პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძველი თბილისი შარდის სუნად ყარს" - პრემიების თანხით საზოგადოებრივი ტუალეტები გაკეთდება?
"ძველი თბილისი შარდის სუნად ყარს" - პრემიების თანხით საზოგადოებრივი ტუალეტები გაკეთდება?

საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, იმ საპ­რე­მიო თან­ხით, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს უნდა მი­ე­ღოთ, ძველ თბი­ლის­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტე­ბი უნდა გა­კეთ­დეს.

ელი­საშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ საკ­რე­ბუ­ლოს მიერ და­ზო­გი­ლი პრე­მი­ე­ბის თან­ხით შე­საძ­ლე­ბე­ლია ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბა და ძველ თბი­ლის­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ტუ­რის­ტი მოძ­რა­ობს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტე­ბის გა­კე­თე­ბა. საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის პრე­მი­ებ­ზე უა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახა­ლი მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლომ 19 ივ­ლისს მი­ი­ღო. ელი­საშ­ვი­ლის თქმით, პრე­მი­ებ­ზე უა­რის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ზო­გე­ბა.

"ძველ თბი­ლისს პირ­ვე­ლი იმით უნდა ეშ­ვე­ლოს, რომ უნდა გაჩ­ნდეს ტუ­ა­ლე­ტე­ბი ძველ თბი­ლის­ში და მთელ ქა­ლაქ­შიც. თითო დე­პუ­ტა­ტი ისე იწერ­და 20 000 ლარს, 300-350 %-იან პრე­მი­ას, რო­გორც და­გი­ბა­რე­ბია. ჯამ­ში პრე­მი­ე­ბის თან­ხა ადი­ო­და ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე და მეტ­ზეც. აი, ახლა პრე­მი­ებ­ზე რომ ფული დავ­ზო­გეთ, უზარ­მა­ზა­რი ფული, ამ თან­ხით შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ვა­ცხა­დოთ ტენ­დე­რი სას­წა­რა­ფოდ, იმი­ტომ, რომ ძვე­ლი თბი­ლი­სი არის ტუ­რის­ტე­ბით სავ­სე და ყარს შარ­დის სუ­ნად ლე­სე­ლი­ძე. ამ­დე­ნად პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ეს იქ­ნე­ბა.

ძველ თბი­ლისს უნდა ეშ­ვე­ლოს მას­შტა­ბუ­რად. არ­სე­ბობ­და ასე­თი გეგ­მა, რო­მე­ლიც 2007 წლი­დან შე­მო­დო თა­რო­ზე უგუ­ლა­ვამ, ეს გეგ­მა წა­მო­სა­წე­ვია, გა­სა­ახ­ლე­ბე­ლია, გა­სა­ცო­ცხლე­ბე­ლია. ამ თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რე უკვე ნარ­მა­ნი­ას. ეს არის კომ­პლექ­სუ­რი საქ­მე კულ­ტუ­რის და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს, მე­რი­ის და საკ­რე­ბუ­ლოს. მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­დე­ლე­ბი, რო­გორ გახ­დნენ ის­ტო­რი­ულ ქა­ლაქ­ში მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხელ­მოკ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ლი­ო­ნე­რე­ბი. ჩვენც გვაქვს ამის შე­სა­ნის­ნა­ვი მო­დე­ლე­ბი - ცუ­დიც და კარ­გიც. ერეკ­ლეს ქუჩა არის ძა­ლი­ან კარ­გი მო­დე­ლი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ვი­თა­რო, დარ­ჩეს და გამ­დიდ­რდეს მო­სახ­ლე­ო­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით და გვაქვს ძა­ლი­ან ცუდი მო­დე­ლი პლე­ხა­ნოვ­ზე – რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი და­ხარ­ჯოს ისე, რომ არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ მოჰ­ქონ­დეს",- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ძველი თბილისი შარდის სუნად ყარს" - პრემიების თანხით საზოგადოებრივი ტუალეტები გაკეთდება?

"ძველი თბილისი შარდის სუნად ყარს" - პრემიების თანხით საზოგადოებრივი ტუალეტები გაკეთდება?

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივით, იმ საპრემიო თანხით, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირებს უნდა მიეღოთ, ძველ თბილისში საზოგადოებრივი ტუალეტები უნდა გაკეთდეს.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს მიერ დაზოგილი პრემიების თანხით შესაძლებელია ტენდერის გამოცხადება და ძველ თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი მოძრაობს, საზოგადოებრივი ტუალეტების გაკეთება. საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის პრემიებზე უარის გადაწყვეტილება ახალი მოწვევის საკრებულომ 19 ივლისს მიიღო. ელისაშვილის თქმით, პრემიებზე უარის თქმით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიზოგება.

"ძველ თბილისს პირველი იმით უნდა ეშველოს, რომ უნდა გაჩნდეს ტუალეტები ძველ თბილისში და მთელ ქალაქშიც. თითო დეპუტატი ისე იწერდა 20 000 ლარს, 300-350 %-იან პრემიას, როგორც დაგიბარებია. ჯამში პრემიების თანხა ადიოდა ნახევარ მილიონზე და მეტზეც. აი, ახლა პრემიებზე რომ ფული დავზოგეთ, უზარმაზარი ფული, ამ თანხით შესაძლებელია გამოვაცხადოთ ტენდერი სასწარაფოდ, იმიტომ, რომ ძველი თბილისი არის ტურისტებით სავსე და ყარს შარდის სუნად ლესელიძე. ამდენად პირველი ნაბიჯი ეს იქნება.

ძველ თბილისს უნდა ეშველოს მასშტაბურად. არსებობდა ასეთი გეგმა, რომელიც 2007 წლიდან შემოდო თაროზე უგულავამ, ეს გეგმა წამოსაწევია, გასაახლებელია, გასაცოცხლებელია. ამ თემაზე ვესაუბრე უკვე ნარმანიას. ეს არის კომპლექსური საქმე კულტურის და ეკონომიკის სამინისტროს, მერიის და საკრებულოს. მსოფლიოში არსებობს შესანიშნავი მოდელები, როგორ გახდნენ ისტორიულ ქალაქში მაცხოვრებელი ხელმოკლე ადამიანები მილიონერები. ჩვენც გვაქვს ამის შესანისნავი მოდელები - ცუდიც და კარგიც. ერეკლეს ქუჩა არის ძალიან კარგი მოდელი, როგორ შეიძლება განავითარო, დარჩეს და გამდიდრდეს მოსახლეობა ისტორიული მემკვიდრეობით და გვაქვს ძალიან ცუდი მოდელი პლეხანოვზე – როგორ შეიძლება სახელმწიფომ უპასუხისმგებლოდ ათეულობით მილიონი დახარჯოს ისე, რომ არანაირი შედეგი არ მოჰქონდეს",- განაცხადა ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია