პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ჩინეთში "კაცი გამოძახებით" მუშაობს
ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ჩინეთში "კაცი გამოძახებით" მუშაობს

დათო სამ­სო­ნი­ძის (სა­ხე­ლი და გვა­რი შეც­ვლი­ლია) ოჯახ­ში და სა­მე­გობ­რო­ში ყვე­ლამ იცის, რომ დათო ორ თვე­ში ერთხელ, ერთი თვით და­დის ჩი­ნეთ­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით, რათა სა­კუ­თა­რი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის მა­ღა­ზია მო­ა­მა­რა­გოს. და­თოს იქი­დან მარ­თლაც ჩა­მო­აქვს სა­ქო­ნე­ლი, თუმ­ცა რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ამას მხო­ლოდ სხვი­სი თვა­ლის ასახ­ვე­ვად აკე­თებს, თო­რემ რე­ა­ლუ­რად, ჩი­ნეთ­ში ჩა­სუ­ლი სულ სხვა საქ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ის ჟი­გო­ლოა, ანუ კაცი გა­მო­ძა­ხე­ბით.

- პირ­ვე­ლად ჩი­ნეთ­ში 3 წლის წინ ჩა­ვე­დი. კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­თა­ნაც საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ქალი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მას­თან საკ­მა­ოდ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვამ­ყა­რე და ერთ დი­ლა­საც მის ლო­გინ­ში გა­ვიღ­ვი­ძე, მას შემ­დეგ, რო­დე­საც ჩი­ნეთ­ში ჩავ­დი­ო­დი, მუ­დამ მას­თან ვრჩე­ბო­დი. ერთ დღე­საც შე­ვა­ტყვე, რომ რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­და და ბო­ლოს მი­თხრა, რომ და­ქა­ლი მყავს, რო­მე­ლიც დეპ­რე­სი­ა­შია და მინ­და, რომ შენი თავი ვა­ჩუ­ქო ერთი-ორი დღი­თო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი და ეს რომ შე­მა­ტყო და­ა­ყო­ლა, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­თა­ნა­დო ანა­ზღა­უ­რე­ბი­თო, რო­მე­ლიც რომ და­მი­სა­ხე­ლა, კი­ნა­ღამ შოკი მი­ვი­ღე.

- რამ­დე­ნი გი­თხრათ?

- 2 დღე 10 000 დო­ლა­რი. მთე­ლი წელი უნდა მე­მუ­შა­ვა, რომ ეს თან­ხა გა­მო­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, თან თუ უარს ვე­ტყო­დი, ამ ქალ­თა­ნაც ვი­ფუ­ჭებ­დი საქ­მეს და ახა­ლი პარტნი­ო­რის მო­ძებ­ნა, რომ­ლის­გა­ნაც სამ­შე­ნებ­ლო მა­ღა­ზი­ის მა­სა­ლებს წა­მო­ვი­ღებ­დი, მარ­თლა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ამი­ტომ დავ­თან­ხმდი და არც ვი­ნა­ნე. და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის ქალ­ბა­ტონ­თან მო­მი­წია მის­ვლა და 10 000 დო­ლა­რიც ჩა­ვი­დე ჯი­ბე­ში, რაც მთა­ვა­რია ორი ქალი მო­ვი­მად­ლი­ე­რე (იცი­ნის).

- და გა­და­წყვი­ტე ამ საქ­მით ფუ­ლის შოვ­ნა?

- არა, არც მი­ფიქ­რია. რომ დავ­ბრუნ­დი, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში და­მი­რე­კა ამ ქალ­მა (კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა) და სას­წრა­ფოდ ჩა­მო­დიო. მე­გო­ნა კომ­პა­ნი­ი­ის ამ­ბებ­ზე მი­ბა­რებ­და და მა­შინ­ვე გავფრინ­დი, და იქ ჩა­სულს ასე­თი რამე მი­თხრა - ეს ჩემი და­ქა­ლი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია, ბევ­რს მო­უყ­ვა შენ­ზე და რამ­დე­ნი­მემ გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და რას იტყვიო? დავ­ფიქ­რდე­ბი-მეთ­ქი. ხვალ მი­თხა­რი პა­სუ­ხი და სა­ერ­თოდ, ე.წ. კაცი გა­მო­ძა­ხე­ბით რომ იმუ­შაო და თვე­ში ერთხელ ჩა­მოხ­ვი­დე, ამა­ზეც იფიქ­რეო. ბევ­რი ვი­ფიქ­რე და დავ­თან­ხმდი. ოჯახს ვუ­თხა­რი სე­რი­ო­ზულ საქ­მე­ებ­ში ჩამ­რთო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა და ერთი თვე ვრჩე­ბი-მეთ­ქი. მოკ­ლედ, მას მერე 2 თვე­ში ერთხელ ერთი თვით ჩა­მოვ­დი­ვარ და დღე­ში ხან ათასს, ხა­ნაც ხუ­თას დო­ლარს მიხ­დი­ან. მეც სა­ნამ შე­მიძ­ლია, უშურ­ვე­ლად გავ­ცემ სით­ბოს.

- შენ მე­გო­ბარ ქალს წილს უხდი?

- ხო, აღე­ბუ­ლი თან­ხის 20%-ს მას ვაძ­ლევ, სა­მა­გი­ე­როდ, ის კლი­ენ­ტებს შო­უ­ლობს და ფაქ­ტობ­რი­ვად, მზამ­ზა­რე­ულ­ზე მი­წევს საქ­მის კე­თე­ბა.

- და­ვი­ჯე­რო, ყვე­ლა მოგ­წონს, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- ბუ­ნებ­რი­ვია, არა. ერთხელ 70 წლამ­დე ქალი იყო, და რომ და­ვი­ნა­ხე, უკან წა­მო­ვე­დი. მი­ლი­ო­ნი რომ მო­ე­ცათ, ვერ მი­ვე­კა­რე­ბო­დი. მო­ვი­ტყუე, მა­ღა­ლი სი­ცხე მაქვს და არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია-მეთ­ქი. მერე ამ ჩემ მე­გო­ბარ ქალს ვუ­თხა­რი, მა­გას­თან რომ მომ­კლა ვერ მი­ვალ-მეთ­ქი და კარ­გი, ვეც­დე­ბი ეგე­თებს უარი ვუ­თხრაო. კი ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც არ მომ­წო­ნე­ბია, მაგ­რამ რო­დე­საც ფულს იღებ, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ ყვე­ლა­ფერ­ზე წახ­ვი­დე.

- დათო, გულ­წრფე­ლად მი­თხა­რი, შენ­სა და მე­ძავ ქალს შო­რის რამე სხვა­ო­ბას ხე­დავ?

- არა­ფე­რი სხვა­ო­ბა არაა ჩვენ შო­რის. ისი­ნიც, რო­გორც მე, სხე­უ­ლით ვვაჭ­რობთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, კა­ცად მო­მაქვს თავი, უბან­ში ერთ ზედ­მეტ სი­ტყვას ვერ მე­ტყვის ვე­რა­ვინ. ეს რომ ვინ­მემ გა­ი­გოს, ყვე­ლას სა­სა­ცი­ლო გავ­ხდე­ბი. ასე სა­ხალ­ხოდ იმი­ტომ გიყ­ვე­ბი ამ ამ­ბავს, რომ ვე­რა­ვინ გა­ი­გებს, ვინ ვარ, თან ბევრ რა­მეს, რი­თიც შე­იძ­ლე­ბა "დამ­წვან", გა­და­კე­თე­ბუ­ლად გი­ამ­ბობ... ქე­ი­ფის დროს კა­ცო­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს რომ ვსვამ, მაგ­რად მი­ტყდე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ ტკბი­ლია იოლი ფული. ერთი თვე რომ იქ ვარ, ათა­სი ეჭვი მაქვს. ბევ­რი ქა­ლის ქმა­რი წა­სუ­ლია და იმი­ტომ მი­რე­კა­ვენ მე. ამ დროს მა­შინ­ვე ჩემი ცო­ლის­კენ გა­მირ­ბის ფიქ­რე­ბი და ვეჭ­ვი­ა­ნობ, თუმ­ცა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, თუ მი­ღა­ლა­ტა, მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რომ გა­ვი­გო მი­ღა­ლა­ტა, ნაღ­დად არ ვა­პა­ტი­ებ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ არის ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა?

- არა­სო­დეს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, ალ­ბათ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა ვინ­მემ აქ 1000 ან თუნ­დაც 500 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დოს ერთ ღა­მე­ში. ჩი­ნეთ­ში იხ­დი­ან, ერთხელ ერ­თმა ქალ­მა 5000 დო­ლა­რი მა­ჩუ­ქა.

- დიდ­ხანს აპი­რებ ასე გაგ­რძე­ლე­ბას?

- არ ვიცი. ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ მო­თხოვ­ნა­დი ვარ და სა­მო­მავ­ლოდ ვნა­ხოთ. ბლო­მად ფულს მო­ვუ­ყა­რე თავი და შე­იძ­ლე­ბა ერთ დღე­საც უარი ვთქვა. ყო­ველ წა­მოს­ვლა­ზე ვამ­ბობ, მე­ო­რედ აღარ წა­ვალ-მეთ­ქი, მაგ­რამ ერთ თვე­ში ისევ ვი­ღებ ბი­ლე­თებს და მივ­დი­ვარ.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ჩინეთში "კაცი გამოძახებით" მუშაობს

ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ჩინეთში "კაცი გამოძახებით" მუშაობს

დათო სამსონიძის (სახელი და გვარი შეცვლილია) ოჯახში და სამეგობროში ყველამ იცის, რომ დათო ორ თვეში ერთხელ, ერთი თვით დადის ჩინეთში საქმიანი ვიზიტით, რათა საკუთარი სამშენებლო მასალების მაღაზია მოამარაგოს. დათოს იქიდან მართლაც ჩამოაქვს საქონელი, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ამას მხოლოდ სხვისი თვალის ასახვევად აკეთებს, თორემ რეალურად, ჩინეთში ჩასული სულ სხვა საქმითაა დაკავებული. ის ჟიგოლოა, ანუ კაცი გამოძახებით.

- პირველად ჩინეთში 3 წლის წინ ჩავედი. კომპანიას, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა მქონდა, ქალი ხელმძღვანელობდა. მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა დავამყარე და ერთ დილასაც მის ლოგინში გავიღვიძე, მას შემდეგ, როდესაც ჩინეთში ჩავდიოდი, მუდამ მასთან ვრჩებოდი. ერთ დღესაც შევატყვე, რომ რაღაცის თქმა უნდოდა და ბოლოს მითხრა, რომ დაქალი მყავს, რომელიც დეპრესიაშია და მინდა, რომ შენი თავი ვაჩუქო ერთი-ორი დღითო. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ მივხვდი და ეს რომ შემატყო დააყოლა, ბუნებრივია, სათანადო ანაზღაურებითო, რომელიც რომ დამისახელა, კინაღამ შოკი მივიღე.

- რამდენი გითხრათ?

- 2 დღე 10 000 დოლარი. მთელი წელი უნდა მემუშავა, რომ ეს თანხა გამომემუშავებინა, თან თუ უარს ვეტყოდი, ამ ქალთანაც ვიფუჭებდი საქმეს და ახალი პარტნიორის მოძებნა, რომლისგანაც სამშენებლო მაღაზიის მასალებს წამოვიღებდი, მართლა გამიჭირდებოდა. ამიტომ დავთანხმდი და არც ვინანე. დაახლოებით 40 წლის ქალბატონთან მომიწია მისვლა და 10 000 დოლარიც ჩავიდე ჯიბეში, რაც მთავარია ორი ქალი მოვიმადლიერე (იცინის).

- და გადაწყვიტე ამ საქმით ფულის შოვნა?

- არა, არც მიფიქრია. რომ დავბრუნდი, დაახლოებით ერთ კვირაში დამირეკა ამ ქალმა (კომპანიის ხელმძღვანელმა) და სასწრაფოდ ჩამოდიო. მეგონა კომპანიიის ამბებზე მიბარებდა და მაშინვე გავფრინდი, და იქ ჩასულს ასეთი რამე მითხრა - ეს ჩემი დაქალი ძალიან კმაყოფილია, ბევრს მოუყვა შენზე და რამდენიმემ გამოთქვა სურვილი შენთან ურთიერთობის და რას იტყვიო? დავფიქრდები-მეთქი. ხვალ მითხარი პასუხი და საერთოდ, ე.წ. კაცი გამოძახებით რომ იმუშაო და თვეში ერთხელ ჩამოხვიდე, ამაზეც იფიქრეო. ბევრი ვიფიქრე და დავთანხმდი. ოჯახს ვუთხარი სერიოზულ საქმეებში ჩამრთო კომპანიის ხელმძღვანელმა და ერთი თვე ვრჩები-მეთქი. მოკლედ, მას მერე 2 თვეში ერთხელ ერთი თვით ჩამოვდივარ და დღეში ხან ათასს, ხანაც ხუთას დოლარს მიხდიან. მეც სანამ შემიძლია, უშურველად გავცემ სითბოს.

- შენ მეგობარ ქალს წილს უხდი?

- ხო, აღებული თანხის 20%-ს  მას ვაძლევ, სამაგიეროდ, ის კლიენტებს შოულობს და ფაქტობრივად, მზამზარეულზე მიწევს საქმის კეთება.

- დავიჯერო, ყველა მოგწონს, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს?

- ბუნებრივია, არა. ერთხელ 70 წლამდე ქალი იყო, და რომ დავინახე, უკან წამოვედი. მილიონი რომ მოეცათ, ვერ მივეკარებოდი. მოვიტყუე, მაღალი სიცხე მაქვს და არაფრის გაკეთება არ შემიძლია-მეთქი. მერე ამ ჩემ მეგობარ ქალს ვუთხარი, მაგასთან რომ მომკლა ვერ მივალ-მეთქი და კარგი, ვეცდები ეგეთებს უარი ვუთხრაო. კი ყოფილა შემთხვევები, როდესაც არ მომწონებია, მაგრამ როდესაც ფულს იღებ, იძულებული ხარ ყველაფერზე წახვიდე.

- დათო, გულწრფელად მითხარი, შენსა და მეძავ ქალს შორის რამე სხვაობას ხედავ?

- არაფერი სხვაობა არაა ჩვენ შორის. ისინიც, როგორც მე, სხეულით ვვაჭრობთ. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, კაცად მომაქვს თავი, უბანში ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ მეტყვის ვერავინ. ეს რომ ვინმემ გაიგოს, ყველას სასაცილო გავხდები. ასე სახალხოდ იმიტომ გიყვები ამ ამბავს, რომ ვერავინ გაიგებს, ვინ ვარ, თან ბევრ რამეს, რითიც შეიძლება "დამწვან", გადაკეთებულად გიამბობ... ქეიფის დროს კაცობის სადღეგრძელოს რომ ვსვამ, მაგრად მიტყდება ხოლმე, მაგრამ ტკბილია იოლი ფული. ერთი თვე რომ იქ ვარ, ათასი ეჭვი მაქვს. ბევრი ქალის ქმარი წასულია და იმიტომ მირეკავენ მე. ამ დროს მაშინვე ჩემი ცოლისკენ გამირბის ფიქრები და ვეჭვიანობ, თუმცა რომ ვუფიქრდები, თუ მიღალატა, მართალი იქნება, მაგრამ რომ გავიგო მიღალატა, ნაღდად არ ვაპატიებ.

- საქართველოში თუ არის ეს მომსახურება?

- არასოდეს დავინტერესებულვარ, ალბათ იქნება, მაგრამ მეეჭვება ვინმემ აქ 1000 ან თუნდაც 500 დოლარი გადაიხადოს ერთ ღამეში. ჩინეთში იხდიან, ერთხელ ერთმა ქალმა 5000 დოლარი მაჩუქა.

- დიდხანს აპირებ ასე გაგრძელებას?

- არ ვიცი. ჯერჯერობით ისევ მოთხოვნადი ვარ და სამომავლოდ ვნახოთ. ბლომად ფულს მოვუყარე თავი და შეიძლება ერთ დღესაც უარი ვთქვა. ყოველ წამოსვლაზე ვამბობ, მეორედ აღარ წავალ-მეთქი, მაგრამ ერთ თვეში ისევ ვიღებ ბილეთებს და მივდივარ.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს