე­ბე­ლი ია­რა­ღი, რა დრო­საც ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით იგი და­ა­კა­ვეს და სა­სა­მარ­თლომ მას მი­უ­სა­ჯა 6 თვე პა­ტიმ­რო­ბა, რაც მან მო­ი­ხა­და გლ­და­ნის ცი­ხე­ში. ნა­სა­მარ­თლო­ბა გა­უ­ქარ­წყლდა 2013 წელს. ეხლა აქ მე ვსვამ კი­თხვას! რა უნდა ექნა სა­ხელ­მწი­ფოს? რად­გან ბაჩო ახა­ლა­ი­ას ცო­ლისძმა იყო ან რად­გან თა­მაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლის შვი­ლი იყო არ უნდა ეგო პა­სუ­ხი კა­ნო­ნის წი­ნა­შე? არც კომ­ფორ­ტით უსარ­გებ­ლია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, გლ­და­ნის ცი­ხე­ში იჯდა სხვა 3 პა­ტი­მარ­თან ერ­თად, რა­ტომ­ღაც ბა­ჩომ მას ვერ შე­უქ­მნა "პრი­ვი­ლი­გი­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი", თურ­მე მარ­ტო სხვებს უქ­მნი­და, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა უტიფ­რად გვიმ­ტკი­ცებს და რა­ზეც ეხლა ბაჩო ზის წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში.

და ბო­ლოს მივ­მარ­თავ ყვე­ლა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩვენ გვყავს შვი­ლე­ბი, მათ შო­რის თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ თქვენს და­წე­რილ სი­ბინ­ძუ­რე­ებს კი­თხუ­ლო­ბენ და გა­ნიც­დი­ან, ისე­დაც სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­ნი! წარ­მო­იდ­გი­ნეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბი მათ ად­გი­ლას! გთხოვთ ყვე­ლას ვი­საც პრე­ტენ­ზია გაქვთ ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ზე, გა­და­ა­მოწ­მოთ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­თან, არა­სო­დეს დაგ­ზარ­დე­ბით გაგ­ცეთ პა­სუ­ხი და მო­გა­წო­დოთ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე! ნუ და­წერთ შეკ­ვე­თილ სტა­ტი­ებს და ნუ გა­ავ­რცე­ლებთ ჭო­რებს!", - წერს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"მედიის მხრიდან მიდის სერიოზული დისკრედიტაცია ბაჩო ახალაიასი!" - ანი ნადარეიშვილი 4 ბრალდებას პასუხობს

"მედიის მხრიდან მიდის სერიოზული დისკრედიტაცია ბაჩო ახალაიასი!" - ანი ნადარეიშვილი 4 ბრალდებას პასუხობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს.

"სერიოზული მედია-შემოტევა მიმდინარეობს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ!!! ვინაიდან პროკურატურა ვერაფერს გახდა, რამე ხომ უნდა იღონონ, ხოდა მოკლედ რამდენიმე მარაზმატიკული ნიუსი ვრცელდება ერთდროულად, რომელსაც ქართული ოცნების მხარდამჭერები დიდი სიხარულით ატრიალებენ სოციალურ ქსელებში:

1. "ბაჩო ახალაიას სიმამრის სახლში რუსები ცხოვრობდნენ" - პირველ რიგში ბაჩო ახალაიას ამ სახლთან არანაირი შეხება არ აქვს, ეს სახლი მამაჩემის გარდაცვალების მერე გაქირავდა 2004 წელს, მაშინ, როდესაც ბაჩო ახალაიას მე საერთოდ არ ვიცნობდი, მეორეც, ეს არის ერთადერთი ქონება (ერთსართულიანი ძველი ბელეტაჟის ტიპის სახლი, 3 ოთახით და სამზარეულოთი, მდებარე ნადარეიშვილის ქუჩა N14-ში) რომელიც მამაჩემმა დაგვიტოვა, მიუხედავად იმისა, რომ "პრივატიზაციების" დროს იგი საქართველოს ვიცე-პრემიერი იყო. ამ სახლში ქირით ცხოვრობდნენ ჯერ ლიტვის ელჩი, შემდეგ ესტონეთის ელჩი და 2009 წელს სახლის ქირაობის სურვილი გამოთქვა რუსეთის წარმომადგენელმა, რომელსაც ფარავს შვეიცარიის საელჩო, რაზედაც დედაჩემმა უარი განაცხადა, ვინაიდან თამაზის ნაცხოვრებ სახლში, იქ სადაც იცხოვრა და გარდაიცვალა მის მტრებს არ ვაცხოვრებო. უშიშროების სამსახურმა აუხსნა რომ სახელმწიფოსთვის ესე იყო აუცილებელი და სახლი მათ მიქირავდა, დანარჩენი საიდუმლოა და ამაზე არ ვილაპარაკებ, რაც არ უნდა ცილი დაგვწამოთ ჩვენს ოჯახს რაღაც სიბინძურეებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს ვიტყვი და ჩემს პირად ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არასოდეს დავაყენებ!

2. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერლებს, რომლებსაც იბარებენ მოდულში დაკითხვებზე, სხვადასხვა ღირსშესანიშნავ თარიღებში ერიცხებოდათ თანხა მათი მომსახურეობისთვის, მათ შორის ერთ-ერთ თარიღად სახელდება 24 ოქტომბერი - ბაჩო ახალაიას დაბადების დღეს! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბაჩო ახალაიას არათუ თავისი ან მისი ოჯახის წევრების დაბადების დღეები არ გადაუხდია არასოდეს, არამედ სხვის პომპეზურ დაბადების დღეებზეც არასოდეს არ დადიოდა!

3. მედიით დღეს გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთარ ორჯონიკიძე იყო ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი. ეს ორჯინიკიძე, რომლის სახელი და გვარი დღეს პირველად გავიგე და როგორც ეხლა გავარკვიე მთელი ცხოვრება იყო შს სამინისტროს თანამშრომელი, არ ვიცი რა კუთხით უნდა დაუკავშირონ ბაჩოს მარჯვენა ხელს ან ფეხს, მაგრამ ესეთი რაღაცეები ადამიანებს უკვე აღარ აინტერესებთ, მთავარია სტატიის სათაური წაიკითხეს...

4. ასევე ყვითელი პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩემი ძმა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს იყო დაპატიმრებული. ამასთან დაკავშირებით ვაკეთებ განმარტებას: ჩემი ძმა არის წოდებით პოლკოვნიკი, იარაღების კოლექციონერი, სროლაში არაერთგზის ჩემპიონი, ეს არის მისი ცხოვრების ჰობი... მან დაუდგენელი პირისგან შეიძინა გაუფორმებელი იარაღი, რა დროსაც ოპერატიული ინფორმაციით იგი დააკავეს და სასამართლომ მას მიუსაჯა 6 თვე პატიმრობა, რაც მან მოიხადა გლდანის ციხეში. ნასამართლობა გაუქარწყლდა 2013 წელს. ეხლა აქ მე ვსვამ კითხვას! რა უნდა ექნა სახელმწიფოს? რადგან ბაჩო ახალაიას ცოლისძმა იყო ან რადგან თამაზ ნადარეიშვილის შვილი იყო არ უნდა ეგო პასუხი კანონის წინაშე? არც კომფორტით უსარგებლია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გლდანის ციხეში იჯდა სხვა 3 პატიმართან ერთად, რატომღაც ბაჩომ მას ვერ შეუქმნა "პრივილიგირებული პირობები", თურმე მარტო სხვებს უქმნიდა, როგორც პროკურატურა უტიფრად გვიმტკიცებს და რაზეც ეხლა ბაჩო ზის წინასწარ პატიმრობაში.

და ბოლოს მივმართავ ყველა მედია საშუალებას, ჩვენ გვყავს შვილები, მათ შორის თინეიჯერები, რომლებიც ამ თქვენს დაწერილ სიბინძურეებს კითხულობენ და განიცდიან, ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფნი! წარმოიდგინეთ თქვენი შვილები მათ ადგილას! გთხოვთ ყველას ვისაც პრეტენზია გაქვთ ობიექტურობაზე, გადაამოწმოთ ყველა ინფორმაცია ჩემთან, არასოდეს დაგზარდებით გაგცეთ პასუხი და მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე! ნუ დაწერთ შეკვეთილ სტატიებს და ნუ გაავრცელებთ ჭორებს!", - წერს ნადარეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს