პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1,2 მილიარდი დოლარის მფლობელი ქართველის გზა ღორების მოშენებიდან ბიზნესის კოლექციამდე
1,2 მილიარდი დოლარის მფლობელი ქართველის გზა ღორების მოშენებიდან ბიზნესის კოლექციამდე

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, რუ­სეთ­ში გამ­დიდ­რე­ბუ­ლი და შვე­დე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი "ფორბსის" ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 1,2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის მფლო­ბე­ლია, რუ­სეთ­ში კი 200 ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ანს შო­რის 91-ე ად­გილს იკა­ვებს. "ფორბსის­ვე" თა­ნახ­მად, უკა­ნას­კნე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კორ­პო­რა­ცია "ბი­ო­ე­ნერ­გი­ას" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა 250 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით გა­ზარ­და.

სა­კუ­თარ თავს ხში­რად მხო­ლოდ კო­ლექ­ცი­ო­ნერს უწო­დებს, რად­გან მისი უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სამ­დე უძ­ვე­ლე­სი ნივ­თის­გან შედ­გე­ბა, მათ შო­რის მე­ქა­ნი­კუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი საკ­რა­ვე­ბის­გან - და­წყე­ბუ­ლი არ­ღა­ნე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ზარ­დახ­შე­ბი­თა და სა­ა­თე­ბით. თუმ­ცა, მისი პერ­სო­ნა საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი "ბიზ­ნეს­კო­ლექ­ცი­ით" გახ­და, რო­მელ­საც უკვე წლე­ბია წარ­მა­ტე­ბით უდ­გას სა­თა­ვე­ში. ავ­ტო­ბიზ­ნე­სი, კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა, გა­სარ­თო­ბი ბიზ­ნე­სი, ნავ­თო­ბ­ბიზ­ნე­სი - ეს კი უკვე მისი ბიზ­ნეს­კო­ლექ­ცი­ის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია.

"არ მიყ­ვარს ბიზ­ნე­სის მხო­ლოდ ერთი სა­ხე­ო­ბით და­კა­ვე­ბა. მიყ­ვარს, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ვფიქ­რობ, მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რო­ბა მხიბ­ლავს", - აღ­ნიშ­ნავს თა­ვად მი­ლი­არ­დე­რი მე­წარ­მე.

შვე­დე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, 1957 წელს ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბიზ­ნეს­მა 70-იან წლებ­ში გა­ი­ტა­ცა, რო­დე­საც ოჯა­ხის რთუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სწავ­ლა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა თბი­ლი­სის პო­ლი­ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

მისი პირ­ვე­ლი ბიზ­ნე­სი არც მეტი, არ ნაკ­ლე­ბი - ღო­რე­ბის გაზ­რდას უკავ­შირ­დე­ბა.

"მე­გო­ბარ­თან ერ­თად, რო­მელ­საც თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში სა­ღო­რე ჰქონ­და მო­შე­ნე­ბუ­ლი, ღო­რებს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვზრდი­დით და ვყი­დი­დით. თან­ხას წო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვიხ­დიდ­ნენ - 1 კი­ლო­ში 3 მა­ნეთ­სა და 30 კა­პიკს", - გა­იხ­სე­ნებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი.

თან­და­თა­ნო­ბით, დამ­წყებ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ა­ფარ­თო­ვა და ღო­რე­ბის ბიზ­ნე­სი­დან ავ­ტო­ბიზ­ნეს­ზე გა­და­ერ­თო - საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან ერ­თად ამე­რი­კი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა და მათი რე­ა­ლი­ზე­ბა და­ი­წყო. 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში კი, რო­დე­საც და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ბიზ­ნესს მიჰ­ყო ხელი, უცხო­უ­რი მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის ფუ­ფუ­ნე­ბა მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს ჰქონ­დათ, რომ­ლე­ბიც ათი ათა­სო­ბით დო­ლარს არ იშუ­რებ­დნენ მერ­სე­დე­სი­სა და BMW-ს ბოლო მო­დე­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

თან­და­თა­ნო­ბით, ბიზ­ნე­სი მის­თვის ერ­თგვარ კო­ლექ­ცი­ად იქცა და რო­გორც არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, ვიდ­რე ძალა შეს­წევს, უნდა, რომ ბიზ­ნე­სით იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი.

"საქ­მე სი­ცო­ცხლეს ახან­გრძლი­ვებს და საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე უარი არ­სა­ით­კენ მი­მა­ვა­ლი გზაა", - ამ­ბობს ია­კო­ბაშ­ვი­ლი.

"პე­რესტრო­ი­კის" პე­რი­ოდ­ში მისი მო­ნა­გა­რი მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა უნი­კა­ლუ­რად ჩა­ით­ვა­ლოს - 1992 წელს პირ­ვე­ლი ავ­ტო­სა­ლო­ნი და­ა­არ­სა, 1993 წელს კი რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე დიდი გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი "მი­ტე­ლი­ცა" და კა­ზი­ნო "ჩერი" გახ­სნა. იმა­ვე წელს და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი რძი­სა და წვე­ნე­ბის კომ­პა­ნია "ვიმ ბილ დანს" აფუძ­ნებს, რომ­ლის აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვაც რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მას 600 მი­ლი­ონ დო­ლარს მო­უ­ტანს.

ბოლო წლებ­ში, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გაზ­რდილ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა 2010 წელს "ვიმ ბილ დანი" "პეპ­სი­კოს" მიჰ­ყი­და, აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ქარ­თულ აქ­ტი­ვებ­ში.

2011 წელს, და­ვით ია­კო­ბაშ­ვილ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნია "პეტ­რო­კას ენერ­ჯი გრუ­პის"-ის 25% იყი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­კუ­თა­რი აქ­ცი­ე­ბის წილი ამ კომ­პა­ნი­ა­ში 80%-მდე გა­ზარ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ბიზ­ნეს­მე­ნის მფლო­ბე­ლო­ბა­ში ექსმი­ნის­ტრის რამ­დე­ნი­მე სხვა კომ­პა­ნი­აც აღ­მოჩ­ნდა, მათ შო­რის სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "აუთ­დორ ჯი" და "სმო­დი".

"პეტ­რო­კას ენერ­ჯი გრუ­პი" 140-მდე ავ­ტო­გა­სა­მართს ფლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ა­ჯან­სა და ყა­ზა­ხეთ­ში, ფოთ­ში კი ორ ნავ­თო­ბტერ­მი­ნალს გა­ნა­გებს.

"ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არ არ­სე­ბობს სა­კუთ­რი და სხვი­სი შვი­ლე­ბი. ყვე­ლა შვი­ლი სა­კუ­თა­რია, სა­ჭი­როა მათ­ზე ზრუნ­ვა და მათ მი­მართ ერ­თნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ბიზ­ნე­სი, რო­მელ­საც მეტი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა და არ­სე­ბობს ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც უფრო ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს", - აცხა­დებს და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გაზ­რდა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მა The Financial Times-სთა­ნაც "და­ი­მუქ­რა", რო­მელ­თან სა­უ­ბარ­შიც უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა რუ­სეთ­ში, ოფ­შო­რულ კომ­პა­ნი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მკაც­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბით. რო­გორც ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ვა­რა­უ­დობს, ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას იმა­ზე მე­ტად აზა­რა­ლებს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

1,2 მილიარდი დოლარის მფლობელი ქართველის გზა ღორების მოშენებიდან ბიზნესის კოლექციამდე

1,2 მილიარდი დოლარის მფლობელი ქართველის გზა ღორების მოშენებიდან ბიზნესის კოლექციამდე

საქართველოში დაბადებული, რუსეთში გამდიდრებული და შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, 1,2 მილიარდი დოლარის მფლობელია, რუსეთში კი 200 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის 91-ე ადგილს იკავებს. "ფორბსისვე" თანახმად, უკანასკნელი წლის განმავლობაში კორპორაცია "ბიოენერგიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, საკუთარი ქონება 250 მილიონი დოლარით გაზარდა.

საკუთარ თავს ხშირად მხოლოდ კოლექციონერს უწოდებს, რადგან მისი უნიკალური კოლექცია დაახლოებით 10 ათასამდე უძველესი ნივთისგან შედგება, მათ შორის მექანიკური მუსიკალური საკრავებისგან - დაწყებული არღანებით, დამთავრებული მუსიკალური ზარდახშებითა და საათებით. თუმცა, მისი პერსონა საქვეყნოდ ცნობილი "ბიზნესკოლექციით" გახდა, რომელსაც უკვე წლებია წარმატებით უდგას სათავეში. ავტობიზნესი, კვების მრეწველობა, გასართობი ბიზნესი, ნავთობბიზნესი - ეს კი უკვე მისი ბიზნესკოლექციის არასრული ჩამონათვალია.

"არ მიყვარს ბიზნესის მხოლოდ ერთი სახეობით დაკავება. მიყვარს, როდესაც სხვადასხვა მიმართულებებით ვფიქრობ, მრავალპროფილურობა მხიბლავს", - აღნიშნავს თავად მილიარდერი მეწარმე.

შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი საქართველოში, 1957 წელს ქართველი ებრაელების ოჯახში დაიბადა. ბიზნესმა 70-იან წლებში გაიტაცა, როდესაც ოჯახის რთული მატერიალური პირობების გამო, იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

მისი პირველი ბიზნესი არც მეტი, არ ნაკლები - ღორების გაზრდას უკავშირდება.

"მეგობართან ერთად, რომელსაც თბილისის გარეუბანში საღორე ჰქონდა მოშენებული, ღორებს ერთი წლის განმავლობაში ვზრდიდით და ვყიდიდით. თანხას წონიდან გამომდინარე გვიხდიდნენ - 1 კილოში 3 მანეთსა და 30 კაპიკს", - გაიხსენებს მოგვიანებით ქართველი მილიარდერი.

თანდათანობით, დამწყებმა ბიზნესმენმა საქმიანობა გააფართოვა და ღორების ბიზნესიდან ავტობიზნესზე გადაერთო - საქმიან პარტნიორთან ერთად ამერიკიდან ავტომობილების ჩამოყვანა და მათი რეალიზება დაიწყო. 90-იანი წლების დასაწყისში კი, როდესაც დავით იაკობაშვილი ავტომობილების ბიზნესს მიჰყო ხელი, უცხოური მარკის ავტომანქანის ფუფუნება მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ, რომლებიც ათი ათასობით დოლარს არ იშურებდნენ მერსედესისა და BMW-ს ბოლო მოდელების სანაცვლოდ.

თანდათანობით, ბიზნესი მისთვის ერთგვარ კოლექციად იქცა და როგორც არაერთხელ უთქვამს, ვიდრე ძალა შესწევს, უნდა, რომ ბიზნესით იყოს დაკავებული.

"საქმე სიცოცხლეს ახანგრძლივებს და საქმიანობაზე უარი არსაითკენ მიმავალი გზაა", - ამბობს იაკობაშვილი.

"პერესტროიკის" პერიოდში მისი მონაგარი მართლაც შეიძლება უნიკალურად ჩაითვალოს - 1992 წელს პირველი ავტოსალონი დააარსა, 1993 წელს კი რუსეთში ყველაზე დიდი გასართობი ცენტრი "მიტელიცა" და კაზინო "ჩერი" გახსნა. იმავე წელს დავით იაკობაშვილი რძისა და წვენების კომპანია "ვიმ ბილ დანს" აფუძნებს, რომლის აქციების გაყიდვაც რამდენიმე წლის შემდეგ მას 600 მილიონ დოლარს მოუტანს.

ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა ბიზნესმენმა 2010 წელს "ვიმ ბილ დანი" "პეპსიკოს" მიჰყიდა, აქტიურად დაიწყო ინვესტიციების განხორციელება ქართულ აქტივებში.

2011 წელს, დავით იაკობაშვილმა, საქართველოში ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის კუთვნილი კომპანია "პეტროკას ენერჯი გრუპის"-ის 25% იყიდა, მოგვიანებით კი საკუთარი აქციების წილი ამ კომპანიაში 80%-მდე გაზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მფლობელობაში ექსმინისტრის რამდენიმე სხვა კომპანიაც აღმოჩნდა, მათ შორის სარეკლამო კომპანია "აუთდორ ჯი" და "სმოდი".

"პეტროკას ენერჯი გრუპი" 140-მდე ავტოგასამართს ფლობს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიაჯანსა და ყაზახეთში, ფოთში კი ორ ნავთობტერმინალს განაგებს.

"ნებისმიერი ბიზნესი ძალიან მნიშვნელოვანია. არ არსებობს საკუთრი და სხვისი შვილები. ყველა შვილი საკუთარია, საჭიროა მათზე ზრუნვა და მათ მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება. თუმცა, არსებობს ბიზნესი, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება და არსებობს ბიზნესი, რომელიც უფრო ნაკლებ ყურადღებას ითხოვს", - აცხადებს დავით იაკობაშვილი.

საქართველოში ინვესტიციების გაზრდაზე რამდენიმე დღის წინ დავით იაკობაშვილი ბრიტანულ გამოცემა The Financial Times-სთანაც "დაიმუქრა", რომელთან საუბარშიც უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთში, ოფშორულ კომპანიებთან მიმართებაში მკაცრი ზომების გატარებით. როგორც ქართველი მილიარდერი ვარაუდობს, ოფშორული კომპანიების წინააღმდეგ ზომების გამკაცრება რუსეთის ეკონომიკას იმაზე მეტად აზარალებს, ვიდრე ნებისმიერი სახის დასავლური სანქციები.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია