კონფლიქტები
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენი ყოყლოჩინობის გამო, როდესაც ვიღაც ლენჩი აგინებდა პუტინს, რა მიიღეთ?" - დაპირისპირება დავით საგანელიძესა და გიგი წერეთელს შორის
"თქვენი ყოყლოჩინობის გამო, როდესაც ვიღაც ლენჩი აგინებდა პუტინს, რა მიიღეთ?" - დაპირისპირება დავით საგანელიძესა და გიგი წერეთელს შორის

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე და უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი გიგი წე­რე­თე­ლი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებს ის პე­რი­ო­დი შე­ახ­სე­ნა, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო. მისი თქმით, რუ­სეთ­თან მათი პო­ლი­ტი­კის გამო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წი­ლი და­ი­კარ­გა.

"ჩემ­ზე კარ­გად არა­ვინ იცის, რა არის რუ­სე­თი და რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰყავს მას. რა გინ­დათ, თქვენს რი­ტო­რი­კას ავ­ყვეთ?! რა­საც თქვენ მი­აღ­წი­ეთ და ამ­დე­ნი ტე­რი­ტო­რია და­კარ­გეთ. რამ­დე­ნი და­ღუ­პუ­ლი, რამ­დე­ნი დევ­ნი­ლია ამ რი­ტო­რი­კის გამო! თქვენ ვის უნდა ას­წავ­ლოთ ჭკუა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, როცა ასეთ უბე­დუ­რე­ბას მი­აღ­წი­ეთ. ელე­მენ­ტა­რუ­ლი სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა უნდა გა­გაჩ­ნდეთ, როცა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას ახ­სე­ნებთ. ამა­ზე დიდი და­ნა­შა­უ­ლი არ არ­სე­ბობს. სად წა­ი­ღეთ ის მი­წე­ბი თქვე­ნი აგ­რე­სი­ის გამო, თქვე­ნი იმ ენის გამო, რო­მელ­საც არ იო­კებ­დით პი­რის ღრუ­ში. თქვე­ნი ყოყლო­ჩი­ნო­ბის გამო, რო­დე­საც ვი­ღაც ლენ­ჩი აგი­ნებ­და პუ­ტინს, რა მი­ი­ღეთ?! სად ხართ ეს ვაჟ­კა­ცე­ბი ახლა?! რუ­სეთს იმ ენით ვე­სა­უბ­რე­ბით, რომ იქ­ნებ ჩვე­ნი ნა­წარ­მი რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე შე­ვი­ტა­ნოთ, იქ­ნებ ეკო­ნო­მი­კა გან­ვა­ვი­თა­როთ, იქ­ნე­ბა ის დღე­ე­ბი არ გა­დაგ­ვხდეს თავს, რაც თქვენს ხელ­ში გა­დახ­და სა­ქარ­თვე­ლოს. დიპ­ლო­მა­ტი­აა აქ სა­ჭი­რო და არა ის ვაი ვაჟ­კა­ცო­ბა", - მი­მარ­თა სა­გა­ნე­ლი­ძემ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტებს.

და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დროს გიგი წე­რეთ­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. მან სა­გა­ნე­ლი­ძეს მეტი კო­რექ­ტუ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­და. "წე­სი­ე­რად გა­მო­დი და ისა­უბ­რე",- მი­უ­თი­თა წე­რე­თელ­მა სა­გა­ნე­ლი­ძეს, რა­საც უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა შემ­დგე­ნა­ი­რად უპა­სუ­ხა: "შენ სა­ერ­თოდ საქ­მე­ზე სა­უ­ბა­რი ის­წავ­ლე და მერე ილა­პა­რა­კე. შენ ნუ­რა­ვის ას­წავ­ლი ჭკუ­ას, რად­გან მე მაქვს უფ­ლე­ბა, რო­გორც მინ­და ისე ვი­სა­უბ­რო. გიგი წე­რე­თე­ლი - თუ გას­ვლა გინ­და დარ­ბა­ზი­დან, გადი, რად­გან აქ სა­სე­ირ­ნო დარ­ბა­ზი არ არის. ამ ქვე­ყა­ნა­ზე ზე­მო­დან რაც ისე­ირ­ნე, ისიც გე­ყო­ფა. არც ერთ რეგ­ლა­მენ­ტში არ არის ის, რომ შენ ასე დად­გე და ჭკუა ას­წავ­ლო ვინ­მეს. ზრდი­ლო­ბა იცო­დე და ის­წავ­ლე რო­გორ უნდა ილა­პა­რა­კო", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ გიგი წე­რეთ­ლის რეპ­ლი­კა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თქვენი ყოყლოჩინობის გამო, როდესაც ვიღაც ლენჩი აგინებდა პუტინს, რა მიიღეთ?" - დაპირისპირება დავით საგანელიძესა და გიგი წერეთელს შორის

"თქვენი ყოყლოჩინობის გამო, როდესაც ვიღაც ლენჩი აგინებდა პუტინს, რა მიიღეთ?" - დაპირისპირება დავით საგანელიძესა და გიგი წერეთელს შორის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და უმცირესობის დეპუტატი გიგი წერეთელი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დავით საგანელიძემ უმცირესობის წევრებს ის პერიოდი შეახსენა, როცა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო. მისი თქმით, რუსეთთან მათი პოლიტიკის გამო საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დაიკარგა.

"ჩემზე კარგად არავინ იცის, რა არის რუსეთი და რა ხელისუფლება ჰყავს მას. რა გინდათ, თქვენს რიტორიკას ავყვეთ?! რასაც თქვენ მიაღწიეთ და ამდენი ტერიტორია დაკარგეთ. რამდენი დაღუპული, რამდენი დევნილია ამ რიტორიკის გამო! თქვენ ვის უნდა ასწავლოთ ჭკუა რუსეთთან ურთიერთობაში, როცა ასეთ უბედურებას მიაღწიეთ. ელემენტარული სირცხვილის გრძნობა უნდა გაგაჩნდეთ, როცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ახსენებთ. ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. სად წაიღეთ ის მიწები თქვენი აგრესიის გამო, თქვენი იმ ენის გამო, რომელსაც არ იოკებდით პირის ღრუში. თქვენი ყოყლოჩინობის გამო, როდესაც ვიღაც ლენჩი აგინებდა პუტინს, რა მიიღეთ?! სად ხართ ეს ვაჟკაცები ახლა?! რუსეთს იმ ენით ვესაუბრებით, რომ იქნებ ჩვენი ნაწარმი რუსეთის ბაზარზე შევიტანოთ, იქნებ ეკონომიკა განვავითაროთ, იქნება ის დღეები არ გადაგვხდეს თავს, რაც თქვენს ხელში გადახდა საქართველოს. დიპლომატიაა აქ საჭირო და არა ის ვაი ვაჟკაცობა", - მიმართა საგანელიძემ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს.

დავით საგანელიძის ამ განცხადებას პლენარული სხდომის დროს გიგი წერეთლის უკმაყოფილება მოჰყვა. მან საგანელიძეს მეტი კორექტულობისკენ მოუწოდა. ,,წესიერად გამოდი და ისაუბრე",- მიუთითა წერეთელმა საგანელიძეს, რასაც უმრავლესობის ლიდერმა შემდგენაირად უპასუხა: "შენ საერთოდ საქმეზე საუბარი ისწავლე და მერე ილაპარაკე. შენ ნურავის ასწავლი ჭკუას, რადგან მე მაქვს უფლება, როგორც მინდა ისე ვისაუბრო. გიგი წერეთელი - თუ გასვლა გინდა დარბაზიდან, გადი, რადგან აქ სასეირნო დარბაზი არ არის. ამ ქვეყანაზე ზემოდან რაც ისეირნე, ისიც გეყოფა. არც ერთ რეგლამენტში არ არის ის, რომ შენ ასე დადგე და ჭკუა ასწავლო ვინმეს. ზრდილობა იცოდე და ისწავლე როგორ უნდა ილაპარაკო", - განაცხადა დავით საგანელიძემ გიგი წერეთლის რეპლიკაზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა