პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ბინები გაიაფდება - უძრავი ქონების მეორად ბაზარზე სტაგნაციაა
თბილისში ბინები გაიაფდება - უძრავი ქონების მეორად ბაზარზე სტაგნაციაა

სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს - მე­ო­რად ქო­ნე­ბას ბოლო წლებ­ში მყიდ­ვე­ლი საგ­რძნობ­ლად შე­უმ­ცირ­და, რა­მაც სა­მო­მავ­ლოდ დიდი ალ­ბა­თო­ბით ფა­სის და­წე­ვა უნდა გა­ნა­პი­რო­ბოს. რო­გორც ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მათი კლი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა დას­რუ­ლე­ბულ ბი­ნებ­სა და კო­მერ­ცი­ულ ფარ­თებს ეტა­ნე­ბა. ამ, და სხვა პრობ­ლე­მე­ბის გამო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი ბევ­რი სა­ა­გენ­ტო და­ი­ხუ­რა. არა­და, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ერთ დროს ეს ბიზ­ნე­სი საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნი და სარ­ფი­ა­ნი იყო. ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი ინ­ვეს­ტო­რი ემ­ზა­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სას­ვლე­ლად და ისი­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ქარ­თულ ბა­ზარს სე­რი­ო­ზუ­ლად იკ­ვლე­ვენ. BPN-ი შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ სეგ­მენ­ტში დღეს.

რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო KIBE-ს გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი, ეკა ბა­რა­თე­ლი აცხა­დებს, ბოლო ორი წე­ლია თბი­ლის­ში მე­ო­რა­დი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და.

"ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო თბი­ლი­სის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოპე­რი­რებს. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი სფე­რო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბია. უკვე ათი წე­ლია ამ ბა­ზარ­ზე ვართ, კავ­ში­რი გვაქვს მსხვილ უცხო­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თა­ნაც. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე სა­ა­გენ­ტო და­ი­ხუ­რა. ძვე­ლი ბი­ნე­ბი ბევრ კლი­ენტს არ მოს­წონს, ამა­ვე დროს, თბი­ლის­ში არ შენ­დე­ბა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ახა­ლი კორ­პუ­სე­ბი, სა­დაც ბი­ნის შე­ძე­ნა ხელ­საყ­რელ ფა­სად შე­იძ­ლე­ბა, ხოლო რაც აშენ­და, იმათ­გა­ნაც ბევ­რი და­უს­რუ­ლე­ბე­ლია.

მყიდ­ვე­ლებს მე­ო­რა­დი ბი­ნე­ბის მი­მარ­თაც საკ­მა­ოდ მკაც­რი მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ: თუ ბინა მა­ღა­ლ­ჭე­რი­ა­ნია და მკვიდ­რად ნა­შე­ნი, მხო­ლოდ მა­შინ ყი­დუ­ლო­ბენ. ასე­თი ბინა კი, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­სა­ძებ­ნია. ძა­ლი­ან ხში­რია მი­შე­ნე­ბა, ასე­ვე დი­დია ავა­რი­უ­ლი სახ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც და რა თქმა უნდა, ასეთ ბი­ნა­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბას ყვე­ლა ერი­დე­ბა. ამი­ტომ, უფრო დიდი მო­თხოვ­ნა ახალ კორ­პუ­სებ­ზეა. ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ნებ­ში თეთ­რი კარ­კა­სი ვა­კე­ში და სა­ბურ­თა­ლო­ზე 850-დან 900 დო­ლა­რამ­დე ღირს, თუმ­ცა ზო­გი­ერთ კომ­პა­ნი­ა­ში 1 კვ.მ ფარ­თობს 1200-1300 დო­ლა­რა­დაც ყი­დი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ძველ კორ­პუ­სებს, იქ ბი­ნის შე­ძე­ნა 600 დო­ლა­რა­დაც შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა, ძვე­ლი ბი­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი რე­მონ­ტის დროს მა­ინც შავი კარ­კა­სი ხდე­ბა, რად­გან იქ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­და­ნაა ასა­შე­ნე­ბე­ლი, ამის გამო კლი­ენ­ტებს ახალ კორ­პუს­ში შავი კარ­კა­სის ყიდ­ვა ურ­ჩევ­ნი­ათ. გა­რე­მონ­ტე­ბულ ბი­ნას სა­ბურ­თა­ლო­ზე ათას დო­ლა­რა­დაც შე­ი­ძენთ, (1 კვ.მ.-ს) თუმ­ცა არ ვგუ­ლის­ხმობ ისეთ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც ადა­მი­ანს პრობ­ლე­მა აქვს და თა­ვის ბი­ნას საჩ­ქა­როდ, და­ბალ ფას­ში ყი­დის. თბი­ლის­ში ძი­რი­თა­დად და­ბალ­ფა­სი­ან ბი­ნებ­ზეა მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც 40-50 ათა­სი დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, მაგ­რამ იმას, ვინც დიდ ფულს იხ­დის, ურ­ჩევ­ნია კარ­გი სა­დარ­ბა­ზოც ჰქონ­დეს, კარ­გი ლიფ­ტიც და ნორ­მა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბიც",- ამ­ბობს ეკა ბა­რა­თე­ლი.

ბა­რა­თე­ლის თქმით, ამ სფე­რო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბას მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც აპი­რე­ბენ: "ჩვენც გვქონ­და ერთ-ერთ ასეთ ფირ­მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მი­ვე­ცით რჩე­ვა, თუ რო­მე­ლი ად­გი­ლე­ბი უფრო გა­ყიდ­ვა­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ისი­ნი უკვე არ­ჩე­ვენ ასეთ ად­გი­ლებს, თუმ­ცა, ამ ფირ­მის სა­ხელს ვერ გა­ვამ­ხელ - ჯერ­ჯე­რო­ბით ეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა ვთქვა, ის არის, რომ ეს არის სო­ლი­დუ­რი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნობს მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში".

ბრო­კე­რი მაია ფხა­ლა­ძეც ადას­ტუ­რებს, რომ მე­ო­რა­დი ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვა საკ­მა­ოდ გარ­თულ­და. "მე­ო­რად ბი­ნებს ყვე­ლა თავს არი­დებს თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ახალ კორ­პუს­ში უფრო დიდი ფარ­თი შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ფა­სად იყი­დონ. თა­ნაც, ძველ ბი­ნებ­ში ფარ­თო­ბი ძი­რი­თა­დად მი­შე­ნე­ბის ხარ­ჯზეა გაზ­რდი­ლი. ვი­საც ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უნდა და ფუ­ლიც აქვს, ურ­ჩევ­ნია ბინა ახ­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუს­ში შე­ი­ძი­ნოს. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ ერ­თო­თა­ხი­ა­ნი, პა­ტა­რა ბი­ნე­ბია: მათი რა­ო­დე­ნო­ბა ახალ კორ­პუ­სებ­ში იმ­დე­ნად შე­ზღუ­დუ­ლია, რომ "ხრუშ­ჩოვ­კებ­ში" არ­სე­ბულ ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნებ­ზეც კი მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ზო­გი­ერთ ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუს­ში 1 კვ.მ.ფარ­თო­ბის ფასი 1300 დო­ლა­რამ­დეც აღ­წევს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად სიძ­ვი­რი­სა, ვი­საც გა­დახ­და შე­უძ­ლია, 80 პრო­ცენ­ტი სწო­რედ ასეთ ბი­ნას ირ­ჩევს",-აცხა­დებს ფხა­ლა­ძე.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

თბილისში ბინები გაიაფდება - უძრავი ქონების მეორად ბაზარზე სტაგნაციაა

თბილისში ბინები გაიაფდება - უძრავი ქონების მეორად ბაზარზე სტაგნაციაა

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარს სერიოზული პრობლემები აქვს - მეორად ქონებას ბოლო წლებში მყიდველი საგრძნობლად შეუმცირდა, რამაც სამომავლოდ დიდი ალბათობით ფასის დაწევა უნდა განაპირობოს. როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, მათი კლიენტების უმეტესობა დასრულებულ ბინებსა და კომერციულ ფართებს ეტანება. ამ, და სხვა პრობლემების გამო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაკავებული ბევრი სააგენტო დაიხურა. არადა, ყველამ ვიცით, რომ ერთ დროს ეს ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი და სარფიანი იყო. ცნობილი გახდა ისიც, რომ რამდენიმე მსხვილი ინვესტორი ემზადება ჩვენს ქვეყანაში შემოსასვლელად და ისინი უძრავი ქონების ქართულ ბაზარს სერიოზულად იკვლევენ. BPN-ი შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა ამ სეგმენტში დღეს.

როგორც უძრავი ქონების სააგენტო KIBE-ს გაყიდვების მენეჯერი, ეკა ბარათელი აცხადებს, ბოლო ორი წელია თბილისში მეორადი საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა.

"ჩვენი სააგენტო თბილისის მთელ ტერიტორიაზე ოპერირებს. მისი საქმიანობის ძირითადი სფერო უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ოპერაციებია. უკვე ათი წელია ამ ბაზარზე ვართ, კავშირი გვაქვს მსხვილ უცხოურ ორგანიზაციებთანაც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ბაზარზე საკმაოდ რთული სიტუაციაა, რის გამოც რამდენიმე სააგენტო დაიხურა. ძველი ბინები ბევრ კლიენტს არ მოსწონს, ამავე დროს, თბილისში არ შენდება საკმარისი რაოდენობის ახალი კორპუსები, სადაც ბინის შეძენა ხელსაყრელ ფასად შეიძლება, ხოლო რაც აშენდა, იმათგანაც ბევრი დაუსრულებელია.

მყიდველებს მეორადი ბინების მიმართაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვთ: თუ ბინა მაღალჭერიანია და მკვიდრად ნაშენი, მხოლოდ მაშინ ყიდულობენ. ასეთი ბინა კი, საკმაოდ რთული მოსაძებნია. ძალიან ხშირია მიშენება, ასევე დიდია ავარიული სახლების რაოდენობაც და რა თქმა უნდა, ასეთ ბინაში ფულის ჩადებას ყველა ერიდება. ამიტომ, უფრო დიდი მოთხოვნა ახალ კორპუსებზეა. ახალაშენებული ბინებში თეთრი კარკასი ვაკეში და საბურთალოზე 850-დან 900 დოლარამდე ღირს, თუმცა ზოგიერთ კომპანიაში 1 კვ.მ ფართობს 1200-1300 დოლარადაც ყიდიან. რაც შეეხება ძველ კორპუსებს, იქ ბინის შეძენა 600 დოლარადაც შეიძლება, თუმცა, ძველი ბინების დიდი ნაწილი რემონტის დროს მაინც შავი კარკასი ხდება, რადგან იქ ყველაფერი თავიდანაა ასაშენებელი, ამის გამო კლიენტებს ახალ კორპუსში შავი კარკასის ყიდვა ურჩევნიათ. გარემონტებულ ბინას საბურთალოზე ათას დოლარადაც შეიძენთ, (1 კვ.მ.-ს) თუმცა არ ვგულისხმობ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს და თავის ბინას საჩქაროდ, დაბალ ფასში ყიდის. თბილისში ძირითადად დაბალფასიან ბინებზეა მოთხოვნა, რომელიც 40-50 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ იმას, ვინც დიდ ფულს იხდის, ურჩევნია კარგი სადარბაზოც ჰქონდეს, კარგი ლიფტიც და ნორმალური საცხოვრებელი პირობებიც",- ამბობს ეკა ბარათელი.

ბარათელის თქმით, ამ სფეროში ინვესტიციების ჩადებას მსხვილი კომპანიებიც აპირებენ: "ჩვენც გვქონდა ერთ-ერთ ასეთ ფირმასთან მოლაპარაკებები, მივეცით რჩევა, თუ რომელი ადგილები უფრო გაყიდვადია საქართველოში და ისინი უკვე არჩევენ ასეთ ადგილებს, თუმცა, ამ ფირმის სახელს ვერ გავამხელ - ჯერჯერობით ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა, ის არის, რომ ეს არის სოლიდური სამშენებლო კომპანია, რომელიც წარმატებით საქმიანობს მეზობელ სომხეთში".

ბროკერი მაია ფხალაძეც ადასტურებს, რომ მეორადი ბინების გაყიდვა საკმაოდ გართულდა. "მეორად ბინებს ყველა თავს არიდებს თუნდაც იმიტომ, რომ ახალ კორპუსში უფრო დიდი ფართი შეიძლება გაცილებით ნაკლებ ფასად იყიდონ. თანაც, ძველ ბინებში ფართობი ძირითადად მიშენების ხარჯზეა გაზრდილი. ვისაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება უნდა და ფულიც აქვს, ურჩევნია ბინა ახლაშენებულ კორპუსში შეიძინოს. გამონაკლისი მხოლოდ ერთოთახიანი, პატარა ბინებია: მათი რაოდენობა ახალ კორპუსებში იმდენად შეზღუდულია, რომ "ხრუშჩოვკებში" არსებულ ერთოთახიან ბინებზეც კი მოთხოვნა ძალიან მაღალია. ზოგიერთ ახალაშენებულ კორპუსში 1 კვ.მ.ფართობის ფასი 1300 დოლარამდეც აღწევს, მაგრამ მიუხედავად სიძვირისა, ვისაც გადახდა შეუძლია, 80 პროცენტი სწორედ ასეთ ბინას ირჩევს",-აცხადებს ფხალაძე.

იხილეთ სტატია სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ