პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალბურთელი, გამოცდილი მენეჯერი და კულტურის მინისტრი - როგორია ხელოვანების მოლოდინი მიშა გიორგაძის მიმართ
წყალბურთელი, გამოცდილი მენეჯერი და კულტურის მინისტრი - როგორია ხელოვანების მოლოდინი მიშა გიორგაძის მიმართ

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტზე მიშა გი­ორ­გა­ძე წა­რად­გი­ნა. მიშა გი­ორ­გა­ძე ყო­ფი­ლი წყალ­ბურ­თე­ლია. პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს მე­ნე­ჯმენ­ტის ევ­რო­პუ­ლი პროგ­რა­მა ბრუ­სელ­ში, კომ­პა­ნია "ის­ტერნ პრო­მო­უ­შე­ნის" გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი და თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რია, ასე­ვე გახ­ლავთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დუ­სე­რი, ლონ­დო­ნის BPR Production-ის ხე­ლოვ­ნე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მის კონ­სულ­ტან­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ეკო­ნო­მი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ვე­ლი.

გი­ორ­გა­ძის წი­ნა­მორ­ბე­დის მი­სა­მარ­თით კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხში­რად გა­მოთ­ქვამ­დნენ პრე­ტენ­ზი­ას. რას გა­ა­კე­თებს მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი მიშა გი­ორ­გა­ძე, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ად­რეა. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ აფა­სე­ბენ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ნის­ტრის ახალ კან­დი­და­ტუ­რას.

ზურა ინ­გო­როყ­ვა (რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი): მი­ვე­სალ­მე­ბი მიშა გი­ორ­გა­ძის კან­დი­და­ტუ­რას, პი­რა­დად არ ვიც­ნობ, მაგ­რამ რაც სა­კუ­თა­რი თავი მახ­სოვს, მიშა სულ რა­ღა­ცას აკე­თებს კულ­ტუ­რის სფე­რო­ში, თან წარ­მა­ტე­ბუ­ლად. მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა არა­ერ­თხელ მი­ვი­ღე, გან­სა­კუთ­რე­ბით ჯო ზა­ვი­ნუ­ლის, სტინ­გის და ელ ჯე­როს კონ­ცერ­ტე­ბის­გან. ალ­ბათ კარგ გუნდს შე­მო­იკ­რიბს გარ­შე­მო და წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­არ­თმევს თავს და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. მით უმე­ტეს კარ­გი მე­ნე­ჯე­რუ­ლი ნიჭი აქვს.

– გუ­რამ ოდი­შა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბის დროს რა გა­კეთ­და მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის?

– სხვი­სი სა­ხე­ლით ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, პი­რა­დად არც ვიც­ნობ გუ­რამ ოდი­შა­რი­ას. როცა თე­მურ ჩხე­ი­ძემ მისი პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გა სპექ­ტაკ­ლი, მა­შინ გა­ვე­ცა­ნი ოდი­შა­რი­ას შე­მოქ­მე­დე­ბას და მო­მე­წო­ნა. რაც მთა­ვა­რია, მისი მი­ნის­ტრო­ბის დროს რო­ბერტ სტუ­რუა და­უბ­რუნ­და თე­ატრს. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ჩემი აზ­რით, ყვე­ლა სა­მი­ნის­ტრო­ზე ორი სამი ნა­ბი­ჯით წინ უნდა იდ­გეს და მგო­ნი ეს აკ­ლდა.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე (მუ­სი­კის­მცოდ­ნე): მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია, ვა­ფა­სებ. უამ­რა­ვი კარ­გი რამე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, ახა­ლი სის­ხლი შევა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მისი მუ­შა­ო­ბა.

– თუ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბას, და­თან­ხმდე­ბით?

– მე თუ მი­ყუ­რებთ, ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს, სა­დაც ვარ (იცი­ნის).

– ოდი­შა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხართ?

– ეს შორი თე­მაა, მე მიყ­ვარს პროგ­რე­სი, ახალ­გაზ­რდებ­თან მუ­შა­ო­ბა, ხე­ლის შე­წყო­ბა და ა.შ. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

დინი ვირ­სა­ლა­ძე (ჯაზ­მე­ნი): მიშა ყო­ველ­თვის კარ­გად აკე­თებ­და თა­ვის საქ­მეს ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რა­ში ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბით მო­ვი­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლად იმუ­შა­ვებს. გუ­რამ ოდი­შა­რი­ას მუ­შა­ო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, არც ვიცი პრინ­ციპ­ში. ვიცი, რომ რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რი იყო, მათ შო­რის ელი­სო ბოლ­ქვა­ძის, თა­მარ გვერდწი­თე­ლის და ვფიქ­რობ, კარ­გად მუ­შა­ობ­და. სხვას ვე­რა­ფერს ვი­ტყვი გუ­რამ ოდი­შა­რი­ა­ზე.

ნუკ­რი კა­პა­ნა­ძე (მომ­ღე­რა­ლი): მე შე­ხე­ბა არას­დროს მქო­ნია მიშა გი­ორ­გა­ძეს­თან. კარ­გად აკე­თებს საქ­მეს. როცა ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს და კარ­გი მე­ნე­ჯე­რი ხარ, ალ­ბათ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში. რა­საც კარ­გს გა­ა­კე­თებს, მი­ვე­სალ­მე­ბი. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თულ სიმ­ღე­რას მი­ა­ნი­ჭოს ყუ­რა­დღე­ბა და მოხ­დეს მისი პრო­პა­გან­და. თუ ეყო­ლე­ბა სწო­რი მრჩე­ვე­ლე­ბი, ყვე­ლა სფე­როს სა­თა­ნა­დოდ მი­ე­ნი­ჭე­ბა ყუ­რა­დღე­ბა. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ.

– ოდი­შა­რი­ას მუ­შა­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლი იყა­ვით?

– მე არ მქო­ნია მას­თან შე­ხე­ბა. ახლა ჩავ­წე­რე დის­კი, რო­მელ­ზეც გუ­რამ ოდი­შა­რი­ას არ უთ­ქვამს უარი. მო­ა­წე­რა ხელი და გვერ­დით დაგ­ვიდ­გა. მე სხვა შე­ხე­ბა მას­თან არ მქო­ნია.

გია გუ­გუშ­ვი­ლი (მხატ­ვა­რი): ახალ მი­ნისტრს არ ვიც­ნობ... მო­ლო­დი­ნი ალ­ბათ სი­ახ­ლი­სა­კენ ნორ­მა­ლუ­რია, რად­გან ყვე­ლა ახალს თა­ვი­სი ხედ­ვა და წინა მი­ნის­ტრის გა­მოც­დი­ლე­ბა ხვდე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა გუ­რამ ოდი­შა­რი­ას, მე მას­თან საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, თუმ­ცა შე­ფა­სე­ბა წე­სი­ე­რი კა­ცი­სა ერ­თია და მისი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა - მე­ო­რე. ანუ ვერ შედ­გა ხე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სად...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

წყალბურთელი, გამოცდილი მენეჯერი და კულტურის მინისტრი - როგორია ხელოვანების მოლოდინი მიშა გიორგაძის მიმართ

წყალბურთელი, გამოცდილი მენეჯერი და კულტურის მინისტრი - როგორია ხელოვანების მოლოდინი მიშა გიორგაძის მიმართ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კულტურის მინისტრის პოსტზე მიშა გიორგაძე წარადგინა. მიშა გიორგაძე ყოფილი წყალბურთელია. პროფესიით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს მენეჯმენტის ევროპული პროგრამა ბრუსელში, კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" გენერალური მენეჯერი და თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრია, ასევე გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდუსერი, ლონდონის BPR Production-ის ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის კონსულტანტი და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი.

გიორგაძის წინამორბედის მისამართით კულტურის სფეროს წარმომადგენლები ხშირად გამოთქვამდნენ პრეტენზიას. რას გააკეთებს მინისტრობის კანდიდატი მიშა გიორგაძე, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. Ambebi.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები მინისტრის ახალ კანდიდატურას.

ზურა ინგოროყვა (რუსთაველის თეატრის მსახიობი): მივესალმები მიშა გიორგაძის კანდიდატურას, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც საკუთარი თავი მახსოვს, მიშა სულ რაღაცას აკეთებს კულტურის სფეროში, თან წარმატებულად. მის მიერ განხორციელებული პროექტებიდან დიდი სიამოვნება არაერთხელ მივიღე, განსაკუთრებით ჯო ზავინულის, სტინგის და ელ ჯეროს კონცერტებისგან. ალბათ კარგ გუნდს შემოიკრიბს გარშემო და წარმატებულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. მით უმეტეს კარგი მენეჯერული ნიჭი აქვს.

– გურამ ოდიშარიას მინისტრობის დროს რა გაკეთდა მსახიობებისთვის?

– სხვისი სახელით ვერ ვილაპარაკებ, პირადად არც ვიცნობ გურამ ოდიშარიას. როცა თემურ ჩხეიძემ მისი პიესის მიხედვით დადგა სპექტაკლი, მაშინ გავეცანი ოდიშარიას შემოქმედებას და მომეწონა. რაც მთავარია, მისი მინისტრობის დროს რობერტ სტურუა დაუბრუნდა თეატრს. კულტურის სამინისტრო ჩემი აზრით, ყველა სამინისტროზე ორი სამი ნაბიჯით წინ უნდა იდგეს და მგონი ეს აკლდა.

მარინა ბერიძე (მუსიკისმცოდნე): მე ძალიან მიხარია, ვაფასებ. უამრავი კარგი რამე აქვს გაკეთებული და ვფიქრობ, ახალი სისხლი შევა კულტურის სამინისტროში. საინტერესო იქნება მისი მუშაობა.

– თუ შემოგთავაზებთ სამსახურში დაბრუნებას, დათანხმდებით?

– მე თუ მიყურებთ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, სადაც ვარ (იცინის).

– ოდიშარიას მინისტრობით კმაყოფილი ხართ?

– ეს შორი თემაა, მე მიყვარს პროგრესი, ახალგაზრდებთან მუშაობა, ხელის შეწყობა და ა.შ. მეტს ვერაფერს გეტყვით.

დინი ვირსალაძე (ჯაზმენი): მიშა ყოველთვის კარგად აკეთებდა თავის საქმეს ჯაზ-ფესტივალებზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც კულტურაში ასეთი გამოცდილებით მოვიდა, წარმატებულად იმუშავებს. გურამ ოდიშარიას მუშაობის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვიტყვი, არც ვიცი პრინციპში. ვიცი, რომ რამდენიმე ფესტივალის მხარდამჭერი იყო, მათ შორის ელისო ბოლქვაძის, თამარ გვერდწითელის და ვფიქრობ, კარგად მუშაობდა. სხვას ვერაფერს ვიტყვი გურამ ოდიშარიაზე.

ნუკრი კაპანაძე (მომღერალი): მე შეხება არასდროს მქონია მიშა გიორგაძესთან. კარგად აკეთებს საქმეს. როცა ასეთი გამოცდილება გაქვს და კარგი მენეჯერი ხარ, ალბათ, წარმატებული იქნება მისი მოღვაწეობა კულტურის სამინისტროში. რასაც კარგს გააკეთებს, მივესალმები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართულ სიმღერას მიანიჭოს ყურადღება და მოხდეს მისი პროპაგანდა. თუ ეყოლება სწორი მრჩეველები, ყველა სფეროს სათანადოდ მიენიჭება ყურადღება. წარმატებებს ვუსურვებ.

– ოდიშარიას მუშაობით კმაყოფილი იყავით?

– მე არ მქონია მასთან შეხება. ახლა ჩავწერე დისკი, რომელზეც გურამ ოდიშარიას არ უთქვამს უარი. მოაწერა ხელი და გვერდით დაგვიდგა. მე სხვა შეხება მასთან არ მქონია.

გია გუგუშვილი (მხატვარი): ახალ მინისტრს არ ვიცნობ... მოლოდინი ალბათ სიახლისაკენ ნორმალურია, რადგან ყველა ახალს თავისი ხედვა და წინა მინისტრის გამოცდილება ხვდება... რაც შეეხება გურამ ოდიშარიას, მე მასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა შეფასება წესიერი კაცისა ერთია და მისი სამსახურებრივი საქმიანობა - მეორე. ანუ ვერ შედგა ხელოვანი პოლიტიკოსად...

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება