პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს ბინის ქირაობა ბათუმში? - ყველაფერი ცხელი სეზონის "ცხელი ფასების" შესახებ
რა ღირს ბინის ქირაობა ბათუმში? - ყველაფერი ცხელი სეზონის "ცხელი ფასების" შესახებ

ზღვის სე­ზო­ნის მოს­ვლას­თან ერ­თად ბა­თუ­მე­ლებ­მა კერ­ძო ბი­ნე­ბი­სა და სახ­ლე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა და­ი­წყეს. ტუ­რის­ტულ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ­თათ­ვის ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სარ­ფი­ა­ნი ბიზ­ნე­სია, რად­გან ისი­ნი თით­ქმის და­ნა­ხარ­ჯის გა­რე­შე იღე­ბენ საკ­მა­ოდ მა­ღალ შე­მო­სა­ვალს. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა ღირს ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა ბა­თუმ­ში და და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი ბინა ქი­რავ­დე­ბა ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში. ბი­ნე­ბის ფასი 50 ლა­რი­დან იწყე­ბა და 100$-მდე მერ­ყე­ობს. გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი ბი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი სხვა­დას­ხვა ქარ­თულ თუ უცხო­ურ სა­იტ­ზე რამ­დე­ნი­მე ათასს აღ­წევს. Ambebi.ge ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის ბიზ­ნეს­ში ჩარ­თულ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ე­სა­უბ­რა.

ნო­დარ და თა­მარ გო­ბა­ძე­ებ­მა ინა­სა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე ბინა 5 თვის წინ იყი­დეს, გა­ა­რე­მონ­ტეს, ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღეს და რამ­დე­ნი­მე ვებ-გვერ­დზე გა­ნა­თავ­სეს. თა­მარ გო­ბა­ძე აცხა­დებს, რომ ის ახალ­ბე­დაა ამ ბიზ­ნეს­ში და სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ქი­რა­ვე­ბას ვერ ახერ­ხებს:

"დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ გვაქვს, წელს წა­მო­ვი­წყეთ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა. ივ­ნის­ში 10 დღით 500$-ად გა­ვა­ქი­რა­ვე. ივ­ლის­შიც პა­სი­უ­რი აღ­მოვ­ჩნდით ან შე­საძ­ლოა, ფასი არ მოს­წონთ. გუ­შინ ხუთი ტუ­რის­ტი შე­მო­ვი­და ღა­მე­ში 70$-ად. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ბინა ქარ­თულ ვებ-გვერ­დზე ნა­ხეს და და­მი­რე­კეს", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გო­ბა­ძემ.

ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ზღვი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში მცხოვ­რე­ბი 40 წლის ლია ბე­რი­ძე Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ბი­ნას 8 წე­ლია აქი­რა­ვებს და ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მისი და მისი შვი­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ლია ბე­რი­ძე ამ­ბობს, რომ მას "სა­კუ­თა­რი ტუ­რის­ტე­ბი" ჰყავს და სა­ნამ ზა­ფხუ­ლი მოვა, მა­ნამ­დე ურე­კა­ვენ, თუ რო­მე­ლი თვის, რო­მელ რი­ცხვებ­ში აპი­რე­ბენ მას­თან ვი­ზიტს:

"ჩემი ტუ­რის­ტე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბა­ში, მათ მე­გობ­რებს და ახ­ლობ­ლებს ეუბ­ნე­ბი­ან ჩემი ბი­ნის შე­სა­ხებ და ასე შე­იქ­მნა დიდი ქსე­ლი. ჩემი ბინა თუ და­კა­ვე­ბუ­ლია, ნა­თე­სა­ვებს ვეხ­მა­რე­ბი გა­ქი­რა­ვე­ბა­ში. სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა მაქვს სა­შუ­ა­ლო რე­მონ­ტით, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს აშე­ნე­ბულ კორ­პუს­ში. თუ მე და ჩემი შვი­ლიც ვრჩე­ბით, ღა­მეს 60 ლა­რად ვა­ქი­რა­ვებ, ხოლო თუ მთლი­ა­ნი ბი­ნის აღე­ბა უნ­დათ - 100 ლა­რად", - აღ­ნიშ­ნა ლია ბე­რი­ძემ.

27 წლის ნინო მე­თორ­მე­ტე სარ­თულ­ზე ზღვის ხე­დით, ზღვი­დან 100 მეტრში მდე­ბა­რე ოთახ­ნა­ხევ­რი­ან ბი­ნას 45$-ად აქი­რა­ვებს. მან ინ­ტერ­ნეტ­ში უცხო­ურ სა­ი­ტებ­ზე გა­ნა­თავ­სა ბი­ნის სუ­რა­თე­ბი შე­სა­ბა­მი­სი აღ­წე­რით. ვი­ზი­ტო­რი ბი­ნას წი­ნას­წარ ინ­ტერ­ნე­ტით ჯავ­შნის, ბი­ნა­ში შეს­ვლი­დან მე­ო­რე დღეს კი ნი­ნოს ან­გა­რიშ­ზე ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით ერი­ცხე­ბა თან­ხა:

"ტუ­რის­ტებს ვხვდე­ბი მა­ტა­რებ­ლის სად­გურ­ზე ან ავ­ტო­სად­გურ­ზე და მომ­ყავს ბი­ნა­ში. თა­ვი­სუ­ფალ დროს, მათ ვთა­ვა­ზობ ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ში ტუ­რე­ბის მო­წყო­ბას. ასე­ვე, ვაწ­ვდი ინ­ფორ­მა­ცი­ას ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ივ­ნის­ში 35$-ად ვა­ქი­რა­ვებ­დი და ერთ თვე­ზე 1050$ შე­მო­მი­ვი­და. ივ­ლის­ში კი ჩემი სტრა­ტე­გია არც თუ ისე კარ­გი აღ­მოჩ­ნდა, ჯერ 70$ მი­ვუ­თი­თე, თუმ­ცა თვის და­სა­წყის­ში არ გა­ქი­რავ­და და 45$-ზე ჩა­მო­ვე­დი. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ბე­ლო­რუ­სე­ბი, ირა­ნე­ლე­ბი, რუ­სე­ბი და თურ­ქე­ბი იყ­ვნენ ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი ვი­ზი­ტო­რე­ბი, სექ­ტემ­ბრის ერთი კვი­რა კი გერ­მა­ნე­ლებს აქვთ და­ჯავ­შნი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ბიზ­ნე­სია", - აღ­ნიშ­ნა ნი­ნომ.

ბა­თუმ­ში ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის ბიზ­ნეს­ში მაკ­ლე­რე­ბი და ტაქ­სის მძღო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩაბ­მუ­ლი. ბი­ნის მე­სა­კუთ­რეს­თან ტუ­რის­ტის და­კავ­ში­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ისი­ნი მო­გე­ბის 10%-ს იღე­ბენ.

26 წლის ლაშა გე­ლა­ძემ ტუ­რიზ­მის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ შპს და­ა­არ­სა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბის მსურ­ველ უცხო­ელ და ქარ­თველ ტუ­რის­ტებს ბი­ნით უზ­რუნ­ველ­ყოფს. ლაშა გე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ორი წე­ლია მუ­შა­ობს და უკვე 140 ბი­ნას აქი­რა­ვებს:

"საკ­მა­ოდ პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა. გა­სულ წელს თუ ტუ­რის­ტე­ბი აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან ჭარ­ბობ­და, წელს უკვე საგ­რძნო­ბია, რომ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნი­დან მრავ­ლად მო­დი­ან. ბი­ნებს გა­და­ვუ­ღე ფო­ტო­ე­ბი და 10 სხვა­დას­ხვა ვებ-გვერ­დზე გან­ვა­თავ­სე. ერთი ღა­მის სა­ფა­სუ­რი 50 ლა­რი­დან იწყე­ბა და 100$-მდე ადის, გა­აჩ­ნია სად მდე­ბა­რე­ობს ბინა, რო­გო­რი კომ­ფორ­ტია და რა ფარ­თო­ბი­საა", - აღ­ნიშ­ნა ლაშა გე­ლა­ძემ.

68 წლის პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რი ტაქ­სის მძღო­ლი კახა პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ ასე­ვე აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის ბიზ­ნეს­ში. დი­ლით 06:55-ზე ის მა­ხინ­ჯა­ურ­ში, მა­ტა­რებ­ლის ჩა­მოს­ვლას ელო­დე­ბა. რუ­სულ და ქარ­თულ ენებ­ზე ტუ­რის­ტე­ბის გა­სა­გო­ნად აცხა­დებს - "თუკი ჯე­რაც არ გი­პოვ­ნი­ათ ბინა, იმ­გზავ­რეთ კა­ხას ტაქ­სით". კახა ტუ­რის­ტებს ტაქ­სით მგზავ­რო­ბის სა­ფა­სურს ახ­დე­ვი­ნებს, ხოლო ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს მო­გე­ბის 10%-ს.

მაკ­ლე­რე­ბი­სა და ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მო­გე­ბის შე­მო­სა­ვალს კერ­ძო ბი­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს ვერ უბეგ­რავს სა­ხელ­მწი­ფო. მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დას ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­ებს კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს, თუმ­ცა რად­გა­ნაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ფიქ­სირ­დე­ბა ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, სა­ხელ­მწი­ფო ამ გა­და­სა­ხა­დის მოკ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ჯერ­ჯე­რო­ბით უძ­ლუ­რია.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, ბა­თუ­მი

Ambebi.ge

სტა­ტი­ის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ვერ­სია: What are the "hot prices" of hot season in Batumi

რუბრიკის სხვა სიახლეები

რა ღირს ბინის ქირაობა ბათუმში? - ყველაფერი ცხელი სეზონის "ცხელი ფასების" შესახებ

რა ღირს ბინის ქირაობა ბათუმში? - ყველაფერი ცხელი სეზონის "ცხელი ფასების" შესახებ

ზღვის სეზონის მოსვლასთან ერთად ბათუმელებმა კერძო ბინებისა და სახლების გაქირავება დაიწყეს. ტურისტულ ქალაქში მცხოვრებთათვის ეს ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი ბიზნესია, რადგან ისინი თითქმის დანახარჯის გარეშე იღებენ საკმაოდ მაღალ შემოსავალს. Ambebi.ge დაინტერესდა, რა ღირს ბინის დაქირავება ბათუმში და დაახლოებით რამდენი ბინა ქირავდება ზღვისპირა ქალაქში. ბინების ფასი 50 ლარიდან იწყება და 100$-მდე მერყეობს. გასაქირავებელი ბინების რაოდენობა კი სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ საიტზე რამდენიმე ათასს აღწევს. Ambebi.ge ბინების გაქირავების ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს გაესაუბრა.

ნოდარ და თამარ გობაძეებმა ინასარიძის ქუჩაზე ბინა 5 თვის წინ იყიდეს, გაარემონტეს, ფოტოები გადაუღეს და რამდენიმე ვებ-გვერდზე განათავსეს. თამარ გობაძე აცხადებს, რომ ის ახალბედაა ამ ბიზნესში და სამოთახიანი ბინის ყოველდღიურად გაქირავებას ვერ ახერხებს:

"დიდი გამოცდილება არ გვაქვს, წელს წამოვიწყეთ ეს საქმიანობა. ივნისში 10 დღით 500$-ად გავაქირავე. ივლისშიც პასიური აღმოვჩნდით ან შესაძლოა, ფასი არ მოსწონთ. გუშინ ხუთი ტურისტი შემოვიდა ღამეში 70$-ად. ორივე შემთხვევაში ბინა ქართულ ვებ-გვერდზე ნახეს და დამირეკეს", - აღნიშნა თამარ გობაძემ.

ნინოშვილის ქუჩაზე ზღვიდან რამდენიმე მეტრში მცხოვრები 40 წლის ლია ბერიძე Ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბინას 8 წელია აქირავებს და ზაფხულის სეზონზე მიღებული შემოსავალი მისი და მისი შვილისთვის მნიშვნელოვანია. ლია ბერიძე ამბობს, რომ მას "საკუთარი ტურისტები" ჰყავს და სანამ ზაფხული მოვა, მანამდე ურეკავენ, თუ რომელი თვის, რომელ რიცხვებში აპირებენ მასთან ვიზიტს:

"ჩემი ტურისტებიც მეხმარებიან ბინის გაქირავებაში, მათ მეგობრებს და ახლობლებს ეუბნებიან ჩემი ბინის შესახებ და ასე შეიქმნა დიდი ქსელი. ჩემი ბინა თუ დაკავებულია, ნათესავებს ვეხმარები გაქირავებაში. სამოთახიანი ბინა მაქვს საშუალო რემონტით, კომუნისტების დროს აშენებულ კორპუსში. თუ მე და ჩემი შვილიც ვრჩებით, ღამეს 60 ლარად ვაქირავებ, ხოლო თუ მთლიანი ბინის აღება უნდათ - 100 ლარად", - აღნიშნა ლია ბერიძემ.

27 წლის ნინო მეთორმეტე სართულზე ზღვის ხედით, ზღვიდან 100 მეტრში მდებარე ოთახნახევრიან ბინას 45$-ად აქირავებს. მან ინტერნეტში უცხოურ საიტებზე განათავსა ბინის სურათები შესაბამისი აღწერით. ვიზიტორი ბინას წინასწარ ინტერნეტით ჯავშნის, ბინაში შესვლიდან მეორე დღეს კი ნინოს ანგარიშზე ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემის მეშვეობით ერიცხება თანხა:

"ტურისტებს ვხვდები მატარებლის სადგურზე ან ავტოსადგურზე და მომყავს ბინაში. თავისუფალ დროს, მათ ვთავაზობ ქალაქის შემოგარენში ტურების მოწყობას. ასევე, ვაწვდი ინფორმაციას ბათუმში მიმდინარე კულტურული ღონისძიებების შესახებ. ივნისში 35$-ად ვაქირავებდი და ერთ თვეზე 1050$ შემომივიდა. ივლისში კი ჩემი სტრატეგია არც თუ ისე კარგი აღმოჩნდა, ჯერ 70$ მივუთითე, თუმცა თვის დასაწყისში არ გაქირავდა და 45$-ზე ჩამოვედი. უკრაინელები, ბელორუსები, ირანელები, რუსები და თურქები იყვნენ ჯერჯერობით ჩემი ვიზიტორები, სექტემბრის ერთი კვირა კი გერმანელებს აქვთ დაჯავშნილი. საინტერესო და შემოსავლიანი ბიზნესია", - აღნიშნა ნინომ.

ბათუმში ბინების გაქირავების ბიზნესში მაკლერები და ტაქსის მძღოლები აქტიურად არიან ჩაბმული. ბინის მესაკუთრესთან ტურისტის დაკავშირების სანაცვლოდ, ისინი მოგების 10%-ს იღებენ.

26 წლის ლაშა გელაძემ ტურიზმის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ შპს დააარსა, რომელიც ბათუმში დასვენების მსურველ უცხოელ და ქართველ ტურისტებს ბინით უზრუნველყოფს. ლაშა გელაძე ამბობს, რომ ორი წელია მუშაობს და უკვე 140 ბინას აქირავებს:

"საკმაოდ პრაქტიკული და საინტერესო საქმეა. გასულ წელს თუ ტურისტები აზიის ქვეყნებიდან ჭარბობდა, წელს უკვე საგრძნობია, რომ დამსვენებლები რუსეთსა და უკრაინიდან მრავლად მოდიან. ბინებს გადავუღე ფოტოები და 10 სხვადასხვა ვებ-გვერდზე განვათავსე. ერთი ღამის საფასური 50 ლარიდან იწყება და 100$-მდე ადის, გააჩნია სად მდებარეობს ბინა, როგორი კომფორტია და რა ფართობისაა", - აღნიშნა ლაშა გელაძემ.

68 წლის პროფესიით ინჟინერი ტაქსის მძღოლი კახა პენსიაზე გასვლის შემდეგ ასევე აქტიურად არის ჩართული ბინების გაქირავების ბიზნესში. დილით 06:55-ზე ის მახინჯაურში, მატარებლის ჩამოსვლას ელოდება. რუსულ და ქართულ ენებზე ტურისტების გასაგონად აცხადებს - "თუკი ჯერაც არ გიპოვნიათ ბინა, იმგზავრეთ კახას ტაქსით". კახა ტურისტებს ტაქსით მგზავრობის საფასურს ახდევინებს, ხოლო ბინის მეპატრონეს მოგების 10%-ს.

მაკლერებისა და ტაქსის მძღოლებისგან განსხვავებით, მოგების შემოსავალს კერძო ბინების მეპატრონეებს ვერ უბეგრავს სახელმწიფო. მოგების გადასახადის გადახდას ბინის მესაკუთრეებს კანონი ავალდებულებს, თუმცა რადგანაც ოფიციალურად არ ფიქსირდება ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი, სახელმწიფო ამ გადასახადის მოკრების თვალსაზრისით ჯერჯერობით უძლურია.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

Ambebi.ge

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია: What are the “hot prices” of hot season in Batumi

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია