პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაუყოვნებლივ ითხოვს
მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაუყოვნებლივ ითხოვს

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის­გან რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს. "ლიგა.ნეტ"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გე­ორგ შტა­ი­გერ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ვი­ნა­ი­დან მოს­კოვს მა­ლა­ი­ზი­უ­რი "ბო­ინ­გის" ჩა­მო­ვარ­დნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრულ­მას­შტა­ბი­ან გა­მო­ძი­ე­ბა­ზე არა­ვი­თა­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ გა­მო­უთ­ქვამს, ასე­ვე არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი დონ­ბას­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბით, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ღე­ბას.

მერ­კე­ლის აზ­რით, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს და­ღუ­პულ­თა გვა­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ზე კვლავ არ უშ­ვე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებს. შტა­ი­გე­რის გან­ცხა­დე­ბით, გარ­და ამი­სა, რუ­სე­თი საკ­მა­ოდ თავ­შე­კა­ვე­ბულ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს პრო­რუ­სულ დაჯ­გუ­ფე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ.

ამი­ტომ, ან­გე­ლა მერ­კე­ლი მხარს უჭერს გუ­შინ ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოს­კო­ვის მი­სა­მარ­თით ტო­ნის გამ­კაც­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ბი-ბი-სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ან­გე­ლა მერ­კე­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია იმ იდე­ის, რომ რუ­სეთს 2018 წლის ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაუყოვნებლივ ითხოვს

მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაუყოვნებლივ ითხოვს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაჟინებით მოითხოვს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გეორგ შტაიგერმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან მოსკოვს მალაიზიური "ბოინგის" ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სრულმასშტაბიან გამოძიებაზე არავითარი დაინტერესება არ გამოუთქვამს, ასევე არ არის დაინტერესებული დონბასში არსებული ვითარების სტაბილურობით, გერმანიის კანცლერი საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას.

მერკელის აზრით, ჯერ კიდევ არსებობს დაღუპულთა გვამების აღმოჩენასთან დაკავშირებული პრობლემები და კატასტროფის ადგილზე კვლავ არ უშვებენ საერთაშორისო ექსპერტებს. შტაიგერის განცხადებით, გარდა ამისა, რუსეთი საკმაოდ თავშეკავებულ ზემოქმედებას ახდენს პრორუსულ დაჯგუფებებზე, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები ხელმძღვანელობენ.

ამიტომ, ანგელა მერკელი მხარს უჭერს გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოსკოვის მისამართით ტონის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით კი, ანგელა მერკელი წინააღმდეგია იმ იდეის, რომ რუსეთს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოერთვას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა