პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძაღლი, რომელსაც 11 ლეკვი ყავდა, ბავშვების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს" - ამაზრზენი ფაქტი მანგლისში
"ძაღლი, რომელსაც 11 ლეკვი ყავდა, ბავშვების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს" - ამაზრზენი ფაქტი მანგლისში

სა­ქარ­თვე­ლოს ცხო­ველ­თა დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, 14 ივ­ლისს მან­გლის­ში შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ფაქ­ტი მოხ­და - ვა­ლე­რი ლო­მი­ნაშ­ვილ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა ძაღ­ლი, ძუ, რო­მელ­საც 11 ჯერ კი­დევ თვა­ლე­ბა­უ­ხე­ლე­ლი ლეკ­ვი ჰყავ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ვახ­ტანგ მა­მა­ლა­ძის თქმით, ამაზ­რზე­ნი მკვლე­ლო­ბა 8 წლის გო­გო­ნას თვალ­წინ მოხ­და. ფაქ­ტის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბეს, თუმ­ცა, რო­გორც მა­მა­ლა­ძე და ტრა­გე­დი­ის თვითმხილ­ვე­ლი ინგა ცუც­ქი­რი­ძე აცხა­დე­ბენ, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გი­ორ­გი გაბ­რი­ჩი­ძე ცდი­ლობს, ფაქ­ტი მიჩ­ქმა­ლოს და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით საქ­მე არ აღ­ძრას. ცხო­ველ­თა დაც­ვის ასო­ცი­ა­ცია შს მი­ნის­ტრი­სად­მი სპე­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვა­ზე ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვებს და და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტზე მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

ვახ­ტანგ მა­მა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ 259-ე მუხ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სი­უ­რო­ბის გამო მკვდა­რია. "მუხ­ლი რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, წე­სით, ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბებს უნდა იცავ­დეს, არ მოქ­მე­დებს. ამი­ტომ მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, რო­დე­საც შე­ეს­წრე­ბით ცხო­ვე­ლის უფ­ლე­ბე­ბის ხელ­ყო­ფას, გა­მო­ი­ძა­ხეთ პატ­რუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბით ეს მუხ­ლიც გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა".

ინგა ცუც­ქი­რი­ძე შვი­ლებ­თან ერ­თად მან­გლის­ში სა­ა­გა­რა­კოდ ჩა­ვი­და:

- იმ ეზო­ში, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობ­დით, ცხოვ­რობ­და ძაღ­ლი, რო­მელ­მაც სარ­დაფ­ში 11 ლეკ­ვი და­ყა­რა. სახ­ლის პატ­რო­ნი სამი დღე იმუქ­რე­ბო­და, უნდა დავ­ხო­ცოო. შეშ­ფო­თე­ბულ­მა ვთხო­ვე, ნუ და­ხო­ცავთ, და­რე­კეთ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­ში და წა­იყ­ვა­ნენ თა­ვის ლეკ­ვე­ბი­ა­ნად. ძაღლს რომ მოკ­ლავთ, ხომ პა­ტა­რე­ბიც და­ი­ღუ­პე­ბი­ან-მეთ­ქი. ნას­ვა­მი იყო და ჯი­უ­ტად იმე­ო­რებ­და, უნდა მოვ­კლაო. ამ ამ­ბი­დან ოთხი დღე გა­ვი­და, თით­ქმის მი­მა­ვი­წყდა ეს ამ­ბა­ვი, რომ გა­თე­ნე­ბი­სას გას­რო­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე. შე­ში­ნე­ბუ­ლი გა­რეთ გა­მოვ­ვარ­დი, ჩემი გო­გო­ნა აი­ვან­ზე გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი იდგა, ეზო­ში კი სახ­ლის პატ­რო­ნი და კი­დევ ერთი კაცი შევ­ნიშ­ნე. სახ­ლის პატ­რონს ხელ­ში ია­რა­ღი ეჭი­რა, მე­ო­რე კი ას­წავ­ლი­და, რო­გორ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ია­რა­ღი. ძაღ­ლი სარ­და­ფი­დან გა­მო­ვარ­და, კი­სერ­ში იყო დაჭ­რი­ლი, საბ­რა­ლო აქეთ-იქით ეხეთ­ქე­ბო­და და გზა­დაგ­ზა სის­ხლის გუ­ბეს აყე­ნებ­და, მერე მე­ზო­ბელ ეზო­ში შე­ვარ­და და იქ ბავ­შვე­ბის თვალ­წინ და­ლია სული. სა­ნა­ხა­ო­ბით შე­ში­ნე­ბულ­მა ბავ­შვებ­მა კი­ვი­ლი ატე­ხეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლეკ­ვე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, რძე და­ვა­ლე­ვი­ნეთ, მაგ­რამ მო­ვარ­და ის კაცი, ლეკ­ვე­ბი გა­მოგ­ვგლი­ჯა, სა­დღაც წა­ათ­რია, მოკ­ლუ­ლი ძაღ­ლი კი ხევ­ში გა­და­აგ­დო. ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა არა­სო­დეს მი­ნა­ხავს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"ძაღლი, რომელსაც 11 ლეკვი ყავდა, ბავშვების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს" - ამაზრზენი ფაქტი მანგლისში

"ძაღლი, რომელსაც 11 ლეკვი ყავდა, ბავშვების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს" - ამაზრზენი ფაქტი მანგლისში

საქართველოს ცხოველთა დაცვის ასოციაციის განცხადებით, 14 ივლისს მანგლისში შემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა - ვალერი ლომინაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ძაღლი, ძუ, რომელსაც 11 ჯერ კიდევ თვალებაუხელელი ლეკვი ჰყავდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვახტანგ მამალაძის თქმით, ამაზრზენი მკვლელობა 8 წლის გოგონას თვალწინ მოხდა. ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა, როგორც მამალაძე და ტრაგედიის თვითმხილველი ინგა ცუცქირიძე აცხადებენ, გამომძიებელი გიორგი გაბრიჩიძე ცდილობს, ფაქტი მიჩქმალოს და სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით საქმე არ აღძრას. ცხოველთა დაცვის ასოციაცია შს მინისტრისადმი სპეციალურ მიმართვაზე ხელმოწერებს აგროვებს და დანაშაულის ფაქტზე მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.

ვახტანგ მამალაძე მიიჩნევს, რომ 259-ე მუხლი საზოგადოების პასიურობის გამო მკვდარია. "მუხლი რომელიც ჩვენს ქვეყანაში, წესით, ცხოველთა უფლებებს უნდა იცავდეს, არ მოქმედებს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, როდესაც შეესწრებით ცხოველის უფლებების ხელყოფას, გამოიძახეთ პატრული. შესაბამისად, ჩვენი აქტიურობით ეს მუხლიც გააქტიურდება".

ინგა ცუცქირიძე შვილებთან ერთად მანგლისში სააგარაკოდ ჩავიდა:

- იმ ეზოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ცხოვრობდა ძაღლი, რომელმაც სარდაფში 11 ლეკვი დაყარა. სახლის პატრონი სამი დღე იმუქრებოდა, უნდა დავხოცოო. შეშფოთებულმა ვთხოვე, ნუ დახოცავთ, დარეკეთ შესაბამის სამსახურში და წაიყვანენ თავის ლეკვებიანად. ძაღლს რომ მოკლავთ, ხომ პატარებიც დაიღუპებიან-მეთქი. ნასვამი იყო და ჯიუტად იმეორებდა, უნდა მოვკლაო. ამ ამბიდან ოთხი დღე გავიდა, თითქმის მიმავიწყდა ეს ამბავი, რომ გათენებისას გასროლის ხმა გავიგონე. შეშინებული გარეთ გამოვვარდი, ჩემი გოგონა აივანზე გაქვავებული იდგა, ეზოში კი სახლის პატრონი და კიდევ ერთი კაცი შევნიშნე. სახლის პატრონს ხელში იარაღი ეჭირა, მეორე კი ასწავლიდა, როგორ გამოეყენებინა იარაღი. ძაღლი სარდაფიდან გამოვარდა, კისერში იყო დაჭრილი, საბრალო აქეთ-იქით ეხეთქებოდა და გზადაგზა სისხლის გუბეს აყენებდა, მერე მეზობელ ეზოში შევარდა და იქ ბავშვების თვალწინ დალია სული. სანახაობით შეშინებულმა ბავშვებმა კივილი ატეხეს. მოგვიანებით ლეკვები გამოვიყვანეთ, რძე დავალევინეთ, მაგრამ მოვარდა ის კაცი, ლეკვები გამოგვგლიჯა, სადღაც წაათრია, მოკლული ძაღლი კი ხევში გადააგდო. ასეთი საშინელება არასოდეს მინახავს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია